McLaren Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Saturn მსგავსი სისტემები ყოფილა. ახლა აშშ-ში რომ სხვა შესაძლებლობებია გასაგებია.რადიკალურად განსხვავებული სისტემებია. იქ კრედიტს აძლევენ სტუდენტს. აქ რეალურად სესხი გაიცემა მშობელზე. ანუ სანამ სტუდენტი არ მოიყვანს ორ პასუხისგებელ პირს თავისი შემოსავლის ცნობით, კრედიტი არ გაიცემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 იქ კრედიტს აძლევენ სტუდენტს ეგრეა და დამთავრების შემდეგ ექვსი შვიდი წელი მაინც უნდებიან კრედიტის გადახდას.გააჩნია რამდენი იყო საჭირო სწავლისთვის იმის მიხედვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 არავინ არ გაუყრიათჰო არ გაუყრიათ, კარებამდე მიაცილეს და მერე ისინი აღარ მობრუნებულან. კარგი რა Saturn, თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტს რაც უქნეს უკვე ანეგდოტები დადის მაგაზე. ჩემი თუ არ გჯერა, კითხე ძუკუს და გეტყვის.სტუ-ს ფიზიკოსებს არ შეხებიან, იმიტომ რომ არც არაფერს წარმოადგენდნენ არასდროს. ერთი ლერი ქურდაძე დაწონიდა მთელ სტუ-ს. სადაც მე ვკითხულობ ლექციებსალბათ ინფორმატიკასთან დაკავშირებულ დისციპლინას არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Lo Janko თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტს რაც უქნეს უკვე ანეგდოტები დადის მაგაზე ნელ ნელა თქვენ ყველას დახმარებით გამოდის, რომ მართალს ვამბობდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 (edited) ალბათ ინფორმატიკასთან დაკავშირებულ დისციპლინას არა?კი. პროგრამირებას. არავინ არ გაუყრიათჰო არ გაუყრიათ, კარებამდე მიაცილეს და მერე ისინი აღარ მობრუნებულანარავინ არ გაუყრიათო მე დავწერე ? Edited April 7, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 McLaren ბევრ ეზოში დააგეს ასვალტი მაგრამ იმ ეზოშიც რომ დააგონ სადაც შენ იყავი შესული მაინც იტყვი რომ დიდი ამბავი ასვალტი ოცდა მეერთე საუკუნეში ისედაც უნდა იყოსო და ხალხი მშიერი არისო ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ეზოში ასვალტს დააგებენ თუ არა? ან გინდაც მთავარ ქუჩებზეც რომ არ დააგონ და მთლიანად გადათხარონ შენ და შენნაირები ამასაც იწუნებთ როგორც არის და იმასაც დაიწუნებთ როგორც იქნება ამიტომ აზრი არააქვს ცუდს გააკეთებენ თუ კარგს... რადიკალი ოპოზიციონერი ყოველთვის უკმაყოფილოა გინდ ცუდი გაუკეთე და გინდ კარგი ხანდახან ჭეშმარიტება მომადგება კლავიატურაზე (ბოლო წინადადებას ეხება) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 (edited) ნელ ნელა თქვენ ყველას დახმარებით გამოდის, რომ მართალს ვამბობდი.lasha1997, როგორ გითხრა ეხლა, განათლებაში რეფორმა რომ გასატარებელი იყო ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს. ევროპაშიც მიდის ეხლა განათლების მასშტაბური რეფორმა - ბოლონიის პროცესის სახელითაა ცნობილი და ხელისუფლების პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ვთვლი რომ სწორი იყო. აქ იგულისხმება საკანონმდებლო ბაზის შექმნა, უნივერსიტეტების სტრუქტურული რეფორმა, ეეგ-ს შემოღება, იმ ზოგადი უნარების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, არაფერს არ უშლის ხელს. მაგრამ, სამწუხაროდ რეფორმა პარალელურად გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ოპონენტებისაგან თსუ-ს (ხაზს ვუსმევ მხოლოდ თსუ-ს) გაწმენდის მიზნით და როგორც იტყვიან ჭუჭყიან წყალს ბავშვიც გადააყოლეს. რათქმაუნდა ამ რეფორმაში არის ბევრი დადებითი და სატურნი მაგაში მართალია, მაგრამ სატურნს იმის აღიარება არ სურს, რომ რეფორმის ყველაზე უარყოფითი ეფექტი სწორებ მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქტებია.ჯერ რუსუდან ლურთქიფანიძის და მერე ხუბუას დანიშვნა თსუ-ს რექტორად ამის დასტურია, რომ არაფერი ვთქვათ დღევანდელ განათლების სამინისტროზე, სადაც სასჯელაღსრულების გამოცდილებიანი ხალხი საზღვრავს განათლების პოლიტიკას და ახორციელებს რეფორმას. ალბათ ინფორმატიკასთან დაკავშირებულ დისციპლინას არა?კი. პროგრამირებას.Saturn, ეს იმიტომ გკითხე, რომ თსუ-ს IT საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლები საყვედურობდნენ სტუ-ს კოლეგებს, რომ რუსეთის უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სპეციალობების დასახელებები გაქვთო, რამაც ფრანგიშვილი ძალიან გააღიზიანა. Edited April 7, 2010 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 fashisti ბევრ ეზოში დააგეს ასვალტი მაგრამ იმ ეზოშიც რომ დააგონ სადაც შენ იყავი შესული მაინც იტყვი რომ დიდი ამბავი ასვალტი ოცდა მეერთე საუკუნეში ისედაც უნდა იყოსო და ხალხი მშიერი არისო ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ეზოში ასვალტს დააგებენ თუ არა? ან გინდაც მთავარ ქუჩებზეც რომ არ დააგონ და მთლიანად გადათხარონ შენ და შენნაირები ამასაც იწუნებთ როგორც არის და იმასაც დაიწუნებთ როგორც იქნება ამიტომ აზრი არააქვს ცუდს გააკეთებენ თუ კარგს...და შენ საიდან იცი რა შემთხვევაში რას ვიტყოდი? და საერთოდ რატომ გაამახვილე ყურადღება მაინცდამაინც გზებზე? გზები მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანე იმისა თუ როგორ იტყუება ხელისუფება. 24 საათიანი პროპაგანდა რომ არა, "ჩვენ დავაგეთ გზები", შეიძლება ეს პრობლემა ამ თემაში არც გამხსენებოდა. აი მაგალითად სამხედრო სფეროს რაც შეეხება, მაგაზე რატომ არაფერს წერ? არ გაინტერესებს და გკიდია მანდ რაც ხდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 McLaren და რა ხდება სამხედრო სფეროში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 fashisti და რა ხდება სამხედრო სფეროში?საქმეც იმაშია რომ არაფერი. აგვისტოს ომის მერე ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მმართველობაში დაშვებული იყო შეცდომები. ამის მიუხედავად წელიწადნახევრის განმავლობაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა იმის გარდა რომ თავდაცვის მინისტრად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დანიშნეს. ანუ თუ რუსული აგრესია ისევ განმეორდა (რითაც ერორები ყოველ დღე გვემუქრებიან), ქვეყანა აღამოჩნდება იგივე, ან შეიძლება უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში. ძალიან კარგად შეესაბამება ამ სფეროში არსებული მდგომარეობა თემის სათაურს. ყველა ლაპარაკობს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე, მაგრამ არავინ არ ფიქრობს თავდაცვაზე ამ აგრესიის შემთხვევაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 Lo Janko ესნი ყველაფერს პიარისთვის რომ იყენებენ,მაგაზეა რომ ვამობ. აუჰ რა თამაში „წააგო“ მანჩესტერმა.გამოვარდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 ყველა ლაპარაკობს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე, მაგრამ არავინ არ ფიქრობს თავდაცვაზე ამ აგრესიის შემთხვევაში.McLaren, ყველაზე რა მოგახსენო და ნაცები კი ამაზე გამუდმებით საუბრობენ, იმიტაციებსაც იღებენ და იცი რატომ?ჩემი აზრით იმიტომ, რომ კარგად იციან - არანაირი რუსული აგრესია აღარ იქნება. რუსებმა მიიღეს ის რაც უნდოდათ - აფხაზეთ და არასტაბილური საქართველო გაუწონასწორებელი პრეზიდენტით. სიზმარშიც კი ვერ ინატრებდნენ ასეთ წარმატებას.რუსები საშისნი გახდებიან მხოლოდ მაშინ, როცა მიხოს ხელისუფლებას საფრთხე შეექმნება. დააკვირდი, როცა მიხოს პოზიციები სუსტდება ეგრევე რუსეთში იქმნება საქართველოს ხელისუფლების კრიმინალებით და მარგინალებით დაკომპლექტებული ალტერნატივა, რომელიც ქართულ მოსახლეობაზე საფრთხობელასავით მოქმედებს და მიხოს კი არ უპირისპირებს, პირიქით მის მხარეს განაწყობს. მარტივი, მაგრამ ქმედითი მეთოდია. მიხო ინარჩუნებს ანტირუსი პროდასავლელის იმიჯს და ამავე დროს კეთდება დიდი რუსული პოლიტიკის საქმე. აბა სხვა რა უკანალში სადღლეზად უნდა ხმელეთის ერთი მეშვიდედის მპყრობელს ერთი ციცქნა საპრობლემო ტერიტორია, რომლის შენახვა მათთვის უზარმაზარ მატერიალურ და პოლიტიკურ საფასურს წაიღებს. აუჰ რა თამაში „წააგო“ მანჩესტერმა.გამოვარდნენ.lasha1997, აბა?მეც მანჩესტერს ვგულშემატკივრობდი და ეხლა მაგრა წამიხდა გუნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 (edited) Lo Janko Saturn, ეს იმიტომ გკითხე, რომ თსუ-ს IT საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლები საყვედურობდნენ სტუ-ს კოლეგებს, რომ რუსეთის უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სპეციალობების დასახელებები გაქვთო, რამაც ფრანგიშვილი ძალიან გააღიზიანა.ჩემს საგანს ჰქვია "ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება - c# ". ეს დასახელება მე შევარჩიე და აშშ-ში და ევროპაშიც ანალოგიურად ჰქვია მსგავს დისციპლინებს. რაც შეეხება რუსეთის უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სპეციალობების დასახელებებს არ გამოვრიცხავ რომ მასე იყოს. საერთოდ IT არის ძალიან სწრაფად განვითარებადი სფერო. არ შეიძლება ადამიანი ასწავლიდეს ამ სფეროში და მუშაობდეს მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში რადგან სასწავლებელში არ ხდება ლექტორის პროფესიული წინსვლა, განვითარება. ის იყინება იმ ტექნოლგიაზე რომელიც იცის. მაგრამ დადგენილია რომ IT -ში მიახლოებით 7 წელიწადში ერთხელ ცოდნა სრულიად გამოუსადეგარი ხდება. ანუ თუ შენ მუშაობ დღეს რაღაც ტექნოლოგიაში და ახალს არაფერს არ ითვისებ, ასე 7 წლის შემდეგ იგი არავის არ დაჭირდება. ის ასაკოვანი პროფესურა კი მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ამ სფეროში. ასწავლიან რაღაც საგნებს, რომლებიც დღეს არავის აღარ სჭირდება. ახალს ვერ აძლევენ ვერაფერს წასაკითხად იმიტომ რომ მაგ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ტექნოლოგიების გაგებაში არაა. თან ვერც ყრიან პირდაპირ, მოკლედ განვითარების შემაფერხებელი სერიოზული პრობლემაა. Edited April 7, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 არ შეიძლება ადამიანი ასწავლიდეს ამ სფეროში და მუშაობდეს მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში რადგან სასწავლებელში არ ხდება ლექტორის პროფესიული წინსვლა, განვითარება. ის იყინება იმ ტექნოლგიაზე რომელიც იცის.Saturn, აბსოლუტურად გეთანხმები, ეს არა მარტო IT-ის პრობლემაა. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა უნდა იყოს ორიენტირებული დარგის თანამედროვე ცოდნაზე, რომელიც მხოლოდ დარგის მოქმედ სპეციალისტებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მაგრამ არსებობს ე.წ. საბაზო განათლება რომელიც მეტ ნაკლებად არ არის სწრაფად ცვლადი და იქ შეიძლება განათლება უზრუნველყონ პროფესიონალმა პედაგოგებმა. ჩვენს განათლების სისტემაში კიდევ ბევრი რამეა შესაცვლელი და იმედი მაქვს რეფორმა ნორმალური კალაპოტში ჩაჯდება, მაგრამ რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს "ძველი" კადრი რეფორმას მისი ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე გადაგდება ან ჩარეცხვა არ შეიძლება. ბოლობოლო რეფორმა ადამიანებისთვისაა და არა პირიქით ადამიანები რეფორმისთვის. ასეთი რეფორმა არავის ჭირდება და მე ვფიქრობ არც გამოვა.IMHO Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 McLaren რეზერვის სისტემა იყო არა ეფექტურიო და მემგონი რაღაც ცვლილებები იყო, არ ვარ ჩახედული ჯარის საქმეში ამიტომ ზუსტად არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თავდაცვას სჭირდება შესაბამისი შეიარაღება ძლიერი საჰაერო დაცვით და ეგ ყველაფერი ან ძალიან ძვირი ღირს ან საქართველოს არ აძლევენ თორე კი იყიდიდნენ... პ.ს. უკვე ყელშია ამოსული რუსული საფრთხე, სააკაშვილი ყოველდღე მაგას რომ გაიძახის მაგარი გამაღიზიანებელია და ჩვენ რომ გვეუბნება არვიცი ჩვენ რითი შეგვიძლია რუსეთის დაწყნარება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.