nesquik Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 არსებობენ საქართველოში? უნდა იარსებონ? უნდა ვიყოთ მათი წინააღმდეგი? უბრალკოდ რა ადგილი უჭირავს მათ საქართველოში და ქართველებში... http://stamp.caucasus.net/sm/gogo-07.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 რელიგიური სექტების მომრავლება ჩვენი ეკლესიის უმოქმედობის ბრალია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeferino Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 რელიგიური სექტების მომრავლება ჩვენი ეკლესიის უმოქმედობის ბრალია საქართველოში თუ ეკლესია არაა მოქმედი აბა სადაა სხვაგან. ძალით არავის არააქვს უფლება ეკლესიაში სიარული დაგაძალოს. ყველაფერს აკეთებენ რო ხალმა ტაძარში იარონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 ყველაფერს არ აკეთებენ, პირიქით რაღაც ბარიერებს ქმნიან, ასეთი არ უნდა მიხვიდე, ისეთი არ უნდა მიხვიდე, და თავიდან ფეხებამდე წესია, როგორი უნდა მიხვიდე, მაშინ როცა მოდიხარ სამსახურიდან დაღლილი და გულით გინდა შეხვიდე ეკლესიაში, მაგრამ გაცვია შარვალი (გოგოებზე ვამბობ) და არ შედიხარ... და ასე კიდევ ბევრი დღეში მინიმუმ ათჯერ თუ არ კითხულობ ლოცვებს არ გაზიარებენ, ამიტომ ამბობ ტყუილს, რომ კითხულობ, რომ იცავ ყველა წესს, ყველა წესს ვერავინ იცავს ამიტომ ზოგს ურჩევნია დამატებითი ცოდვით აღარ დაიმძიმოს სული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
intelligent duck Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 წყნეთში იყვნენ და სასაფლაოებზე წვებოდნენ შიშვლები და ხალხი ღამე რჩებოდა რომ მააგთი შვილების სასაფლაოებისთვის რამე არ ექნათ... არა ყველა რელიგიას პატივს ვცეემ, მაგრამ სექტებს არა... :| ჰოდა რაც შეეხება აბრიერებს აი ზუსტად მაგაშია საქმე... ჩემს დაქალს აქვს ლექსი... როცა ეკლესიის გზას დაადგები მიხვალ და კარებზე წარწერა დაგხვდება გოგოები შარვლებით არ დაიშვებიანო... ეს შინაარსია და ზუსტად გერეა... ტავისუფლად ღმერთის სიყვარულს მიშლიან... არაფერს მიხსნიან და ყველა შეკითხვას მკრეხელობასდ მითვლიან... მერე კი როცა მეთვითონ ვეძებ და თუნდაც არაქრისტიანულ პასუხებს ვპოულობ მანადგურებენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ძალიან მეცნო შენი ნათქვამი, მეც მაგას ვგულისხმობდი, ბარიერები თქო, რომ ვახსენე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 დღეში მინიმუმ ათჯერ თუ არ კითხულობ ლოცვებს არ გაზიარებენ, ამიტომ ამბობ ტყუილს, რომ კითხულობ, რომ იცავ ყველა წესს, ყველა წესს ვერავინ იცავს ამიტომ ზოგს ურჩევნია დამატებითი ცოდვით აღარ დაიმძიმოს სულიგთხოვ, ინტრიგანი არ გეგონო. გულწრფელად მაინტერესებს: რატომ გინდა ხოლმე ეკლესიაში შეხვიდე და მითუმეტეს ეზიარო? ნუთუ იმიტომ რომ მერე უცხო და არაუცხო ადამიანებთან თქვა, რომ ეკლესიაში იყავი და ეზიარე? არ მინდა ეს დავიჯერო, იმიტომ, რომ უკეთესი წარმოდგენა მაქვს შენზე რატომღაც... თუ ათჯერ და მეტჯერ არ კითხულობ ლოცვებს და არ მოგწონს მართლმადიდებლური ცხოვრების წესი, შეგიძლია ლუთერანი გახდე... ან კათოლიკე... ამ შემთხვევაში "სექტანტობას" ვერავინ დაგწამებს, იმიტომ რომ ლუთენარული და კათოლიკური ეკლესიები სექტები არაა! მართლმადიდებლურ ეკლესიას იმიტომ ჰქვია მართლმადიდებელი, რომ ორთოდოქსალურ კანონებს ეფუძნება და ამ კანონებზე აუგის თქმა არ შეიძლება. ზიარება წმიდათაწმიდა საიდუმლოებაა და ზიარების უფლებას მოპოვება უნდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ბასილა რო დასდევდა ამათ კი ჩააყუდეს ვირის აბანოში დაახლა არიან ფრთებგაშლილი... ერთი მაგათიც რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ბასილი რომ დასდევდა, მაგიტომაც არიან ახლა ფრთაგაშლილები... იეღოველებმა და სხვა სექტანტებმა "წამებულების და დევნილების" იმიჯი მოირგეს და, მოგეხსენება, რელიგიური ნიშნით დევნილი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სიმპათიას და თანაგრძნობას იმსახურებს ხოლმე. ამიტომაც გახდა ბევრი იეღოველი... ბასილის და მისნაირი პირსისხლიანი აგრესორებისადმი პროტესტის ნიშნად. ჩემი უბნელია ერთი... ჩემზე სამი წლითაა დიდი... ჰოდა იმიტომ გახდას იეღოველი, რომ აღშფოთდა, როცა ტელევიზორში ნახა, თუ როგორ ურტყამდნენ იეღოველებს თავში ჯვრებს ბასილი და მისი ბანდა... "ნაზლო" გააკეთა... ჰოდა იცი ალბათ, რომ თუკი ადამიანი იეღოველი გახდა, ძნელია მისი მობრუნება ჭეშმარიტ რელიგიაზე... არ შეიძლება ძალადობა და, მითუფრო, რელიგიური ძალადობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ეკლესიაში სიარული მომწონს, ოღონდ მარტოს დაქალების და ძმაკაცების გარეშე ძალიან მყუდრო სიტუაციაა, მომწონს სურნელი, რაც იქ არის და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იქ რომ აზრები მაწვება, ისეთი სხვა დროს არ მომდის იქიდან გამოსული, ვეზიარე თუ არა იმისდა მიუხედავად, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ მაგრამ ვერ შევდივარ ყოველთვის, როცა მინდა, იმის გამო, რომ მანდილი დამრჩა, ან შარვალი მაცვია, ან მაკიაჟი მისვია, ან დეკოლტე მაცვია და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 1. ძალიან კარგი რომ მოგწონს, მაგრამ მოწონებით რუსთაველში სიარულიც მომწონს მე... ეკლესია უნდა გიყვარდეს... 2. იგივე სურნელი შეიძლება შენ სახლშიც იფრქვეოდეს... იყიდე საკმეველი აანთე კანდელი ხატებთან და საკმეველი დაწვი... დარწმუნებული ვარ, ისეთივე აზრები მოგივა თავში, როგორიც ტაძრად ყოფნის დროს გაქვს ხოლმე. 3. შენ გეჩვენება, რომ მსუბუქად ხარ... ესაა პლაცებოს ეფექტი. ეკლესიაში შენ შედიხარ იმ მოტივით, რომ გინდა იქედან "მსუბუქი" და ლაღი გამოხვიდე... არადა ზოგადად, სხვა, უფრო სერიოზული მიზნისთვის დადიან ეკლესიაში. 4. შენი სხეულის და სულის მდგომარეობა ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. რატომ გიჩნდება პროტესტის გრძნობა, როცა ხედავ მღვდელს, რომელიც "ემელი"დან გამოდის და ხელში მესამე თაობის ტელეფონი უჭირავს? იმიტომ, რომ ეს არაა სწორი... ჰოდა რატომ არ გინდა შენ თვითონ მოიქცე სწორად, ანუ ისე, როგორც უფალი გვეუბნება, რომ მოვიქცეთ? სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ ხშირად მაშინ, როცა ჩვენ თვალში დირეს ვერ ვამჩნევთ... ძალიან ადამიანური მომენტია. მერწმუნე, შენ მიმართ აგრესია საერთოდ არ მაქვს, პირიქით, სიმპათიით ვარ შენდამი განწყობილი... უბრალოდ, მინდა, დაგარწმუნო, რომ ის "პრეტენზიები" რასაც შენ ეკლესიას უყენებ, უსაფუძვლოა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tolia Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 სექტები არსებობენ საქართველოშიც და იმ ხალხსაც ვიცნობ რომლებიც იქ არიან. ეს ის ადამიანები არიან რომლებიც თავიდან რწმენაში არ იყვენ გამყარებულნი და სექტანტების ქადაგებებმა და სხვადასვანაირმა დაპირებებმა ჭკუა აურია. მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც მხოლოდ იოლ გზას ეძებენ და ამიტომ აღმოჩნდნენ სექტაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 1. მიყვარს 2. სახლში იმ აურას ნამდვილად ვერ შევქმნი, რაც არ უნდა იყოს სახლია 3. სიმსუბუქის გამო არ შევდივარ, სიტყვით არ ითქმის რა ძალაც მე იქით მეწევა 4. მე ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვცდილობ სხვებში დავინახო მაქსიმალურად, თუ რამ კარგი გააჩნიათ არც მე მაქვს, შენს მიმართ აგრესია, პირიქით უდიდესი სიმპატიებით სარგებლობ უბრალოდ, რა ვქნა არ მომწონს, როცა სიყვარულის და ჰუმანური რელიგიის მსახური ხარ და როგორც ძაღლს, ისე ექცევი შენს მრევლს, დადიხარ გაბღვერილი და ქმნი ბარიერს რომ ყველა ვერ მოვიდეს და დაგელაპარაკოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 არ აკეთებენ ყველაფერს, ფილმებში მაინც არ გინახავს, როგორ იქცევიან რრომ მრევლმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს, ფორმალური მხარეები მოხსნილია, შინაგანი პასუხისმგებლობაა გაზრდილი იქ აქ კი ფორმალიზმს იმდენი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ძალიან მოცლილი უნდა იყო, რომ ყველაფერი აასრულო, არ უნდა მუშაობდე, ოჯახი არ უნდა გყავდეს და ყველაფერს შეძლებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 სასულიერო პირების უმრავლესობა გამოირჩევა ერთგვარი "უხეშობით". ესაა ქცევის ერთგვარი წესი, რომელიც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა. ემოციების ზედმეტად გამოხატვას ერიდებიან, ეს არის და ეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.