Meloholica Posted April 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2009 ჯვარი არ მომიხსნია უკვე რამდენიმე წელია. არადა ერთ დროს არც ვიკეთებდი, იდო ხოლმე სადღაც. თითქოს მიცავს და მეც თავს დაცულად ვგრძნობ, ალბათ ამიტომაც არ ვიხსნი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted April 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2009 ვატარებდი 2009 წლის 15 იანვრამდე... მაგრამ მაგ დღის მერე, ცუდი ენერგიისგან აშკარად ვეღარ მიცავს... პირიქით, ბნელი ენერგიის ტელეპორტი გახდა... ამიტო მოვიხსენი და ეხლა ერთ კრონიანს ვატარებ... :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Meloholica Posted April 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2009 არ მგონია ჯვარი იყოს რაიმე ცუდის მიზეზი. ეს გამორიცხულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted April 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2009 ჯვარი არის ჩვეულებრივი ნივთი... რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრალური დატვირთვა აქვს... უმეტეს შემთხვევაში ჯვარი იცავს მის მფლობელს, მაგრამ დგება მომენტი როცა, მფლობელის სულშიც და შესაბამისად ნივთსიც რომელიც მას იცავს ხდება გარკვეული ტიპის გარდატეხა... ეს გარდატეხა იწვევს ნივთის დამცველობითი აურის ან შესუსტებას ან გაძლიერებას... ჩემს შემთხვევაში დასუსტდა აშკარად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
iberi Posted May 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2009 ჩემი მოძღვარი ავარიაში მოჰყვა ისე რომ ყველა დაიმტვრა და მიუხედავად იმისა რომ წინ შუშიდან გამოხტა და მანქანიდან შორს გადავარდა პრაქტიკულად არაფერი ქონდა დაშავებული გარდა პატრიარქის მიერ ნაჩუქი ჯვარისა - დიდი მოვერცხრილი რკინის ფვარი ისე იყო გაღუნული რომ ვერ მივხდით როგორ - სად უნდა ყოფილიყო დარტყმის ადგილი ან რამე - თითქოს თავისით გაიღულა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
stranger beggar Posted June 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2009 ჯვარი იშვიათად მიკეთია... როცა არაეკლესიურად ვიქცევი როკს ვუსმენ არ რამე სხვა... იძულებული ვარ მოვიხსნა... ჰოდა მრჩება მერე და მტელი ოჯახი ეძებსს... ამიტომ კარგა ხანია არ მიკეთია... ისე ვთვლი რომ მართლა სასწაულმოქმედი ძალა აქვს... მე აფხაზეთის ომში გააგდამარჩინა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 რა დატვირთვა აქ შენთვის? და უნდა ატაროს თუ არა და ქრისტიანმა ადამიანმა ის? მართლა იცავს თუ არა იგი საფრთხისგან ადამიანს? და საერთოდ, არის კი ადამიანი ღირსი მისი ტარების? რა არის შენთვის ჯვარი, და რატო ატარებ მას (თუ ატარებ) http://stamp.caucasus.net/sm/gogo-07.gif ჯვარს აქვს უდიდესი დატვირთვა, ყველა ჯვარი სიმბოლურად ნიშნავს იმ ჯვარს რომელზეც მაცხოვარი გააკრესრა თქმა უნდა იცავს,ამაზე ერთი იგავიც არის.რავიცი თუ დაგაინტერესებსთ დავწერ მერეაუცილებლად უნდა ატაროს ყველა მონათლულმა ადამიანმა,რა თქმა უნდა მართმადიდებელმა რახან ვატარებთ ე.ი. ვართ მისი ტარების ღირსნიჯვარი ჩემთვის არის ძალიან დიდი რამ რასაც იტყვებით ვერ გადმოვცემ,ჯვარი მიკეთია ყოველთვის,არ ვიხსნი არასდროს.როცა ჯვარი არ მიკეთია მგონია რომ რაღაც მაკლია და დარწმუენბული ვარ რო ის მიცავს ყოველგვარი უბედურებისგან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
majita Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 ჯვარი აუცილებლად ყველა ქრისტიანმა უნდა ატაროს.. ის იცავს ადამიანს განსაცდელისგან.მე ვატარებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MORGANA Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 მთავარია რწმენა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2009 ჯვარი ჩემთვის ერთერთი ჩვეულებრივი საგანია, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს. ჯვარის დაკიდება და იმის იმედი რომ ის დაგიცავს ცრურწმენად მიმაჩნია და თილისმობად. ადამიანს, რომელსაც ღვთის რწმენა აქვს, და ღვთის მოსაწონად ცხოვრობს, ღმერთი თუ დაიცავს და არა გადაჯვარედინებული საგნები. იმდენად რამდენადაც ჯვარი ზოგიერთი ადამიანისთვის წმინდა რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს, ასეთი ადამიანების პატივისცემის გამო ჯვარის დაკიდება არ დაკიდებაზე ჭკუის სწავლებას არ დავუწყებ. ჯვარი გამოიყენებოდა ბაბილონში, ეგვიპტეში და დედამიწის მრავალ მხარეში. მოგვიანებით ქრისტიანულმა ეკლესიებმა, კათოლიკებმა, მართლმადიდებლებმა და სხვებმა, ჯვარი შეიტანეს ქრისტიანობაში როგორც ღვთიური სიწმინდე და მნიშვნელოვანი ატრიბუტი. სინამდვილეში ჯვარი ქრისტიანებისთვის თავიდან არ წარმოადგენდა იმას რა მნიშვნელობაც მას მოგვიანებით მიანიჭეს მამაოებმა. ჯვრის თაყვანისცემა არის კერპთაყვანისცემა. ღმერთი ადამიანებისგან საგნების გულზე დაკიდვას არ მოითხოვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2009 ჯვარი ჩემთვის ერთერთი ჩვეულებრივი საგანია, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს. ჯვარის დაკიდება და იმის იმედი რომ ის დაგიცავს ცრურწმენად მიმაჩნია და თილისმობად. ადამიანს, რომელსაც ღვთის რწმენა აქვს, და ღვთის მოსაწონად ცხოვრობს, ღმერთი თუ დაიცავს და არა გადაჯვარედინებული საგნები. იმდენად რამდენადაც ჯვარი ზოგიერთი ადამიანისთვის წმინდა რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს, ასეთი ადამიანების პატივისცემის გამო ჯვარის დაკიდება არ დაკიდებაზე ჭკუის სწავლებას არ დავუწყებ. ჯვარი გამოიყენებოდა ბაბილონში, ეგვიპტეში და დედამიწის მრავალ მხარეში. მოგვიანებით ქრისტიანულმა ეკლესიებმა, კათოლიკებმა, მართლმადიდებლებმა და სხვებმა, ჯვარი შეიტანეს ქრისტიანობაში როგორც ღვთიური სიწმინდე და მნიშვნელოვანი ატრიბუტი. სინამდვილეში ჯვარი ქრისტიანებისთვის თავიდან არ წარმოადგენდა იმას რა მნიშვნელობაც მას მოგვიანებით მიანიჭეს მამაოებმა. ჯვრის თაყვანისცემა არის კერპთაყვანისცემა. ღმერთი ადამიანებისგან საგნების გულზე დაკიდვას არ მოითხოვს.ჯვარი როგორც ავგაროზი არ უნდა აღვიქვათ, მაგრამ თუკი მორწმუნე ჯვარს სხვა დანიშნულებას ანიჭებს, რწმენიდან გამომდინარე,იმ განცდით რომ ის, როგორც ქრისტიანი ვალდებულია ატაროს ჯვარი, არ ჩაიდინოს სასიკვდილო ცოდვაეს მისთვის ერთგვარი შეხსენებააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2009 ჯვარი როგორც ავგაროზი არ უნდა აღვიქვათ, Siknadmoარ უნდა აღვიქვათ? თუ არ უნდა აღიქვებოდეს? გვარიგებ თუ უბრალოდ აზრს აფიქსირებ? ვისაც უნდა აღიქვას მეგობარო და ვისაც უნდა არა. არ უნდა აღვიქვათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რას ქვია არ უნდა აღვიქვათ. გვარიგებ? ჩვენი ნებაა რას როგორ აღვიქვამთ ხომ ასეა? მაგრამ თუკი მორწმუნე ჯვარს სხვა დანიშნულებას ანიჭებს, რწმენიდან გამომდინარე,იმ განცდით რომ ის, როგორც ქრისტიანი ვალდებულია ატაროს ჯვარი, ვინ რა მნიშვნელობას მიანიჭებს საგნებს ეს მისი საქმეა. მაგრამ, რომ ამბობ ქრისტიანი ვალდებულია ატაროს ჯვარი ეს სიცრუეა. ქრისტიანობა არავის ავალდებულებს ისეთი საგნების ტარებას როგორიცაა ჯვარი და მისი მსგავსი. არ ჩაიდინოს სასიკვდილო ცოდვაეს მისთვის ერთგვარი შეხსენებააამეგობარო, ქრისტიანებს ღვთის სიყვარული და რწმენა უნდა ახსენებდეს რომ ცოდვა არ ჩაიდინოს და არა საგნები. თუ საგანი მოგახსნეს ესე იგი ივიქყებ ღმერთს და ჩადიხარ ისეთ რამეს რაც ცოდვაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
************* Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 ჯვარი ჩემთვის ერთერთი ჩვეულებრივი საგანია, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს. ჯვარის დაკიდება და იმის იმედი რომ ის დაგიცავს ცრურწმენად მიმაჩნია და თილისმობად. ადამიანს, რომელსაც ღვთის რწმენა აქვს, და ღვთის მოსაწონად ცხოვრობს, ღმერთი თუ დაიცავს და არა გადაჯვარედინებული საგნები. იმდენად რამდენადაც ჯვარი ზოგიერთი ადამიანისთვის წმინდა რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს, ასეთი ადამიანების პატივისცემის გამო ჯვარის დაკიდება არ დაკიდებაზე ჭკუის სწავლებას არ დავუწყებ. ჯვარი გამოიყენებოდა ბაბილონში, ეგვიპტეში და დედამიწის მრავალ მხარეში. მოგვიანებით ქრისტიანულმა ეკლესიებმა, კათოლიკებმა, მართლმადიდებლებმა და სხვებმა, ჯვარი შეიტანეს ქრისტიანობაში როგორც ღვთიური სიწმინდე და მნიშვნელოვანი ატრიბუტი. სინამდვილეში ჯვარი ქრისტიანებისთვის თავიდან არ წარმოადგენდა იმას რა მნიშვნელობაც მას მოგვიანებით მიანიჭეს მამაოებმა. ჯვრის თაყვანისცემა არის კერპთაყვანისცემა. ღმერთი ადამიანებისგან საგნების გულზე დაკიდვას არ მოითხოვსასე იაღოველები მსჯელობენ,და თუ ჯვრის მატარებელბი შენი მოსაზრებიტ კარბთ ტაყვანისმცემლები არიან მაშინ მსოფლიოა მისი თაყვანისმცემელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 ასე იაღოველები მსჯელობენ,************* ძალიან კარგი მასე რომ მსჯელობენ. და თუ ჯვრის მატარებელბი შენი მოსაზრებიტ კარბთ ტაყვანისმცემლები არიან მაშინ მსოფლიოა მისი თაყვანისმცემელი.საინტერესო დასკვნაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 გარდა ამისა ის ჩვენ გვიცავს.ტყუილია, ჯვარი ვერანაირად ვერ დაგიცავს, თავად ჯვარი არის რომაელების მიერ ჩვ.წ.აღ მდე მე-6 საუკუნეში შექმნილი საწამებელი იარაღი, ლეგენდა რომოლუსზე როდესაც იგი ტროიდან გამოიქცა და თანამედროვე რომის ჭაობიან მიწებზე დასახლდა მოგვითხრობს რომ ადგილობრივი მმართველი ტიტე დამარცხების შემდეგ ამ მეთოდით დასაჯა, ამავე მეთოდით ისჯებოდნენ აჯანყებული მონები და რომაული კანონმდებლობის 12 ტაბულის კანონის დამრღვევები, ასევე დაბყრობილი ქალაქის მოსახლეობა თუ ისინი რომაელი მხედართმთავრის მოთხოვნას დანებების თაობაზე არ დამორჩილდებოდნენ, ეხლა რაც შეეხება ქრისტეს ჯვარცმის ამბავს აქ მავანთ აზრი ორად იყოფა, ერთნი ამბობენ რომ იესო რომაელებმა ჯვარს აცვეს, ანუ დასაჯეს მათი ჩვეულებისამებრ, ხოლო მეორენი იგონებენ ებრაელებისათვის მოსეს რჯულით ნაცნობ წამების მეთოდს "ძელზე გაკვრას" და იძახიან რომ იესო მართალია რომაელებმა მოკლეს, მაგრამ ებრაული მეთოდითო. ( რაში სჭირდებოდა დამბყრობელ რომს დამონებული ებრაელების ხუშტურების შესრულება გაუგებარია, რატომ უნდა დაესაჯათ იესო ებრაული მეთოდით როდესაც მშვენიერი ჯვრები ჰქონდათ გამზადებული ავაზაკთა დასასჯელად და თან იესოს ებრაელები კი არა რომაელები სჯიდნენ ) სიტყვა ძელი რომელიც ნახსენებია ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე აღქმულ იქნა მავანთ მიერ ხის სწორ ბოძად, წახნაგების გარეშე, ამ ძელს, რომ გვერდით ორი განშტოება ჰქონოდა რის გამოც მას ჯვარი ეწოდება ეს არ განიხილეს, სწერია ძელი მორჩა და გათავდა ესე იგი სწორი სტოლბაა დასკვნა ასეთია ქვას ხეთქავს, ხოლო ადგილები სადაც ჯვარია ნახსენები ეს არასწორია მათი თქმით, მოკლედ როგორც ხდება ხოლმე რა რაც არ მოწონთ არასწორია, რაც მოწონთ სწორი და მართალი. დაწერილია წყეულია ყველა გაკრული ძელზე ანუ ხის მასაზე, ეხლა ის ძელი დაბრეცილი იქნებოდა გვერდებზე ორი განშტოება ექნებოდა თუ გვერდით იქნებოდა გადაზნექილი ძელი ძელია და მას შეიძლება მრავალი ფორმა ქონდეს, მათ შორის რომაელების საამაყო საწამებელი იარაღის ჯვრის და სწორედ ამ ფორმის ძელზე გაკვრით დასაჯეს მართალი იესო. ეხლა რატომ ჩამოაჭრეს რასელისტებმა ამ ძელს ორი განშტოება და ჯვარი სტოლბად რატომ აქციეს აი ამიტომ:გარდა ამისა ის ჩვენ გვიცავს.იმის მაგივრად რომ აეხსნათ რომ ჯვარი საწამებელი იარაღია და ვერანაირად ვერ დაგიცავს, ეს ძელი გადააკეთეს სწორ ბოძად და იესოს ჰორიზონტალორ მდგომარეობაში მყოფი ხელებიც მაღლა ააშვერინეს. მეთვრამეტე საუკუნემდე ქრისტიანობის სიმბოლო მთელ ქრისტიანულ სამყაროში ჯვარი იყო და თურმე აღმოჩნდა რომ რასელს მეტი ცოდნია და სტოლბა ყოფილა. ეს იგივეა მუსლიმანების მეჩეთს გუმბათიდან ნახევარმთვარე რომ მოუგლიჯო და სვასტიკა დაადგა. რაც შეეხება იმას გვიცავს თუ არა ჯვარი ჩვენ დემონური ძალებისაგან პასუხი ასეთია ვერ გვიცავს, ვინაიდან ვისაც ნანახი აქვს მეტეხის ტაძარში მომხდარი ეგზორციზმის რიტუალები იმან კარგად იცის რომ თავად ამ ტაძარში უამრავი ჯვარი და ხატია, მაგრამ დემონები მაინც თავისუფლად დათარეშობენ, მაშინ როდესაც ეშმაკი იუდაში შევიდა ის ქრისტეს გვერდით იმყოფებოდა ასე რომ მიუხედავად იმისა რომ თავად ეშმაკი ძრწის იესოს წინაშე ის მაინც ახერხებს მის სიახლოვეს მოქმედებას თუ სათანადო პირობები შეექმნა და ადამიანმა თავად შეუწყო ხელი და უფრო მეტიც სანამ ის გამოძევებულ იქნებოდა ზეციდან იობის წიგნი მოგვითხრობს რომ უფლის ტახტის წინ თავისუფლად დასეირნობდა და ცილსაც სწამებდა მართალს. ნივთებისათვის მისტიური ძალების მიწერება და მიკერება რასაც საფუძვლად უდევს ძირითადად არასწორი მოძღვრება დაუშვებელია, ნივთი ნივთია ხე ქვა და რკინა, ხესა და ქვას რანაირი ფორმაც არ უნდა მისცე არანაირ მისტიურ ძალას ის არ შეიცავს, დაცვა კი თუ გნებავს ბატონო სულიერი ბრძოლის იარაღს იესო თავად გაძლევს და გეუბნება რომ რწმენა ის ფარია რომლითაც ბოროტის გავარვარებულ ისრებს ჩააქრობ, ხოლო მისი სიტყვა ანუ სახარება მახვილია, ასე რომ რწმენაში მყოფი სახარებაში განსწავლული უფრო დაცული ხარ ვიდრე გულზე საწამებელიარაღდაკიდებული. ჯვარი სიმბოლოა და მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.