nesquik Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 რამდენად ჭარბობს ბრბოს ფსიქოლოგია ხალხში და რამდენად მოქმედებს ეს ფსიქოლოგია ხალხზე და სხვის ნერვებზე... ბრბო, ეს არაა პიროვნება შესაბამისად არაპატივსაცემია ჩემთვის... რატომ იბადებიან ბრბოს ფსიქოლოგიით და მონური სულით... http://stamp.caucasus.net/sm/gogo-07.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 ჩემთვის ბრბო არის ხალხის მასა, რომელიც ინფორმაციას ირეკლავს კი არ იაზრებს, არამედ ირეკლავს ასეთი კრიტერიუმი მაქვს მე ბრბოსთან მიმართებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tolia Posted June 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2008 ბრბო ეს არის დეპერსონალიზებული მასა, რომელსაც ახასიათებს დაუსჯელობის შეგრძნება და უკანა პლანზე არის გადაწეული პიროვნების საკუთარი მე. ბრბო შეიძლება სამმა რამემ შექმნას: შიშმა, სიხარულმა და ძალადობამ, შესაბამისად ბრბოს ფსიქოლოგიით არავინ იბადება - მერე ყალიბდებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2008 ბრბო კულტურის დეფიციტის პროდუქტია... ძალიან ტრივიალური ფრაზაა, მარა სრული ჭეშმარიტებაა, ჩემი აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted September 14, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2008 ბრბოს ნაწილი ხდება ისეთი ხალხი, რომელიც არის პოტენციური და მომავალი ბრბო... ბრბო არის მასის ის ნაწილი, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნების უნარი არ გააჩნია და სხვა არფერი აქვს დარჩენილი გარდა იმისა, რომ აყყვეს სხვის "იდეას"... საძაგლობაა! :puke: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
stranger beggar Posted June 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2009 წარმოადგენს ადამიანთა უსტრუქტურო ერთობას, რომელსაც აერთიანებს საერთო ემოციური განწყობა (უფრო ხშირად აგრესიული) და რომელიც მაღალი სუგესტიურობით, შთაგონებადობით ხასიათდება... ეს ბრობოს ახსნაა... მეც ვეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2009 ხროვა... :) :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2010 ბრბო კულტურის დეფიციტის პროდუქტია... ძალიან ტრივიალური ფრაზაა, მარა სრული ჭეშმარიტებაა, ჩემი აზრით.ბრბო- ემოციების ბატონობაა გონებაზე...აქ განათლებას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... პროფესორებისგან შედგენილი მასა მინახია ბრბოს როლში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 nesquik ადამიანთა ერთობამ, სისტემის თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება შექმნას საზოგადოება, მასა ან ბრბო.ალბათ, დიდ შეცდომას არ დავუშვებთ, თუ ადამიანთა ნაკრებს _ საზოგადოებას, მასას და ბრბოს შემდეგნაირად დავახასიათებ. საზოგადოება, ესაა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ორგანიზააციის მქონე ნაკრები. შედარებით დაბალ, მაგრამ ადამიანთა მაინც ორგანიზებულ ნაკრებს ვუწოდოთ მასა. ადამიანთა არაორგანიზებული ნაკრები კი უკვე ბრბოა.ფაქტია _ ინდივიდი, როგორც საზოგადოების, მასის ან ბრბოს შემადგენელი ნაწილი, უმრავლეს შემთხვევაში, სხვადასხვანაირად გრძნობს, ფიქრობს და მოქმედებს. განვიხილოთ სუბიექტი, რომელიც მასაში, ბრბოში ხვდება. მართლაც, ისეთი რა უნიკალური თვისება ახასიათებს ბრბოს, მასას, საზოგადოებას, რომ შეუძლია შეცვალოს ადამიანი? როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისაგან _ პროფესიით, ხასიათით, ინტელექტით, მაინც ის ფენომენი მოქმედებს, რასაც შეიძლება კოლექტიური “სული” ვუწოდოთ. მისი ზემოქმედებით სუბიექტები და ინდივიდები, როგორც აღვნიშნეთ, სხვანაირად აღქმას, ფიქრს, ქმედებას იწყებენ. ჩნდება ან მჟღავნდება, ან გარდაიქმნება იდეები და გრძნობები. თითქოს, უცბად შეერთებული ადამიანები ქმნიან ახალ არსებას, ორგანიზმს (მასას, ბრბოს ან საზოგადოებას), მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ახალი თვისებებით, რომელიც განსხვავებულია მისი შემადგენელი უჯრედის, ინდივიდის თვისებებისაგან. ანუ იქმნება მასის საშუალო ხასიათი. მასაში მყოფი ადამიანი, მასის ნაწილი, თავს “ძლიერად” გრძნობს. თავისუფლდება მარტივი იმპულსები, რომელიც ინდივიდის განმხოლოებისას შეზღუდულია. მასა ქმნის ანონიმურებას, ანუ ქრება პირადი პასუხისმგებლობა; ქრება “სოციალური შიში”; ქვეცნობიერის ყველა უარყოფითი იმპულსი ზედაპირზე ამოდის; იძირება ცნობიერი; ინდივიდი მზადაა ჰიპნოზისათვის; იგი გამოსხივების იმ ველში ხვდება, რასაც მასა ასხივებს; ის მართული ხდება და ცივილიზაციის კიბეზე რამდენიმე საფეხურით ეშვება; განსწავლულიც კი ველური ხდება, ანუ _ ბიოლოგიური ობიექტი, რასაც მარტივად მართავს ნებისმიერი ვიგინდარა; ჩნდება სპონტანურობა, ველური ენთუზიაზმი; ქრება საკუთარი თავის უნდობლობა, ეჭვი; იბადება, ერთი მხრივ, ვიღაცის ან რაღაცის გაღმერთების დაუოკებელი სურვილი და მეორე მხრივ, ვიღაცისა, თუ რაღაცის მიმართ ანტიპათია ან ცხოველური სიძულვილი. ზნეობადაქვეითებულ, შემთხვევით ამოტივტივებულ ლიდერს საქმე უმარტივდება. ლოგიკა აღარაა საჭირო; მთავარია ექსპრესია; მთავარია იმეორო ერთი და იგივე; მასა უკვე ლიდერისაგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ _ მის გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში ბრბოს წევრს სიამოვნებას ანიჭებს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ამ შიშის მეშვეობით, ლიდერის გაღმერთებით, პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს. იწყება ზიზღი ყველაფრისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. ანუ _ ახლისადმი, პროგრესისადმი. თითქოს, მასის სული ხდება მისი შემადგენლის, გაპრიმიტივებული ინდივიდის სული. ის ეთანხმება ლიდერის ყველა პრიმიტიულ აზრს, იმასაც კი, რომელსაც მასის გარეშე არასდროს დაეთანხმებოდა და შესაძლოა წინააღმდეგობა კონფლიქტის მიზეზიც გამხდარიყო. ყველა ხრის თავს; ჩნდება პირველყოფილი ადამიანის დამახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე. მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა; მას სჭირდება ილუზია და ის ლიდერისაგან ამას იღებს; მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია.ილუზია ენაცვლება რეალობას; იწყება უკუკავშირი; მასის მიერ იდეის ატაცება აიძულებს ლიდერს დაიჯეროს, რომ ის, მართლაც გენიოსია. მასში მასაზე ზემოქმედების სურვილი ახალი ძალით იღვიძებს. ასეთი პრესის ქვეშ მასა უცილობლად იქცევა ბრბოდ. ეს უკვე რევოლუციის, ამბოხების რეალური საფუძველია. ერთი უაზრო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, უარესით იცვლება, შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.ზემოაღნიშნული მოსაზრება არახალია და მეტ-ნაკლებად განათლებულმა ნაწილმა ეს ჩვენზე უკეთ იცის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავერკვეთ _ რა არის ის შემაერთებელი “ნივთიერება”, რაც ადამიანთა გაერთიანებას, მასას ქმნის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.