HaMMerFaLL Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 რა? ათეისტი ამბობს მე არ მწამს ღმერთის! ე.ი. რა გამოდის იგი აღიარებს ღმერთის არსებობას მაგრამ არ სწამს ხო? ნუ ლოგიკურად ასე უნდა იყოს ხოდა აბა ათეისტებო დადეთ ახლა თავები იმაზე რომ არ არსებობს ღმერთი!!!საერთოდ მაგაში არარელიგიურები მოიაძრებენ: "არ მწამს ღმერთის არსებობის"ხოლო რაც შეეხება სიტყვას "ღმერთი" ამბობენ როგორც უბრალოდ სიტყვას...ასე რომ შეგიძლია აწი ასე აღარ იფიქრო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
HaMMerFaLL Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 10 მითი ათეიზმის შესახებ 1. ათეისტებს სწამთ რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს - პირიქით, უფრო ხშირად სწორედ "მორწმუნეები" ფიქრობენ რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმქვეყნიურმა სიამოვნებებმა შეიძლება აანაზღაუროს, ათეისტებს კი სწამთ რომ იმქვეყნად არაფერი ელოდებათ, შესაბამისად უფრო მეტად უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან, დღევანდელი დღიდან უფრო მეტის მიღებას ცდილობენ. 2. ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები - ძალიან ბერვი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს. 3. ათეიზმი დოგმატურია - ებრაელები, მაჰმადიანები და ქრისტიანები თვლიან რომ მათი წერილები იმდენად კარგად არის მორგებული კაცობრიობის მოთხოვნებს, რომ ასეთი წერილები მხოლოდ უმაღლეს გონს შეეძლო შეედგინა, ათეისტი კი უბრალოდ ის პიროვნებაა, რომელმაც ცოტათი მეტი წაიკითხა და მიხვდა რომ ასეთი რწმენა არის აღსაშფოთებელი. მწერალმა სტეფან ჰენრი რობერტსმა (1907-71) ერთხელ თქვა: მეც და შენც ორვენი ათეისტები ვართ, უბრალოდ მე შენგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთის მწამს, როცა შენ მიხვდები რატომ არ გწამს სხვა რელიგიების ღმერთების არსებობა, მაშინ მიხვდები რატომ არ მწამს შენი ღმერთის. 4. ათეისტები ფიქრობენ რომ "ყველაფერი თავისით გაჩნდა" - სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს (საერთოდ ევოლუციის თეორიის კრიტიკის დროს) ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესები - ბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის "შემთხვევითი" და დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინი "ბუნებრივი გადარჩევა" გამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებული "ხელოვნური გადარჩევის" პროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე! 5. ათეიზმს არ აქვს კავშირი მეცნიერებასთან - მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს თან მეცნიერი იყოს და თან ღმერთის სწამდეს, უეჭველია რომ მეცნიერული მოღვაწეობა უარყოფს და არა ამყარებს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, ავიღოთ აშშ-ს მოსახლეობა მაგალითისთვის: საერთო მოსახლეობის 90% სწამს ღმერთის არსებობის, ხოლო ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრების 93% კი - არა! 6. ათეისტები ჯიუტები და ბრმები არიან - როცა მეცნიერებმა არ იციან რაიმე ან ვერ ხსნიან - ამას აღიარებენ, აი მორწმუნეების უმრავლესობა კი იბრალებს რომ შეუძლიათ ახსნან და იციან კოსმოსზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე იმაზე მეტი ვიდრე ყველა მეცნიერმა ერთად. როცა საუბარი მიდის კოსმოსზე, ბუნებაზე და ჩვენს ადგილზე მათთან მიმართებაში, ათეისტები იშველიებენ მაგალითებს და ფაქტებს მეცნიერებიდან, რაც სიჯიუტე კი არა - ინტელექტუალური გულახდილობაა. 7. ათეისტებს არ შეუძლიათ "სულიერების განცდა" - აბსოლიტურად არაფერი აკავებს არცერთ ათეისტს უყვარდეს, აღფრთოვანდეს, დააფასოს, შეიწყალოს, იყოს ბედნიერი... ათეისტები ხშირად ცდილობენ განიცადონ ეს გრძნობები, უბრალოდ ისინი ამ გრძნობებს არ აბრალიან და მიაწერენ უმაღლესს გონს, ეჭვგარეშეა რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის კითხვით და ლოცვით - რას ამტკიცებს ეს? რას და იმას რომ დისციპლინას და ზოგიერთი კანონის დაცვას აქვს დამამშვიდებელი და პოზიტიური გავლენა ტვინზე. ბუდისტები, ინდუსები, მაჰმადიანებიც იგივეს გრძნობენ როცა თავისი წმინდანებისთვის ლოცულობენ. 8. ათეისტებს სჯერათ რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებისა და აღქმის მიღმა - პირიქით, ათეისტი თავისუფალია ადამიანის აღქმის საზღვრების დადგენისას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ ვიცით სამყაროს შესახებ, ვერც ბიბლია და ვერც ყურანი ვერ გვაძლევს უკეთესს ახსნას სამყაროსი, როდესაც მორწმუნეები შეზღუდულნი არიან ასეთ ფიქრებში, ათეისტს თავისუფლად შეუძლია დაუშვას სხვა სამყაროების, სხვა სიცოცხლეების არსებობა სხვადასხვა პლანეტებზე, განზომილებებში. 9. ათეისტები უარყოფენ ფაქტს რომ რელიგია სასარგებლოა საზოგადოებისთვის - მას ვინც ამას ამტკიცებს ხშირად ავიწყდება რომ ასეთი სარგებელი არ ამტკიცებს რელიგიის ამა თუ იმ დოქტრინის ჭეშმარიტებას რათქმაუნდა შეიძლება ვიკამათოთ რელიგიის სარგებელზე, რადგან ხშირად რელიგია იძლევა საკმაოდ "ცუდ" მიზეზებს მაშინ როდესაც არსებობს "კარგი" მიზეზები, ასე მაგალითად: რომელი სჯობს: დაეხმარო მათხოვარს იმიტომ რომ ის იტანჯება, თუ იმიტომ რომ უმაღლესმა გონმა გითხრა ასე და დაგაჯილდოებს ასეთი საქციელისთვის და დაგსჯის თუ ასე არ მოიქცევი. 10. ათეიზმში არ არსებობს მორალი - თუ ადამიანი თავისით ვერ ხვდება რა არის ბოროტება, მაშინ ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ბიბლიიდან და ყურანიდან, მორალი ადამიანებს გვიყალიბდება იმ გარემოდან და იმ მორალური ინტუიციიდან, რომლებიც წლების მანძილზე წყვეტდნენ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კაცობრიობამ განიცადა ნამდვილად დიდი მორალური პროგრესი ბოლო წლების მანძილზე და ეს ნამდვილად არ მომხდარა იმის გამო რომ ბიბლიას ან ყურანს უფრო დაკვირვებით ვკითხულობდით, ორივე წიგნში არის მონობის მაგალითები, მაშინ როცა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი მონათმფლობელობას გაუმართლებლად თვლის. მოქმედებს ოქროს წესი - ის რაც კარგია ამ წერილებში შეიძლება შეფასდეს, როგორც ეთიკური სიბრძნე და არა უმაღლესი გონის მიერ ხელით მოწოდებული.აუ, რატო ვწერე იმდენი ტყუილად, თურმე დაუსწრიათ თითქმის იგივეს დაწერა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2009 ათეთმადიდებლობა არის გზა ჭეშმარიტებისკენ და განთავისუფლება რელიგიურ ცრურწმენებისგან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 Nukriko ათეთმადიდებლობა არის გზა ჭეშმარიტებისკენ და განთავისუფლება რელიგიურ ცრურწმენებისგან.....და ადამიანურობისგან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2009 newstudio ...და ადამიანურობისგან!რას ამბობ ეხლა შენ, რომ ათეიზმი არაადამიანურია? და მხოლოდ თეიზმია ადამიანური? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
HaMMerFaLL Posted September 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2009 ათეთმადიდებლობა არის გზა ჭეშმარიტებისკენ და განთავისუფლება რელიგიურ ცრურწმენებისგან..+1 Nukriko ...და ადამიანურობისგან!აჰა, ესეიგი ის ყოფილა ადამიანური, ეკლესიაში რო მიხვალ, ყველა ცოდვას სათითაოდ მოინანიებ, იქედან გამოხვალ და იგივეს იმეორებ...კარგი, აწი მეცოდინება... :rolleyes: http://pics3.vampirefreaks.com/V/Va/Vam/Vampire_Twitch_72/32966930.jpgმელკის რატომ გავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted September 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2009 ფანატიკოს მორწმუნეს შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს იმაზე, თუ როგორი სამართლიანია ღმერთი, რა გონივრულად და კანონზომიერად მოაწყო მან სამყარო... მაგრამ როდესაც წინ დაუდებენ უსამართლობის, ბოროტების და კანონზომიერებიდან გადახვევების მაგალითებს, გვპასუხობენ, რომ შეუცნობელია გზანი უფლისანი, ან პირად შეურაცხყოფაზე და აგრესიაზე გადადიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 ათეისტი ამბობს მე არ მწამს ღმერთის! ე.ი. რა გამოდის იგი აღიარებს ღმერთის არსებობას მაგრამ არ სწამს ხო? ნუ ლოგიკურად ასე უნდა იყოსათეისტს წამს რომ ღმერთი არ არსებოსბ, და იცის რომ ისეთი ღმერთი არ არსებობს როგორს ეს სხვადასხვა "წერილები" გვამცნობენ. "ღმერთი არსებობს" აინშტაინის ბოლო სიტყვები სიკვდილის წინ , მოკლედ რა, ვის როგორც უნდა ისე ატრიალებს ხომე აინშტეინს. აქვე დავამეტბ:მორწმუნე ბუში უმცროსი და ათეისტი ობამა იპოვეტ განსხვავება P.S.ფიორენტინას მერე როგორს შეიცვალა მუსიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 ჭანო ათეისტს წამს რომ ღმერთი არ არსებოსბტყვილია. რწმენის არ ქონა, რწმენა არ არის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Nukriko კერძოდ რა არის ტყული? უფრო სწორედ მცდარი?რწმენასა და ცოდნაში ან დაჯერებაში არის საკამოდ მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ კიროცა გწამს მაშინ უშვებ იმის საწინააღმდეგოს არსებობის თეორიულ შანსს, ხოლო როცა ისი რამე მასინ ეს თეორიული შანსიც არ არსებობს.(იმჰო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 ჭანო კერძოდ რა არის ტყული? უფრო სწორედ მცდარი?დებულება რომ ათეიზმი არის რწმენა....რწმენასა და ცოდნაში ან დაჯერებაში არის საკამოდ მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ კიროცა გწამს მაშინ უშვებ იმის საწინააღმდეგოს არსებობის თეორიულ შანსს, ხოლო როცა ისი რამე მასინ ეს თეორიული შანსიც არ არსებობს.(იმჰო)რწმენას ცოდნა არ სჭირდება... არ ითხოვს ფაქტებს, არ ითხოვს არანაირ მტკიცებულებას...ცოდნას კი რწმენა არ სჭირდება... თუ იცი ის რწმენა აღარ არის ის ცოდნაა... თეისტს წამს რომ ღმერთი არსებობსათეისტმა კი იცის რომ ღმერთი არ არსებობს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Nukriko ოკ, ნაწილობრივ გასაგებია, მე ამით ის იმის თქმა მინდოდა რომ ათეისტებს არ აქვთ ზუსტი პასუხი ანუ მტკიცებულებები ღმერთის არ არსებობის, როგორც თეისტებს მისი არსებობის.ხოლო რელიკგიის მიმართ კი თანაც ძალიან ბევრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 ჭანო ათეისტებს არ აქვთ ზუსტი პასუხი ანუ მტკიცებულებები ღმერთის არ არსებობის, როგორც თეისტებს მისი არსებობის.ეს სოფიზმია... არსებულს დამტკიცება ხო შეიძლება? თუ რაც არსებულია იმის დამტკიცება შეუძლებელია? თუ თეისტი ამბობს რომ ღმერთი არსებობს და ამას ცოდნის საფუძველზე ამბობს, მაშინ უნდა დაამტკიცოს კიდევაც.მაგრამ თუ რწმენის საფუძველზე ამბობს, მაშინ ის ცოდნა არ არის. შესაბამისად ცოდნით ვერ ამტკიცებს.. შესაბამისად ტადგან ცოდნით არ მტკიცდება, მე ვიცი რომ ის არ არსებობს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Nukriko არსებულს დამტკიცება ხო შეიძლება?არსებულის დამტკიცება წესით შეიძლება, მაგრამ არ ასებობის დამტკიცებაში, ვგულისხმობ რომ ჯერ არ გავქვს რაიმე ცალსახა ახსნა თუ როგორ არის ჩვენი სამყარო აგებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 ჭანო არსებულის დამტკიცება წესით შეიძლება, მაგრამ არ ასებობის დამტკიცებაში, ვგულისხმობ რომ ჯერ არ გავქვს რაიმე ცალსახა ახსნა თუ როგორ არის ჩვენი სამყარო აგებული.მე ერთს ვიტყვი, რაშიც დარწმუნებული ვარ. ღმერთი და რელიგია ისეთი ადამიანური ცნებებია რომ არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ობიექტური და ადამიანისგან ჭეშმარიტება შორსაა.. ყველას თავისი აზრი აქვს, დამტკიცებას ამ მხრივ არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ მე ესე ვფიქრობ, პატარა შესწავლის შედეგად, ქრისტიანობისა და ეკლესიის ისტორიას გავდიოდი და მუდამ სხვა აზრი არ მომდიოდა თავში, არ შეიძლება ეს იყოს არაადამიანურ, ზებუნებრივი მოვლენა, ეს იმდენად ადამიანურია რომ სხვა რამე შეუძლებელია იყოს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.