Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

alex

რატომ?

რას ნიშნავს, შემთხვევით გაჩნდი?

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეორე

1. თქვეს ერთმანეთში მათ,(ათეისტებმა :P) რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

2. რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომაც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 996
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თქვეს ერთმანეთში მათ,(ათეისტებმა ) რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

ათეისტებმა ჯოჯოხეთი ახსენეს :)

და მერე ეს თქვეს:

რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომაც ვიქნებით როგორც არყოფილნი,

ერთმანეთს რო ეწინააღმდეგება არაუშავს?? :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეისტებმა ჯოჯოხეთი ახსენეს :)

და მერე ეს თქვეს:

ერთმანეთს რო ეწინააღმდეგება არაუშავს?? :facepalm:

მე რაზე გავეცი პასუხი ნახე? და წინააღმდეგობა სად ნახე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

რო ამბობ ეძებდნენო , რას გულისხმობ ?

ღვთის არსებობის მტკიცებულების ძიებას, სხვა რა უნდა ვიგულისხმო?

სად ეძებდნენ ? ან სად უნდა ენახათ ?

რა ვიცი, თქვენი რელიგია "ღვთის ძიებას" კი გთხოვთ და ჩვენ ათეისტებს გვეკითხებით ამას?

თქვენ მოიძიეთ და წარადგინეთ, ჩვენ გადავამოწმებთ, აღმოჩნდება სწორი - ზნაჩიტ არსებობს, არ აღმოჩნდება სწორი - ესეგი არ არსებობს... მარტივია..

"ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".

ეს ცხონებაზეა და არა ხილვაზე...

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეორე

1. თქვეს ერთმანეთში მათ,(ათეისტებმა :P) რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

2. რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომაც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.

მერე რადგან თქვენს წიგნში წერია ესე, მართლა ესე კი არ არის.. ცხოვრების საზრისი ყველას აქვს, იმის მიუხედავად რომ ობიექტურად არანაირი ცხოვრების საზრისი არ არსებობს.

მეორეც ეს ვიტატა ცხოვრების აზრზეა და არა უაზროდ გაჩენაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც ღმერთის ნახვა უნდა :"ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".

"საპატიო ვალია კაცისა, არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავად უნდა გახდე შემოქმედი, უფლის მეტოქედ" კ.გამსახურდია ;)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"საპატიო ვალია კაცისა, არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავად უნდა გახდე შემოქმედი, უფლის მეტოქედ" კ.გამსახურდია ;)

ეგ ნიცშეს თაყვანისმცემელი იყო და მისი ზეკაცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიას წმინდად პოლიტიკური შინაარსის გარდა, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების უნარი აქვს, რომლის მეშვეობითაც იგი არა მხოლოდ საზოგადოებრივ ურთიერთობების მართვას, არამედ ადამიანთა პირად ცხოვრებაში, მათ ფსიქიკაში ჩარევასაც ცდილობს. მარქსის მიერ რელიგიის ოპიუმად გამოცხადების თანადროულად ნიცშესთანაც ჩნდება მსგავსი ფრაზა, სადაც იგი მორალს ნარკოტიკს უწოდებს. მორალში კი ნიცშე სწორედ რელიგიური ინსტიტუციების და მათის მსახურების (ქურუმები, მღვდლები, რაბინები) მიერ თავსმოხვეულ ცხოვრებისა და აზროვნების ნორმებსა და სტერეოტიპებს გულისხმობს, რომელთა ამოცანაც ადამიანებში მონური ფსიქიკის, სიძულვილისა და შურისძიების შთანერგვაა. რელიგიის ამ ასპექტით კრიტიკა მოგვიანებით ფროიდმა განავითარა, რომლის მიხედვითაც ადამიანის ფსიქიკური დათრგუნვის მექანიზმები რელიგიურ და მისი გავლენით ჩამოყალიბებული მორალური წარმოდგენების საფუძველზეა შექმნილი.

ბოლოს ,შენმა კუმირმა , ენგელსმაც იწამა ქრისტე.

Edited by alex
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი საკმაოდ არასანდო ჭორის მიხედვით, ნიცშეს სიკვდილის წინ უთქვამს: "Der verfluchte Nazarener - er hat doch gesiegt..." ეს ქართულად ასე ითარგმნება: "წყეული ნაზარეთელი, - მან ხომ გაიმარჯვა..." ლეგენდის თანახმად ეს სიტყვები მოისმინა ნიცშეს მომვლელმა ერთმა სანიტარმა. თუმცა კი ცნობილია, რომ 1900 წლის 24/25 აგვისტოს ღამეს ნიცშეს ტვინში სისხლი ჩაექცა და აქედან მოყოლებული მის გარდაცვალებამდე, ანუ 30 აგვისტოს 12 საათამდე იგი უგონოდ იყო. ასე რომ, "ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები" ზღაპარია. საერთოდაც, ბოლო პერიოდი ნიცშე ძირითადად კატატონიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ანუ მთლიანად გათიშული იყო.

ნიცშე კი არა , ენგელსმა ბოლოს ირწმუნა ქრისტეს აღდგომა .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

ნიცშე კი არა , ენგელსმა ბოლოს ირწმუნა ქრისტეს აღდგომა .

კარგით რა, არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე ზღაპრების ყველა ათეისტზე მორგება... :)

ერთი დარვინმა ირწმუნა ღმერთი სიკვდილის წინ და მეორე ენგელსმა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლოს ,შენმა კუმირმა , ენგელსმაც იწამა ქრისტე.

:D :D :D რამდენი წუთით ადრე?

5 თუ 6? და შენ ვინ გითხრა :D :D :D

ეს სიკვდილის ბოლოს ღმერთი იწამა სულ პირამიდა ჯინსებს მაგონებს :D :D :D

ცოტა ხნის წინ ქრისტოფერ ჰიჩინსი რომ კვდებოდა პირველ ანდერძად ეგ დატოვა, რომ ვიცი ჩემი სიკვდილის მერე დაიწყებენ რელიგიური ფანატიკოსები იმის მტკიცებას რომ სიკვდილის წინ ღმერთი ვიწამეო და წინასწარ გეუბნებით ტყუილია ეგ ყველაფერი ვკვდები და არც მიწამია და არც ვაპირებ მაგ სისულელის გაკეთებასო.

მომაკვდავმა კაცმა კიდე დებატები ატარა და დალურსმა ბევრი მორწმუნე ოპონენტი, მათ შორის ისეთი ორატორული ნიჭით ცნობილი კაცი როგორიც ტონი ბლერია.

ისე დარწმუნებული ვარ ცოტა ხანი გავა და მორწმუნეები იტყვიან ჰიჩენსმა ღმერთი იწამა რომ კვდებოდაო :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ პირამიდა ჯინსებს მაგონებს

კრემისფერი "სალამანდრები"ც გეხსომება, არა? და "ლაკოსტა"ს (ზოლიანი) მაისურები..? -)))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

კრემისფერი "სალამანდრები"ც გეხსომება, არა? და "ლაკოსტა"ს (ზოლიანი) მაისურები..? -)))

კრემისფერი სალამანდრები ნაღდად მახსოვს მარა აი ზოლიანი ლაკოსტა არ მახსოვს და მომკალი.

მარა სალამანდრებს რას ერჩი ნორმალური ხარისხის მაინც იყო, აი პირამიდა ჯინსები იყო ზღრენი და თან პოპულარული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარა სალამანდრებს რას ერჩი ნორმალური ხარისხის მაინც იყო, აი პირამიდა ჯინსები იყო ზღრენი და თან პოპულარული.

გეთანხმები.. თან ფორმა იყო (შარვლის) "ჯიგრული".. -))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...