Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

*julien

გულის სიღრმეში ყველას სწამს ღმერთის

მე ესე ვფიქრობ

რომელი ღმერთის???????????????

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 996
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აზრი

გამოხმაურების ნახვაNukriko, on 31 July 2010 - 07:08 PM, said:

 

ციტირება

ზოგიერთები თავს იტყუებენ

 

 

რელიგიით ;)

 

ზოგიც ათეიზმით. ;)

ათეისტობას არავინ დაიბრალებს რადგან პრივილეგირებული თეიზმია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ათეისტობას არავინ დაიბრალებს რადგან პრივილეგირებული თეიზმია

განმარტე გეთაყვა, რას გულისხმობ ამაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

განმარტე გეთაყვა, რას გულისხმობ ამაში..

სიამოვნებით, თეისტობას ბევრი მხოლოდ იმიტომ იბრალებს რომ საზოგადოებაში ასეა მიღებული და აბსოლიტურ უმრავლესობაში თეისტები არიან, განსხვავებული აზრის დაფიქსირება ამის გამო ნამდვილ ათეისტებსაც ხშირად უჭირთ და ათეისტობას აღიარებენ მხოლოდ მორალურად ძლიერი ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ საზოგადოებისაგან უაყოფის.არაათეისტმა რატომ უნდა დაიბრალოს ათეისტობა???????????? :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეიზმი - ყველაფერი ბუნებრივი ლამაზია!

 

http://www.youtube.com/watch?v=MWfQWqt6NoI&feature=player_embedded

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ადრე გავჩითე ეს და შენახული მქონდა ტხტ ფაილად. სახელი და გვარი ვერ გავიგე ამ პიროვნების მაგრამ იმდენად ახლოს იყო ჩემს მსოფლმხედველობასთან რომ სურვილი გამიჩნდა შემენახა.

 

რატომ ვარ ქრისტიანი და არ ვარ ეკლესიის მრევლი?

თავიდანვე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მე ვარ საზოგადოების რიგითი წევრი, რომელიც არ გამოირჩევა არც განსაკუთრებული განათლებითა და გონების გამჭრიახობით და ასევე არც განსაკუთრებული უვიცობითა და გონებადახშულობით, ანუ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ისეთი როგორიც არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. ასე რომ, ჩემისთანა პიროვნების შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ორმაგად საინტერესო უნდა იყოს, ერთის მხრივ, როგორც კონკრეტული სუბიექტისა, და მეორეს მხრივ, როგორც საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლისა.

გავბედე დავწერო ჩემი რელიგიასთან, ქრისტიანულ ეკლესიასთან დამოკიდებულების შესახებ. ეს არის აღსარება საკუთარი თავის წინაშე და, რასაკვირველია, მკითხველის წინაშეც (თუკი ვინმე კითხულობს ჩემს წერილებს). მე უკვე ხანდაზმული ვარ. ჩემს ასაკში ალბათ ყველას უჩნდება ანალოგიური სურვილი.

იმისთვის რომ საკუთრივ გავიაზრო და მკითხველისთვისაც გასაგები იყოს თუ როგორ და რატომ მანდამაინც ამ სახით ჩამომიყალიბდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულება, უნდა გავიხსენო რა გარემოში ვიზრდებოდი და რა განათლება მივიღე.

მე დავიბადე 1939 წელს თბილისში. თუ არ ჩავთვლით შედარებით მოკლე პერიოდით (არა უმეტეს 3 თვისა) საქართველოდან გასვლებს (სწავლის, სტაჟირების, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისა და დასვენების მიზნით), მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე თბილისში. ამ ვითარების ხაზგასმით აღნიშვნით მინდა გიჩვენოთ, რომ ჩემი მსოფლმხედველობა ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რასაკვირველია, გავლენას მსოფლიო ლიტერატურისა, რომელსაც ქართულ და რუსულ ენებზე ვეცნობოდი.

ჩემი მშობლები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობდნენ პატივსცემით შრომისმოყვარეობისა და პატიოსნების გამო. მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი შეფასება იყო უმაღლესი შეფასება, ამით ამაყობნენ და უფრთხილდებოდნენ ამ სახელს. ჩემს აღზრდაში დიდ როლს ანიჭებდნენ პირად მაგალითს, ფიქრობდნენ რომ მე ამ მაგალითს უშუალოდ ვხედავდი და არ მჭირდებოდა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები მოვლენებისადმი „სწორი“ დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. მით უმეტეს, ოჯახში არასდროს გვქონია საუბარი რელიგიის საკითხებზე.

1957 წელს დავამთავრე 53-ე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი კარგად. მშობლები ჩემს სასწავლო პროცესში არ ერეოდნენ. არც ჰქონდათ საამისო დრო და არც არსებობდა ამის საჭიროება. ასე იყო, თუ ისე, სკოლა წარმატებით დავამთავრე (ე.წ. ვერცხლის მედლით - რუსულ ენასა და ლიტერატურაში მივიღე შეფასება „კარგი“, დანარჩენ დისციპლინებში კი - „ფრიადი“) და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. 1962 წელს დავასრულე სწავლა, გავხდი ფიზიკოსი, დავიწყე მუშაობა მშობლიურ ფაკულტეტზე და 45 წელი უწყვეტად ვიმუშავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც ოჯახში და სკოლაში დაიწყო, ძირითადად სწორედ ფიზიკის ფაკულტეტზე გაგრძელდა, და მე მგონი ჯერაც არ დასრულებულა.

ამრიგად, მე ბუნებრივად ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელსაც მსოფლმხედველური თვალსაზრისით ათეისტს უწოდებენ.

ამ გრძელი შესავალის შემდეგ დროა ჩამოვაყალიბო ჩემი თეზისები მთავარ საკითხთან დაკავშირებით:

1 თეზისი - ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი საკითხია - სწამს თუ არა ღმერთი? რწმენა (ზოგადად) არის ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველი. რწმენა ყალიბდება ადამიანის მთელ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მის მიერ დაგროვებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ამ გამოცდილებისა და ცოდნის განზოგადოებით და ეხება იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა უშუალოდ დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ მათი მეშვეობით მიიღება სამყაროს მეტ-ნაკლებად რეალისტური, ჰარმონიული სურათი.რწმენის გარეშე შეუძლებელია ადამიანის არსებობა და განვითარება. რწმენა ადამიანს უჩვენებს გზას, საით უნდა იაროს, საით უნდა მიმართოს მან თავისი ძალისხმევა. ღმერთის, მიუხედავად იმისა თუ ვის როგორ ყავს იგი წარმოდგენილი, არსებობის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლებელია და აქ კამათი უაზროა, ან გწამს, ან არ გწამს. მაგრამ შეიძლება, რომ არაფერი არ გწამდეს? რწმენის გარეშე ადამიანი არ არსებობს. მაშასადამე ადამიანისთვის ღმერთი არის ის, რისიც მას სწამს და, როგორც ზევით აღვნიშნე, უჩვენებს გზას საით და როგორ უნდა იაროს.

2 თეზისი - ადამიანთა ერთობა არის სოციუმი, რომელიც მართალია შედგება კონკრეტული უნიკალური ინდივიდუმებისგან, მაგრამ წარმოადგენს ერთიან „ორგანიზმს“. იგი ცხოვრობს და ვითარდება მის მიერვე დაწესებული (მიღებული) კანონებითა და წესებით. ადამიანებს (ადამიანთა საზოგადოებას) უყალიბდებათ მორალი, რაც განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ცხოვრების წესს. თავის მხრივ მორალი ეფუძნება მსოფლმხედველობას, იდეოლოგიას, რაც სამყაროსა და სამყაროში ადამიანის ადგილისა და დანიშნულებისშესახებ წარმოდგენათა ერთობლიობაა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ადამიანი მისი არსებობის ყველა პერიოდში ფიქრობდა და ამ უწყვეტი ფიქრის შედეგად წარმოიშვა რელიგია, რომელიც პასუხს იძლეოდა ადამიანისთვის საინტერესო პრინციპულ კითხვებზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არეგულირებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. დროთა განმავლობაში რელიგიური წარმოდგენები იცვლებოდა, ვითარდებოდა. უცვლელი რჩებოდა მისი ფუნქცია ადამიანთა თანაცხოვრების მოწესრიგებისა. სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში სხვადასხვა რელიგიები წარმოიშვა, მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ორი ძირითადი რამ: ღმერთის რწმენა და საზოგადოების მაორგანიზებელი, მისი ცხოვრების მომწესრიგებელი ფუნქცია. საჭირო შეიქმნა ერთმორწმუნეთაორგანიზაციურ-სტრუქტურული გაერთიანება, თავისი იერარქიული კავშირებით. ქრისტიანულ სამყაროში ეს არის ეკლესია.

3 თეზისი - ადამიანები უფრთხილდებიან თავიანთ წარმომავლობას. ეს სავსებით გასაგებია. საზოგადოება, რომელსაც კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნება, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში, იქმნებოდა თვითმყობადი კულტურა და ამ კულტურულ სივრცეში თავს კარგად გრძნობდნენ ძირითადად ის პიროვნებები, რომლებიც ამ სივრცეში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამრიგად ადამიანისთვის საკუთარი იდენტობის განცდა და შეგნება მისი ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთაქართველ ერად ჩამოყალიბებაში, ქართველთა იდენტობის საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებაში უდიდესი როლი შეასრულა ქართულმა მართლმადიდებლურმა ქრისტიანულმა ეკლესიამ. მართალია, ჭეშმარიტ ქართველთა შორის იყვნენ და არიან კიდეც სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც, მაგრამ ეს არ აკნინებსმართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის როლს. ამის უდაო დამამტკიცებელია ის გარემოება, რომ ქართველთა იმ ნაწილს, რომელიც არ ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას, უფრო მეტიც, ათეისტებიც კი არიან, თავი მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიაჩნიათ. და ამას არა მარტო სიტყვიერად აღიარებენ, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობის პრინციპები მართლმადიდებლურ ქრისტიანული აქვთ, და ამ პრინციპებით განსაზღვრული წესით ცხოვრობენ კიდეც. ამრიგად, ზოგადად ქართველობა და ქრისტიანობა თითქმის სინონიმებს წარმოადგენენ.

4 თეზისი - ადამიანთა საზოგადოება ვითარდება. ცოდნა თანდათანობით სულ უფრო და უფრო სწრაფად გროვდება. წარმოდგენები სამყაროს შესახებ იცვლება. ბევრი რამ, რაც არ ვიცოდით ადრე, ახლა ბავშმაც კი იცის. მეცნიერების მიღწევებს საზოგადოება ცივილიზაციის განვითარებისთვის, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისთვის წარმატებით იყენებს. თუმცა ამ მიღწევების უვიცმა ან უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება არნახული ზიანი მიაყენოს კაცობრიობას. კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ გამორიცხოს ასეთი გამოყენების შესაძლებლობა. იმის შიშით, რომ ახალი მეცნიერული აღმოჩენის დანერგვამ შეიძლება დიდი ხიფათი შეუქმნას ადამიანებს, არ უნდა განუდგეთ მეცნიერებას. ჭეშმარიტი მეცნიერება იდეოლოგიზირებული არ არის, იგი ცდილობს ობიექტურად გამოიკვლიოს ესა თუ ის მოვლენა, პროცესი და არ მიმართავს თავის ძალისხმევას რომელიმე იდეოლოგიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მას აინტერესებს ჭეშმარიტების დადგენა იმ ცოდნის ფარგლებში, რაც უკვე დაგროვებული აქვს კაცობრიობას, და როდესაც ეს შეუძლებელი ხდება, იგი გაბედულად ანგრევს ძველ, დრომოჭმულ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ და გვთავაზობს ახალს, უფრო პროგრესულს. ცხოვრებამ აჩვენა, რომ საკაცობრიო ცოდნის სკივრში აქტიურ ადგილს იკავებს ის მეცნიერული დებულებები, რომლებიც პრაქტიკაში (ან ექსპერიმენტულად მაინც) თავის დადასტურებას პოულობენ. სხვა დაუდასტურებელი (უარყოფილი) თეორიები დავიწყებას არ მიეცემა და განიხილება როგორც ადმიანთა გონების ვარჯიში, რამაც ხელი შეუწყო ჭეშმარიტების დადგენას. ის, რომ საზოგადოების პროგრესს საფუძველს უქმნისმეცნიერული მიღწევები, ადასტურებს, რომ ჩვენი ცოდნა, მოპოვებული მეცნიერების მიერ, არის ჭეშმარიტი ცოდნა, თუმცა ყოველთვის უნდა დავაყოლოთ სიტყვები - მისი გამოყენების ფარგლებში, რაც უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ცოდნა ამოუწურავია და საჭიროა მისი განუწყვეტლივ შევსება და განახლება. მეცნიერება გულწრფელად აღიარებს, რომ უფრო მეტი არ იცის, ვიდრე იცის, ამავე დროს მას სჯერა, რომ ხვალ უფრო მეტი ეცოდინება, ვიდრე იცის დღეს.

ახლა, ამ თეზისების ჩამოყალიბების შემდეგ შევეცდები ავხსნა, რატომ მიმაჩნია თავი ქრისტიანად და ამავე დროს რატომ არ ვარ ეკლესიის მრევლი:

1. მე ვარ ქართველი, ყველა თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ არაქართულ საზოგადოებაში ცხოვრებას, უფრო მგონია, რომ ვერ შევძლებ, ანუ ჩემთვის ბუნებრივ გარემოს ქართული კულტურული გარემო წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველობა და ქრისტიანობა განუყოფელია იმ ქართველებისთვის, რომლებიციძულებული არ იყვნენ ისტორიული ვითარების გამო გამოეცვალათ რელიგია. მაშასადამე ვარ რა ქართველი, ვარ ქრისტიანი. უფრო მეტიც, მე ვარ ქრისტიანულად მონათლული. მოვინათლე მაშინ, როდესაც30 წლის ასაკამდე ბევრი აღარ მაკლდა, ანუ მოვინათლე სავსებით შეგნებულად. მართალია, ნათლობას ჩემი გაქრისტიანება კი არ ჰქონდა მიზნად (როგორც უკვე მოგახსენეთ, მე ქრისტიანად დავიბადე), არამედ ეს იყო პატივისცემა ნათელ-მირონისა, რაც ადამიანთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებს. რაც მთავარია, მე პატივს ვცემ ქრისტიანთა მიერ აღიარებული ათი მცნების იმ ნაწილს, რომელიც ადამიანთა ურთიერთობას ეხება და ვცდილობ ვიცხოვრო შესაბამისად.

2.ეკლესიისთვის უმთავრესი წყარო ცოდნისა არის ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა). ბიბლიაში ეძებს იგი პასუხს ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. უაღრესად დიდ პატივს ვცემ ბიბლიას, როგორც ფასდაუდებელ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, ასევე პატივსაცემია იმ ადამიანთა შრომა, რომლებმაც სცადეს თავი მოეყარათ იმ დროისთვის კაცობრიობის მიერ დაგროვებული ცოდნისთვის და წარმოედგინათ სამყაროს სურათი. მაგრამ მათი მოღვაწეობის პერიოდიდან დღემდე ძალიან დიდი დრო გავიდა და სამყაროს შესახებ წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ცოდნის ფონზე მეტისმეტად მიამიტურად ჩანს ბიბლიური წარმოდგენები სამყაროს წარმოქმნის, ადამისა და ევას შექმნის შესახებ. რასაკვირველია, ეს მიამიტობა არ შეიძლება რაიმე ნაკლად ჩავუთვალოთ ბიბლიის ავტორებს, მაგრამ დღესაც ამ აზრზე დარჩენა, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა პირველი ადამიანი (კაცი, რატომ მანდამაინც კაცი?) შექმნა თავის მსგავსად. მაშასადამე ბიბლიის ავტორებს ღმერთი წარმოდგენილი ყავდათ ყოვლისშემძლე კაცად, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მოისურვა სამყაროს შექმნა და აისრულა კიდეც თავისი სურვილი. განსაკუთრებით საინტერესოა პირველი ქალის - ევას შექმნის ისტორია. ქალი შეიქმნა მამაკაცის ნეკნისგან, შეიქმნა მამაკაცისთვის, და ამით განისაზღვრა მისი ადგილი და მისდამი დამოკიდებულება. ბიბლიის ავტორთა ეს შეხედულებებიც გასაგებია. ალბათ მაშინ არ იდგა დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის საკითხი. ნუთუ ეკლესია ვერ უნდა გამოვიდეს დოგმების ტყვეობიდან და დღესაც უნდა ჩარჩეს საუკუნეების სიღრმეში? არ უნდა გაამდიდროს ახალი ჭეშმარიტი სიტყვით ქრისტიანული მოძღვრება? იგივე ითქმის გამოხატვის ფორმებზეც - ეკლესიის მსახურთა გარეგნობასა, ჩაცმა-დახურვასა, სხვადასხვა ეკლესიურ ატრიბუტიკასა და რიტუალებზე. ზოგადად რიტუალების დანიშნულება კარგად არის გააზრებული და ისინი ადამიანის რწმენის გამტკიცების, მისი სულიერი სიმშვიდის უზრუნველყოფის, ადამიანთა ურთიერთგაგების, საზოგადოებრივი ცხოვრების ჰარმონიზაციის ამოცანას ისახავენ მიზნად. მაგრამ ამ რიტუალების შესრულების ფორმა მეტისმეტად არქაული და საუბედუროდ ხშირად არაგულწრფელია. მოკლედ, ჩემში პოზიტიურ განწყობას წარმოშობს მეცნიერების სწრაფვა განახლებისკენ და უარყოფითს ეკლესიის ჯიუტი ზრუნვა უცვლელად შეინარჩუნოს დოგმები და დრომოჭმული ტრადიციები.

3. მე რომ არ მიმეღო ისეთი განათლება, რომელიც საშუალებას მაძლევს მთელ რიგ საკითხებზე (თვით ყველაზე ურთულესზეც კი) მქონდეს საკუთარი აზრი (შესაძლოა ეს აზრი მცდარიც კი იყოს, მაგრამ იგი ჩემი აზროვნების ნაყოფია), მაშინ ალბათ მთლიანად მივენდობოდი ეკლესიას, ვინაიდან მას აქვს პასუხი ისეთ კითხვებზეც კი, რომლებზეც ადამიანის გონებაში პასუხი ჯერჯერობით ვერ მოიძებნება. ეს პასუხია - ყველაფერი ღვთის ნებაა, მის მიერ არის დაგეგმილი ყველაფერი, რაც ხდება. რა გამომდინარეობს აქედან? - ადამიანმა თავი არ უნდა იმტვრიოს დღეს აუხსნელი მოვლენის ასახსნელად? იგი ბრმად უნდა მიყვეს ღვთის ნებას? იგი მართლა მონაა ღვთისა და მის მსახურებას უნდა შესწიროს ყველაფერი? ასეთი პასუხი და მისგან გამომდინარე შედეგები მიუღებელია ჩემთვის. შეუძლებელია, რომ ღმერთს ადამიანი მონად შეექმნა, მაშინ რატომ ჩაუნერგა მას თავისუფლების უსაზღვრო სიყვარული. ღმერთმა ადამიანს აზროვნების უნარი მისცა, მისცა იმისთვის, რომ მან თვითონვე იპოვოს პასუხი კითხვებზე. ასევე მისცა პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ავალდებულებს ადამიანს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და შედეგები არ გადააბრალოს ღვთის ნებას. ღვთის ჭეშმარიტი რწმენა სულაც არ მოითხოვს ეკლესიის მთელი რიგი დოგმების აუცილებლობას. ეს დოგმები არ სჭირდება რწმენის გამტკიცებას. ისინი უფრო იმისთვის არის საჭირო, რომ შენარჩუნებული იყოს ეკლესიის გავლენა მრევლზე. ზოგადად ეს გავლენა საზოგადოებისთვის სასარგებლოა და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეკლესიის არსებობა არ სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ქრისტიანული მსოფლმხედველობის მატარებელი, მთლიანად საზოგადოებისთვის მისი არსებობა და მოღვაწეობა აუცილებელია. ეკლესიის გარეშე ქრისტიანული მორალით ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული სპეციფიკური განათლების მქონე ადამიანებს. დანარჩენი საზოგადოებისთვის ეკლესია რწმენის წყაროა და მათი მშვიდი ცხოვრებისათვის აუცილებელი ნავსაყუდელი. ამ თვალსაზრისით ბოლშევიკების უდიდესი ცოდვა და დანაშაული საზოგადოების წინაშე არის ის, რომ ერთის მხრივ ფიზიკურად გაანადგურეს განათლებული ადამიანები, რომლებიც ათეისტებიც რომ ყოფილიყვნენ ღვთის საგმობ საქციელს არ ჩაიდენდნენ, ხოლო მეორეს მხრივ ძალმომრეობით გაავრცელეს ათეიზმი განათლების არასაკმარისი დონის მქონე უმრავლესობაში, რამაც საზოგადოებაში წარმოშვა სისასტიკე, უსამართლობა და შეუწყნარებლობა.

არ ვიცი შევძელი თუ არა გულწრფელად მეთქვა ყველაფერი, უფრო სწორედ გულწრფელი კი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ვთქვი თუ არა, ჯერ არ ვიცი. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ მიუხედავად იმის, რომ ეკლესიური წარმოდგენები ღმერთზე და ადამიანის დანიშნულებაზე ჩემში „ღიმილს“ იწვევს, მე უღვთო არ ვარ. არ ვარ, რადგანაც ჩემთვის ღვთისნიერობა ადამიანის სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას ნიშნავს და მას არ სჭირდება არც რაიმე სხვა დამატებითი ნიშნები და არც ღვთის შიში, ან ეკლესიის ქადაგება.

ამ ჩემს დღევანდელ ნაწერს, ალბათ, მომავალშიც ხშირად წავიკითხავ. საინტერესოა, გამიჩნდება თუ არა რაიმეს დამატების, ან რაღაცის შეცვლის სურვილი? დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც გაიზიარებს ჩემს შეხედულებებს, სხვებს კი განსხვავებული აზრები ექნებათ. ასეც უნდა იყოს. შეხედულებათა მრავალფეროვნება ბუნებრივია და საზოგადოების მოწიფულობაზე მეტყველებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსამართლის გარეშე სიკეთე არ არსებობს?

 

აზრი თავისთავად ის არის, რომ მოსამართლის (ღმერთის) გარეშე ვერ იარსებებს სიკეთე. გამოდის რომ სიკეთე თავისთავად არარსებული რამ არის, ის მხოლოდ არის გარკვეული ძალადობის, შიშის შედეგი. ამიტომ ჰგონიათ მორწმუნეებს, რომ ღმერთის გარეშე არ არსებობს სიკეთე და სიყვარული..

 

 

თუ კი არსებობს კანონზომიერება, მაშინ არ არსებობს ღმერთი. ღმერთი თავისთავად ამ ბუნების კანონზომიერების იდეას უარყოფს, ღმერთის არსებობის შემთხვევაში, კანონზომიერება არ მუშაობს (რაც უნდა მოხდეს ის არ ხდება, თუ კი ეს ღმერთს არ უნდა). ჩვენ ვიცით რომ ბუნება და მითუმეტეს კანონზომიერება არსებობს, ეს კი იმაზე მიუთითებს რომ ღმერთი არ არსებობს.

 

 

რწმენა თავისთავად მტკიცებულება არ არის. ხოლო ღმერთს მეტი მტკიცებულება რწმენის გარდა არ გააჩნია, ეს იმას ნიშნავს რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია..

 

რელიგიური აგრესია და ფანატიზმი კიდე ერთი მტკიცებაა, იმისა რომ რელიგია არის პოლიტიკური იარაღი.

 

და ა.შ

 

ყველა არგუმენტი რომ შეაჯამო, ღმერთის არსებობის შანსი იმდენად მცირე რჩება, რომ სერიოზულად ვერც კი აღიქვავ, მის არსებობას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა არგუმენტი რომ შეაჯამო, ღმერთის არსებობის შანსი იმდენად მცირე რჩება, რომ სერიოზულად ვერც კი აღიქვავ, მის არსებობას!

 

 

Nukrikohttp://i031.radikal.ru/1106/c3/1e3fbb63fc23.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

წადი მიდი იაღოვასთან ერთად იფრინე!! :D

Nukriko

 

შე ლენინო შენა, სხვა ვერაფერი მოიფიქრე? :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

საგუშაგო კოშკს უკვე გადაუფრინეთ შენ და იაღოვამ? :givi:

 

 

ბუდე სად ააშემეთ, ბიგ ბენზე? :D

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...