უცხო_პლანეტელი Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 გმადლობ არაფრის კონკრეტულად, მოკლე,მაგრამ მნიშვნელოვანი თემები ევოლუციაზე შეგიძლია ამ ორ გამოცემაში იპოვო http://ecx.images-amazon.com/images/I/51I9G7prPPL._SL500_AA300_.jpg http://images.buch.de/images-adb/12/4c/124c5320-919f-41da-bc54-6f011552260f.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 GIORGI777ბრტყელი დედამიწის შესახებ აბსურდული მოსაზრება ქრისტიანებს დიდი ხანია აქვთ, ეს მოსაზრება დღემდე არსებობს და ცალკე საზოგადოებაც არის შექმნილი, რომელიც ამტკიცებს რომ დედამიწა ბრტყელიაო.მსგავსი და სხვა ტიპის დოგმები ხშირად აფერხებდა ადამიანების გზას განვითარებისკენ და ხშირად რამოდენიმე ადამიანი მსხვერპლადაც კი შესწირვია ადამიანის ილუზიებს. მაგალითად გალილეო გალილეი, წლების მერე პაპმა აღიარა რომ შეეშალათ და მისი ვერდიქტი გააუქმა.გასაგებია რომ, თუ კი ბიბლია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ცდებოდა, ის შეიძლება ცდებოდეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც (ან შეიძლება არ ცდებოდეს) თუმცა ბიბლიის როგორც სანდო წიგნის საკითხი ეჭვქვეშ მაინც დგება რათქმაუნდა. ძველი აღთქმა:ესაია 1112. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას. ახალი აღთქმა:იოანეს გამოცხადება 71. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ. ახალი აღთქმა:მათე 48. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. ორივე აღთქმას მიაჩნია რომ დედამიწას ოთხი კუთხე აქვს, სწორედ აქედან მოდის შესაბამისი გამოთქმებიც, მაგრამ ბიბლიაში წერია რომ დედამიწას კიდეებიც აქვს? ძველი აღთქმაიობი 3813. რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან? იობი 373. მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება; იობი 2824. რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს. იობი 119. დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი. ძველი აღთქმაიერემია 1619. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია. ძველი აღთქმადანიელი 417. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწის ყოველი კიდედან რომ მოჩანდა, უფრო მეტიც, დედამიწა სულაც არ მოძრაობს? ძველი აღთქმაფსალმუნნი 1035. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე. ძველი აღთქმაეკლესიასტე 15. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. გარდა ამისა არსებობს მოსაზრება, რომ თითქოსდა ესაიას 40:22 ში, წერია დედამიწის სფეროსებრიობის შესახებ, რაც ტყუილია, იმიტომ რომ ებრაული "ჰუგ" ნიშნავს წრეს და არა სფეროს, თუკი ესეიას ნამდვილად სფეროს დაწერა სურდა ის გამოიყენებდა სიტყვას "დურ" (რაც ბურთს ნიშნავს) Isaiah 40:22 He sits enthroned above the circle of the earth, and its people are like grasshoppers. ყველაფერი ზემოთ მოვანილიდან გამომდინარე, უმეცარმა ადამიანებმა დაადგინეს რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრი, მზე და სხვა ველაფერი მის გარშემო ბრუნავდა, დედამიწა ბრტყელი იყო, კუთხეებით, კიდეებით და ა.შ. ალბათ ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ სადამდე შეძლება მივიდეთ როდესაც მტკიცებულებების გარეშე იღებ რწმენას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 ბრტყელი დედამიწის შესახებ აბსურდული მოსაზრება ქრისტიანებს დიდი ხანია აქვთ, ეს მოსაზრება დღემდე არსებობს და ცალკე საზოგადოებაც არის შექმნილი, რომელიც ამტკიცებს რომ დედამიწა ბრტყელიაო.მსგავსი და სხვა ტიპის დოგმები ხშირად აფერხებდა ადამიანების გზას განვითარებისკენ და ხშირად რამოდენიმე ადამიანი მსხვერპლადაც კი შესწირვია ადამიანის ილუზიებს. მაგალითად გალილეო გალილეი, წლების მერე პაპმა აღიარა რომ შეეშალათ და მისი ვერდიქტი გააუქმა.გასაგებია რომ, თუ კი ბიბლია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ცდებოდა, ის შეიძლება ცდებოდეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც (ან შეიძლება არ ცდებოდეს) თუმცა ბიბლიის როგორც სანდო წიგნის საკითხი ეჭვქვეშ მაინც დგება რათქმაუნდა.ეხლა შემოვიდეს აზრი, მერე ნაღდად დაგერხევა მე კი გეტყვი რომ ძმაო ბევრი წერილია ადამიანის მიერ დამახინჯებული და ეს გასაკვირი არცაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 ეხლა შემოვიდეს აზრი, მერე ნაღდად დაგერხევა ჯერ ესერთი იმ იუზერს საერთოდ არ ველაპარაკები და გინდა შემოვიდეს და გინდა გავიდე.. მე კი გეტყვი რომ ძმაო ბევრი წერილია ადამიანის მიერ დამახინჯებული და ეს გასაკვირი არცაა. როცა რამე არ ემთხვევა ბიბლიას, მაშინ ადამიანმა დაამახინჯა. როცა ემთხვევა მაშინ ღვთის ჭეშმარიტებას დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევთ.. ცოტა "ვიგოდნიკის" პოზიციაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2010 როცა რამე არ ემთხვევა ბიბლიას, მაშინ ადამიანმა დაამახინჯა. როცა ემთხვევა მაშინ ღვთის ჭეშმარიტებას დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევთ.. ცოტა "ვიგოდნიკის" პოზიციააარ არის მასე ვიგოდნიკობა რა შუაშია აგერ დღესაც წერს იეჰოვას მოწმე იესო სტოლბაზე მიალურსმესო და ხვალე რომ შვილმა მკითხოს ჯვრის მაგივრად სტოლბა რატომ არ გიკეთია გულზეო რა ვუპასუხო? ხომ ვეტყვი რომ ეს შვილო იეჰოვას მოწმეებმა თვითნებურად ჩაწერეს თქო მერე რომ მითხრას ეჰ მამი შენ რაც არ მოგწონს ყველაფერს მაგათ აბრალებო რა ვუპასუხო? აი მოკლედ ასეა რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ფილოსოფია არის ბნელ ოთახში შავი კატის ძიება.თეოლოგიაარის ბნელ ოთახში შავი კატის ძიება და თან გაიძახი : "მე მყავს ის" (ანაც "დავიჭირე, დავიჭირე") Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 Nukrikoდედამიწას კიდეებიც აქვს?უფრო მეტიც, დედამიწა სულაც არ მოძრაობს?მაგ პასუხებს ბიბლიიდან სად ნახულობ ხოლმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 (edited) ბევრი მორწმუნე ამბობს, რომ მის რწმენას არ სჭირდება მტკიცებულება, რომ წინააღგმდეგ შემთხვევაში ის რწმენა აღარ იქნება არამედ ფაქტი. თუმცა, ბიბლია ამბობს: 19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. 20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. 21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდენებს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; გამოდის, მორწმუნეს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული, უეჭველი ფაქტი იმის რომ ღმერთი არსებობს! მაგრამ ისევ ბიბლიის მიხედვით: 11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, გამოდის მორწმუნე ვერასდროს იქნება დარწმუნებული, ტყუილის სწამს თუ სიმართლის... Saturn მაგ პასუხებს ბიბლიიდან სად ნახულობ ხოლმე? ათეისტური საიტებიდან. Edited December 23, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
A.v.B Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli/ateizmze.htm Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 ეპიკურე (341–270) დაიბადა ქ. სამოსში, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, მორალისტი, ათეისტი. ეპიკურეიზმის დამაარსებელი. 14 წლისა გაეცნო ფილოსოფიას, შეისწავლა დემოკრიტეს მოძღვრება ეკუთვნის უამრავი ნაშრომი. ამჯერად კი მის მიერ ჩამოყალიბებულ იდეაზე - "ტეტრაფარმაკოსზე" ( τετραφάρμακος ) გავამახვილებ ყურადღებას, რომელსაც მის მოსწავლეებს ასწავლიდა და მიაჩნდა, რომ ამ 4 ნაწილიანი "მკურნალობით" შეიძლებოდა ადამიანს ეცხოვრა მაქსიმალურად ბედნიერი ცხოვრებით: 1. არ გეშინოდეს არანაირი სახეობის ღმერთის(ების) - ეპიკურეს მიაჩნდა რომ ღმერთის შიში უაზრო და უმიზნო იყო, რადგან ეპიკურეს მიაჩნდა რომ ღმერთს(ების) მოდელებს სულაც არ ანაღვლებდათ ადამიანის ბედი - მიუხედავად იმისა, არსებობდნენ თუ არა ისინი. 2. არ გეშინოდეს სიკვდილის - ეპიკურე თვლიდა, რომ სანამ ცოცხლები ვართ - სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი დადგება - მაშინ ცოცხლები აღარ ვიქნებით, ამიტომ ტყუილად თავის შეწუხებასაც არ ქონდა აზრი. ეპიკურე თვლიდა, რომ სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია ადამიანის შფოთისა, რადგან ადამიანს ეგონა რომ არსებობდა "იმქვეყნიური" ცხოვრება და ამდაგვარად - შიშობდა არ მომხვდარიყო მუდმივი ტანჯვის ადგილას. 3. რაც კარგია - ადვილად მიღწევადია - ეპიკურე თვლიდა, რომ კვება და თავშესაფარი, ყველასთვის ადვილად მიღწევადია, როგორც ადამინისთვის ისე ცხოველისთვის, ხოლო სიხარბე წარმოშობდა დამტებით შფოთს ადამიანის ცხოვრებაში 4. მტკივნეული და ცუდი - მალე გადის - ეპიკურ თვლიდა, რომ ტკივილი და ცუდი მოვლენები, თავისი არსით ძალიან მოკლე ხნიანია, მალევე ქრება და მას სიამოვნება მოსდევს. ამიტომ ტკივილთან დაკავშირებული შფოთიც უნდა მოეშორებინა ადამიანს. როგორც უკვე მიხვდით, 4 ივე წესის მთავარი მოტივია - "მოიშორე შფოთი" და იქნები ბედნიერი... P.S. ეპიკურე ერთ-ერთი პირველი ათეისტი იყო, მან პირველად ჩამოაყალიბა შემდეგი იდეა, რომელიც დღემდე ღმერთის(ების) გულმოწყალების იდეის წინააღგმდეგ წარმატებით გამოიყენება: თუ ღმერთს სურს გააქროს ბოროტი და არ შეუძლია - ის ყოვლისშემძლე არ არის! თუ ღმერთს არ სურს გააქროს ბოროტი და შეუძლია - ის გულმოწყალე არ არის! თუ ღმერთს სურს და შეუძლია გააქროს ბოროტი - მაშინ ბოროტება არ იარსებებდა! თუ ღმერთს არც სურს და არც შეუძლია გააქროს ბოროტი - მაშინ რატომ ვეძახით ღმერთს საერთოდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 ათეისტური მუსიკა აქ უნდა დაიდოს! There's nothing a god can give to meThat I can't give to myselfI put my beliefs in the things I believeAnd a god can take care of himself There's not enough love in the world for meTo think about wasting my timeIt's not that I don't believe at allBut I don't need a heavenly sign I can achieve the things I needWithout getting down on my kneesI can respect your religion butI don't want to pay your fees I don't want to hear you talk aboutThe things you think that I needSo don't help me back on my feet againUntil you can hear me plead Just look in the holy book of crooksAnd tell me what you can findAll the rules and the regulationsMade to manipulate your mind Don't pretend that you're blindJust open your mind and study historical timesThe bigger the loss the bigger the costThe bigger the cross and its crimes [----------CHORUS----------]I don't believe in a god that I need to worshipI don't believe that I need to get down on my kneesI don't believe that a voice from above can help meI only believe in what I can see and the things that I can achieve[----------CHORUS----------] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gogi Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 გამოდის, მორწმუნეს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული, უეჭველი ფაქტი იმის რომ ღმერთი არსებობსდა რატომ გგონია რომ არა აქვსთ? სასწაულის შემსწრე ვარ თავად მაგრამ ეხლა შენს გასართობად ფოკუზნიკობას ვერავინ ვერ დაიწყებს უფლის რომ იწამო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 და რატომ გგონია რომ არა აქვსთ?აბა? სასწაულის შემსწრე ვარ თავად მაგრამ ეხლა შენს გასართობად ფოკუზნიკობას ვერავინ ვერ დაიწყებს უფლის რომ იწამო? მაქვს უფლება არ მჯეროდეს შენი, სანამ არ დაამტკიცებ შენს სიმართლეს! ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gogi Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 მაქვს უფლება არ მჯეროდეს შენი, სანამ არ დაამტკიცებ შენს სიმართლეს!შენ უფლება იმის შემდეგაც გაქვს არ გწამდეს გინდ თავად უფალი იხილო. მე სხვა რამეს ვამბობ, მართლა არსებობს რა არავინ გთხოვს დამიჯერეო მე მჯერა რომ მართლა არსებობს, არა ისე შენნაირებიც უნდა იყვნენ განა არ უნდა იყვნენ ურწმუნოები? აბა ყველა მორწმუნე ხომ ვერ იქნება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 მე სხვა რამეს ვამბობ, მართლა არსებობს რა არავინ გთხოვს დამიჯერეო მე მჯერა რომ მართლა არსებობს, არა ისე შენნაირებიც უნდა იყვნენ განა არ უნდა იყვნენ ურწმუნოებიხო მაგრამ შენ რწმენას საყოველთაო ჭეშმარიტებად არ ვაქცევთ, მტკიცებულებების გარეშე! ამაზეა აქ საუბარი, თორე შენ შენთვის რაც გინდა იმის გჯეროდეს, ამაზე კი არავინ გეკამათება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.