levaniko Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 ვისთვისაც გაუგებარია ის არც დადის ეკლესიაში და რა მნიშვნელობა აქვს ძველ ქართულად წაიკითხება თუ ახალ ქართულად... თანაც ის,რომ 99% არ ესმის ძველი ქართული არის ტყუილი... მადლობა ღმერთს ქართული ენა თითქმის ერთადერთია, რომელიც დაცულია და თან ჯერ კიდევ გვესმის... gruzian_ka მოდი რა ყველას ნაცვლად ნუ ისაუბრებ. შენ რა იცი რომ 99%-ტს რომ არ ესმის ძველი ქართული ტყუილია. აზრი გეთანხმები! ჩემს გარშემო ბევრ ადამიანს ვკითხე, დიდსაც და პატარას, ყველამ მითხრა რას ამბობ მაგას რა ცოდნა უნდაო. ვიცითო. როცა კონკრეტული ციტატები ამოვწერე სახარებიდან, ბიბლიის სხვა მონაკვეთებიდან, აუ არ ვიციო. არა გამორიცხული შენც მასე იყო. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს - მე შენთვის არაერთხელ მითქვამს,რომ სიტყვებს აღიქვამ როგორც ასოების ერთობლიობას და არ უკვირდები შინაარსს... მე კონკრეტულად არავისთვის მიწოდებია პროვოკატორი... უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი და თუ რატომ, ამას მიმხვედრი მიხვდება... აზრის დაფიქსირება ხომ არის ადამიანის უფლება? თან იმუქრები... მუქარა არ ითვალისწინებს ბანის დადებას? თუ ,,ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი" პრინციპით ხელმძღვანელობ?gruzian_ka ახლა აზრი რომ დავაფიქსირო და დავწერო, გრუზინკა ცუდი ყოფაქცევისაათქო, არ იქნება ფორუმის წესის დარღვევა? როცა ფორუმელს პროვოკატორს უწოდებ, დარღვევაა და აზრს წესით და რიგით უნდა დაედო სულ ცოტა 1 დღიანი ბანი მაგის გამო მაგრამ როგორც ჩანს ძალიან რბილია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 (edited) gruzian_ka gruzian_ka ახლა აზრი რომ დავაფიქსირო და დავწერო, გრუზინკა ცუდი ყოფაქცევისაათქო, არ იქნება ფორუმის წესის დარღვევა? როცა ფორუმელს პროვოკატორს უწოდებ, დარღვევაა და აზრს წესით და რიგით უნდა დაედო სულ ცოტა 1 დღიანი ბანი მაგის გამო მაგრამ როგორც ჩანს ძალიან რბილია. მომისმინე გენაცვალე... შენც იმავეს გეუბნები, რასაც აზრს, სიტყვა მხოლოდ ასოების ერთობლიობა არ არის, მათ შინაარსი და დეფინიცია გააჩნიათ, ეხლა ავიღოთ ,,პროვოკატორი"(თუმცა, მე კონკრეტულად შენთვის არ მიწოდებია, უბრალოდ ძალიან რიტორიკულად და პროვოკაციულად გახშირდა მსგავსი მოსაზრებები, ძველ დამწერლობასთან დაკავშირებით) და ,,ცუდი ყოფაქცევის" ადამიანი... ადამიანის პროვოკატორობა მისი ნააზრევიდან დგინდება, მასთან დებატებით და ა. შ. რაც შეეხებბა ჩემს ყოფაქცევას შენ ამას ვერ იტყვი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს მე ვინ ვარ და რა ყოფაქცევა მაქვს... ადამიანის ნააზრევით მის ყოფაქცევას ვერ გათვლი, (თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არის ), ასე რომ აქ ჩნდება კიდევ ორი სიტყვა: დასკვნა და ცილისწამება (ხშირად ურევენ ხოლმე ერთმანეთში), მე შენთან მიმართებაში ახლა დასკვნას ვაკეთებ, რომ სერიოზულად ხარ დაინტერესებული ძველი ქართული ენის დისკრედიტაციით, იმიტომ, რომ თურმე რაღაცეებს იწერ და გამოკითხვებს ატარებ... შენ კიდე ჩემს ცუდ ყოფაქცევაზე საუბრობ (თუნდაც მაგალითის მოყვანის მიზნით) მაშინ, როცა წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ... ეს უკვე შეურაცხყოფაა, ან საუკეთესო შემთხვევაში შეურაცხყოფის მცდელობა... ასე რომ ,,ბანი-ბანში" ვართ? პ.ს. ისე ძმურად გირჩევ ერთ რამეს რა, 1 თვე გადაბმულად იარე წირვებზე და ყველაფერს გაიგებ, დამიჯერე... Edited July 4, 2010 by gruzian_ka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 ყველა იდეოლოგია, კომუნიზმი, ლიბერალიზმი, ფეოდალიზმი, ანარქიზმი, ყველა რელიგია, ქმნის კოლექტიურ აზროვნების ფორმას... რადგან ყველა იდეოლოგია მიმართავს კოლექტივა, ხშირ შემთხვევაში პრივატულს უგულებელყოფს, როგორც არასასურველს. ხოლო ათეიზმი კოლექტიურ აზროვნებისგან შორსაა, რადგან ცხოვრების ყველა სფერო ათეიზმის შემთხვავში ადამიანის ინდივიდუალურ საქმეში გადადის, ის ხდება პირადად ადამიანის, ინდივიდის გადასაწყვეტი და არა კოლექტივის. მე შემიძლია დავეთანხმო რაღაცას შემიძლია არა, მაგრამ შენ თუ მორწმუნე ხარ კონკრეტული რელიგიის, შენ არ გაქვს იმის უფლება რომ არ დაეთანხმო რელიგიურ სწავლებას, და თუ არ დაეთანხმები ერესში გადავარდები.. ათეიზმი ყველაფერში უტოვებს ადამიანს პრივატულ თავისუფლებას, მან უნდა გადაწყვიტოს როგოგ უნდა იცხოვროს, რა პრინციპებით, ათეიზმი არაფერს არ ეუბნება მას. ხოლო რელიგია და იდეოლოგია ბევრ რამეში მას პრივატულ თავისუფლებას უქზღუდავს. ღმერთის არსებობა და არარსებობა კი არ განსაზღვრავს ნებადართულობას და ნებადაურთველობას, არამედ გარემო-პირობვები. ადამიანი არის საქზოგადო არსება, რომელიც ცხვრობს მისნაირებში, ხოლო საზოგადოება ქმნის გარკვეულ წესებს რომელის დამრღვევსაც ის სჯის. იმიტომ არ არის ყველაფერი ნებადართული რომ ზოგი რამე ისჯება. ამას მშვენიერი მატერიალისტური ახსნა ააქვს. ზემოთ ნახსენები ღმერთის თეორია, არის ამ წესის გამაძლიერებელი ერთ-ერთი იდეოლოგიური ინსდტრუმენტი და არა თავად ნებადაურთველობის შემქნელი.თუმცა მე როგორ ინდივიდ ათეისტს, მიმაჩნა რომ ისედაც ბევრი ბუნებრივი შეზრუდვებია, რომ კიდე ზედმეტად შევიზღუდო თავი რელკიგიურ იდეოლოგიის გამო. 2008 წელს ესე ვფიქრობდი ჩემი ძველი პოსტები ვნახე და ვფიქრობ რომ მაშინ უფრო ვფიქრობდი ესეთ თემებზე ვიდრე ეხლა, ეხლა უამრავი არგუმენტი დამავიწყდა საერთოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2010 ფრიდრიხ ნიცშე კანონი ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოცემული ხსნის დღეს, დღე პირველი, პირველი წლისა (1888 წლის 30 სექტემბერი ყალბი წელთაღრიცხვით) სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მანკიერებას: მანკიერება ქრისტიანობაა პირველი დებულება: მანკიერია ყველაფერი ბუნების საწინააღმდეგო. უმანკიერესი სახეობა ადამიანისა არის მღვდელი: იგი ასწავლის მანკიერებას. მღვდლის საწინააღმდეგოდ არ არსებობს საფუძველი, არსებობს მხოლოდ საპყრობილე. მეორე დებულება: ღვთისმსახურებაში ყველა სახის მონაწილეობა არის თავდასხმა საზოგადოებრივ ზნეობაზე. უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო პროტესტანტების მიმართ, ვიდრე კათოლიკებისა, მეტი სიმკაცრე ლიბერალი პროტესტანტების წინააღმდეგ, ვიდრე ღრმადმორწმუნეების. ქრისტიანად ყოფნის დანაშაულებრიობა მატულობს, როდესაც იგი მეცნიერებას უახლოვდება. ამდენად დამნაშავეთა დამნაშავე ფილოსოფოსია. მესამე დებულება: დასაწყევლი ადგილები, სადაც ქრისტიანობამ თავისი ასპიტი ვასილისკოები გამოჩეკა, მიწასთან უნდა იქნას გასწორებული და როგორც გავერანებული ადგილები მიწაზე, უნდა აფრთხობდეს ყველა შემდგომ თაობას. იქ შხამიანი გველები უნდა იქნას მოშენებული. მეოთხე დებულება: უმანკოების ქადაგება არის საჯარო დაგეშვა გაუკუღმართებისაკენ. ყოველგვარი ზიზღი სქესობრივი ცხოვრების მიმართ, მისი გაუწმინდურება ისეთი ცნებით, როგორიცაა "უწმინდური", - სწორედ ეს არის ცოდვა სიცოცხლის სულიწმინდის მიმართ. მეხუთე დებულება: მღვდელთან ერთად ტრაპეზობა ნიშნავს საკუთარი თავის წესიერ ადამიანთა საზოგადოებიდან ექსკომუნიციას. მღვდელი არის ჩვენი ჩანდალა, - ის უნდა კანონგარეშედ გამოაცხადო, დაამშიო, ყველანაირ უდაბნოში უკრა თავი. მეექვსე დებულება: "საღვთო" ისტორიას ის სახელი უნდა ეწოდოს, რასაც ის იმსახურებს: წყეული ისტორია; ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ღმერთი", "მესია", "მაცხოვარი", "წმინდანი" უნდა იხმარებოდეს სალანძღავად, დანაშაულის აღმნიშვნელად. მეშვიდე დებულება: დანარჩენი ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted July 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 ფრიდრიხ ნიცშე კანონი ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოცემული ხსნის დღეს, დღე პირველი, პირველი წლისა (1888 წლის 30 სექტემბერი ყალბი წელთაღრიცხვით) სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მანკიერებას: მანკიერება ქრისტიანობაა პირველი დებულება: მანკიერია ყველაფერი ბუნების საწინააღმდეგო. უმანკიერესი სახეობა ადამიანისა არის მღვდელი: იგი ასწავლის მანკიერებას. მღვდლის საწინააღმდეგოდ არ არსებობს საფუძველი, არსებობს მხოლოდ საპყრობილე. მეორე დებულება: ღვთისმსახურებაში ყველა სახის მონაწილეობა არის თავდასხმა საზოგადოებრივ ზნეობაზე. უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო პროტესტანტების მიმართ, ვიდრე კათოლიკებისა, მეტი სიმკაცრე ლიბერალი პროტესტანტების წინააღმდეგ, ვიდრე ღრმადმორწმუნეების. ქრისტიანად ყოფნის დანაშაულებრიობა მატულობს, როდესაც იგი მეცნიერებას უახლოვდება. ამდენად დამნაშავეთა დამნაშავე ფილოსოფოსია. მესამე დებულება: დასაწყევლი ადგილები, სადაც ქრისტიანობამ თავისი ასპიტი ვასილისკოები გამოჩეკა, მიწასთან უნდა იქნას გასწორებული და როგორც გავერანებული ადგილები მიწაზე, უნდა აფრთხობდეს ყველა შემდგომ თაობას. იქ შხამიანი გველები უნდა იქნას მოშენებული. მეოთხე დებულება: უმანკოების ქადაგება არის საჯარო დაგეშვა გაუკუღმართებისაკენ. ყოველგვარი ზიზღი სქესობრივი ცხოვრების მიმართ, მისი გაუწმინდურება ისეთი ცნებით, როგორიცაა "უწმინდური", - სწორედ ეს არის ცოდვა სიცოცხლის სულიწმინდის მიმართ. მეხუთე დებულება: მღვდელთან ერთად ტრაპეზობა ნიშნავს საკუთარი თავის წესიერ ადამიანთა საზოგადოებიდან ექსკომუნიციას. მღვდელი არის ჩვენი ჩანდალა, - ის უნდა კანონგარეშედ გამოაცხადო, დაამშიო, ყველანაირ უდაბნოში უკრა თავი. მეექვსე დებულება: "საღვთო" ისტორიას ის სახელი უნდა ეწოდოს, რასაც ის იმსახურებს: წყეული ისტორია; ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ღმერთი", "მესია", "მაცხოვარი", "წმინდანი" უნდა იხმარებოდეს სალანძღავად, დანაშაულის აღმნიშვნელად. მეშვიდე დებულება: დანარჩენი ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს. რას ცდილობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 რას ცდილობ?gruzian_ka ყურადღებით წაიკითხე ხოლმე პოსტები და მიხვდები რის ახსნასაც ცდილობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 gruzian_ka ყურადღებით წაიკითხე ხოლმე პოსტები და მიხვდები რის ახსნასაც ცდილობს. ოჰ, კუმ ფეხი გამოყო... მე რასაც ვკითხულობ მიხვდება, თვითონ პოსტების ავტორი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 რას ცდილობ? ყურადღებით წაიკითხე ხოლმე პოსტები და მიხვდები რის ახსნასაც ცდილობს. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 ღმერთის არ არსებობა აქსიომაა თუ კი ვინმე გააპროტესტებს ამ აქსიომას, ის გადავა სოფიზმის სფეროში აი დაამტკიცე რომ არ არსებული, მართლაც არ არსებულია? - ეს არის სოფიზმი და შესაბამისად არ იმსახურებს არანაირ კამათს და არანაირ მსჯელობას, იმიტომ რომ სისულელეაარ არსებულის, არ არსებობას მტკიცებულება არ სჭირდება - ეს დებულება აქსიომაა შემდეგი არგუმენტი რომელიც სოფისტებს (ყველა თეისტი ბუნებით სოფისტია) მოჰყავთ არის "ცხოვრების საზრისი" თითონ ცხოვრების აზრის ძებნა ფილოსოფიური სფეროა, რომელიც თავისთავად პირდაპირ კავშირში არ არის ღმერთთან ყველა მცდელობა დაუკავშირო ორი სხვადასხვა თემა ერთმანეთს რომელიც არ ეხება ერთმანეთს არის კვლავ სოფიზმის სფერო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ევოლუციის ქართული ვარიანტი:მაიმუნი ჩამოვარდა ხიდან და გახდა ადამიანი, ანუ ადამიანი არის ხეიბარი მაიმუნი.ძნელია რაიმეში შეედავო ასეთ ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
eksprofi84 Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ათეისტებითაა ქვეყანა სავსე უბრალოდ ზოგიერთები თავს იტყუებენ... ან სხვას ატყუებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ზოგიერთები თავს იტყუებენრელიგიით ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ზოგიერთები თავს იტყუებენ რელიგიით ;)ზოგიც ათეიზმით. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ზოგიც ათეიზმით. ;) ათეიზმი ჭეშმარიტებაა ღმერთის არ არსებობა აქსიომაა ყველანაირი მტკციებულება ღმერთის არსებობის (რომელიც სინამდვილეში არ არის ღმერთის არსებობის მტკიცებულებ) არის სოფიზმი თეიზმი სოფისტია თავის ბუნებით, მას სხვანაირად არ შეუძლია, რადგან აბსურდს ამტკიცებს, აბსურდის მტკიცება კი სოფიზმის გარეშე შეუძლებელუია ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 ათეიზმი ჭეშმარიტებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.