Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ფული ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი, რამდენიც საჭიროა არსებობისთვის :D

 

 

 

მხოლოდ იმშემთხვევაში თუ დავარეგულირებთ 2 დეტალს

 

1 - ყველას ზუსტად ერთნაერად ექნება ფული

2 - არ წარმოიშობა შური, გამდიდრების მანია სხვის ხარჯზე და და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფული აფუჭებს ადამიანს ყველაზე მაგრად, ფულის გულიზე მოკვლაზეც მიდის! როცა ბევრი ფული გაქ სხვები უყვე არ გაინტერესებს, გიპნოზის პონტშია...

 

ზოლოტო ოტ სლოვა ზლოი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ეკონომიკა _ ბერძნული სიტყვაა და მეურნეობის მართვას ნიშნავს.

პოლიტიკა _ სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას.

შესაბამისად, პოლიტეკონომია არის სახელმწიფოს სრული მართვა.

ადამ სმიტამდე მრავალი ფილოსოფოსი ცდილობდა აეხსნა _ რატომაა ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ზოგიერთი კი სიღატაკეში იხრჩობა.

მარტივად რომ ვთქვათ, ნათლად ჩანს, რომ მდიდარ ქვეყნებში ფულის რაოდენობა მეტია. ფული მეტია იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომლის სხვა ქვეყნებში გაყიდვა შესაძლებელია. თუ წარმოებული პროდუქტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში იყიდება, მაშინ ფული ხელიდან ხელში გადადის და მისი რაოდენობა არ მატულობს, ხოლო თუ საზღვარგარეთ გადის, ქვეყანაში ფულის რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, თუ გინდათ თქვენი ქვეყანა გამდიდრდეს, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიყიდოს საზღვარგარეთ და უნდა ეცადო გარედან ნაკლები პროდუქტი შემოვიდეს. ვინც ასეთ მოსაზრებას იზიარებს, მათ მერკანტილისტები ეწოდებათ (იტალიურად მერკანტი - ვაჭარი). ისინი ითხოვდნენ, რომ მმართველები ქვეყნის ეკონომიკაში ჩარეულიყვნენ. მაგ. იმ დროს ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა დააწესა კვირაში ორი, ე.წ. თევზის დღე, როცა ხორცის გაყიდვა იკრძალებოდა. გასაგებია, რომ ამ დროს ინგლისურ თევზზე მატულობდა მოთხოვნა. ეს კიდევ არაფერი, დედოფალმა ინგლისურ შალზე მოთხოვნილების გასაზრდელად ბრძანა, რომ მკვდრების დამარხვა მხოლოდ შალის ტანსაცმლით შეიძლება.

სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ მიწა, ანუ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი ქმნის სიმდიდრეს და ითხოვდნენ გლეხების წახალისებას. მათ ფიზიოკრატები (ბუნებაზე ძალაუფალნი) ეწოდათ. მერკანტილისტები და ფიზიოკრატები მიუახლოვდნენ, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს ის, რაც შეძლო ადამ სმიტმა. იგი მივიდა დასკვნამდე:

_ სიმდიდრის საფუძველია შრომა. თუ ადამიანი შრომობს და მისი შრომა მხოლოდ არსებობას აკმაყოფილებს, მაშინ სიმდიდრე არ იქმნება. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მან არ უნდა აკეთოს ყველაფერი რაც სჭირდება, არამედ აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

ანუ მეპურემ უნდა გამოაცხოს პური და მან ენერგია საკუთარი ღობის შეკეთებაზე ან შეღებვაზე არ უნდა დახარჯოს. მან მთელი ენერგია პურის ცხობის კულტურის ამაღლებას უნდა მოახმაროს. მაშინ ის შეძლებს შესაღებად პროფესიონალი მღებავის დაქირავებას. იწყება ის, რასაც შრომის დანაწევრება ჰქვია. მღებავსა და მეპურეს შორის მორიგება ფულით ხდება. გამოდის, რომ ფული თავისთავად არაა სიმდიდრე. ფული არის პროდუქტში ჩადებული შრომის, ენერგიის, სიმძლავრის საზომი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი (ძირითადად "რელიგიური") ადამიანისგან განსხვავებით, ჩემი აზრით, ფული ბოროტება არ არის. ფული ადამიანმა გამოიგონა და ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში, ფული ხომ მხოლოდ რაიმეს ყიდვის, შეძენის საშუალებაა. როდესაც ფულს მართებულად იყენებ, ის შეიძლება კარგ მიზანს მოემსახუროს, ხოლო როცა მას უმართებულოდ იყენებ, მაშინ სხვა რამეა.

 

ასეა ცხოვრებაში ნებისმიერი რამ. მაგალითად, დანა შეიძლება პურის დასაჭრელადაც გამოიყენო რომ ოჯახთან ერთად ან შენს საყვარელ ადამიან[ებ]თან ერთად გემრიელი სადილი მიირთვა; ამ დროს, იგივე ნივთით — დანით — ვინმემ ვინმეს ზურგში შეიძლება სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს.

 

მთავარი პრობლემა ფულში კი არაა, არამედ მის გამოყენებაში, თუ რამდენად მართებულად იყენებენ მას ადამიანები.

 

 

და ბოლოს:

 

ჩემი აზრით, ფული ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა ყველაფერს! ფული გიცავს, მაგრამ არა ყველაფრისგან! ფულით ბევრ რამეს იყიდი, მაგრამ არა ყველაფერს.

 

ალბათ ისევ პიროვნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ზოგს ფული არ აქვს და ისე იცვლება. ზოგს კი აქვს და ისევ ისეთია, როგორიც მაშინ იყო, სანამ დიდ ფულს იშოვიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გიმეორებ, ფული არის სიმძლავრის საზომი, ფული კი მისი წარმოებული. ანუ ძალა არის პირველადი და თუ არჩევანი არის ძალასა და ფულს შორის, რა თქმა უნდა ვირჩევ პირველადს.

რომაელი თავის იმპერიას იცავდა ფოლადით და არა ოქროთი.

Все куплю сказала злата, все возьму сказал булат (Пушкин)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

შესაბამისად, პოლიტეკონომია არის სახელმწიფოს სრული მართვა.

ადამ სმიტამდე მრავალი ფილოსოფოსი ცდილობდა აეხსნა _ რატომაა ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ზოგიერთი კი სიღატაკეში იხრჩობა.

მარტივად რომ ვთქვათ, ნათლად ჩანს, რომ მდიდარ ქვეყნებში ფულის რაოდენობა მეტია. ფული მეტია იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომლის სხვა ქვეყნებში გაყიდვა შესაძლებელია. თუ წარმოებული პროდუქტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში იყიდება, მაშინ ფული ხელიდან ხელში გადადის და მისი რაოდენობა არ მატულობს, ხოლო თუ საზღვარგარეთ გადის, ქვეყანაში ფულის რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, თუ გინდათ თქვენი ქვეყანა გამდიდრდეს, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიყიდოს საზღვარგარეთ და უნდა ეცადო გარედან ნაკლები პროდუქტი შემოვიდეს. ვინც ასეთ მოსაზრებას იზიარებს, მათ მერკანტილისტები ეწოდებათ (იტალიურად მერკანტი - ვაჭარი). ისინი ითხოვდნენ, რომ მმართველები ქვეყნის ეკონომიკაში ჩარეულიყვნენ. მაგ. იმ დროს ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა დააწესა კვირაში ორი, ე.წ. თევზის დღე, როცა ხორცის გაყიდვა იკრძალებოდა. გასაგებია, რომ ამ დროს ინგლისურ თევზზე მატულობდა მოთხოვნა. ეს კიდევ არაფერი, დედოფალმა ინგლისურ შალზე მოთხოვნილების გასაზრდელად ბრძანა, რომ მკვდრების დამარხვა მხოლოდ შალის ტანსაცმლით შეიძლება.

მყარი შიდა ბაზრითაც სეიძლება ეკონომიკის აწევა...

თან უფრო მარტივია

 

საგარეო ვაჭრობას კიდევ აქვს სპეციფგიკა და თავისი კანონები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააჩნია ადამიანს თუ რა მოთხოვნილებები აქვს, იმის მიხედვით ხარჯავს

ვიღაცას თვეში 3ათასი არ ყოფნის ვიღაცა შვიდას ლარზეც თანახმაა

 

polter

1 - ყველას ზუსტად ერთნაერად ექნება ფული

ანალოგიური იყო კომუნისტების ეკონომიკური პოლიტიკა... რა შედეგიც გამოიღო ყველამ ნახა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
polter

 

ანალოგიური იყო კომუნისტების ეკონომიკური პოლიტიკა... რა შედეგიც გამოიღო ყველამ ნახა

ეგ შედეგი ფულის თანაბარი განაწილების იდეის გამო არ მოჰყოლია კომუნიზმს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 - ყველას ზუსტად ერთნაერად ექნება ფული

 

ანალოგიური იყო კომუნისტების ეკონომიკური პოლიტიკა... რა შედეგიც გამოიღო ყველამ ნახა

კომუნიზმის იდეას უფრო ფართოდ თუ გავეცნობით უკეთესი იქნება

 

ჩემი აზრით მცირე კორექტირებით ჩამატებით და გამოკლებით 22 ე საუკუნის იდეოლოგიაა!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომუნიზმის იდეას უფრო ფართოდ თუ გავეცნობით უკეთესი იქნება

 

ჩემი აზრით მცირე კორექტირებით ჩამატებით და გამოკლებით 22 ე საუკუნის იდეოლოგიაა!!

22 საუკუნის ფილოსოფია უფრო მოდი მოგხარშო იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

თქვე არაადაკვატურო მოდერატორო :(

 

 

მერე ვისაუბროთ კომუნიზმზე.. მოემზადე ძლიერი ოპონენტი ვარ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

ვისაუბროთ კომუნიზმზე.. მოემზადე ძლიერი ოპონენტი ვარ

სისულელეებზე საუბრის მასტერი ხარ? კი ვეჭვობდი ისე http://s8.rimg.info/180412b178e1e8dbabb2d80145349b8e.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

 

სისულელეებზე საუბრის მასტერი ხარ? კი ვეჭვობდი ისე http://s8.rimg.info/180412b178e1e8dbabb2d80145349b8e.gif

მაგარი სმაილია :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...