Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, რატომ ვანგრევთ გალავანს,, რომელიც განადგურებისგან გვიცავს?


Recommended Posts

ლ ი ც ი

ესე იგი, მეთანხმები, არა?

 

 

იმაში, რომ დაუშვებელია საქართველოში ქართველი ადამიანი მართლმადიდებლობას ებრძოდეს, რათქმაუნდა!

 

 

წინა საუკუნის დასაწყისში საქართველოში ქართველების ხელით მოკლული იქნენ ილია ჭავჭავაძე და და საერთოდ ენით აუწერელი ფაქტი, კათალიკოს-პატრიარქი კირიონი, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო იმ პერიოდეში, მარტო ეს ორი უბედურება და ღვთის გმობა საკმარისი იქნებოდა იმ საშინელი 70 წლიანი სასჯელისა, რაც ამის შემდეგ საქართველოს თავს დაატყდა კომუნისტების სახით. რამაც ფაქტიურად მანამდე ჯერ არ ნახული უბედურებები დაატრიალა საქართველოში, ფაქტიურად ლამის სრული გენოციდი განხორციელდა ქართული ჯიშის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ინტელექტუალური ელიტისა და საეკლესიო იერარქიების. გადარჩენილ უთაოდ და უხერხემლოდ დარჩენილ საკმაოდ ჭრელ მასას კი იმ დონეზე გადაუგვარეს შეგნება, რომ მის გამოსწორებას წლები და შეიძლება საუკუნეებიც კი დასჭირდეს. ისე, საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი პირველი უბედურება მაშინდელ საქართველოში რაც ბოროტების ამ ძალამ (კომუნისტებმა) დაატრიალა, საქართველოს კიდევ ერეთი პატრიარქის (ამბროსი ხელაია) მკვლელობა იყო. შემთხვევით არაფერი ხდება.

 

დარწმუნებული ვარ, რომ იმ პერიოდში რომ საქართველოს ეს ურჯულო მენშევიკები არ დაპატრონებოდნენ და რეალურად ღვთისმოსავი, ქართული მენტალობის მქონე ხალხის ხელში აღმოჩენილიყო მაშინდელი ჩვენი ქვეყანა, უამრავ უბედურებას გადავრჩეებოდით. დღესაც ასე არ გაგვიჭირდებოდა.

 

თომცა იმდენად მცირე მეხსიერება აღმოგვაჩნდა, რომ ერთი საუკუნეც არ გვეყო იმისთვის, რომ იგივე საშინელება არ დაგვეტრიალებინა ჩვენს ქვეყანაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 81
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

უზერებო, რატომ ვანგრევთ გალავანს,, რომელიც განადგურებისგან გვიცავს?

მაგათი დანგრეული არ გაიშვა, აქამდე მოვსულვართ და ახლა რას დაანგრევენ ძაანაც რომ მოინდომონ,

ეგ კი არის, რომ წალეკა ქვეყანა ყველაფერმა ფსევდომ.

არა უშავს, ერთი ვინმე გამოჩნდება და გადაგვარჩენს, როგორც ყოველთვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი პრობლემა მაინც

ფიზიკური გადარჩენაა.

ფიზიკური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რაც ადამიანის ფიზიკურ არსებობას განაპირობებს.

ასეთად კი დღეს ცნობიერება გვევლინება.

ხომ ფაქტია, რომ ადამიანის(კონკრეტული ადამიანის) ცხოვრებას,მის კეთილდღეობას და სიცოცხლის ხანგრძლიობასაც-რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას გულისხმობს - მისი ცნობიერი აქტები და დამოკიდებულებები განსაზღვრავენ?

ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით ცხოვრებიდანაც, ისტორიიდან თუ ხელოვნების სფეროდან, რომ უკიდურესად რადიკალურ სიტუაციაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უხსნია მის გამნვითრებულ ცნობიერ დონეს. გამჭრიახობას და სიმამაცეს, გადარჩენის მიზნისაკენ ზუსტად გათვლილ და გააზრებულ ქმედებას.

 

ზუსტად ისევე როგორც ადამიანს, ადამიანების სოციუმსაც გააჩნია სოციალური ცნობიერება.ვთქვათ, ეროვნული ცნობიერება.

და როდესაც, ეს სოციალური (ამ შემთხვევაში ფართოდ -ეროვნული) ცნობიერება არის ნორმალურ მდგომარეობაში, ანუ არის ჯანმრთელი, მაშინ სოციალური ცხოვრება არის მოწესრიგებული და პროგესისაკენ მიმავალი.

რას ნიშნავს სოციუმის ცნობიერების ნორმალური ანუ ჯანმრთელი მდგომარეობა?

რაში გამოიხატება ის?

ის, ისევე როგორც ინდივიდუალური ადამიანის ცნობიერების ნორმალური მდგომარეობა, გამოიხატება მთლიანობაში.

ადამიანების ერთობის,ანუ სოციუმის არსებობისა და მოწესრიგებულობის,პროგრესულად განვითარების ხარისხს განსაზღვრავს მისი ცნობიერების მთლიანობა

ცნობიერების მთლიანობა კი ემყარება საზოგადოების ცხოვრების შინაარსებისა და ფორმების გარკვეულ წესრიგს. გარკვეულ პრიმატებს,გარკვეულ პრიორიტეტებს,რომლებიც გვევლინებიან დომინანტებად და აწესრიგებენ სხვა დანარჩენი შინაარსების სიცოცხლის უნარიანობას მათს ჰარმონიულ თანაარსებობაში.

 

ჩვენ, როგორც სოციუმის უმაღლეს ფორმას -ერს, გარკვეულ ფორმაციათა გამჭოლ გაგვაჩნდა ერთიანი ეროვნული ცნობიერება.

ამან გადაგვარჩინა.

სოციუმის ეს ერთიანი ცნობიერება დაირღვა არა გარე მიზეზების გამო. გარე მიზეზი ყოველთვის არის მაპროვოცირებელი ნებისმიერი ორგანიზმისათვის, რათა გამოვლინდეს დაავადების სიმპტომი.

ერთიანი ცნობიერება დაირღვა შიდა გარემოებათა გამოისობით. თუ რა გარემოებები იყო ეს, ამაზე საუბარს პრინციპულად მოვერიდები.

და რღვევის პროცესი იყო მრავალსაუკუნოვანი.

თუ ამ ყველაფრის შესწავლის გულწრფელ სურვილს ვინმე დააყენებს პირად ამბიციაზე მაღლა, მაშინ იქნებ დიაგნოზიც სწორად დასმულიყო. და მერე ის ადამიანური რესურსიც შესწავლილიყო,რამაც უნდა გამოიწვიოს რეანიმაციის პროცესი.

 

ყველა ობიექტი, რასაც არ უნდა მივადგეთ, ჩვენ ამ ცნობიერებაში, არის ღია ჭრილობა კიარადა ნეკროზი.

პრობლემა გლობალურია.

რანაირად მოხერხდება წინამძღოლებთან საუბარი როცა ისინი პირდაპირი გამტარები და შემსრულებლები არიან რღვევის ამ პროცესისა? ხაზგასმით ვამბობ: ცნობიერების ყველა სფეროს ეხება ეს. უკლებლივ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ჩვენმა მეომრულმა თვისებებმა გვიხსნა? თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველას კარგად მოგვეხსენება რომ ასე არ არის.

 

და მაინც, რამ გადაგვარჩინა?

ქართველები გადაარჩინა ღალატის საშინელმა უნარმა, ანუ მისმა მოღალატეობრივმა ბუნებამ! ეს არის ერის თვით გადარჩენის ინსტინქტი ალბათ. როცა შემოვიდოდა რომელიმე დამპყრობელი და ემუქრებოდა მთელ ერს ამოწყვეტით, მაშინვე ქართველების რაღაცა რაოდენობა მიემხრობოდა მას და ამიტომ დამპყრობელი ამ ნაწილს ტოვებდა ცოცხალს, პლიუს გარკვეული უფლებებით. ადრე თუ გვიან ეს დამპყრობელი მიდიოდა და ქართველობა კი ფიზიკურად გადარჩენილი იყო და იწყებდა ძველი ტრადიციების აღდგენას და მოღალატეები უკვე აღარ ახსოვდათ. ასე ხდება დღესაც, ვიღაცეებს სურთ რუსებისაგან ფიზიკურად გადაირჩინონ თავი, ვიღაცეები კი გმირობის ფურცლებს ჩაწერენ ქართულ ისტორიაში და ბოლოს ახალი თაობებიც ამ გმირობის მაგალითებზე გაიზრდებიან!

Edited by BudisTi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BudisTi

ქართველები გადაარჩინა ღალატის საშინელმა უნარმა, ანუ მისმა მოღალატეობრივმა ბუნებამ!

ძალიან მძიმედ მოსასმენი დიაგნოზია...

სულიერი დაცემა ფიზიკურ განადგურებას უწყობს ხელს, არა მგონია გამყიდველ და მოღალატე ადამიანებს,

ჯანმრთელი შთამომავლობა დაეტოვებინოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიულად ამაზე უარეს დღეშიც ვყოფილვართ. გარდა ტერიტორიული ოკუპაციისა ათასობით ქართველი გაიყიდა ოსმალეთში თუ ეგვიპტეში (და ა.შ.) მარტო კახეთიდან 200 000 ოჯახი რომ გადაასახლეს ფერეიდანში ის არაფერი იყო? ნახევარი დასავლეთი რომ დაიცალა ტყვეთა სყიდვის დროს არც ეგ? რამდენი სოფელი გასწორდა მიწასთან და რამდენი ქალაქი? ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველო, როგორ სახელმწიფო ბევრჯერ მომკვდარა, მაგრამ ასევე ბევრჯერ აღმდგარა. ამიტომ არავინ იცის რა მოხდება - შეიძლება ზოგმა დამცინოს, მაგრამ ყველაფერი მაინც უფლის ნებაა. ერი რასაც იმსახურებს იმას მიიღებს. გაიხსენეთ რამდენი ხანი ვიყავით მონღოლების, არაბების და თუნდაც რუსეთის მონები. მაგრამ დღეს ასე თუ ისე ქვეყანა გვქვია. მომავალში არ ვიცი რა იქნება, ღმერთმა უწყის!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულიერი დაცემა ფიზიკურ განადგურებას უწყობს ხელს,

არა, ფიზიკურ გადარჩენას უწყობს ხელს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(licemer @ 4th April 2010 - 11:36 AM)

მთავარი პრობლემა მაინც

ფიზიკური გადარჩენაა.

 

ფიზიკური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რაც ადამიანის ფიზიკურ არსებობას განაპირობებს.

ასეთად კი დღეს ცნობიერება გვევლინება.

ხომ ფაქტია, რომ ადამიანის(კონკრეტული ადამიანის) ცხოვრებას,მის კეთილდღეობას და სიცოცხლის ხანგრძლიობასაც-რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას გულისხმობს - მისი ცნობიერი აქტები და დამოკიდებულებები განსაზღვრავენ?

ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით ცხოვრებიდანაც, ისტორიიდან თუ ხელოვნების სფეროდან, რომ უკიდურესად რადიკალურ სიტუაციაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უხსნია მის გამნვითრებულ ცნობიერ დონეს. გამჭრიახობას და სიმამაცეს, გადარჩენის მიზნისაკენ ზუსტად გათვლილ და გააზრებულ ქმედებას.

 

ზუსტად ისევე როგორც ადამიანს, ადამიანების სოციუმსაც გააჩნია სოციალური ცნობიერება.ვთქვათ, ეროვნული ცნობიერება.

და როდესაც, ეს სოციალური (ამ შემთხვევაში ფართოდ -ეროვნული) ცნობიერება არის ნორმალურ მდგომარეობაში, ანუ არის ჯანმრთელი, მაშინ სოციალური ცხოვრება არის მოწესრიგებული და პროგესისაკენ მიმავალი.

რას ნიშნავს სოციუმის ცნობიერების ნორმალური ანუ ჯანმრთელი მდგომარეობა?

რაში გამოიხატება ის?

ის, ისევე როგორც ინდივიდუალური ადამიანის ცნობიერების ნორმალური მდგომარეობა, გამოიხატება მთლიანობაში.

ადამიანების ერთობის,ანუ სოციუმის არსებობისა და მოწესრიგებულობის,პროგრესულად განვითარების ხარისხს განსაზღვრავს მისი ცნობიერების მთლიანობა

ცნობიერების მთლიანობა კი ემყარება საზოგადოების ცხოვრების შინაარსებისა და ფორმების გარკვეულ წესრიგს. გარკვეულ პრიმატებს,გარკვეულ პრიორიტეტებს,რომლებიც გვევლინებიან დომინანტებად და აწესრიგებენ სხვა დანარჩენი შინაარსების სიცოცხლის უნარიანობას მათს ჰარმონიულ თანაარსებობაში.

 

ჩვენ, როგორც სოციუმის უმაღლეს ფორმას -ერს, გარკვეულ ფორმაციათა გამჭოლ გაგვაჩნდა ერთიანი ეროვნული ცნობიერება.

ამან გადაგვარჩინა.

სოციუმის ეს ერთიანი ცნობიერება დაირღვა არა გარე მიზეზების გამო. გარე მიზეზი ყოველთვის არის მაპროვოცირებელი ნებისმიერი ორგანიზმისათვის, რათა გამოვლინდეს დაავადების სიმპტომი.

ერთიანი ცნობიერება დაირღვა შიდა გარემოებათა გამოისობით. თუ რა გარემოებები იყო ეს, ამაზე საუბარს პრინციპულად მოვერიდები.

და რღვევის პროცესი იყო მრავალსაუკუნოვანი.

თუ ამ ყველაფრის შესწავლის გულწრფელ სურვილს ვინმე დააყენებს პირად ამბიციაზე მაღლა, მაშინ იქნებ დიაგნოზიც სწორად დასმულიყო. და მერე ის ადამიანური რესურსიც შესწავლილიყო,რამაც უნდა გამოიწვიოს რეანიმაციის პროცესი.

 

ყველა ობიექტი, რასაც არ უნდა მივადგეთ, ჩვენ ამ ცნობიერებაში, არის ღია ჭრილობა კიარადა ნეკროზი.

პრობლემა გლობალურია.

რანაირად მოხერხდება წინამძღოლებთან საუბარი როცა ისინი პირდაპირი გამტარები და შემსრულებლები არიან რღვევის ამ პროცესისა? ხაზგასმით ვამბობ: ცნობიერების ყველა სფეროს ეხება ეს. უკლებლივ.

nuaka

ესე იგი, შენი აზრით, ვერ ვინარჩუნებდით ტერიტორიებს, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგგამ ერი ერად რჩებოდა და ინარჩუნებდა მეობას იმიტომ, რომ ერს გააჩნდა ერთიანი ეროვნული ცნობიერება? პრინციპში მეც იგივეს ვამბობ, მაგრამ იმ კონტექსტში, რომ ერთიანი ეროვნული ცნობიერება ქართული ეკლესიის დამსახურებაა. ასეა ეს, ერის საყრდენი სულიერი იყო და , ამდენა მიუწვდომელი მტრისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფუნდამენტალიზმის კერა დასანგრევია!

ანუ მართლმადიდებლობა :))

 

nuaka

ესე იგი, შენი აზრით, ვერ ვინარჩუნებდით ტერიტორიებს, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგგამ ერი ერად რჩებოდა და ინარჩუნებდა მეობას იმიტომ, რომ ერს გააჩნდა ერთიანი ეროვნული ცნობიერება? პრინციპში მეც იგივეს ვამბობ, მაგრამ იმ კონტექსტში, რომ ერთიანი ეროვნული ცნობიერება ქართული ეკლესიის დამსახურებაა. ასეა ეს, ერის საყრდენი სულიერი იყო და , ამდენა მიუწვდომელი მტრისთვის

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში არავინ ანგრევს...უბრალოდ, ზედმეტი ყურადღების გამახვილებით და ერთი ვაი ვიშის ატეხვით, შეიძლება მართლა დაინგრეს....

 

თუ ვიღაც განსახვევბულად ფიქრობს, იფიქროს, აქვს ამის უფლება....ამ ქვეყანაში ყველას ყველაფერის უფლება აქვს..იმიტომ, რომ საქართველოში ადამიანი თავისუფალია///..

 

ვინმე უბრძვის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ?? სახელმწიფო??? ჩვენი სარწმუნოება კონსტიტუციით არის დაცული////

 

სახელმწიფოს მხრიდან მარღლმადიდებლობსი ნგრევას ვერ ვხედავ... უბრალოდ, საუკუნის დასასრულს რწმენა ძლიერდება, დასაწყოსში კი სუსტდება და ეს ხდებ საქართველოშიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველები გადაარჩინა ღალატის საშინელმა უნარმა, ანუ მისმა მოღალატეობრივმა ბუნებამ!

თქვენ ამბობთ, რომ ნეგატიურმა საწყისმა გადაგვარჩინა. მაგრამ ნეგატიური მხოლოდ იმიტომ გადაგარჩენს, რომ გაგაკეთებინოს ის, რაც ბოლომდე მიიყვანს მის საქმეს:))

ხოლო მისი საქმე ჯერ ბოლომდე არ მისულა.

ამგვარი გაგებით თქვენ მეტისმეტად ავიწროვებთ ხედვის არეალს.:D

 

nuaka

ესე იგი, შენი აზრით, ვერ ვინარჩუნებდით ტერიტორიებს, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგგამ ერი ერად რჩებოდა და ინარჩუნებდა მეობას იმიტომ, რომ ერს გააჩნდა ერთიანი ეროვნული ცნობიერება?

ასე იყო, ოღონდ არასტატიურად და სტაბილურად, რადგან ამ ცნობიერებამ როცა დაიწყო რღვევა, და რღვევის დასაწყისი XIIს.ემთხვევა, სწორედ ამ დროს გარეგნულად ზენიტში იყო ქვეყანა.რღვევა მიმდინარე პროცესი იყო და თავის შედეგებს თანდათან ამჟღავნებდა. თუმცა ამ რღვევას უპირისპირდებოდა ის, რაც ქართული ეკლესიის საყრდენის გამოცლის შემდგომ (ისევ XIIს.მაქვს მხედველობაში) გადაეცა ჰუმანისტური აზროვნების მხატვრულ ფორმას -სიტყვაკაზმულ მწერლობას. მაგრამ რა თქმა უნდა ეს შეუდარებლად სუსტი იმპულსი იყო იმ თანაფარდობაში რაც გააჩნდა XIIს.მდე მოღწეულ ეკლესიის წიაღში დავანებულ სულიერებას.ამიტომ, ამ ნაწილში-

 

ერთიანი ეროვნული ცნობიერება ქართული ეკლესიის დამსახურებაა. ასეა ეს, ერის საყრდენი სულიერი იყო და , ამდენა მიუწვდომელი მტრისთვის

მთლად მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი ზემორე ვითარება...

ეროვნული ცნობიერება მოსწყდა საერთო საკაცობრიო ცნობიერების განვითარების იმპულსს. ეს არის მისი რღვევის უპირველესი მიზეზი.ამაში" წვლილი" მიუძღვით როგორც იმდროინდელ და შემდგომ (გიორგი ბრწყინვალეზე და გამონაკლისებზე არ ვამბობ) ხელისუფალთ, აგრეთვე ეკლესიას (აქაც არის გამონაკლისი ერთეულები).

ცნობიერი განვითარების მისია -ის რაც კაცობრიობის მოწინავე ნაწილის (ქვეყნების) წინაშე იდგა,საქართველომ ვერ შეინივთა. და ერის მმართველთა მეოხებით მოხდა ეს. ხდებოდა და ხდება კიდევაც.

 

თუ დღეს ჯერ კიდევ არსებობს სათანადო რესურსი (რასაც პირადად მე ვერ ვხედავ), ეს გათლიანება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ საზოგად. ცნობიერების მთლიანობის განმსაზღვრელი სამწევრიანობის პრინციპის აღდგენით.

მაგრამ ამას არ დაუშვებენ მმართველი ძალები.

ეს სამწევრიანობა გამოხატავს სახელმწიფოებრივი ორგანიზმის პრინციპს:

1.პოლიტიკური ცხოვრების მართვა

2.პოლიტიკის ჩარევისაგან, როგორც მისი გავლენის სფეროსაგან სრულიად დამოუკიდებელი მწარმოებლობა (ყოველგვარი საქმიანობა -ეკონომიკა,განათლება,კულტურა)

3.სინდისის თავისუფლება (რწმენისა და მრწამსის ხელშეუხებლობა).მისი სრული ჩაურევლობა პოლიტიკასა და დამოუკიდებელ მწარმოებლობაში,განათლებასა და კულტურაში, როგორც გავლენის სფეროში.

კანონები უნდა შეიქმნას ამ 3 წევრიანობის სრული ურთიერთჩაურევლობის (ზეგავლენის) პრინციპის მიხედვით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო, რატომ ვანგრევთ გალავანს,, რომელიც განადგურებისგან გვიცავს

საქართველო მუსულმანური ქვეყანა რომ ყოფილიყო, ეს გალავანი ისლამი იქნებოდა :givi:

 

Siknadmo კი სანიმუშო მუსულმანის როლში მოგვევლინებოდა და ურწმუნოთა მიმართ ჯიჰადისკენ მოგვიწოდებდა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...