Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რა არის ნიჭი?

 

ეხლა იგრე არ გამავიდეს რომა ფილოსოფიაში გადაიქნიოთ თემა.

 

სუფთა ბავშვურად და გულუბრყვილოდ მაინტერესებს რა არის ნიჭი. რა ფენომენია?

 

რატომ აქვს ზოგს მაგალითად ხატვის ნიჭი, ფეხბურთის ნიჭი? ფეხბურთი არსებობს სულ რაღაც 100 ჰა ჰა 200 წელი, ადამიანი მილიონებს ითვლის და ამტელი ხანი ეგ ნიჭი მიძინებული იყო და მხოლოდ გამოიღვიძა თუ ფეხბურთთან ერთად განვითარდა? ანუ ეხბურთი რომ მოიგონეს იმ დროს ყველა ერთნაირად ნიჭიერი ან უნიჭო იყო? მაშ ბავშვობიდან რათ მოსდევთ ფეხბურთის ნიჭი? მარადონა? ქინქლაძე? მესი?

 

ერთი ხატვის ნიჭში ვიჭედები (არადა მაგასაც ექნება ახსნა), თორემ ჩემის აზრით ნიჭი არის დადგმული, ანუ ადამიანის მიერ შექმნილი ზღაპარი. ყველას შეუძლია გახდეს მესი და მარადონა. ერთადერთი ნიჭი მონდომება, შრომა, განვითარება, განათლება, ვარჯიში, და კონკრეტულ საკითხზე მუშაობაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი ნიჭი მონდომება

ხო ეგეცაა/

 

 

ზოგი ნიჭიერია, მაგრამ ამაოდ ფლანგავს ნიჭს, როცა უნიჭონი ბევრს შრომობენ და აღწევენ მიზანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი ნიჭი მონდომება, შრომა, განვითარება, განათლება, ვარჯიში, და კონკრეტულ საკითხზე მუშაობაა.

 

რისი კეთებაც ადამიანს სიამოვნებს ეგაა ნიჭი, ანუ აკეთებ იმას რაც მოგწონს და აქედან მოდის მონდომება და ვარჯიში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

საკაოდ კარგი შეკითხვებია.

 

ჩემი აზრით, ნიჭი არის საჩუქარი ადამიანში. ნუ იმაზე არ ვისაუბრებს ვისგან არის ეს საჩუქარი ან რისგან. ღვთისგან თუ ბუნებისგან. მაგრამ ფაქტია რომ ადამიანში ნიჭი დაბადებიდანვე დევს. ნიჭი ისეთი საჩუქარია ადამიანში რაც უკვე დევს ბუნებრივად და მას, ვისაც რაღაცის გაკეთების ნიჭი არ აქვს, იმას ვერასოდეს მიაღწევს, რასაც ნიჭის მქონე ადმაიანი მიაღწევს. მაგალითისთვის ავიღოთ მიქელანჯელო. თუ მიქელანჯელოს ნაირი ნიჭი არ გაქვს, რამდენიც გინდა იმუშაო საკუთარ თავზე, იღვაწო და ისწავლო, მისნაირი მხატვარი ვერასოდეს გახდები. თუ ოდნავ მაინც გაქვს რაღაცისადმი ნიჭი და მიდრეკილება, კი ბატონო, გარკვეულწილად მიაღწევს რაღაც დონეზე მას, მაგრამ ისე ვერა, როგორც სრული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი აღწევს. ესაა ჩემი თვალსაზრისი ნიჭზე.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჭი არ არსებობს

 

ყველაფერი არის მონდომების და პრაქტიკის შედეგი

 

ეინშტეინი 13-წლამდე ვერ ლაპრაკობდა ისეთი ჩაქუჩი იყო

 

სხვა უამრავ წარმატებულ პიროვნებას სკოლა არ ქონდა დამთავრებული და ასე შემდეგ მაგრამ მიაღწიეს იმას რაც უნდოდათ

 

მონდომების წყალობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლეა

ჭორია... თან მამალი. ჩვეულებრივი ბავშვი იყო მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული. ისიც ჭორია მისაღებზე ფიზიკასა და მათემატიკაში ჩაიჭრაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეინშტეინი 13-წლამდე ვერ ლაპრაკობდა ისეთი ჩაქუჩი იყო

 

სხვა უამრავ წარმატებულ პიროვნებას სკოლა არ ქონდა დამთავრებული და ასე შემდეგ მაგრამ მიაღწიეს იმას რაც უნდოდათ

:) :)

ყველას შეუძლია გახდეს მესი და მარადონა. ერთადერთი ნიჭი მონდომება, შრომა, განვითარება, განათლება, ვარჯიში, და კონკრეტულ საკითხზე მუშაობაა.

 

ამაში მტლად ვერ დაგეთანხმები, რადგან იგივე მარადონა ან მესი არც ისე ბევრი გვყავს, თუ ეს მხოლოდ შრომისმოყვარეობაზე დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ მასზე არანაკლები შრომისმოყვარე ფეხბურთელებიც არსებობს.

სიმარტლე გითხრა არასდროს შემხვედრია რაიმე საინტერესო ლიტერატურა ამის შესახებ, რომ მეცნიერული ვერსია დამეწერა, მაგრამ მე ვაღიარებ შრომისმოყვარეობის დიდ უპირატესოაბას სხვა ნიჭთან შედარებით,მაგრამ სხვა ნიჭიც საჭიროა, იგივე სპორტში მარტო ვარჯისით ვერაფერს გახდები თუ ფიზიკური მონაცემები ხელს არ გიწყობს, ისევე ტვინზე აუცილებელია განვითარებული გქონდეს ტვინის ის ნაწილი რომელიც ამა თუ ქმედებაზე ახდენს გავლენას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჭზე და მონდომებაზე მოცარტი და სალიერი გაიხსენეთ :) მგონი ყველაფერი ნათელი ხდება ამ "ლეგენდით".... ჰა? Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
აზრი

კი ,აგრამ საიდან?

საიდან იცის ტვინმა რა არის ხატვა, ძერწვა...

asesino_141

 

ჩემი აზრი ნიჭთან დაკავშირებით დავწერე უკვე. რაც შეეხება ტვინს და იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ის, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...