nikusha_marx Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 ჩემი ბოლო პოსტი ბლოგიდან არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე ტყვეობაში ყოფნაა, პირდაპირi მნიშნველობით, ტყვეობაში ყოფნისას ბევრი დამცირების ატანა მოგიწევს და თუ მაკკეინივით არ გამიმართლებს და კობა სუბელიანი შენს სახელს მისი ხელფასით შეძენილი მანქანის ნომრად არ გამოიყენებს მთელი ცხოვრება მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები გექნება, ხოლო თუ გაგიმართლებს, პატარა მაგრამ წარმოუდგენელად ამაყი ქვეყნის თაყვანისცემის ობიექტი გახდები ან უფრო სავარაუდოთ ფსიქოლოგების დამხარებით განიკურნები , მაგრამ არსებობს ტყვეობა რომელიც საშინელია მთელი თავისი არსით, ეს იდეოლოგიის ტყვეობაა შენ ხომ უბრალოდ არ იცი ამის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე მაშინ არის საქმე როდესაც ეს იდელოგია მეინსტრიმულია და შენთან უამრავი ადამიანიც ტყვეობაშია. 150 წლის წინ მარქსმა დაწერა რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, 150 წლის შემდგომ საქართველოს რელიგიასთან და სუბოტექსტთან, მეინსტრიმს ახალი ოპიუმი გაუჩნდა იდეოლოგიის სახით, როგორც რელიგიაში თითქმის ვერავინ ვერ ერკვევა იდეოლოგიაში, ხოლო ვინც ერკვევა რელიგიის მსახურებივით ისეთი საინტერესო აზრებით შემოიფარგლება როგორიც არის ”ხალხის დახვრეტა ცუდია”, ხო ზუსტად ეს მოვისმინე ახლახანს ერთ-ერთი მეინსტრიმული იდეოლოგიდან, ბუნებრივია მრევლი მყისიერად დაეთანხმა ამ მეტად ორიგინალურ თეზისს სხვა რაღა დამრჩებოდა თუ არა ეკონომიკური სახის კამათი დამემთავრებინა, ხო ეკონომიკაზე იყო საუბარი როდესაც ოპონენტებმა მათი საყვარელი სტალინი გამოიყენეს აგერ უკვე მერამდენედ, მერე რა თუ მათ ოპონენტებს შეიძლება სტალინი არ უყვარდეთ და მით უმეტეს ვერ წარმოუდგინოთ უწყინარი საუბარი კრიზისზე რა კავშირში არის სტალინთან მაგრამ მეინსტრიმმა იცის, სტალინთან შედარებით მათი ნებისმიერი იდიოტიზმი რა მოსატანია, სტალინმა მაინც მრავალჯერ მეტი დახოცა და გაცილებით უფრო მეტი გააფუჭა. ხოდა როგორც მღვდელი იყენებს ბიბლიის ციტატებს რომელიც არავინ იცის, ისე იყენებს მეინსტრიმი საინტერესო და რაც მთავარია ორიგინალურ აზრებს, როგორიც წესი რაიმე მცნების განმარტებას ან კიდევ უფრო საინტერესო მარადიული კავშირს სტალინურ დახვრეტებსა და ნებისმიერი არასასურველ მოვლენებს შორის. მესმის იმ ხალხის რომლებიც ამას კითხულობენ და ეჭვის თვალით უყურებენ სტატიას რომელსაც წერს საეჭვო ცხოვრებისეული გამოცდილების ახალგაზრდა რომელიც ყველა ბედნიერებასთან ერთად თავს მარქსისტს ეძახის, იმათიც მესმის რომლებიც ცდილობენ მოერგონ ამ სისტემაც, ყველას არ აქვს უნარი წმინდა ფროიდისტურად დაივიწყონ ყველაფერი რაც არ არგებთ მათ, მაგრამ როდესაც ხედავ რაიმე უტყუარ ფაქტს გასაგებია იდეური მოსაზრებით არ არის სავალდებულო ყველას თვალწინ დაეთანხმო მაგრამ როდესაც თავთან მარტო დარჩენილი ნაცვლად გააზრებისა თუ რა მოხდა ცდილობ ოპონენტის მოსაზრებაში დაინახო მტერი ან გაზპრომის ფინანსური დაინტერესება(მილერის ”კანტორა” როგორ აქუ იტყვის ხომ ყველას აფინანსებს) პრობლემა უკვე კლინიკურია , როგორც მარქსისტს ძალიან მომწონს ისტორიული ფორმაციებიც ცვალებადობა, ასე მგონია ადამიანიც გაივლის ხოლმე ასეთ ცვალებადობას(არამარაზმულ ბისმარკისეული გაგებით) ადამიანი დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობით იზრდება და როგორც მარქსი ამბობდა ახალი ფორმაციაში მოიხსნება ის ყველაფერი კარგი რაც ძველში იყო, ასეა ადამიანიც ისიც თუ ჩაიკეტება ძველში ჩეუძლებელი გახდება წარმატების მიღწევა, ამიტომაც დაეცა საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ნებისმიერი თუნდაც ყველაზე კარგი და საინტერესო იდეა განვითარდეს მხოლოდ ჩაკეტვით და იზოლაციით. დღე ისეთი სიტუაცია რომ დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს იმ ფაქტს რომ ტყვეობაში ძალიან ბევრია და რაც ყველაზე ცუდია არავინ ცდილობს იქედან გამოაღწიოს, ადამიანური სოციალური ცხოველია და ბუნებრივია ყველა ცდილობს იყოს რაიმე ჯგუფის ან არაფორმალური გაერთიანების წევრი, ბევრისთვის ფეისბუკზე დაწერილი "like" უფრო მეტია ვიდრე მოწონება მაგრამ მეორე მხარე ის არის რომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს ჩაიკეტოს და ნებისმიერი უსიამოვნო მოვლენა, იქნება ეს გიორგი ცხადაიას საინტერესო სტატია თუ ეკონომიკური კრიზისი განიხილოს მხოლოდ ცალი მხრიდან, ისე როგორც მათ აწყობთ, ყველაზე საინტერესო ის არის რომ მათი ანგარებიანი ინტერესები სმითისეულად კი არ განაპირობებს საერთი წინსვლას არამედ რეალურად მხოლოდ ერთეულთა წინსვლის გარანტიაა, ერთეულთა რომლებიც ფლობენ წმინდა წიგნის ჭეშმარიტებებს და გვეუბნებიან იმას რაც უკვე ისედაც ყველამ იცის მაგრამ ვაი რომ მრევლი*(არამოდურ. ნამდვილ რელიგიურ ხალხთან პრობლემა არ მაქვს და არც არასოდეს მექნება) გინდა ეს რელიგიის იქნება თუ გინდაც მეინსტრიმს მუდამ ყველაზე გულუბრყვილო ნაწილად რჩება რომელსაც ყველა იყენებს. არაფერია იმაზე მარტივი ვიდრე არ გამოაყენებინო თავი, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა უბრალოდ ეჭვი შეიტანო იმაში რომ დანიის სამეფოში ყველაფერი ეგებ მართლად არ არის კარგად. ორიგინალიhttp://geoleft-marx.blogspot.com/2010/04/blog-post.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 აღდგომის ღამეს - ყველა "რჯულის ათეისტებო" შეერთდით!სხვა რა კომენტარი გავაკეთო, ნიკუშა? ისე მაინტერესებს, რაღა რეგლიგიურ დრესასწაულებზე გიტყდებათ ეს "ამბე", სხვა დროს სად ხართ ხოლმე, ჰა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 სხვა დროს სად ხართ ხოლმე, ჰა?მე სულ აქ ვარ ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 nikusha_marx ამხელა კაცი სიბნელეს და სინათლეს რომ ვერ არჩევ მაგრა ტეხავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 Nukriko მე სულ აქ ვარ ხოლმეშენ ექსტრემისტი ათეისტი ხარ - ასაქკიდან გამომდინარე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 ამხელა კაცი სიბნელეს და სინათლეს რომ ვერ არჩევ მაგრა ტეხავსშეაგინე დურუ, შეაგინე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 nikusha_marx სხვა იდეოლოგია არ არსებობს რეალურად, უფრო სწორედ საქართველოში არ არსებობს და ერთადერთი იდეოლოგია რაც არსებობს არის მართლმადიდებლობა ხოლო სხვა იდეოლოგიის მარგინალიზაციით არის დაკავებული მართლმადიდებლობა + ხელისუფლებაც უწყობს ხელს, შედეგად კი ის სისტემა რაც გვაქვს. შენ ექსტრემისტი ათეისტი ხარ - ასაქკიდან გამომდინარე rofl.gifმე რომ ექსტრემისტი ვიყო, ეხლა საქართველოში რევოლუცია იქნებოდა მოხდენილი უკვე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 ვხურავ ამ ტემას( გახსნის დღე გამოდის პროვოკაციული) და გავხსნი აღდგომის მერე!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 ვხურავ ამ ტემას( გახსნის დღე გამოდის პროვოკაციული) და გავხსნი აღდგომის მერე!!!!თემა იხსნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 არ ველოდი ასეთ დამოკიდებულებას რა არის ამ თემაში პროვოკაციული? ან რა დანახვა არ დანახვაზეა საუბარი ძალიან მაგარი სტატიაა აი ძალიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 ერთადერთი იდეოლოგია რაც არსებობს არის მართლმადიდებლობაარაა მართლმადიდებლობა პოლიტიკური იდეოლოგია. ესაა რელიგია , რომელიც ახდენს გავლენას პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე ,მაგრამ გავმიჯნოთ პოლიტიკური აზროვნება რელიგიური მრწამსიდან. მართლმადიდებელი შეიძლება იყოს მემარცხენე ან ათეისტი ულტრამემარჯვენე. პს არ მიყვარს ფოკუსირება ტერმინ "მართლმადიდებელზე" , ქრისტიანები ვართ. ეს ეკუმენიზმის გავლენა არაა, არამედ ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა ....მიუხედავად გარკვეული აგნოსტიციზმისა ჩემსავე ხედვაში. დავიწყოთ ნიკალაის პოსტის განხილვა. ასათიანის პათოსით ნიჭიერის შოუდან ვიტყვი- 3 წელი ფორუმზე თითების ჩხაკუნი მიღირდა თუნდაც იმად, რომ ნიკუშა გამეცნო და დავრწმუნებულიყავი მის ინტელექტში, ადამიანურ თვისებებში ( ჰო ლუდი არ დალია ბოლო შეხვედრისას ერთი მინუსი ეგაა. ისიც ეპატიება. სტუმრები ყავდა )ქათინაურებს მოვრჩით გადავიდეთ შეტევაზე.მეინსტრიმი როგორც ვხდები ზუსტად იგივე ადგილი აქვს ნიკას შემოქმედებაში ,როგორიც ბოლშევიზმს ჩემში არსი ერთია , სახელზე დავა არ ღირს თუ ვცდები შემისწორეთ მესმის იმ ხალხის რომლებიც ამას კითხულობენ და ეჭვის თვალით უყურებენ სტატიას რომელსაც წერს საეჭვო ცხოვრებისეული გამოცდილების ახალგაზრდა რომელიც ყველა ბედნიერებასთან ერთად თავს მარქსისტს ეძახის,აი ეს არის ლირიული ლევაკური გადახვევა , რაც შენ ნოუთში დავწერე. აბსოლიტურად უადგილო და სუსტი. ვისი რა საქმეა შენი ხედვა ?! ხარ მემარცხენე ? ფეხებზე დაიკიდე ეს ზოგადად არ გახასიათებს (წერილიც ამაზეა) ,მაგრამ აღნიშნული ფრაზა ცუდად მომხვდა ყურში , თავის მართლებასავით არის და ნწუ. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ. მიდი მიაწექი და ეგაა. ადამიანი დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობით იზრდება და როგორც მარქსი ამბობდა ახალი ფორმაციაში მოიხსნება ის ყველაფერი კარგი რაც ძველში იყო, ასეა ადამიანიც ისიც თუ ჩაიკეტება ძველში ჩეუძლებელი გახდება წარმატების მიღწევა, ამიტომაც დაეცა საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ნებისმიერი თუნდაც ყველაზე კარგი და საინტერესო იდეა განვითარდეს მხოლოდ ჩაკეტვით და იზოლაციით.მშვენივრად ნათქვამია არ ეწინააღმდეგება არაფერში ჩემ ჰაზრებს . პირველ რიგში საჭიროა უბრალოდ ეჭვი შეიტანო იმაში რომ დანიის სამეფოში ყველაფერი ეგებ მართლად არ არის კარგად.ქაჩავ რა ვერ გამომივიდა კრიტიკა, მაგრამ ყოველთვის გაგიომეორებთ -მიხარია რომ სოციალურ ქსელებში ლიბერასტობას გამოეყო ლევაკური შტო. ეს კანონზომიერი პროცესია ,რადგანაც ბევრი ვინც ეხლა იზიარებს შენ ხედვას მენტალურად არ იყო გასუდასტვენიკ-ლიბერასტი . ჭირდება ქვეყანას მემარცხენე აზრები (ც) ,მაგრამ მეტად იფიქრეთ პრაქტიუკულ სვლებზე მეგობრებო. ინდივიდუალური ლევაკობა ესაა ერუდირებული ინდივიდის ერთგვარი პოზა , რომელიც სამყაროს უჯანყდება. პოლიტიკას კი უყვარს რეალური ქმედებები. ასე რომ სიჩქარე მეოთხეში და პოლნი ვპირიოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 არაა მართლმადიდებლობა პოლიტიკური იდეოლოგია. ესაა რელიგია , რომელიც ახდენს გავლენას პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე ,მაგრამ გავმიჯნოთ პოლიტიკური აზროვნება რელიგიური მრწამსიდანდღევანდელი ე.წ "ეროვნული იდეოლოგია" არის ქართული მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი.. რომელიც მხოლოთ ერთ ფენის ინტერეს იცავს და ერთ ფენის პრივილეგირებლობაზე მუშაობს, სასულიერო ფენის.. მართლმადიდებელი შეიძლება იყოს მემარცხენე ან ათეისტი ულტრამემარჯვენე.ეს ვერ გავიგე სიმართლე გითხრა, როგორ შეიძლება მართლმადიდებელი იყოს ათეისტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 (edited) დღევანდელი ე.წ "ეროვნული იდეოლოგია" არის ქართული მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი.. რომელიც მხოლოთ ერთ ფენის ინტერეს იცავს და ერთ ფენის პრივილეგირებლობაზე მუშაობს, სასულიერო ფენის..დღევანდელი ნეობოლშევიზმი იყენებს მართმადიდებლურ რელიგიას. ფუნდამენტალიზმი კი სნობების ქმედებებში და არა რელიგიაში.ეს ვერ გავიგე სიმართლე გითხრა, როგორ შეიძლება მართლმადიდებელი იყოს ათეისტი?შეიძლება იყოს ადამიანი ათეისტი და აწვებოდეს ულტრამემარჯვენეობას Edited April 5, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 დღევანდელი ნეობოლშევიზმი იყენებს მართმადიდებლურ რელიგიას.არა დღევანდელი მართმადიდებლობა იყენებს ნეობოლშევიზმს..ფუნდამენტალიზმი კი სნობების ქმედებებში და არა რელიგიაში.რელიგიაა რელიგია, რომელიც ამ "სნობიზმს" შობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 რელიგიაა რელიგია, რომელიც ამ "სნობიზმს" შობს.ბოლშევიზმი პირდაპირი გაგებით არ იყო რელიგია და არც სხვა ტოტალიტარული აზროვნების პროდუქტები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.