Jump to content
Planeta.Ge

არსენალი – ბარსელონა 2-2 [განხილვა,და გოლები]


Recommended Posts

http://www.arsenal.com/assets/_files/images/mar_10/gun__1270068604_cescbarca.jpgდასრულდა მატჩი ლონდონში არსენალსა და ბარსელონას შორის.მატჩის პირველივე წუთები კატალონიელების აქტიურობით დაიწყო.მათ უბრალოდ კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ,გინდ ბურთის ფლობით და გინდ კარში დარტყმებით.იყო ეპიზოდი სადაც ბარსელონას ფეხბურთელებმა დაბომბეს არსენალის აკრი მაგრამ მანეულ ალმუნია ბრწყინვალე იყო.მატჩის 27 წუთზე არშავინმა ტრავმის გამო დატოვა მოედანი და მის მაგივრად მოედანზე ემანუელ ებოუე შემოვიდა.მატჩის 44 წუთზე არსენალისთვის კიდევ ერთი დასანანი ფაქტი მოხდა არსენალის კაპიტანმა ცესკ ფაბრეგასმა ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვებს შემდეგ მატჩშ კატალონიაში.ზუსტად 1 წუთში 45 წუთზე არსენალმა კიდევ მძიმე დარტყმა მიიღო უილიამ გალასმა ტრავმა მიიღო და მის მაგივრად ნევეს დენილსონი გამოვიდა.ეს იყო მეორე უძულებითი ცვლილება.მატჩის მეორე ტამის პირველივე 46 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეძლო და გახსნა ანგარიში ხოლო ზუსტად 13 წუთში მან დუბლის შესრულება შეძლო მატჩის 59 წუთზე.ამის შემდეგ უკვე მთელი უპირატესობა არსენალის მხარეს გადავიდა.მატჩის 66 წუთზე მოედანზე ტეო უოლკოტი გამოვიდა რომელმაც მაქსველი პირდაპირი მნიშვნელობით გააწამა.მისმა გამოსვლმა შედეგიც გამოიღო მატჩის 69 წუთზე ანუ გამოსვლიდან 3 წუთში მან ანგარიში შეამცირა.ამის შემდეგ არსენლის თამაში თითქოს და ჩაწყნარდა მაგრამ ისინი ბურთს ათამაშებდნენ და მწვავედ უტევდნენ.მატჩის 85 წუთზე ემანუელ ებოუემ ბურთის ჩაწოდება სცადა შემდეგ ბურთი პუიოლს მოხვდა და ნიკლას ბენდტნერს მიუვიდა რომელმაც შესანიშნავად თავით დაუგდო ფაბრეგასს დასარტყმელად მაგრამ კარლეს პუიოლმა ფაბრეგასს ფეხი დაუჭირა (არა ხელით არამედ ფეხებით http://arsenal.fanebi.com/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ) და დაინიშნა 11 მეტრიანი და მოედნიდან პუიოლი გააძევეს.ეს პენალი ფაბრეგასმა უშეცდომოდ შეასრულა და 2-2 გახადა ანგარიში,ასე დასრულდა ეს მართლაც რომ ბრწყინვალე მატჩი.კამპ ნოუზე მატჩს ბარსას მხრიდან პიკე და პუიოლი გამოტოვებენ ხოლო არსენალის მხრიდან ცესკ ფაბრეგასი.

ეს კი ამ მატჩის გოლები:

0-1

 

0-2

 

 

 

1-2

 

<a href="http://www.dailymotion.com/video/xcsaqt_arsenal-1-2-barcelona_sport">

2-2

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
×
×
  • შექმენი...