Jump to content
Planeta.Ge

IRI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა


Recommended Posts

lasha_alo

რატომ ხდება ფოკუსირება რესპუბლიკურ ინსტიტუტზე , თუ კვლევა საკონსულტაციო კომპანია IPMმ ჩაატარა?!

ეს თუ არ ვცდები გოჩა ცქიტიშვილისაა...და ზისტად ამ კომპანიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოაცხადა....მიშას 65%მდე აქო...რამდენიც აიღო დავიდარებიტ , გახსოვტ ალბათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

გაზეთ "ბანკები და ფინანსები"-ს სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა ქალაქ თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოკითხულ იქნა 500 რესპოდენტი.

საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის თვალსაზრისით, სრული ვაკუუმია. სოციოლოგიური კვლევების კომპანიები არ სწავლობენ საზოგადოებრივ აზრს, ან თუ აწარმოებენ კვლევებს, მათ შედეგებს არ აქვეყნებენ. ხელისუფლება და ზოგიერთი პარტია უცხოურ ფირმებს უკვეთავს კვლევებს, რომელთა შედეგები მხოლოდ `განდობლთა~ მცირე წრემ იცის. ხალხი, საზოგადოება კი სიბნელეში ხელების ცეცებით მიიკვლევს გზას.

და, აი, ექსტრაორდინალური ფაქტიც დაფიქსირდა. ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა - IIRI-მ თავისი ტრადიციული და პერიოდული კვლევის შედეგები, უფრო ზუსტად, მისი ნაწილი გამოაქვეყნა. IRI ამ კვლევებს ძირითადად წელიწადში ორჯერ ატარებს. მისი შედეგების ნაწილს, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს, აქვეყნებს, მცირეოდენ ნაწილს ამ თუ იმ პარტიას გადასცემს, ოღონდ გამოქვეყნების უფლების გარეშე. სახელისუფლო პარტია, მისთვის ხელსაყრელ მონაცემებს პერიოდულად აქვეყნებს კიდეც, რასაც IRI არასდროს აპროტესტებს. ამჯერად, `ნაციონალებს~ `ახალმა ალიანსმაც~ მიჰბაძა. ჩვენ კი, საზოგადოება, ისევ საინფორმაციო ვაკუუმში დავრჩით. ახლავე მოგახსენებთ რატომ.

ქართული საზოგადოება, მოკლებული დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანიების ობიექტურ კვლევებს, ვერ დაეყრდნობა IRI-ს, გნებავთ, Gრეენბერგ-ის კვლევების შედეგებს, მიუხედავად ამ ორგანიზაციების დამსახურებეული და მაღალი ავტორიტეტისა.

როცა გაუხშოებულ სივრცეში ნებისმიერი გაზის ჭავლს შეუშვებ, იგი მთლიანად მოიცავს ამ სივრცეს. ეს ვაკუუმის თვისებაა. მაგრამ საზოგადოება ძნელია გაუხშოებულ სივრცედ აქციო. ჩვენი დამოკიდებულება ბოლო დროს გავრცელებული კვლევების მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტითა და ფაქტორითაა განპირობებული. კერძოდ, IRI-ს კვლევის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო ამ ორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მთავრობის წევრი ახალი დემოკრატიული ტალღის წარმმართველი და ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი. ბატონი მაკკეინი საქართველოს მეგობარია, ამავე დროს, იგი საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ბატონი შაშკინი კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და უახლოესი თანამებრძოლი. საინტერესოა, IღI-ს კვლევის ისტორიაც. IRI უკვეთავს კვლევას `გელაპ~-ს, `გელაპი~ `ბალტიკ სერვეის~, `ბალტიკ სერვეი~ ქართულ კომპანია IPM-ს, რომლის ხელმძღვანელია გოჩა ცქიტიშვილი, ჩემი აზრით, განათლებული და გონიერი პიროვნება, ანუ IRI-ს კვლევას, ფაქტობრივად, ატარებს IPM და გოჩა ცქიტიშვილი. არის ერთი საყურადღებო მომენტიც. 2003 წლის ნოემბრის არჩევნების წინ გოჩა ცქიტიშვილის კომპანია აქვეყნებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, სადაც ზურაბ ჟვანიას ჯგუფს `ბურჯანაძე-დემოკრატები~ ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვფიქრობ, რეალურზე გაცილებით მაღალი. ამან, ბუნებრივია, გაანაწყენა ნაციონალები და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ამის გამო, ვარდების რევოლუციის შემდეგ გოჩა ცქიტიშვილის კომპანია ერთხანს სარბიელზე თითქმის არ ჩანდა.

დღესკი IPM `გელაპი~-ს და IRI-ს კონტრაქტორია, რომლის კვლევებიც, რახან ის ამერიკული ცნობილი ორგანიზაციისა და კომპანიის სახელით მიეწოდება საზოგადოებას, უკრიტიკოდ და გადაუმოწმებლად უნდა მივიღოთ. ეს კი, ჩემი აზრით, არასწორია.

შესადარებლად წამსვე შემოგვთავაზეს ამერიკული ორგანიზაციის Greenberg Quinlan Rosner-ის გამოკითხვის შედეგები. რატომაც არა. მიიღებდა კაცი შესადარებლად და გამოიყენებდა ამ შედეგებს, რომ არა ერთი გარემოება. Greenberg -ი პრეზიდენტ სააკაშვილის მომსახურე კომპანიაა, რომელსაც იგი ოფიციალურად უხდის ფულს და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც. ამის თაობაზე იხილეთ Greenberg Quinlan Rosner-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ყოველივე ზემოთქმული ბოლო დღეებში გავრცელებული კვლევების შედეგებისადმი საზოგადოების ერთ ნაწილს უაღრესად სკეპტიკურად განაწყობს.

სწორედ ეს განწყობა გახდა იმის საფუძველი, რომ `ბ&ფ~-ის სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL გამოკითხვა ჩაატარა. მართალია, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც ამ მეთოდისათვის დამახასიათებელ ცდომილებასაც გულისხმობს, მაგრამ იგი ზუსტად და სწორად ასახავს საზოგადოების განწყობას, რამეთუ იგი ჩატარებულია კეთილსინდისიერად, მიუკერძოებელი და ობიექტური ადამიანების მიერ. ამ გამოკითხვის შედეგებით შეიძლება გარკვეულად გადამოწმებული იქნას სხვა კვლევების შედეგებიც, მათ შორის, ცალკეულ ვებ-გვერდებზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგებიცა და უფრო ზუსტი მეთოდიკების საშუალებით ჩატარებული კვლევების შინაარსიც.

"ბ&ფ" -ისა და IPL-ს გამოკითხვის შედეგების გაცნობა როგორც მოქალაქეებს, ისე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვფიქრობ, სწორი დასკვნების გაკეთებაში დაეხმარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

http://ipm.ge/index.php?option=com_content...=1&Itemid=4 - მე მგონი ეს უნდა იყოს

დავგუგლე

 

 

kardu

ერთადერთი ფაქტი გვაქვს ჯერ.

მაპატიე, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაცია ფაქტად ვერ ჩაითვლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუუუუუუუუუუუფ!

ისევ ეს Greenberg Quinlan Rosner-!!!!!!!!!!!!!

მაგათ კლიენტებში მიშა წერია სააკაშვილი, ვისაც არ სჯერა აგერ ნახეთhttp://www.greenbergresearch.com/index.php?ID=109

 

 

* Socialist Movement for Integration (Albania)

* President Eduardo Duhalde (Argentina)

* Australian Labour Party

* Chancellor Alfred Gusenbauer (Austria)

* Mayor Michael Häupl (Vienna, Austria)

* SPÖ (Austria)

* President Gonzalo Sánchez de Lozada (Bolivia)

* MNR (Bolivia)

* Minister María Emma Mejía (Colombia)

* PRD (Dominican Republic)

* President Mauricio Funes (El Salvador)

* Chancellor Gerhard Schröder (Germany)

* SPD (Germany)

* President Carlos Roberto Flores Facusse (Honduras)

 

 

 

* President Manuel Zelaya (Honduras)

* Yani Rosenthal (Honduras)

* Prime Minister Péter Medgyessy (Hungary)

* Fine Gael (Ireland)

* Prime Minister Ehud Barak (Israel)

* HaAvoda (Israeli Labor Party, Israel)

* Francesco Rutelli (Italy)

* l'Ulivo (Italy)

* Francisco Labastida Ochoa (Mexico)

* PRI (Mexico)

* National Democratic Institute - Nepal

* Premier Morris Iemma (New South Wales Labour Party)

* National Democratic Institute - Pakistan

 

 

 

* President Alejandro Toledo (Peru)

* Freedom Union/Democratic Party (Poland)

* President Mikheil Saakashvili (Republic of Georgia)

* President Traian Băsescu (Romania)

* President Nelson Mandela

* President Thabo Mbeki (South Africa)

* ANC (South Africa)

* Prime Minister Tony Blair

* British Labour Party (UK)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

"ბ&ფ" -ისა და IPL-ს გამოკითხვის შედეგების გაცნობა როგორც მოქალაქეებს, ისე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვფიქრობ, სწორი დასკვნების გაკეთებაში დაეხმარება

სადაა მერე გამოკითხვის შედეგები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გრძნობდა ჩემი გული

ჩემიც, იმიტომაც ვქოთე ინეტი

ისევ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით გვატყუებენ - რა სასაძაგლეა რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

სადაა მერე გამოკითხვის შედეგები?

http://s46.radikal.ru/i114/1003/61/cb8cb3e2a8fa.jpg

 

 

 

http://banksandfinance.ge/society/903-raitingi.html

ეს არის

ბ&ფ" -ისა და IPL-ს გამოკითხვის შედეგების გაცნობა როგორც მოქალაქეებს, ისე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვფიქრობ, სწორი დასკვნების გაკეთებაში დაეხმარება

 

 

რაც შეეხება IRI-ს-

 

ჩვენი დამოკიდებულება ბოლო დროს გავრცელებული კვლევების მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტითა და ფაქტორითაა განპირობებული. კერძოდ, IRI-ს კვლევის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო ამ ორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მთავრობის წევრი ახალი დემოკრატიული ტალღის წარმმართველი და ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი. ბატონი მაკკეინი საქართველოს მეგობარია, ამავე დროს, იგი საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ბატონი შაშკინი კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და უახლოესი თანამებრძოლი
Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ მივედით დასკვნმდე რომ IRI იტყუება ხოლო გაზეთი ბანკები და ფინანსები სიმართლეს ლაპარაკობენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ მივედით დასკვნმდე რომ IRI იტყუება ხოლო გაზეთი ბანკები და ფინანსები სიმართლეს ლაპარაკობენ

მაკკეინი+შაშკინი+მიშა=სიყვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ძვირფასო ოპოზიციურად განწყობილო პლანეტელებო, ჩემგან ერთ რჩევას ტუ მიიღებთ გეტყვიოთ... თავი დაანებეთ იმის მტკიცებას რომ მსგავსი გამოკიტხვა საერთოდ არ შემდგარა, ან რომ სააკაშვილი მაკკეინს გაურიგდა და იმან ყალბი ამოკითხვა გაახაზირა, მიაწექიტ იმას რომ ხელისუფლება ცუდი და არასწოპრი გზებით იკრებს რეიტინგს, ეგ უფრო ომგებიანი იქნებ ჩემი აზრით:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kardu

მოკლედ ძვირფასო ოპოზიციურად განწყობილო პლანეტელებო, ჩემგან ერთ რჩევას ტუ მიიღებთ გეტყვიოთ... თავი დაანებეთ იმის მტკიცებას რომ მსგავსი გამოკიტხვა საერთოდ არ შემდგარა, ან რომ სააკაშვილი მაკკეინს გაურიგდა და იმან ყალბი ამოკითხვა გაახაზირა, მიაწექიტ იმას რომ ხელისუფლება ცუდი და არასწოპრი გზებით იკრებს რეიტინგს, ეგ უფრო ომგებიანი იქნებ ჩემი აზრით

ანუ ამ შემთხვევაში შემდეგ რეიტინგში მეტს დაუწერენ ოპოზიციას? :D

 

ისე ნაციონალები რჩევებს რომ იძლევიან და თან თვლიან რომ ვიღაცეებმა ეს რჩევები უნდა გაითვალისწინონ, მაგარია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ისე ნაციონალები რჩევებს რომ იძლევიან და თან თვლიან რომ ვიღაცეებმა ეს რჩევები უნდა გაითვალისწინონ, მაგარია...

თან უფასოცაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შედეგები რეალურია :yes: , ახლა იყვირეთ -არ მჯერაო. :D ..

ქრისტიან დემოკრატიული პარტიის რეიტინგმა აჩვენა საქართველოს ამომრჩეველი სახელმწიფო აზროვნებით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ფქვილის პრინცესა იგივე დიდ ჩანთიანი პროვინციელი ფერომანი, ალასანიას რხევა ქართაგან ძლიერთა და გაჩეჩილაძის უზრდელ ჩაჟინებაზე მკვეთრი წინააღმდეგობის გაწევის უნარის არ ქონის გამო დააკლდა ხმები, (ისე ხომ არ გაუცია პასუხი ამ იდუმალ მონტე კრისტოს კითხვები გავუგზავნე), რაც შეეხება შალიკოს მისი ელექტორატი მკვეთრი მემარცხენეობისა და სტაბილური პოლიტიკური კურსით არის განპირობებული,

ასეა, ტაკუნების ქანაობა და რუსთან დიდიჩანთებით ან მაგიდის კუთხეში ღუბერნატორივით გაწკიპული ჯდომა არ მოგიტანს რეიტინგს. ისე ეგ ნოღა გააფრთხილეთ< ძალიან ხმაურობს და შეიძლება თავისსავე თანამოძმის ზურგზე უკუღმა შესვან მისი ავყია ღალატით მოთმინებიდან გამოსულმა მოქალაქეებმა.

ესაა რეალობა და რამდენიც არ უნდათ იცანცარონ აქ ბევრმა :P , ამას მათი ცინიზმი ვერ შეცვლის. ელოდეთ გიგის მერად მოსვლას, მე ოფიციალურად ვაფიქსირებ გიგი უგულავას მიმართ ჩემს არჩევანს.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

მე ოფიციალურად ვაფიქსირებ გიგი უგულავას მიმართ ჩემს არჩევანს.

ნუუ, რახან შენ აფიქსირებ ამერიკიდან - მაშინ ხოოოოო!

მაშინ აუცილებლად აგირჩევთ გიგის თვითმფრინავში რომ გაბედავ ჩაჯდომას, ყვავილებით რომ დაგხვდეს ტრაპთან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...