Jump to content
Planeta.Ge

IRI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა


Recommended Posts

IRI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა

 

 

 

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა.

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე – აქედან 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალქში.

კითხვაზე “ვინ გადაწყვეტს ყველაზე უკეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას” 34 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს; 7 პროცენტი - გიორგი თარგამაძე; 5-5 პროცენტი აქვთ ირაკლი ალასანიასა და შალვა ნათელაშვილს; ირაკლი ოქრუაშვილსა და ნინო ბურჯანაძე 3-3 პროცენტი; ზურაბ ნოღაიდელს კი 2%.

გამოკითხულთა 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას ვერც ერთი დასახელებული კანდიდატი ვერ მოაგვარებს. კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა 29 პროცენტმა.

კითხვაზე, “ვინ მოაგვარებს ყველაზე უკეთ უმუშევრობის პრობლემას”, მიხეილ სააკაშვილი 38 პროცენტით ლიდერობს. ოპოზციურ კანდიდატებზე კი პროცენეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი თარგამაძე – 9%; შალვა ნათელაშვილი 6%; ირაკლი ალასანია 4%; ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი 2-2%; ზურაბ ნოღაიდელი 1%; არც ერთი 12 %. კითხვას პასუხი არ გასცა 24-მა პროცენტმა.

კითხვაზე “ვის უფრო მეტად შეუძლია საქართველოს მსოფლიო კრიზისიდან გამოყვანა”, გამოკითხულთა უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს ასახელებს, თუმცა გასული წლების ანალოგურ მონაცემებთან შედარებით, პრეზიდენტის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. 2010 წლის მონაცემებით, 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ მსოლიფო ეკონომიკური კრიზისიდან მიხეილ სააკაშვილი უკეთ გამოიყვანს ქვეყანას, მაშინ როცა - 2009 წელს მას 45 პროცენტი ენდობოდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა :))

 

მიშიკო, მოგიძველდა "ჰუმორი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა.

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა.

 

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა.

 

რატომ ხდება ფოკუსირება რესპუბლიკურ ინსტიტუტზე , თუ კვლევა საკონსულტაციო კომპანია IPMმ ჩაატარა?!

კი ბატონო ირის დაკვეთით, უსეიდის დახმარებით ,მაგრამ მაინც ამ კომპანიის პასუხისმგებლობაა შედეგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ შენ გინდა თქვა რომ IRI შესაძლოა მოატყუა IPM-მა

მე პირდაპირ ეს არ მითქვია ,მაგრამ არანაირი საფუძველი გავათანაბრო ამ სამერკეტინგო კომპანიის მუშაობის ხარისხი ირის ავტორიტეტთან არ მაქვს.

კარგი იქნება თუ ჟურნალისტები საფლავის ქვამდე ჩაყვებიან ამ ორგანიზაციას ,რადგანაც ძალიან საინტერესო თემაა- მართლა 65 პროცენტიანია გიორგი თარგამაძე თუ რაიმე ცთომილებასთან გვაქვს ადგილი?!

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და იგულისხმე????

მენია ტერზაიუტ სმუტნიე სომნენიე .დიახ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ანუ ასეთი გულუბრყვილო ხალხი მუშაობს კაცო იმ IRIში ასე იოლად რომ ატყუებენ? და რატომ არ უშვებ რომ მართალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ერთი რამე მაინტერესებს რამაზ. კარგი ვთქვათ გვჯერა ამ შედეგების. მაგრამ მერის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, შალვა ნათელაშვილის სხვადასხვა რეიტინგებს რომ აქვეყნებენ, გაცილებით საინტერესოა მერობის კანდიდატების რეიტინგები.

უი დიადი კარდუ გამოჩენილა ჩვენთან. დავეცი.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

უი დიადი კარდუ გამოჩენილა ჩვენთან. დავეცი.

ამას მოსალმებად აღვიქვამ თქვენის ნებართვით, გაგიმარჯოს:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ასეთი გულუბრყვილო ხალხი მუშაობს კაცო იმ IRIში ასე იოლად რომ ატყუებენ? და რატომ არ უშვებ რომ მართალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

არ ვიცი .

შესაძლოა მხოლოდ ცთომილებაა, შესაძლოა რასღაც სხვა. უტკასავით შემოვარდა ჯერ ალასანიას თემა(თითქოს ის იგებდა ) და შემდეგ ეს ჯოკერი.

ანუ ბევრი რამ არ მომწონს .....ცოტა უცნაური ისტორიაა

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ალასანიას თემა

ალასანიას თემაში რა იგულისხმება?თითქოს ის იგებდა? ეგ როდის იყო და ნ თქვა?

Edited by kardu
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გახსოვთ შევარდნაძის დროს სოციალურ გამოკითხვებში რატომღაც სულ მოქალაქეთა კავშირი რომ იგებდა ხოლმე :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად ჩაატარეს ეს გამოკითხვა ? ნაციონალუი მოძრაობის რაიონულ კანტორებში ხომ არა? :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლებას ენდობა.

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა.

 

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა.

 

რატომ ხდება ფოკუსირება რესპუბლიკურ ინსტიტუტზე , თუ კვლევა საკონსულტაციო კომპანია IPMმ ჩაატარა?!

კი ბატონო ირის დაკვეთით, უსეიდის დახმარებით ,მაგრამ მაინც ამ კომპანიის პასუხისმგებლობაა შედეგი.

 

იმიტომ ხდება რომ ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთის გავლენის სფეროში მოვეცეთ.

ხო და რაღა ძალით ვახმარინებთ ამ რუსებს თავს, ნებით ხომ არ ჯობდა ვითომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...