ლ ი ც ი Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 დაღესტანში ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში დღეს დილით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაღუპულებს შორის არის შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს უფროსი ვიტალი ვედერნიკოვი.აფეთქებები 20-წუთიანი ინტერვალით, 08:45 და 09:05 საათებზე მოსკოვის ქუჩაზე, #6 სახლთან ახლოს მოხდა.“სავარაუდოდ, შსს-ს, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და გიმნაზიის შენობებიდან 300 მეტრში მოძრავი ავტომობილები ააფეთქეს”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საინფორმაციო სამმართველოში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელსაც მილიციელის ფორმა ეცვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1ლიცემერი: განვმეორდები და ვიტყვი : აფხაზეთის და სამაჩაბლოც აღიარებით, რუსეთის პედერაციამ თვითგანადგურების ნაღმი ჩართო, რომელიც ძალიან მალე აფეთქდება და რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 ეტყობა ამ ტერაქტმა ერთგვარი ეიფორია გამოიწვია, შამპანური ხომ არ გაგვეხსნა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 შამპანური ხომ არ გაგვეხსნა?Siknadmo დიდებული იდეაა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 დაღესტანში ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპაეტყობა "აბაროტი" აუღეს რუსებმა მოსკოვის ტერაქტისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 დაღესტანში ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა ეტყობა "აბაროტი" აუღეს რუსებმა მოსკოვის ტერაქტისთვის 056.gifSaturn 9-ვე დაღუპული მილიციელიელი ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 По прогнозу известного эксперта-политолога Збигнева Бжезинского, Россия, как государство, прекратит свое существование к 2012 году.Скорее всего, Россия распадется на 6-8 государств. Причиной станет полный износ промышленного оборудования, электроэнергетики и жилищно-коммунальной сферы, а также падение цен на нефть. Новые государства станут зоной нестабильности и будут разделены на сферы экономического влияния мировых лидеров. Об этом говорится в докладе ведущих аналитических центров, который размещен на сайте ЦРУ США. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 По прогнозу известного эксперта-политолога Збигнева Бжезинского, Россия, как государство, прекратит свое существование к 2012 годуეგ პროგნოზი ალბათ ადრე გააკეთა 2-3 წელიწადში არ დაიშლება რუსეთი, გამორიცხულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 ეგ პროგნოზი ალბათ ადრე გააკეთა 056.gif 2-3 წელიწადში არ დაიშლება რუსეთი, გამორიცხულია.Saturn 5-10 წელში დაიშლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 как сказал старый еврей - войны не будет, но будет такая борьба за мир, что камня на камне не останется По прогнозу известного эксперта-политолога Збигнева Бжезинского, Россия, как государство, прекратит свое существование к 2012 году.Скорее всего, Россия распадется на 6-8 государств.არანაირად არ გვაწყობს ჩვენ ეს ამბავი - არეულობაში უარესი არ დაგვემართოს ამ ჩრდილოკავკასიური ხალხების გადამკიდე как сказал старый еврей - войны не будет, но будет такая борьба за мир, что камня на камне не останется По прогнозу известного эксперта-политолога Збигнева Бжезинского, Россия, как государство, прекратит свое существование к 2012 году.Скорее всего, Россия распадется на 6-8 государств.არანაირად არ გვაწყობს ჩვენ ეს ამბავი - არეულობაში უარესი არ დაგვემართოს ამ ჩრდილოკავკასიური ხალხების გადამკიდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 არანაირად არ გვაწყობს ჩვენ ეს ამბავი - არეულობაში უარესი არ დაგვემართოს ამ ჩრდილოკავკასიური ხალხების გადამკიდეkisa რუსეთის დაშლა გარდაუვალია, ხოლო დაშლა გვაწყობს თუ არ გვაწყობს, სხვა ამბავია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 ალექსანდრე ჩერკასოვი - რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, რეგიონისადმი კრემლის არასწორი პოლიტიკის შედეგია მოსკოვში მომხდარი მორიგი ტერაქტების მიზეზებსა და იმაზე, გახდება თუ არა მომხდარი მოსკოვისათვის კავკასიაში პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი და რამდენად სავარაუდოა, რომ ტერაქტები მოსკოვმა საქართველოსთან ახალი ომის დაწყების საბაბად გამოიყენოს, "ინტერპრესნიუსი" რუს პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს ალექსანდრე ჩერკასოვს ესაუბრა. - ბატონო ალექსანდრე, ექსპერტთა ნაწილი მოსკოვში მომხდარ ტერაქტებს „ბოევიკთა“ შურისძიებად აფასებს. რუსი პოლიტიკოსები ხელს „ბოევიკთა“ დასავლელი დამფინანსებლებისკენ იშვერენ. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება?- რუსეთი დიდი ხანია ებრძვის ტერორიზმს, რუსეთის მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, კარგად არის კონსპირირებული, ინტერნაციონალურია და იატაქვეშეთში საქმიანობს. ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ „კავკასიურ ემირატს“ არა აქვს პოლიტიკური პროგრამა, მაგრამ იგი არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში და საკმაოდ თამამადაც მოქმედებს არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე.ტერორისტებმა მოსკოვში რიგით მერვე ტერაქტი განახორციელეს და იმედი იმისა, რომ მათი მოქმედება თავისთავად შეწყდება, გულუბრყვილობა იქნებოდა. მე გამიკვირდა კიდეც, რომ ტერაქტების მიუხედავად, მოსკოვის მეტროში ხალხმრავლობა იყო. რუსეთის მოქალაქეებმა ვერ გაიგეს, რომ ომი ტერორისტებთან არ შეიძლება მხოლოდ ქვეყნის ერთ ნაწილში მიმდინარეობდეს. ძნელია იმის თქმა, თუ რა იყო ამჯერად მათი მიზანი. სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს ტერორისტების სამიზნე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის შენობებთან მისასვლელების ბლოკიდება იყო. ტერორისტებმა თავი ხალხმრავალ ადგილზე აიფეთქეს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მათი მოქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. „კავკასიური ემირატი“ რუსეთში მცხოვრები ადამიანების სამოქალაქო სტატუსს არ აღიარებს. - მომხდარმა ბევრს ჩეჩნეთის მეორე ომის წინ მოსკოვში, ვოლგოდონსკსა და ბუინაკსკში მომხდარი აფეთქებები გაახსენა. გახსოვთ ალბათ, რომ 1999 წლის აფეთქებებში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებდნენ. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ 29 მარტის ტერაქტების ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ერიოს?- ამ თემაზე ბევრი ხმაურის მიუხედავად, 1999 წლის ტერაქტებში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა დადგენილი არ ყოფილა. რიაზანში ე.წ. სწავლებების გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. გასაგებია, რომ რუსული გამოძიება არ ჩქარობს და არც სურს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ჯერ არავის დაუმტკიცებია 1999 წელს ტერაქტებში რუსული სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობა. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ აფეთქებები და შემდეგ ჩეჩნეთის მეორე ომი პუტინის პიარ-კამპანიის ნაწილი იყო, შეუძლებელია.არავინ დავობს, რომ 2002 წელს ნორდ-ოსტის ტერაქტი ხელისუფლებამ მედიის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენა. 2004 წლის ბესლანის ტერაქტი ორგანიზებული იყო დეპუტატებისა და რეგიონების ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევის წინააღმდეგ და გაუგებარი წარმონაქმნის _ საზოგადოებრივი პალატის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ხელისუფლებამ წარმატებით გამოიყენა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს იმისათვის, რომ მომხდარში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. მომხდარი ხელისუფლებამ კი გამოიყენა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტერაქტები სპეცსამსახურების ორგანიზებულია.რუსეთის დემოკრატიული ძალები წინასწარმეტყველებენ, რომ ტერაქტები მიტინგების აკრძალვისთის იქნება გამოყენებული. კრემლი კონტრ-ტერორს ქვეყნის მართვის მეთოდად და დემოკრატიული უფლებების შესაზღუდად უკანასკნელი 10 წელია იყენებს, ასე რომ, ამაშიც ახალი არაფერია. - თუ რუსეთის ხელისუფლება ყოველი ტერაქტის შემდეგ ასე წარმატებით ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, რატომ გამორიცხავთ, რომ გარკვეულწილად სწორედ იგი მონაწილეობდეს ამგვარი ტერაქტების განხორციელებაში?- დიახ, ხელისუფლება მართლაც წარმატებით იყენებს ყოველ ამგვარ ტერაქტს, მაგრამ მიჭირს იმის მტკიცება, რომ ტერაქტები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებულია. მე არა მაქვს წონადი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მომხდარში რუსული სპეცსამსახურები დავადანაშაულო. საერთოდ, მეჩვენება, რომ ტერაქტებთან დაკავშირებით სპეცსამსახურებიც და ტერორისტებიც თავის პარტიას როგორც დამოუკიდებელი მხარეები ათამაშებენ. - დასავლური პრესა და რუს ექსპერთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მომხდარს რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში მორიგი მასშტაბური ომისთვის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებისათვის გამოიყენებს...- მე კარგად მესმის, რომ კრემლის პროპაგანდისტებისათვის საქართველო ნებისმიერი ბოროტების წყაროა, მაგრამ მე არა მგონია, რომ მომხდარი საკმარისი საბაბი იყოს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასაწყებად. 2008 წლის აგვისტოს ომმა რუსეთი დაარწმუნა იმაში, რომ მას ყველაფერი არ ეპატიება.საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთს ხშირად კოპირებენ. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციული წესრიგის აღდგენის ოპორაციას იწყებს, პრაქტიკულად გამეორება იყო იმისა, რაც 1995 წელს რუსეთმა ჩეჩნეთში პირველი ომის დაწყების წინ განაცხადა. სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 1995 წელს პირველი ჩეჩნური ომის წინ საქართველოს ხელისუფლების გზა გაიმეორა, რომელმაც 1991 წელს სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ ამცნო მსოფლიოს და ცხინვალში მილიციის ძალები შეიყვანა.საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების შესაძლებლობა ისევეა დასაბუთებული, როგორც ერთი ცნობილი რუსი ბლოგერის მტკიცება, თითქოს მოსკოვში 29 მარტის ტერაქტები რუსეთის დედაქალაქში ოპოზიციის მიერ 31 მარტისათვის დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამგვარი მტკიცება აშკარად ხელოვნურია. მე კარგად მესმის რომ, მაშინ როცა რუსული ტანკები თბილისიდან ერთი საათის სავალზე დგანან, ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლის ნებისმიერი აქტიურობა თბილისში შეშფოთებას იწვევს. მოსკოვს საქართველოსთან ომის დასაწყებად იმაზე მეტი რამ დასჭირდება, ვიდრე უბრალო მიზეზი შეიძლება იყოს. - ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში განხორციელებული ტერაქტები მედვედევისა და პუტინის დაჯგუფებებს შორის ფარულ კლანურ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიულ მოდერნიზაციაზე ორიენტირებულ მედვედევს ტერაქტების ფონზე სასამართლო რეფორმისა და სხვა დაგეგმილი რეფორმების გატარება გაუჭირდება, რადგანაც მათი განხორციელების წინააღმდეგ პუტინის დაჯგუფება ილაშქრებს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი შეფასებები?- მე კრემლინოლოგი არა ვარ, მაგრამ მაინც მიკვირს, როცა ასეთ შეფასებებს ხშირად ვხდები რუსულ პრესაში. მედვედევიცა და პუტინიც მსგავს რაღაცეებზე საუბრობენ. ორივენი მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვენ კავკასიაში მოქმედი იატაკქვეშეთის წინააღმდეგ. განსხვავება იმაშია, რომ მედვედევს არ სურს ისევე დაუნდობლად გამოიყურებოდეს, როგორც პუტინი გამოიყურება. მე არ მესმის, თუ როგორ შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა დაპირისპირებამდე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ტერორიზმთან ბრძოლის მიდგომებს შორის მცირეოდენმა განსხვავებამ.მართალია, რუსეთში ტერაქტები ყოველდღე არ ხდება, მაგრამ მისი ალბათობა რომ ყოველთვის არსებობს, ფაქტია. 29 მარტს ორი აფეთქების შემდეგ მე ვშიშობდი, რომ არ განმეორებულიყო 2002 და 2004 წლების ისტორია. მაშინ მომხდარი ტერაქტები გამოყენებული იყო უფრო ძლიერი და მასშტაბური ტერაქტების განხორციელებისათვის და მომხდარს მხოლოდ დაგეგმილისაგან სამართალდამცავების ყურადღების გადატანა უნდა გამოეწვიათ. საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი ამჯერად არ გამართლდა.ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მკაცრი მოქმედებები შესაძლოა ეფექტურად კი გამოიყურება, მაგრამ რეალურად ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არაეფექტურია. ამგვარი ქმედება ტერორისტებისათვის ახალ სამობილიზაციო ბაზის შექმნას უწყობს ხელს და ასაზრდოებს იმ იატაქვეშეთს, რომელსაც რუსეთი 10 წელზე მეტია ებრძვის. ის, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, ამ რეგიონისადმი კრემლის არასწორი პოლიტიკის შედეგია.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/130014.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 ლ ი ც ი რუსეთის დაშლა გარდაუვალიადაშლის რა მოგახსენო და ჩინეთი მაგრა აწვება და ალბათ ჩამოაჭრის ნელ-ნელა იქით მხარეს. აგერ იაპონიამაც მიიღო დადგენილება რომ კურილის კუნძულებს არ სცნობს რუსეთის საკუთრებად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 არ არის ეს კარგი ამბები, რაღაც უბედურება აქვთ ჩაფიქრებული აშკარად. ასეთ ტერაქტებს, როგორც წესი, რაიმე ახალი დიდი უბედურებისთვის იყენებენ ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 დაშლის რა მოგახსენო და ჩინეთი მაგრა აწვებაკი ბატონო,- რუს ეთნოს უკვე დღეს აქვს სერიოზული პრობლემები იმპერიაში: რუსების ხვედრითი წილის შემცირება, შობადობის დაბალი დონე, ემიგრაცია და უკონტროლო იმიგრაცია, რომელთა შორის სიტყვა ჩინელი გონიერ რუსში, დღეს უკვე სერიოზულ პანიკას იწვევს...Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 Чеченские боевики не взяли на себя ответственность за теракты, совершенные в московском метро утром 29 марта. Грузинский русскоязычный канал "Первый кавказский" распространил аудиозапись от имени лидера чеченских сепаратистов Доку Умарова, который считает, что к взрывам на "Лубянке" и "Парке культуры" причастны российские спецслужбы. "Чеченцы на это не способны. <...> Все это преподнесено так, будто никто не виноват из российских спецслужб, а на самом деле они причастны. <...> Во взрывах в Москве виновато ФСБ", - произносит мужской голос на записи. Является ли распространенное аудио подлинным и участвовал ли сам Умаров в записи этого послания, достоверно не известно. Доку Умаров является одним из лидеров чеченских сепаратистов. По информации СМИ, он причастен к ряду терактов на Северном Кавказе. В частности, сообщалось о том, что в декабре 2002 года Умаров участвовал в похищении сотрудников чеченской прокуратуры. Также появлялась информация о его причастности к взрывам здания УФСБ Ингушетии в Магасе и электрички в Кисловодске в сентябре 2003 года, рейду на Ингушетию в июне 2004 года и захвату школы в Беслане в сентябре 2004 года. Ранее мнение о причастности столичных спецслужб к терактам на "Лубянке" и "Парке культуры" высказал спикер парламента Чечни Дукуваха Абдурахманов. "Если высокие лица сегодня называют северокавказский регион в качестве "виновника" в своих отчетах перед руководством, мы должны заявить, что считаем виновными в происшедшем московские спецслужбы, правоохранительные органы или силы безопасности Москвы", - заявил спикер чеченского парламента. Он также отметил, что если террористам удалось пронести взрывные устройства в метро, то это свидетельствует об "абсолютной халатности соответствующих служб", а также "содействии работников правоохранительных органов" преступникам, виновным в произошедшем. Взрывы на станциях "Лубянка" и "Парк культуры" Сокольнической линии столичной подземки произошли утром в понедельник с интервалом чуть более полчаса. В результате терактов погибли 39 человек. По обновленным данным МЧС, пострадали 95 пассажиров метро. По предварительной версии правоохранительных органов, взрывные устройства были приведены в действие террористками-смертницами, приехавшими на автобусе из северокавказского региона. Считается, что у женщин были сообщники, но их пока найти не удалось. Глава российского МИД Сергей Лавров высказал мнение о том, что в организации взрывов замешаны силы международного терроризма. http://lenta.ru/news/2010/03/31/doku/ დოკუ უმაროვი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტებში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს doku_umarovi.jpg"იმარატ კავკაზის" ლიდერი დოკუ უმაროვი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტებში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. ამის შესახებ უმაროვის აუდიჩანაწერშია საუბარი, რომელიც "პირველმა კავკასიურმა" გაავრცელა. "ჩეჩნები ამაზე წამსვლელები არ არიან. ეს ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არავინ დაადანაშაულოს. სინამდვილეში კი მომხდარ აფეთქებებში სწორედ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურია დამნაშავე", - აცხადებს უმაროვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.