Jump to content
Planeta.Ge

ფარმაცევტული ბაზრის უნამუსობა!


Recommended Posts

მოკლედ, თუ ასეთი თემა არსებობს მე მაპატიეთ და მიუერთეთ!

 

ეხლა რა ხდება... გუშინ დაახლოებით 5 დასახელების წამალი ვიყიდე. გაგონილი მქონდა ფარმადეპოს შესახებ და მოკლედ წავედი იქ, ცოცხალ რიგში ვიდექი სადღაც 40 წუთი და ამ წამლებში გადავიხადე 261 ლარი.

იქიდან რომ წამოვედი შევიარე ავერსში და პსპში და გავიგე ფასები. აღმოვაჩინე, რომ 57 ლარი დავზოგე იმით, რომ ფარმადეპოში ვიყიდე მედიკამენტები.

 

რამხელა მოგებაზე გადიან ეს მონოპოლისტური ფარმაცევტული ფირმები??? ხალხი სულ აღარავის ანაღვლებს? 57 ლარი განსხვავება ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ დაგეთანხმები, ავერსში მედ პერსონალი გემსახურება, ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა გასავალიც საკმაოდ ბევრი აქვს მსგავს კომპანიებს (თუნდაც არჩევნებისთვის გაღებული საკმაოდ სოლიდური თანხა :+: ), და 260 ლარის შემთხვევაში თუ მოგება 57 ლარია, იგივე პროპორციით 2 ლარიან წამალში მოგება სულ რაღაც 50 თეთრს შეადგენს (და ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო ნაკლებია მოგების პროცენტი), ასე რომ ვფიქრობ ნორმალურია ძაან. კარგია რომ მოსახლეობას საერთოდ აქვს არჩევანი, რომ სხვა მაღაზიაში წავიდეს, თუნდაც ფარმადეპოში და იქ იყიდოს იაფად. და სასაცილო ისაა თუ ფარმადეპოც თავის ღიებულებაში 50 ლარს ამატებს იმ წამლებს :v:

 

და კიდევ, ავერსზე და პსპზე რომ ვსაუბრობთ, გადამყიდველები ნუ დაგვავიწყდება რა, რომლებიც ხილს ბაზარში გლეხისგან 1 ლარად ყიდულობენ და დელისის მეტროსთან 4 ლარად ყიდიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი გითხრა, ვერ მიგიხვდი ახლა შენ რა გინდოდა ამით გეთქვა და რა პოზიცია გიჭირავს.

 

არ არის ეგ ცოტა განსხვავება იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც 5-იოდე დასახელების წამალი ვიყიდე ფარმადეპოში.

აი ერთი წამლის მაგალითს გეტყვი, ის რაც ფარმადეპოში ღირს 33 ლარი (მაგალითად) პსპ, ავერსში იგივე მედიკამენტი ღირს 40+ ლარი. არ არის უნამუსო განსხვავება?

 

და რა განსხვავებულ ხარჯებზე მელაპარაკები, ეგეც ვერ გავიგე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

და კიდევ, ავერსზე და პსპზე რომ ვსაუბრობთ, გადამყიდველები ნუ დაგვავიწყდება რა, რომლებიც ხილს ბაზარში გლეხისგან 1 ლარად ყიდულობენ და დელისის მეტროსთან 4 ლარად ყიდიან

გადასარევი პასუხია :+:

ზუსტად გაარტყით ბატონო ჩემო..

შეეშვით პსპს და ავერსს რა მოგივიდათ? ნუ გშურთ! თემის ავტორის გასაგებად ვამბობ ამას..

აგერ გლეხიდან რომ ყიდულობენ ბაზარში და თავიანთ 2 კორპუსზე გათვლილ მაღაზიებში ყიდიან გაცილებით ძვირად ვიდრე გლეხი, იმას მიხედეთ.. ანგრევს ეგ საქართველოს ეკონომიკას.. ასეა ეს..

 

 

ეეეჰჰჰ..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ დაგეთანხმები, ავერსში მედ პერსონალი გემსახურება, ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა გასავალიც საკმაოდ ბევრი აქვს მსგავს კომპანიებს (თუნდაც არჩევნებისთვის გაღებული საკმაოდ სოლიდური თანხა :+: ), და 260 ლარის შემთხვევაში თუ მოგება 57 ლარია, იგივე პროპორციით 2 ლარიან წამალში მოგება სულ რაღაც 50 თეთრს შეადგენს (და ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო ნაკლებია მოგების პროცენტი), ასე რომ ვფიქრობ ნორმალურია ძაან. კარგია რომ მოსახლეობას საერთოდ აქვს არჩევანი, რომ სხვა მაღაზიაში წავიდეს, თუნდაც ფარმადეპოში და იქ იყიდოს იაფად. და სასაცილო ისაა თუ ფარმადეპოც თავის ღიებულებაში 50 ლარს ამატებს იმ წამლებს :v:

 

და კიდევ, ავერსზე და პსპზე რომ ვსაუბრობთ, გადამყიდველები ნუ დაგვავიწყდება რა, რომლებიც ხილს ბაზარში გლეხისგან 1 ლარად ყიდულობენ და დელისის მეტროსთან 4 ლარად ყიდიან

საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი გითხრა, ვერ მიგიხვდი ახლა შენ რა გინდოდა ამით გეთქვა და რა პოზიცია გიჭირავს.

 

 

მარტივი პოზიციაა, ვფიქრობ რომ ძალიან ნორმალური ნამატია ფასზე, 33 ლარიან წამალზე 7 ლარი, ძალიან ნორმალური, ანუ კომფორტში და მომსახურებაში იხდი ფულს. კორპუსის წინ მაღაზიაში რომ ჩადიხარ და მაიონეზს და კარტოფილს ყიდულობ ის გაცილებით იაფი ღირს ბაზარში, ანუ არჩევანი გაქვს, შეგიზლია კომფორტულად იყიდო შენთვის სასურველი პროდუქტი, ან წახვიდე ბაზარში, იარო მთელი დღე, ბოლოს გაწამებულმა და დაღლილმა ტაქსი გააჩერო და რაც მოიგე ბაზარში ვაჭრობით ის ტაქსის მძღოლს მიცე :+:

 

და კიდევ, დამერწმუნე 33 ლარიან ატამს გადამყიდველები 147 ლარად მოგყიდიან :v: ასე რომ ავერსი და პსპ გაცილებით ჰუმანური გამოდის ამ შემთხვევაში :v: :)) :D

 

დაიანგარიშე, 1 ლარიან ვაშლში გადამყიდველი საშუალოდ 2 ლარს იგებს, ანუ 3 ლარად ყიდის, შენ რასაც ავერსს უანგარიშებ ნამატს, ანუ 57 ლარს (260 ლარიდან) აბა დათვალე, 260 ლარად ნაყიდ ვაშლს (პირობითად 50 კგ) გადამყიდველი 780 ლარად გაყიდის :D ესაა პოზიცია, ანუ ავერსი გაცილებით ჰუმანურია და არ ვფიქრობ რომ ძვირად ყიდის წამლებს, უბრალოდ მოსახლეობისთვისაა საბოლოო ჯამშში თვითონ წამლის ღირებულება ძვირი და იქ 2 და 3 ლარით მომატებულ თანხას ასე მძაფრად აღიქვავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი ლოგიკა მკლავს :D :D :D

 

ვაშლი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი ერთი და იგივეა???

იმ მოხუცმა რა ქნას, რომელსაც ჩემსავით მანქანა არ ყავს და ვერ გაგრიალდება სანაპიროზე (ყოვლად მიუდგომელ ადგილას) შედარებით იაფად რომ იყიდოს სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი წამალი თავისი უმნიშვნელო პენსიით???

 

და რა გინდათ თქვათ? რომ ავერსი, პსპ და ა.შ. ძმანნი მათნი ფარმაცევტული ფირმები კეთილსინდისიერ ბიზნესს აწარმოებენ და ხალხზე ზრუნავენ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა. ნამუს ჩუნემ?

 

მილიონი სტატიაა დაწერელი იმაზე. რომ ფასებში სხვაობა 200 და მეტ პროცენტზე ადის. ერთ ინტერვიუში კურტანიძე, ავერსის უსტაბაში, იფიცებოდა ერთი წელი ერთი პრეპარატიც არ გამიძვირებიაო, არადა მე თავად რამდენჯერმე ვიყიდე ერთი წამალი და ყოველ ჯერზე სხვა ფასი გადავიხადე იმ წლის (2009) მანძილზე. აბა, გამოიცანით - განსხვავება ვის სასარგებლოდ იყო?

 

ა, ბატონო ჩემო, ერთ-ერთი ასეთი სტატია

 

http://www.liberali.ge/node/475

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხზე არ ზრუნავენ ცხადია, ზრუნავენ თავის ჯიბეზე, მაგრამ არა ისე უსინდისოდ როგორც შენ აღწერე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, თუ ასეთი თემა არსებობს მე მაპატიეთ და მიუერთეთ!

 

ეხლა რა ხდება... გუშინ დაახლოებით 5 დასახელების წამალი ვიყიდე. გაგონილი მქონდა ფარმადეპოს შესახებ და მოკლედ წავედი იქ, ცოცხალ რიგში ვიდექი სადღაც 40 წუთი და ამ წამლებში გადავიხადე 261 ლარი.

იქიდან რომ წამოვედი შევიარე ავერსში და პსპში და გავიგე ფასები. აღმოვაჩინე, რომ 57 ლარი დავზოგე იმით, რომ ფარმადეპოში ვიყიდე მედიკამენტები.

 

რამხელა მოგებაზე გადიან ეს მონოპოლისტური ფარმაცევტული ფირმები??? ხალხი სულ აღარავის ანაღვლებს? 57 ლარი განსხვავება ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრია!

მიხეილმა გამოუხადა ბრძოლა ამ მონოპოლისტებს. მახსოვს, პენიონერის ბინაში იტირა და დაავალა ჯან დაცვის მინისტრს ამ საქმისთვის მიეხედა. ნუ ინერვიულებ, ყველაფერი კარგად იქნება.

 

მანამდე კი ვთხოვ ფრიდრიხს ერთი კარგი აფთიაქის სურათები დადოს რა ფორუმზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც სახელმწიფოში ასეთი მოგებით იყიდება წამლები, სიმბოლურ ფასად მდინარეები, ტყეები და მთა-ბარი, ვინც ყველაფერ ამას 2; 3; თუ 5000 ლარიანი ხელფასის გამო ამართლებს, დაფიქრდეს საკუთარ შვილებზე, რას უტოვებს მას?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმბოლურ ფასად მდინარეები, ტყეები და მთა-ბარი

ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები არ იყიდება. ტყის გაცემა შესაძლებელია იჯარით. მთა-ბარში თუ მიწა იგულისხმება, მიწის გაყიდვა რა თქმა უნდა ნებადართულია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

ანუ კომფორტში და მომსახურებაში იხდი ფულს

ბებრი რომ ვაშლის გარეშე გაძლებს მაგრამ წამლის გარეშე ვერა ეგ არაფერი?

წამლის ყიდვა კორპუსის ქვევით აფთიაქში თუ კომფორტი იყო არ მეგონა

 

პ.ს. გლდანში იხსნება მგონი ფარმადეპო, ბინგო როა სუპერმარკეტი მანდ

 

პ.პ.ს. გუშინ ფარმაცენტრში ვიყავი წამლებზე და ჰოი საოცრებავ პსპ-ს მანქანა იდგა და იცლებოდა ამ ფარმაცენტრში, ანუ პსპ ამარაგებს ფარმაცენტრს თუ რა ხდება ვერ მივხვდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. გლდანში იხსნება მგონი ფარმადეპო, ბინგო როა სუპერმარკეტი მანდ

 

უკაცრავად და -

 

ეს ფარმადეპო რა არის?

 

ახალი ფირმაა? იმ სამეულის (პეესპე, ავერსი და ჯიპისი თუ რაღაც ჯანდაბა ჰქვიან) ფილიალი არ არის?

 

Goddess

სანდროია

 

მისამართი მაინც დადეთ თუ ასეთი იაფია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

რამხელა მოგებაზე გადიან ეს მონოპოლისტური ფარმაცევტული ფირმები??? ხალხი სულ აღარავის ანაღვლებს?

არ ვიცი , ღეიძლება თემას არც ეხება, მაგრამ ბენზინის ფასები კიდევ გაძვირდა...ამათმა თუ არჩევნები მოიგეს, რას გაგვატყავებენ ხო აზრზე ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...