Siknadmo Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 არაძალადობრივი გზით, ანუ თუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გამოვა და მოისურვებს თუნდაც წესწყობილებას, თუნდ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თუნდ რუსის მონად ყოფნას აირჩევს - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, მას წინ ვერაფერი აღუდგება. ესაა მშვიდობიანი გზით სახელმწიფო გადატრიალება- ამის მაგალითები ბევრია. საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობის უმეტესობა ამჟამად დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეა და ესაა პოლიტიკური შეკვეთა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისათვის. უმეტესობას არ უნდა ახალი საბჭოთა კავშირი, უმეტესობა არც რუსს აღიქვამს სტრატეგიულ სანდო პარტნიორად. ამგვარად, თუ ხალხს უნდა ვერაფერს გახდები. მშვიდობიანი გადატრიალებაა, როცა აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობს მშვიდობიანად სახელმწიფოს მმართველი პოლიტიკური ძალის გადაყენებაში - ამგვარი რამ მოხდა უკვე. თუ აბსოლუტური უმრავლესობა არაა ჩართული პოლიტიკურ გადატრილებაში, ის მხოლოდ ძალადობრივი გზით შეიძლება განხორციელდეს, რადგან სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია მხცირერიცხოვანი პოლიტიკური შეურიგებელი ძალის გაკონტროლების, ან განეიტრალების რესურსები. ესაა რეალობა , ხელების დამტვრევაზე ჯერ კიდევ ვირი ნოღა ღრიალებდა. სამოქალაქო ომის დამწყებ ძალას ხელებს მარტო კი არ მიამტვრევენ, უკანაც შეუწყობენ ...თუკი დასავლეთთან ინტეგრაციაში იგულისხმება1. დამოუკიდებელი სასამართლო2. გაუყალბებელი არჩევნები3. მოსახლეობის სოც. დაცვა4. ხელისუფლების მიერ ბიზნესის დარეკეტებაზე უარის თქმა5. ქსენოფობიის პროპაგანდის დასჯა6. კანონის წინაშე თანასწორობა7. თვითმართველობა მე თანახმა ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 შალვას მტკიცებით, რუსეთის შემდეგ საქართველოს აშშ-ის მიერ ოკუპაცია ემუქრება ლეიბორისტული პარტიის მტკიცებით, რუსეთის შემდეგ საქართველოს შეერთებული შტატების მიერ ოკუპაცია ემუქრება. როგორც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულს აშშ-ის თავდაცვის უწყების ის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გადამზადებას გულისხმობს. "ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი მოწვევა. მან გაავსო პენტაგონის კონგრესი და თეთრი სახლის კანცელარია უამრავი წერილითა და ნოტით "მოდით იბატონეთ, ოღონდ მე გადამარჩინეთო". პირდაპირ ეუბნება ამერიკას - აგერ არის ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, საქართველოს ტერიტორია - გადაზიდეთ სამხედრო ტვირთები ავღანეთში რამდენიც გენებოთ, გამოიყენეთ სენაკის, დედოფლისწყაროს, მარნეულის აეროდრომები რისთვისაც გნებავთ... საქართველო ამერიკის შეიარაღებული ძალების ნებისმიერი კონტიგენტის განთავსების შემდეგ შტატების მიერ ოკუპირებული გახდება", - განაცხადა ნათელაშვილმა. აღნიშნულის კონტექსტში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს და აცხადებს, რომ თუ საქართველოს პირველი პირი ამას საკუთარი სურვილით არ გააკეთებს, ესხალხმა უნდა აიძულოს. "გადადგომა ძალიან კულტურული ტერმინია. უნდა წაეთრეს სააკაშვილი აქედან და თუ არ წაეთრევა, უნდა გამოათრიოს ხალხმა", - განმარტა შრომის პარტიის ლიდერმა.http://ghn.ge/news-11314.html ლიცემერი : ქართული პოლიტიკის ჩამოწერილი კომენდიანტი კიდევ ბჟუტავს...ვეღარ ანათებს, მაგრამ თავისას მაინც ატრაქტორებს. უზერებო, იქნებ მეშლება და შალვა მართალს უბნობს? იქნებ მართლა რუსეთს გავეყარეთ და შტატებს შევეყარეთ გვჭირს? მიდი შალიკო, მიდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!წაეთრიე მიშა, ხვალე მოვა გრიშა.ჩარეცხეთ, ამორეცხეთ და დარეცხეთ.მიშა მოვდივარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ალასანია გვყავს ეგერ ზაპასში.მოკლედ დავახნი მე ეს ქართული პოლიტიკა მიშათი დაწყებული და შალიკოთი დამთავრებული.მივდივარ კუბაში, სადაც კომუნიზმი ჯერ არ არის ისე ამყრალებული როგორც ევროპაში.ისე აქართველო ეროპას ეკუთვნის?რავი აქ ამტკიცებენ აზია არისო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 Pariz არსად დაგეკარგოს დაიჯერე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kardu Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ყურადღება მოაკლდა შალიკოს და იქცევს, არაფერი ისეთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dredi Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 მევასება შალიკო , მაგარი კაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.