Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი, (2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი - 1ივლისი, 1944, დაკრძალულია ბელარუსში ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფ. სანიკის საძმო სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).

 

ბიოგრაფია

 

1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ-გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელარუსიში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

 

მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები". ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდ წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა...

 

"წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს

 

და საშინელი ბრძოლების ნისლში

 

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან

 

აელვებული იდგა თბილისი".

 

გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975).

 

მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.

 

ამ კაცს ნამდვილად ეკუთვნის თემა! ძალიან მიყვარს ეს პოეტი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ცუდია ამდენი ხანი გამოხმაურება რომ არმოჰყვა ამტემას.

 

ვერვიტყვი მირზაზე ჩემი საყავრლეი პოეტიათქო, მაგრამ აქვს კარგი ლექსები

ნუ კარგი პოეტია.

 

ისე ერთი პერიოდი აკრძალული იყო ეს ხო? თუ მეშლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

(ეს იყო წელი...)

ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი,

გემთა მლეწავი და გამრიყავი,

როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი

და დამნაშავე ჩვენვე ვიყავით.

როცა აყეფდნენ ჰაუბიცები

და ზღვაში შავი ჩაწვნენ ნაღმები...

გულის წამღებად სცრიდნენ ღრუბლები,

გრიგალიც ჰქროდა გულისწამღები.

იდგა ჩრდილებში სიკვდილის სვეტი

და მრისხანებას სცდიდა ცელისას.

ოცდაცხრამეტი, ოცდაცხრამეტი

ბევრს აიწონის შემდეგ წელიწადს,

ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი,

გადაყოლილი ცეცხლსა და დემონს.

როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი,

სამარადისო წამებავ ჩემო.

როცა წამოდგა ზამთრებით ქარი

და დასავლეთში ფრთები გაშალა.

როცა ჩამოჰკრავს ბრძოლების ზარი

და ომის ღმერთებს შახსნეს ავშარა.

თვალით სინჯავდნენ ერებს ერები,

სიჩუმე სცემდა გარუჯულ ძარღვებს,

წამოდგნენ ლურჯი კრეისერები,

ზღვა გააპე და ეძებდნენ ნაღმებს.

ტყვიაც ეძებდა სისხლიან წერტილს,

ცაც ჩამოწვა და სისხლი წაიცხო.

ასე დამთავრდა ოცდაცხრამეტი

და მეორმოცე ასე დაიწყო.

 

 

(იქ, სადაც...)

იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ

სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში.

მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,

რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში.

და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,

ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად,

მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,

როგორც უცოდველ მშვენიერებას.

ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ,

გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,

მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,

რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.

 

 

(მე მხოლოდ მახსოვს...)

მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად

ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.

მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,

თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,

შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,

ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.

თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ

ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.

მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ

მიაქანებდა ბედს უპატრონოს,

თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ

ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.

ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს

არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა

შეხლას.

მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია

და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.

 

 

სამწუხაროდ მეტი არ ვიცი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...