Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლოზ ბარათაშვილი


Recommended Posts

http://i028.radikal.ru/0806/43/220a06778d03.jpg

 

ბიოგრაფია

 

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

 

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა "მკაცრი ბედისა" და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

 

1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

 

შემოქმედება

 

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს...

 

ეს კუპლეტი ბევერ თემაში გამომადგა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შემოღამება მთაწმინდაზედ

 

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,

ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,

ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

 

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!

რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!

ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,

და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

 

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,

კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,

და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,

რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

 

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!

ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!

აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,

მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

 

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,

გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,

ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...

მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

 

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,

შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა,

ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ

და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

 

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,

ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება

არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,

გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

 

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,

მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!

გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?

მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

 

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!

ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი

მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!

მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

 

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!

როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!

მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,

რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

 

ფიქრნი მტკვრის პირას

 

წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად,

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით,

ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

 

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა

და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!

ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?

მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,

თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,

და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

 

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს

ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,

ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: "როდის იქნება,

ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...

თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?

მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,

მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს

თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს

არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!

მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,

მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?

 

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.

 

ვპოვე ტაძარი

 

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი,

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

 

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით,

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

 

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს,

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

 

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?

განქრა ტაძარი - და უდაბნო ჩემდა მდუმარებს,

მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,

მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!

 

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი,

არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!

დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

 

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!

ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!

ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,

და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

 

სამწუხაროა ისიც რომ მისი ერთადერთი სურათიც ხანძარს შეეწირა, ის რაც არსებობს მხოლოდ მხატვრის წარმოსახვით - სხვათა აღწერილობით დაიხატა. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერანი არის შედევრიიიიი!!! და ბარათაშვილი იყო იმენნა გენიოსი! მიყვააააარს!

 

მერანი

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!

ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,

ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

 

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,

ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა,

საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,

მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

 

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,

შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალისმინდვრის,

და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

 

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,

ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,

თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

 

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

"რად ყვედრი კაცსა ბანოვანო, პირუმტკიცობას?

თუ ემდური შენ ტრფიალობისა ცვალებადს გრძნობას,

რომ არ გემჭვალვის საუკუნო ტრფიალობითა:

ჰგავს არ პასუხს ჰცემ შენ სულით მშვენიერითა.

 

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების,

და ვით ყვავილი თავის დროზე სწრაფად დაჭკნების,

ადრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამჭვალები,

ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცესი!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსილი,

რომლით ნათდება ყოვლი გრძნობა გული და სული,

და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,

რად გწამს არ იყოს საუკუნე მადლი ტრფობისა?

 

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,

მას ვერც შემთხვევა და ვერ ხანი ვერ დააბერებს.

მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა,

ეგარდმო, ადლით დაუხსნულად დამტკიცებულსა!

 

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესრეთ სანიკველი,

რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!

მას ცისა სხვით აცისკროვნებს მშვენიერება,

და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

:wub:

 

 

სული ობოლი

 

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -

საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:

ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

 

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული,

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

 

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის,

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

 

ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

რა ვქნა ამ კაცზე მაბოდებს... მისი პოეზიაააა აუაა... http://pinky.ge/Smiles/Pinky/axa.gif

...

და ისე ნაღვლიანი ისტორიაა მისი ცხოვრებაა http://pinky.ge/Smiles/Yellow/cry.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ბარათაშვლზე დიდი რომანტიკოსი არ არსებობს!!!

 

http://i054.radikal.ru/0906/48/433394b2b885.jpg

კარგი რა... რა ბარათაშვილზე დიდი რომანტიკოსი არ არსებობს... :user: :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიო შენ თვით გენია ხარ!

 

 

 

___

 

კაი ვინ არის ამაზე დიდი რომანტიკოსი? ისა გენერალი ორბელიანი თუ ჭავჭავაძე ალეკო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...