Jump to content
Planeta.Ge

კეზერაშვილი მართლა წავიდა ისრაელში საცხოვრებლად?


Recommended Posts

კეზერაშვილი ისრაელში გადაბარგდა?!

“თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ეს ინფორმაცია “რეზონანსს” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა მოაწოდა და აქვე დასძინა, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ფინანსური პოლიციის ექსხელმძღვანელს ფინანსურ ბერკეტებზე განსაზღვრული გავლენა შენარჩუნებული აქვს. ინფორმაციას სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაურიც ადასტურებს. მისი თავად კეზერაშვილთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კეზერაშვილი ისრაელში გადაბარგდა.

“როგორც ვიცი, ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი ინფორმაციით, ის სამუდამოდ წავიდა საცხოვრებლად და სხვას ვერაფერს გეტყვით” - აღნიშნა გიორგი მელითაურმა. როგორც ცნობილია, კეზერაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის. მისი მშობლები დიდი ხანია, რაც ისრაელში ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ნაწილმა კი ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. ერთადერთი, ვინც ჩვენს კითხვას უპასუხა, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაურია, თუმცა ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სად იმყოფება კეზერაშვილი და წავიდა თუ არა ის საქართველოდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, კეზერაშვილის საქართველოდან წასვლის მიზეზი ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა გახდა, რომელიც საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს იძიებს. როგორც გამოძიებით ირკვევა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოხელეები 2008 წელს ისრაელიდან იარაღის შესყიდვას კორუფციული გარიგებებით ახორციელებდნენ. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე კეზერაშვილის საქართველოდან წასვლას”, - დასძენს გამოცემა.

“ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმიანებს, ვის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ხელისუფლებიდან, არადა, ასეთი გამოძიება რომ მიმდინარეობს, ეს ცალსახაა და ეს შეიძლება ბატონი კეზერაშვილიც იყოს. შეიძლება ამას უკავშირდებოდეს ბატონი კეზერაშვილის წასვლა საქართველოდან, რადგან ისრაელის კანონმდებლობით, ისრაელის მოქალაქის უცხოეთზე გადაცემა, მათ შორის, აშშ-სთვის, შეუძლებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/129686.html

 

ამერიკელების გამოძიებაზე უკვე ეწერა პრესაში, მაგრამ რატომღაც ყურადღება არ მიექცა:

 

კორუფცია ქართული არმიის შეიარაღებაში?!

ამერიკელი გამომძიებლები საქართველოს მთავრობაში შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციის ფაქტებს იკვლევენ...

http://www.kvirispalitra.ge/military/2940-...raghebashi.html

ციტატა:

"ეს ამბავი აშშ-ში ნელ-ნელა უფრო დიდ მასშტაბებს იღებს და, შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ბევრი საქმე გასკდეს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasha1997

ვარკვევთ....

 

ისე თუ ვინმეს დაეჯერება ქართული ჟურნალ გაზეთებიდან, ეს რეზონანსია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დავიჯერებ!!

 

ამდენი მოღალატე აკრავს გარს ჩვენს მიშიკოს? კიდევ კარგად არის ეს ბიჭი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავიდეს ქშა ...მიშაც მიყვეს :))

 

 

მართალი ხარ. შენთვის ხომ არა ფერი დაუშავებია და მერე რა რომ ქვეყნის დანგრევაში მიიღო მონაწილეობა დ უამრავი ფული გააკეთა ქართველი ხალხის ხარჯზეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იძიებენ თორემ, არ იცოდნენ,

ყველაფერი კარგად იციან რაც აქ ხდება,

უბრალოდ მიშიკოს ჩააჩოჩებენ ნელა და არგუმენტიც გამოჩნდააა,

ბაი უგულავა, იკაკო მერად :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ბაი უგულავა, იკაკო მერად

არ დათმობენ ნაცები იოლად...მარა არასდროს დათმობენ თუ საზოგადოებამ (არა პარტიებმა) არ იაქტიურა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაი უგულავა, იკაკო მერად

მაისამდე? ვითომ მოასწრებენ....რევიცი რევიცი..ერტი ორი ნგრევა ტუ მოხდა.....კონტროლის პალატა....პაჟივიომ უვიდიმ

 

 

უი ბარემ ტემაა რაღAც ეგეთზე და ებრაელებზე გამახსენდა...და -ის რომ იყო... შრეკი ებრალიძე დაყვინა მაგ პოექტმა?:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არ დათმობენ ნაცები იოლად...მარა არასდროს დათმობენ თუ საზოგადოებამ (არა პარტიებმა) არ იაქტიურა!

გააჩნია ეს გამოძიებული მასალები როგორ გაპიარდება,

ისე დათმობენ, მზე მაღლა იქნება,

ძუნყულით გაყვებიან კეზერაშვილს

 

T_A_T

შრეკი ებრალიძე დაყვინა მაგ პოექტმა?

გუშინწინ ახალი გრუზინული გაერთიანება დააფუძნეს, ვიღაც კრასნოდარის ქართული სათვისტომოს უფროსია, მეგრული გვარი აქვს, ვერ ვიხსენებ,

შრეკიმ დაყვინა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა დროს შრეკია)))

ვიაზვობ რა ძილის წინ:)))

 

გუშინწინ ახალი გრუზინული გაერთიანება დააფუძნეს, ვიღაც კრასნოდარის ქართული სათვისტომოს უფროსია, მეგრული გვარი აქვს, ვერ ვიხსენებ,

გულ'უა:) ვნახე- ალბათ იმიტომ გამახსენდა პირველი ფანტომი:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი კარგად იციან რაც აქ ხდება,

უბრალოდ მიშიკოს ჩააჩოჩებენ ნელა და არგუმენტიც გამოჩნდააა,

ბაი უგულავა, იკაკო მერად

მერე იკაკოს დააშლევინებენ დარჩენილ საქართველოს, გამოჩნდება მერე ახალი გრიკაკო, ამ იკაკოს ჩააჩოჩებენ და... გიხაროდენ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი :)) რუკას მაინც დახედეთ, რა ზომის ქვეყნების "პარტნიორობაზეა" ლაპარაკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მერე იკაკოს დააშლევინებენ დარჩენილ საქართველოს, გამოჩნდება მერე ახალი გრიკაკო, ამ იკაკოს ჩააჩოჩებენ და... გიხაროდენ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუკას მაინც დახედეთ, რა ზომის ქვეყნების "პარტნიორობაზეა" ლაპარაკი

იცი რას ვიტყვი? დაშლილები ვართ ისედაც, ამაზე მეტი რაღა უნდა დაშალონ, დამბრუნებელიც აღარავინაა ჯერ ჯერობით და

ისე ნუ მომკლას ღმერთმა ნორმალური ჰაბიტუსის მქონე ადამიანი არ ვიხილო ტელევიზორში :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მაინც რა ვართ ეს ქართველები რა, გვგონია რომ ყველას ჩვენი დაშლა უნდა და ყველა ცდილობს ჩვენ მოგვატყუოს.

 

ვის რაში დავკარგვივართ, კერქი რა? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...