Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ

:mad:

მოკლედ ბებიაჩემს ის რომ ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა გიწერია ვითომ ფიზიკის ენით :mad:

 

ეს არის მოუთმელობის კიდევ ერთი დადასტურება! ყველანი მოითხოვთ მეცნიერებისგან ყველაფრის ახსნას, რაც ასეთ მოკლე პერიოდში და ასეთ დევნის ქვეშ თეორიულად შესაძლებელია!!!

მაგრამ ბევრი რამ აქხსნა მეცნიერებამ არასაც ღმერთს მიაწერდით და დიდიწილად ისევ მიაწერთ!

 

 

ucxo-planeteli

 

მივხვდი რისი თქმაც გინდა. რათქმა უნდა სამყარო ასეთი თუ არა, ისეთი შეიძლება ყოფილიყო და ისეთი თუ არა ასეთი იქნებოდა. მაგრამ საკითხავი ისაა სიცოცხლე იარსებებდა? და მეც სწორედ ამ კუთხით გავამახვილე ყურადღება ჩემს პოსტში. მე იმის თქმა მინდოდა, რომ იმდენად დიდია დამთხვევა ამ კანონების ურთიერთქმედებების, რომ მათი მცირედი განსხვავებაც კი გაგვაქრობდა. მაგალითად როგორც ვთქვი, ძლიერ ურთიერთქმედებაზე რომ „სულ რაღაც 2 % –ით სუსტი რომ იყოს მისი მიზიდულობის ძალა, მხოლოდ წყალბადი იარსებებდათქო სამყაროში. და, პირიქით, ოდნავ ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ მძიმე ელემენტები იარსებებდა — წყალბადი კი არ იქნებოდა.“ წარმოიდგინე სამყარო სადაც აირები და გაზებია მხოლოდ. არანაირი მყარი მატერია. ან პირიქით სადაც არანირი აირები, მხოლოდ მატერია. ასეთ მათემატიკურ სიზუსტემდე დარეგულირებულ სამყაროს, რომელმაც შეუწყო ხელი უშუალოდ ჩვენს არსებობას, ნამდვილად ვერ მივაწერ, ლატარიისეულ დამთხვევას. ეს იმდენად დიდი ზღაპარია რომ ვერც შეედრება იმ იდეას რომ გჯეროდეს რომ უხილავმა გონმა და ინტელექტმა შექმნა ეს ყველაფერი. სამყარო ღმერთმა რომ შექმნა ეს უფრო მარტივი დასაჯერებელია ვიდრე რომ ბრმა და ყრუ პროცესების შედეგად გაჩნდა.

 

ასევ ნუ დაგავაიწყდებათ რელიგიების ისტორია!!!

 

 

აუცილებელია რწმენა და რელიგია ერთმანეთისგან განასხვაო. რელიგიის ისტორიით არ უნდა საზღვრავდე ღმერთის არსებობას, იმიტომ რომ რელიგიები ეს ყველა მოაზროვნემ იცის, რომ ყალბი ინსტიტუტებია. ისინი მოსაჩვენებლად სწავლობენ ვითომ ღმერთს, თვალებში ნაცრის შესაყრელად, და ხალხს ატყუებენ და ამ დროს ბევრ ცუდ საქმეებში მიუძღვით წვლილი და ბინძურ პოლიტიკაშიც ერევიან. როგორც ჩანს სწორედ ამიტომ ეკარგებათ ადამიანებს რწმენა რომ ღმერთი არსებობს. ხაზგასმით არის აღსანიშნავი რომ ბიბლია და რელიგიები ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

 

რაც შეეხება ინელიგენტ დიზაინერს, ე.ი. რა გამოდის კატა თაგვობანას გვეთამაშება ეგ შენი ინტელექტი???

თან ყველაფერი დაგეგმა და მორჩა? არსებობს კიდევ ის გონი?? თუ კი სად და რატომ??

 

 

რა თამამი და კარგი კითხვები გაწუხებს. პასუხები არსებობს. თან დამაკმაყოფილებელი. შენ დაგებადა კითხვა: „რაც შეეხება ინელიგენტ დიზაინერს, ე.ი. რა გამოდის კატა თაგვობანას გვეთამაშება ეგ შენი ინტელექტი???“. ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბე რას გულისხმობ და შევეცდები პასუხი გაგცე ოღონდ არა პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე არამედ ბიბლიიდან. და მერე თავად განსაზღვრე არის თუ არა დამაკმაყოფილებელი. ველოდები შენს კითხვას და როგორც კი მოვიცლი გაგცემ პასუხს.

Edited by Wisdom
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Wisdom

 

ყველაფერი ყველაფერი, მარა, შენი აზრით რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები? იმიტომ ხომ არა რომ, არ აქვთ პირდაპირი სრულყოფილი მტკიცებულებები ღვთის არსებობის? თუ რელიგიების შემხედვარე აღარ სურთ ღმერთზე ფიქრიც კი? შენ რაც დაწერე საინტერესია ნამდვილად, მაგრამ ეგ მაინც არაპირდაპირი მტკიცებულებებია ღვთის არსებობის. თუმცა, საკმაოდ სერიოზული მეცნიერული ფაქტებია წარმოდგენილი პოსტში. მოკლედ, თუ არ დაიზარებ, დააფიქსირე შენი პოზიცია რას ფიქრობ თემის სათაურში დაწერილ შეკითხვებზეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად როგორც ვთქვი, ძლიერ ურთიერთქმედებაზე რომ „სულ რაღაც 2 % –ით

კი მაგრამ რატომ არის 2% "სულ რაღაც" ? 1 მეგაბაიტის სიგრძის exe ფაილში 20 კილობაიტი რომ შეცვალო, ... ზნაეტ იქიდან რა გამოვა, შეიძლება მძიმე შედეგები მიიღო :) ანუ, ღმერთის ხელი იქნება გარეული მაგაში?

მოდი მე 1 მილიარდის სულ რაღაც 2 პროცენტი მაჩუქე, არ გინდა? :bushti:

 

_________

ჩასწორებულია მოდერატორის მიერ, უცენზურო სიტყვის გამოყენების გამო.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ რატომ არის 2% "სულ რაღაც" ? 1 მეგაბაიტის სიგრძის exe ფაილში 20 კილობაიტი რომ შეცვალო, ... ზნაეტ იქიდან რა გამოვა, შეიძლება მძიმე შედეგები მიიღო :mad: ანუ, ღმერთის ხელი იქნება გარეული მაგაში?

მოდი მე 1 მილიარდის სულ რაღაც 2 პროცენტი მაჩუქე, არ გინდა? :mad:

 

_________

ჩასწორებულია მოდერატორის მიერ, უცენზურო სიტყვის გამოყენების გამო.

 

 

კარგი ბატონო თუ გინდა არ იყოს "სულ რაღაც". 2 %-იც საკმარისია.

 

ისე წინა გვერდზე სხვა მეცნიერის სიტყვებიც მოვიყვანე, შენის ნებართვით გადმოვაკოპირებ:

 

"სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაპსირება დაემარტებოდა. ამასთანავე არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე".

 

 

და დავსვი შემდეგი კითხვა: "საიდან ასეთი უმაღლესი მათემათიკური სიზუსტე? ბრმა აფეთქებამ იზრუნა იმისთვის რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით დაერეგულირებინა სამყაროს გაფარტოების სიჩქარე რომ ადამიანებს ეარსება და საერთოდ სიცოცხლე ყოფილიყო დედამიცაზე?"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ბატონო თუ გინდა არ იყოს "სულ რაღაც". 2 %-იც საკმარისია.

 

ისე წინა გვერდზე სხვა მეცნიერის სიტყვებიც მოვიყვანე, შენის ნებართვით გადმოვაკოპირებ:

 

"სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაპსირება დაემარტებოდა. ამასთანავე არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე".

 

 

და დავსვი შემდეგი კითხვა: "საიდან ასეთი უმაღლესი მათემათიკური სიზუსტე? ბრმა აფეთქებამ იზრუნა იმისთვის რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით დაერეგულირებინა სამყაროს გაფარტოების სიჩქარე რომ ადამიანებს ეარსება და საერთოდ სიცოცხლე ყოფილიყო დედამიცაზე?"

 

Wisdom

 

ცხადია "ბრმა აფეთქება ვერ იზრუნებდა". :mad: აქედან და სხვა მეცნიერული ფაქტებიდან გამომდინარე, იკვეთება შემდეგი რამ, რომ ათეისტები, რომლებიც ამ ყველაფერს შემთხვევითობას ან ბრმა აფეთქებას მიაწერენ, ამით თავიანთ დასკვნებს არაფერს არ აფუძნებენ, არც რაციონალურად უდგენიან საკითხს და არც მეცნიერულად. უბრალოდ ირჩევენ იმ ვარიანტს, რაც თავიანთ საკუთარ მოსაზრებებისთვის მისაღები, მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენად რაციონალური და ლოგიკურია მათი ასეთი დასკვნები.

 

ამრიგად, მათ აირჩიეს ერწმუნათ, ღვთის არ არსებობა, სამყაროს და სიცოცხლის ბრმა აფეთქების ან შემთხვევითობით გაჩენა; ამას ყველაფერს ემატება რელიგიების მიერ განხორციელებული სასირცხვილო ქმედებები რომელიც საუკუნეები გრძელდებოდა და კვლავაც გრძელდება. ამ ყველაფრის გამო, თავი იქციეს ათეისტებად. ამრიგად, ჩემი აზრით, ადამიანი იმიტომ ხდება ათეისტი, რომ მას პირველ რიგში ასე სურს, მეორე კი, მათ ასეთ არჩევანს ემატება რელიგიების მიერ ღვთის სახელით ჩადენილი უამრავი ავი საქმე. ესაა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Wisdom

სხვა მეცნიერის სიტყვებიც მოვიყვანე

ამ სხვა მეცნიერებს სახელი და გვარები არ აქვთ? დაწერეთ ხოლმე, საინტერესოა რა ავტორიტეტით სარგებლობს ეს ხალხი სამეცნიერო წრეებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული მეცნიერების წინსვლა საშუალებას იძლევა სულ უფრო და უფრო დამაკმაყოფილებლად აიხსნას სამყარო ღმერთის (ცნების) მოუშველებლად. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ცნობილი გასაუბრება ნაპოლეონსა და პიერ სიმონ ლაპლასს შორის:

ნაპოლეონი : ბატონო ლაპლას, თქვენს სისტემაში ვერსად წავაწყდი ღმერთის ხსენებას.

ლაპლასი : ეგ ჰიპოთეზა არ დამჭირვებია.

 

მეცნიერთა გარკვეული ნაწილი არ ეთანხმებოდა ლაპლასს და აღნიშნავდა, რომ გულდასაწყვეტია ლაპლასის მომჭირნეობა იმ ჰიპოთეზის მიმართ, რომლის „ღირსებაც არის ის, რომ იგი ყველაფერს ხსნის“, ამაზე ლაპლასს ფრანგი იმპერატორისათვის მიუგია:

ეგ ჰიპოთეზა, ბატონო ჩემო, ხსნის, უეჭველად, ყველაფერს, მაგრამ არაფრის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ჩემი კი, როგორც მეცნიერის მოვალეობაა, ისეთი ნაშრომების მოწოდება, რომელთაც შეუძლიათ წინასწარმეტყველება.

 

მაშინ როდესაც ცოდნა სამყაროს შესახებ (უფრო ზოგადად კი მეცნიერება) თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იყო, ოკამის სამართებელი (ანუ მომჭირნეობის პრინციპი) მორწმუნეთა მხარეს იხრებოდა, რამეთუ ღვთისმეტყველები კაცობრიობის რთულ კითხვებს მარტივ, ადვილად გასაგებ პასუხებს სცემდნენ, ეს ამართლებს ღმერთის ჰიპოთეზის მოხმობას რაციონალურ მსჯელობებში.

 

არისტოტელეს მოსაზრება წესად იყო ქცეული: მცირედ განჭვრეტადი მთვარისქვეშა სამყარო, რომელსაც განაგებს ცალმიმართული მოძრაობანი (წონის მქონე სხეულთა ვარდნა, წყლის ორთქლის აღმასვლა) უპირისპირდებოდა, მთავრის სფეროს მიღმა მდებარე, ციურ სამყაროს რომელიც სრულიად გასაგები იყო და რომელიც საუკუნო ციკლებისაგან შედგებოდა; მთელი სირთულე „სხვა, ღვთიურ სამყაროში“ იყო გადატანილი.

 

მაგრამ მეცნიერების განვითარების კვალად წარმოჩნდა ისეთი მოვლენები და ცნებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს ახსნა ღვთიური ჩარევის გარეშე.

 

მეცნიერული ათეიზმი განისაზღვრება როგორც მიდგომა, რომლის მიხედვითაც რწმენის როლი სამყაროს ახსნაში ძალადაკარგულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ მეცნიერების განვითარების კვალად წარმოჩნდა ისეთი მოვლენები და ცნებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს ახსნა ღვთიური ჩარევის გარეშე.

მეცნიერული ათეიზმი განისაზღვრება როგორც მიდგომა, რომლის მიხედვითაც რწმენის როლი სამყაროს ახსნაში ძალადაკარგულია.

Nukriko

 

სამყაროს ახსნა ჯერ ვერცერთ მეცნიერულ დარგმა ვერ შეძლო. :mad: სამყაროს 95%-ზე მეტზე მეცნიერებას წარმოადგენა არ აქვს. :D მეცნიერება ვერც სამყაროს წარმოშობის და ვერც სიცოცხლის წარმოშობის ნამდვილ გზას და წყაროს ადგენს და ვერც მყარ თეორიებს გვთავაზობს სიცოცხლის წარმოშობაზე. მხოლოდ ვარაოდები და მეტი არაფერი. ფერადფერადი თეორიებია მათი კვლევები, დაკვირვებები და შედეგები სამყაროს წარმოშობასა და სიცოცხლის წარმოშობაზე. შესაბამისად, ათეისტად გახდომის მეცნიერული ან რელიგიური მიზეზები ჯერ არ არსებობს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სამყაროს 95%-ზე მეტზე მეცნიერებას წარმოადგენა არ აქვს

სწორედაც ეს მაძლევს იმის საფუძველს რომ რელიგიასაც არ აქვს ამაზე პასუხი, რადგან მეცნიერებს არ აქვთ ამაზე პასუხი.

რადგან ვისაც უნდა ჰქონდეს პასუხი, მათ ჯერ არ აქვთ, ხოლო სხვას კი შეუძლებელია ჰქონდეს ამაზე პასუხი ანუ რელიგიას :mad:

მეცნიერება ვერც სამყაროს წარმოშობის და ვერც სიცოცხლის წარმოშობის ნამდვილ გზას და წყაროს ადგენს და ვერც მყარ თეორიებს გვთავაზობს სიცოცხლის წარმოშობაზე.

თუმცაღა გაცილებით მეტ ცოდნას გვაძლევს სამყაროზე ვიდრე რელიგია :D

შესაბამისად, ათეისტად გახდომის მეცნიერული ან რელიგიური მიზეზები ჯერ არ არსებობს.

სწორედაც რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. თქვენ აბსოლიტურად პასუხს ვერ ცემთ ვერც ერთ კიტხვას, თუ არ ჩXავთვლით ირაციონალურად კი, მაგრამ რაციონალურ კითხვებს, ბიბლიიდან ვერ ამოიკითხავ და 6 დღეში სამყაროს შექმნაზე საუბარი არის უკლაცრავად და სასაცილო პასუხი იმ კითხვებზე თუ როგორ გაჩნდა სამყარო.

 

მცირე პასუხიები რა თქმა უნდა არ არის საკამრისი იმისთვის რომ ყველაფერი გაიგო, მარა ეს უფრო მეტია ვიდრე მითებიტ ახსნილი არარეალური და არასწორი პასუხები სამყაროს შექმნაზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

სწორედაც ეს მაძლევს იმის საფუძველს რომ რელიგიასაც არ აქვს ამაზე პასუხი, რადგან მეცნიერებს არ აქვთ ამაზე პასუხი.

რადგან ვისაც უნდა ჰქონდეს პასუხი, მათ ჯერ არ აქვთ, ხოლო სხვას კი შეუძლებელია ჰქონდეს ამაზე პასუხი ანუ რელიგიას :)

Nukriko

დაელოდე მეცნიერებას, როცა 5%-ტი ცოდნიდან 100%-ზე ავლენ, იქნებ მერე მაინც აღიარო ღვთის არსებობა. მანამდე კი, იმ შეკითხვებზე, რაც ასე "გაინტერესებს", ხომ ხედავ რომ პასუხი არ აქვთ, ვისაც მიიჩნევ იმად რომ პასუხი უნდა ჰქონდეთ. :D

ასე რომ ათეისტად გახდომის მეცნიერული საფუძველი, როგორც უკვე დავინახეთ არაერთხელ - ჯერ ჯერობით არ არსებობს.

 

თუმცაღა გაცილებით მეტ ცოდნას გვაძლევს სამყაროზე ვიდრე რელიგია :)

რელიგია და მეცნიერება ერთი ხომ არ გგონია შენ? :D ისე გამოდის, მეთუნესგან ქირურგიული ოპერაციის გაკეთება მოვითხოვოთ. :)

 

უფრო მეტიც, ბიბლია არაა სამეცნიერო ნაშრომი რომელიც დეტალურად გასცემდა ყველა შეკითხვას პასუხს რაც კი ადამიანებს აქვთ სამყაორს წარმოშობის ურთულეს პროცესებზე, სიცოცხლის წარმოშობის ურთულეს პროცესებზე და ა.შ.

ბიბლის ადამიანებს მოუწოდებს გამოიკვლიონ სამყაროში არსებული ყველაფერი, დააკვირდნნე მას, შეისწავლონ და აღმოაჩინონ ის, რაც სამყაროს შემოქმედმა, უმაღლეს ინტელექტმა შექმნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ასე რომ ათეისტად გახდომის მეცნიერული საფუძველი, როგორც უკვე დავინახეთ არაერთხელ - ჯერ ჯერობით არ არსებობს.

არსებობს, მარტივი მიზეზის გამო, არც ერთი ბიბლიური სასწაული არ მტკიცდება..

 

არ მტკიცდება არც ადამის და ევას თეორია, არც წარღვნის თეორია, არც ენების არევის თეორია და საბოლოოდ არ მტკციდება ქრისტეს არსებობა. ქრისტეს ნაირი მესიები უამრავ წარმართულ რელიგიაში იყო, იგივე ჰოროსი რომელიც იშვა ქალწულისგან, რომელსაც ჰყავდა 12 მოციქული, რომელიც 1 მოციქულმა გაყიდა, რომელიც მოკვდა და სამ დღეში იშვა. ქრისტიანობა ამ მხრივ არ არის ობიექტური. ამიტომ მოდი გამოდი ქრისტიანობდან და ნახავ რომ სწორედაც რომ თქვენი ანუ ქრისტინობის ნდობა არ შეიძლება.

 

რაც შეეხება 5% რეალური 5% ჯობია მითოლოგიურ 100% :)

და არ ვაპირებ თავის მოტყუვებას იმისთვის, რომ მივიღო არაეალური პასუხიები. მე პასუხი კი არ მაინტერესებს, არამედ რეალური პასუხი. ხოლო თქვენ მხოლოდ პასუხებს გვთავაზობთ რომელიც რეალობისგან შორსაა.. :)

უფრო მეტიც, ბიბლია არაა სამეცნიერო ნაშრომი რომელიც დეტალურად გასცემდა ყველა შეკითხვას პასუხს რაც კი ადამიანებს აქვთ სამყაორს წარმოშობის ურთულეს პროცესებზე, სიცოცხლის წარმოშობის ურთულეს პროცესებზე და ა.შ.

ბიბლის ადამიანებს მოუწოდებს გამოიკვლიონ სამყაროში არსებული ყველაფერი, დააკვირდნნე მას, შეისწავლონ და აღმოაჩინონ ის, რაც სამყაროს შემოქმედმა, უმაღლეს ინტელექტმა შექმნა.

ბიბლია არის სხვადასხვა წარმართული რელგიების გაებრაელებური ვარიანტი, რომელიც რეალურ პასუხებს არ იძლევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არსებობს, მარტივი მიზეზის გამო, არც ერთი ბიბლიური სასწაული არ მტკიცდება..

არ მტკიცდება არც ადამის და ევას თეორია, არც წარღვნის თეორია, არც ენების არევის თეორია და საბოლოოდ არ მტკციდება ქრისტეს არსებობა. ქრისტეს ნაირი მესიები უამრავ წარმართულ რელიგიაში იყო, იგივე ჰოროსი რომელიც იშვა ქალწულისგან, რომელსაც ჰყავდა 12 მოციქული, რომელიც 1 მოციქულმა გაყიდა, რომელიც მოკვდა და სამ დღეში იშვა. ქრისტიანობა ამ მხრივ არ არის ობიექტური. ამიტომ მოდი გამოდი ქრისტიანობდან და ნახავ რომ სწორედაც რომ თქვენი ანუ ქრისტინობის ნდობა არ შეიძლება.

რაც შეეხება 5% რეალური 5% ჯობია მითოლოგიურ 100% :*

და არ ვაპირებ თავის მოტყუვებას იმისთვის, რომ მივიღო არაეალური პასუხიები. მე პასუხი კი არ მაინტერესებს, არამედ რეალური პასუხი. ხოლო თქვენ მხოლოდ პასუხებს გვთავაზობთ რომელიც რეალობისგან შორსაა.. :*

ბიბლია არის სხვადასხვა წარმართული რელგიების გაებრაელებური ვარიანტი, რომელიც რეალურ პასუხებს არ იძლევა.

Nukriko

 

შენ შეგიძლია ისეთი თვალსაზრისი იქონიო ბიბლიაზე, ქრისტიანობაზე და რელიგიაზე, როგორიც გაგიხარდება, არანაირი პრობლემაა არაა ეგ სხვისთვის. ეგ შენი პირადი პრობლემაა. იცი რატომ? იმიტომ რომ ბიბლია თავად შენ არ გამოგიკვლევია, მხოლოდ საკუთარი თეორიები მიგაჩნია სწორად და ყველა რელიგიას ერთიანად განიხილავ და ართნაირად აღიქვამ. ათასობით წლის წინად მომხდარი მოვლენების გაცოცხლებას მოითხოვ. მოკლედ რომ ვთქვათ, რელიგიაში და ბიბლიაში ძალიან დილეტანტური ცოდნა გაგაჩნია. ამიტომ, მხოლოდ ერთი რამ გრჩება: პირადად გამოიკვლიო ბიბლიაც და რელიგიებიც, რომ ობიექტური და რაციონალური დასკვნები გააკეთო.

იცოდე რომ ადამიანი რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო მეტი მტკიცება არსებობს მისთის, რომ ბიბლიას ენდოს. შენგან განსხვავებით, მეცნიერები, რომლებიც ათეულობით წლების მანძილზე იკვლევდნენ ბიბლიას და შესაბამისად ბიბლიის უტყუარობისა და სანდოობის დამამტკიცებელ ფაქტებს გაეცნენ, შენგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულეები აქვთ. :*

 

მსოფლიოში ცნობილი პალეოგრაფი, ბიბლიის სპეციალისტი, ბრიტანეთის აკადემიის პრეზიდენტი, იურისპრუდენციის პროფესორი, ბრიტანეთის არქეოლოგიური სკოლის პრეზიდენტი იერუსალიმში, რომელმაც ათეული წლები გაატარა ბიბლიის ხელნაწერების, ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიის კვლევაზე და იყო ეძველესი ენების სპეციალისტი, ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი სერ ფრედერიკ კენიონი, წერდა: "უკვე მიღწეული შედეგები ამტკიცებს იმას, რაც რწმენას უნდა შემოეთავაზებინა, კერძოდ კი, რომ შემეცნების გაზრდის შედეგად ბიბლია მხოლოდ იმარჯვებს". ვფიქრობ ისი ეს სიტყვები შენთვის წამახალისებელი უნდა იყოს გაერკვე ბიბლიაში და ისე გააკეთო ხმამაღალი განცხადებები.

 

აქვე მინდა გავიხსენო ცნობილი სწავლულების და ბიბლიოგრაფების, ნაშრომებიდან ერთი საინტერესო მონაკვეთი:

 

«სერ ისააკ ნიუტონი. . . ასევე ცნობილი იყო, როგორც უძველესი ნაწერების კრიტიკოსი და დიდი ყურადღებით იკვლევდა წმინდა წერილებს. რა დაასკვნა მან ამ საკითხთან დაკავშირებით? ის ამბობს: "ახალ აღთქმაში უტყუარობის უფრო მეტ დამადასტურებელ საბუთს ვპოულობ, ვიდრე ქვეყნიური ისტორიის რომელიმე წიგნში". დოქტორი ჯონსონი ამბობს, რომ ჩვენ უფრო მეტი მტკიცება გვაქვს ქრისტეს გოლგოთაზე სიკვდილის შესახებ, როგორც ეს ნათქვამია სახარებებში, ვიდრე მტკიცება კაპიტოლიუმში იულიუს ცეზარის სიკვდილზე. ნამდვილად, ისინი ბევრად უფრო მეტი გვაქვს». ისტორიაში ასე თუ ისე მგონი ერკვევი როგორც მახსოვს შენი ნათქვამიდან და იმედი მაქვს აქ დაწერილ ამონარიდებს ისე არ გაატარებ ვითომც არაფერი და ცოტა ხნით მაინც დაფიქრდები. :*

 

იგივე ნაშრომიდან მოვიყვან სხვა საინტერესო მონაკვეთსაც და ამით დავასრულებ ამ პოსტს:

"ნებისმიერს, ვისაც ეჭვი ეპარება სახარებაში ჩაწერილი ისტორიის უტყუარობაში, ჰკითხეთ, თუ რა საფუძველი აქვს რწმენისთვის, რომ ცეზარი მოკვდა კაპიტოლიუმში ან იმპერატორი კარლოს დიდი პაპი ლეო III მიერ იყო კურთხეული 800 წელს, დასავლეთის იმპერატორად? საიდან იცით, რომ ისეთი ადამიანი, როგორიცაა [ინგლისის მეფე] ჩარლზ I, საერთოდ ცხოვრობდა, რომ მას მოჰკვეთეს თავი და მის ნაცვლად ოლივერ კრომველი გახდა მმართველი? სერ ისააკ ნიუტონს მიეწერება მიზიდულობის კანონის აღმოჩენა. . . ჩვენ გვჯერა ყველა მტკიცება, რაც უბრალოდ წარმოთქმული იყო ამ ადამიანებზე; და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული მონაცემები მათი უტყუარობის შესახებ. . . თუ ასეთი მტკიცებების მოყვანის შემდეგ ადამიანები კიდევ უარყოფენ ამის დაჯერებას, ჩვენ თავს ვანებებთ მათ, როგორც სიჯიუტით გახრწნილებს ან გამოუსწორებელ უმეცრებს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოვთვალო ცნობილი ათეისტები?

 

ბილ გეითსი, მისი წყალობით ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი კომპიუტერები

 

სტივენ ვაიბერგი ცნობილი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის მფლობელმა განაცხადა: "But then, maybe at the very bottom of it... I really don't like God. You know, it's silly to say I don't like God because I don't believe in God, but in the same sense that I don't like Iago, or the Reverend Slope or any of the other villains of literature, the god of traditional Judaism and Christianity and Islam seems to me a terrible character. He's a god who will... who obsessed the degree to which people worship him and anxious to punish with the most awful torments those who don't worship him in the right way. Now I realise that many people don't believe in that any more who call themselves Muslims or Jews or Christians, but that is the traditional God and he's a terrible character. I don't like him."

 

ცნობილი მეცნიერი კარლ ედუარდ საგანი, ასტრონომი, ასტრობიოლოგი, ათეისტი

 

სტივენ პიკერი ამერრიკელი ფსიქოლოგი, მეცნიერების პოპულარიზატორი, ათეისტი: The problem with the religious solution [for mysteries such as consciousness and moral judgments] was stated by Mencken when he wrote, 'Theology is the effort to explain the unknowable in terms of the not worth knowing.' For anyone with a persistent intellectual curiosity, religious explanations are not worth knowing because they pile equally baffling enigmas on top of the original ones. What gave God a mind, free will, knowledge, certainty about right and wrong? How does he infuse them into a universe that seems to run just fine according to physical laws? How does he get ghostly souls to interact with hard matter? And most perplexing of all, if the world unfolds according to a wise and merciful plan, why does it contain so much suffering? As the Yiddish expression says, If God lived on earth, people would break his window."

 

დენის დენეტი ცნობილი ამერიკელი ფილოსოფი, ათეისტი: "The kindly God who lovingly fashioned each and every one of us and sprinkled the sky with shining stars for our delight -- that God is, like Santa Claus, a myth of childhood, not anything a sane, undeluded adult could literally believe in. That God must either be turned into a symbol for something less concrete or abandoned altogether"

 

ნუ რიჩარდ დოკინზი გაგონილი უნდა გქონდეს იმედია :D მაგარი კაცი

 

რიჩარდ ლიკი, ანთროპოლოგი და პოლიტიკოსი, ათეისტი: "I myself do not believe in a god who has or had a human form and to whom I owe an existence. I believe it is man who created God in his image and not the other away around; also I see no reason to believe in life after death."

 

ჯეიმს იუოთსონი, ნობელის პრემიის ლაურეანტი, ფიზიოლოგიის დარგში “The biggest advantage to believing in God is you don't have to understand anything, no physics, no biology. I wanted to understand... I think the morality comes from human nature. I think we were born to care for one another... It gives people pleasure to help each other.”

 

აზრი

კიდე ძალოან ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო და იცი რა, შენ აპელირებ იმით რომ მე არ მაქვს იმდენი განათლება რამდენიც

პროფესორი სერ ფრედერიკ კენიონი

მარა არც შენ არ გაქვს იმდენი განათლება რამდენიც ზემოთ დაწერილ ათეისტებს აქვთ. ასე რომ მოდი მსგავსი საუბარი, არის მხოლოდ იმის მტკიცებულება, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ მტკიცებულება და ეგრევე ავტორიტეტებზე გადადიხართ, ავტორიტეტები ჩვენც გვყავს ბატონო, მაგრამ თქვენ ფაქტები არ გაქვთ, იმისა რასაც ამტკიცებთ, ეს კი ყვლეზე დიდი ნაკლია თქვენი თეორიის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კიდე ძალოან ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო და იცი რა, შენ აპელირებ იმით რომ მე არ მაქვს იმდენი განათლება რამდენიც

მარა არც შენ არ გაქვს იმდენი განათლება რამდენიც ზემოთ დაწერილ ათეისტებს აქვთ. ასე რომ მოდი მსგავსი საუბარი, არის მხოლოდ იმის მტკიცებულება, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ მტკიცებულება და ეგრევე ავტორიტეტებზე გადადიხართ, ავტორიტეტები ჩვენც გვყავს ბატონო, მაგრამ თქვენ ფაქტები არ გაქვთ, იმისა რასაც ამტკიცებთ, ეს კი ყვლეზე დიდი ნაკლია თქვენი თეორიის.

Nukriko

 

განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანებს რა გამოლევს ქვეყანაზე. მთავარი აქ ის კი არაა რამდენი განათლებული ადამიანია თეისტი ანდა ათეისტი. მთავარი აქ ისაა, იმ განათლებულ ადამიანებს, რომლებიც შენ აქ ჩამოთვალე, დაუთმიათ თუ არა დრო იმისთვის რომ გამოეკვლიათ ბიბლია, ისევე თუ არა, იმის ნახევრად მაინც, როგორც იმ ადამიანებმა გააკეთეს, რომელთაგანაც მხოლოდ რამოდენიმე ვახსენე წინა პოსტში. :D პასუხია არა. მათ მხოლოდ შენს მსგავსად ზედაპირულად, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება უყვარდათ.

 

მაგალითად შენც ხარ ათეისტი კაცმა რომ გკითხოს მაგრამ რადმენად გაქვს გამოკვლეული ბიბლია ესაა მთავარი. :* მე რომ გავიხსენე იმ ადამიანთა ნაშრომიდან ზოგიერთი მონაკვეთი ეს იმისთვის კი არ გავაკეთე რომ არიქა ნუკრიკო და მორწმუნე გახდითქო. :D ეს ყველაფერი პირველ რიგში იმიტომ დაგიწერე რომ დაფიქრებულიყავი;

გარდა ამისა, მანამ სანამ საკითხი არ გამოგიკვლევია მათზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, ჯერ გარკვეულიყავი, მაგრამ საქმეც იმაშია რომ შენ გულწრფელად რომ ყოფილიყავი ამ საკითხბეით დაინტერესებული ათეისტების ჩამოთვლას კი არ დაიწყებდი, ჩემ პოსტში დაწერილზე დაფიქრდებოდი, რაციონალურად და ობიექტურად მიუდგებოდი, მაგრამ რაც არ გინდა და არ გაწყობს, სასწაული რომ დაგიდოს კაცმა წინ, მაინც შეთხზავ რამე მითს და იგივეს იტყვი. :D

 

ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ გადმოგიკოპირებ წინა პოსტიდან:

 

"ნებისმიერს, ვისაც ეჭვი ეპარება სახარებაში ჩაწერილი ისტორიის უტყუარობაში, ჰკითხეთ, თუ რა საფუძველი აქვს რწმენისთვის, რომ ცეზარი მოკვდა კაპიტოლიუმში ან იმპერატორი კარლოს დიდი პაპი ლეო III მიერ იყო კურთხეული 800 წელს, დასავლეთის იმპერატორად? საიდან იცით, რომ ისეთი ადამიანი, როგორიცაა [ინგლისის მეფე] ჩარლზ I, საერთოდ ცხოვრობდა, რომ მას მოჰკვეთეს თავი და მის ნაცვლად ოლივერ კრომველი გახდა მმართველი? სერ ისააკ ნიუტონს მიეწერება მიზიდულობის კანონის აღმოჩენა. . . ჩვენ გვჯერა ყველა მტკიცება, რაც უბრალოდ წარმოთქმული იყო ამ ადამიანებზე; და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული მონაცემები მათი უტყუარობის შესახებ. . . თუ ასეთი მტკიცებების მოყვანის შემდეგ ადამიანები კიდევ უარყოფენ ამის დაჯერებას, ჩვენ თავს ვანებებთ მათ, როგორც სიჯიუტით გახრწნილებს ან გამოუსწორებელ უმეცრებს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ლუდვიგ ფეიერბახი დაგვავიწყდა, რომელსაც სწორედაც რომ ძალია კარგად აქვს შესწავლილი ბიბლია

 

თუ გაცნობილი ხარ, გეცოდიენბა, თუ არა გაეცანი. ეხლა რა ვქნა მისი ციტატებით ავავსო თემა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...