Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

ანუ სამყარო იმდენად კანონზომიერად არის აწყობილი, რომ უბრალო შემთხვევითი აფეთქებით ასეთი სიზუსტით არ დაეწყობოდა.. ანუ ვიღაც ძლიერის ხელი ურევია...

ძლიერი არგუმენტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Wisdom

 

უკვე მოხდენილ ფაქტზე საუბარი ალბათობის მიხედვით უაზროა, რადგან მოხდა. მეტიც ლატარია იყო და უამრავი ნომერი იყო, მოხდა ისე რომ ერთ დღეს ერთი ადამიანის ნომერი ორჯერ ამოიღეს. ამის შანსიც ხო ძალიან მცირე იყო, მარა მოხდა.

 

Nukriko

 

ლატარიასთან შედარება მსუბუქად თუ ვიტყვით გაუბრალოებაა იმ სირთულეების რაც სამყაროს შეიძლება დასჭირვებოდა რომ ის გაჩენილიყო. ლატარეაში ვიღაცა ყოველთვის იგებს იმიტომ რომ, პრიზი ყოველთვის ვიღაცას უნდა ერგოს რადგან ციფრები განსაზღვრულია და მას ვიღაცას ძალით შეახვედრებენ, რამდენი ადამიანიც არ უნდა მონაწილეობდეს მასში. ნებისმიერ სხვა სახის აზარტულ თამაშსაც რომ შეადარო სადაც ბრმა მოგებები ხდება მაინც ვერ გააბათილებს წარმოშობის სირთულეებს. სამყარო იმდენად რთულია თავისი აგებულებით რომ შეუძლებელია ის თავისით გაჩენილიყო თუ უბრალოთ ძალიან არ გინდა იმის დაჯერება რომ ის აბოსლიუტურად შემთხვევით გაჩნდა.

 

ფიზიკიდან რამდენიმე მაგალითს მოგიყვან, რასაც ბევრი ფიზიკოსი რომელიც ღმერთის არსებობას აღიარებს ეთანხმება ამ ფაკტებს. ქვემოთ მოვიყვან მათ წიტატებსაც.

 

1. იმედი მაქვს გეცოდინება რომ სამყარო ფართოვდება. თუ როგორ დაადგინეს ამისი ახსნაც არსებობს. ჰოდა სამყაროს გაფართოვება ჩვენი სამყაროს სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. ზოგან გაფართოება მიმდინარეობს სინათლის სიჩქარეზე უფრო ნელა, ზოგან კიდე გალაკტიკების ხროვა სინათლის სიჩქარით გვშორდება. (და არსებობს მოსაზრება რომ ზოგან სინათლის სიჩქარეზე სწრაფადაც გვცილდება, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის). ჰოდა მეცნიერები ამბობენ რომ გაფართოების სიჩქარე სამყაროში საკმაოდ დარეგულირებულია. მაგალითად ერთი მეცნიერი, რომლის გვარია ლოველი ამბობს: "სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაპსირება დაემარტებოდა. ამასთანავე არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე". ეს არის მისი სიტყვები. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: საიდან ასეთი უმაღლესი მათემათიკური სიზუსტე? ბრმა აფეთქებამ იზრუნა იმისთვის რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით დაერეგულირებინა სამყაროს გაფარტოების სიჩქარე რომ ადამიანებს ეარსება და საერთოდ სიცოცხლე ყოფილიყო დედამიცაზე?

 

2. ზუსტი დარეგულირების მეორე ფაქტი:

 

სამყაროში არის ოთხი ურთიერთქმედება შეიძლება გახსოვს ფიზიკიდან.

 

ესენია:

 

1. გრავიტაცია - ატომურ დონეზე სუსტი გავლენა აქვს, მაგრამ მოქმედებს პლანეტებზე, ვარსკვლავებზე და გალაკტიკებზე.

2. ელექტრომაგნეტიზმი - პროტონებსა და ელექტრონებს შორის არსებული მიზიდულობის უმთავრესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება მოლეკულები.

3. ძლიერი ურთიერთქმედება - ძალა, როემლიც აკავშირებს პროტონებსა და ნეიტრონებს ატომგულში.

4. სუსტი ურთიერთქმედება - ძალა, რომელიც მართავს რადიოაქტიური ელემენტების დაშლასა და მზეში მიმდინარე სასარგებლო მუშაობის მქონე თერმობირთვულ რეაქციას.

 

შენ წარმოიდგინე თურმე ამ გრავიტაციულ ძალებს უჭირავს მთელი მატერია.

 

(გრავიტაციაზე უკვე ვისაუბრე ზემოთ სამყაროს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ მოვიყვანე მაგალითი)

 

ახლა მეორე მაგალითი:

ელექტრომაგნეტიზმის ძალა რომ ოდნავ სუსტი ყოფილიყო, ელექტრონები ვერ გაჩერდებოდნენ ატომბირთვის გარშემო. რა მოხდებოდა??? დაგვიშავდებოდა რამე??? ამაზე ასეთი პასუხია: ატომები ვერ გაერთიანდებოდნენ მოლეკულებად. - ამის საპირისპიროდ, ეს ურთიერთქმედება ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიკო, ელეკტრონები ატომბირთვს მიეკვრებოდნენ. ატომებს შორის არ მოხდებოდა ქიმიური რეაქციები. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ისეთი აირები როგორიცაა H(წყალბადი) და O(ჯანგბადი) ერთმანეთს ვერ იპოვიდნენ და არ გვექნებოდა წყალი სამყაროში - ესე იგი სიცოცხლე არ იქნებოდა. ასე რომ ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ელეკტრომაგნიტური ურთიერთქმედების ზუსტ დარეგულირებაზე.

 

3. რაც შეეხება ძლიერ ურთიერთქმედებას რომელიც პროტონებსა და ნეიტრონებს აკავშირებს ატომგულში. ამ კავშირის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტების ფორმირება — როგორც მსუბუქი ელემენტების (მაგალითად, ჰელიუმისა და ჟანგბადის), ისე მძიმეების (მაგალითად, ოქროსა და ტყვიის). ეს მაკავშირებელი ურთიერთქმედება სულ რაღაც ორი პროცენტით სუსტი რომ იყოს, მხოლოდ წყალბადი იარსებებდა. და, პირიქით, ოდნავ ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ მძიმე ელემენტები იარსებებდა — წყალბადი კი არ იქნებოდა. დაშავდებოდა ამით რამე? პასუხი არის – დიახ, უწყალბადო სამყაროში ჩვენს მზეს არ ექნებოდა სასიცოცხლო ენერგიის გამოსასხივებელი საწვავი. და, რა თქმა უნდა, არც წყალი და საკვები იარსებებდა, ვინაიდან წყალბადი მათ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

 

4. მეოთხე ურთიერთქმედებას ეწოდება სუსტი ურთიერთქმედება — ის რადიოაქტიურ დაშლას აკონტროლებს. ის ჩვენს მზეში მიმდინარე თერმობირთვულ პროცესებზეც ახდენს გავლენას. „ეს ურთიერთქმედება ზუსტადაა დარეგულირებული?“ – შეიძლება დაგებადოს კითხვა. მათემატიკოსი და ფიზიკოსი ფრიმენ დაისონი ამბობს: „სუსტი [ურთიერთქმედება] რამდენიმე მილიონჯერ სუსტია ბირთვულ ძალაზე. ის ზუსტად იმდენად სუსტია, რომ წყალბადი მზეში იწვის ნელი და მუდმივი ტემპით. ეს სუსტი [ურთიერთქმედება] ოდნავ ძლიერი ან ოდნავ სუსტი რომ ყოფილიყო, სიცოცხლის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მზისმაგვარ ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, საფრთხე დაემუქრებოდა“. წვის ეს ზუსტი ტემპი, ნაცვლად იმისა, რომ ფერფლად აქციოს, სითბოს უნარჩუნებს დედამიწას, ჩვენ კი — სიცოცხლეს.

გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სუსტი ურთიერთქმედება გარკვეულ როლს ასრულებს ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებში, რაც, მათი აზრით, ელემენტთა უმრავლესობის წარმოქმნისა და გავრცელების მექანიზმს წარმოადგენს. „ეს ურთიერთქმედებები ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო იმისგან, რაც სინამდვილეშია, ვარსკვლავები ვეღარ წარმოქმნიდნენ ელემენტებს, რომლებისგანაც მე და თქვენ ვართ აგებული“, — ამბობს ფიზიკოსი ჯონ პოლკინგჰორნი.

 

ასე რომ ჩემი აზრით შენი ლატარიის მაგალითი ამ სამყაროდან ღმერთის გაძევების დიდ ჟინს და სურვილს უფრო ატარებს. გამონაკლისი არ ხარ, ამით უმრავლესობა მეცნიერი არის შეპყრობილი, შეიძლება სხვადასხვა ქვეცნობიერი მიზეზების გამო. მაგალითად რელიგიური ფარისევლებისადმი სიძულვილის გამო, ქრისტეს სახელით ჩადენილი დიდი სისასტიკეების გამო, რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებული ომების გამო ან კიდევ თუნდაც ღმერთისგან პასუხისმგებლობის მოშორების გამო. და უმრავლესობა მათგანი ამიტომაც ებღაუჭება დაუმტკიცებელ დარვინისა და დიდი აფეთქების თეორიას. არ დაგავიწყდეს ისინი მხოლოდ ერთერთი დაუმტკიცებელი თეორიებია.

Edited by Wisdom
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სტატია რომ დაგიდევი გაეცანი იმას?

ორე ენაზე დავდევი გერმანულად და ინგლისურად,

სადაც საკმაოდ კარგად იყო აღწერილი სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობა, რომელიც რნმ-ს საშუალებით უნდა მომხდარი, თუ რატომ და როგორ იქ არის აღწერილი.

რნმ შედგება სამი ნაწილისგან, რომელტა ორი ნაწილის შექნა ძალიან კარგადა აღწერილი და დამტკიცებული!!!

 

ლატარია არა ტაშტი კიდევ!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ

ასე რომ ჩემი აზრით შენი ლატარიის მაგალითი ამ სამყაროდან ღმერთის გაძევების დიდ ჟინს და სურვილს უფრო ატარებს. გამონაკლისი არ ხარ, ამით უმრავლესობა მეცნიერი არის შეპყრობილი, შეიძლება სხვადასხვა ქვეცნობიერი მიზეზების გამო. მაგალითად რელიგიური ფარისევლებისადმი სიძულვილის გამო, ქრისტეს სახელით ჩადენილი დიდი სისასტიკეების გამო, რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებული ომების გამო ან კიდევ თუნდაც ღმერთისგან პასუხისმგებლობის მოშორების გამო. და უმრავლესობა მათგანი ამიტომაც ებღაუჭება დაუმტკიცებელ დარვინისა და დიდი აფეთქების თეორიას. არ დაგავიწყდეს ისინი მხოლოდ ერთერთი დაუმტკიცებელი თეორიებია.

:uh:

მოკლედ ბებიაჩემს ის რომ ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა გიწერია ვითომ ფიზიკის ენით :givi:

 

ეს არის მოუთმელობის კიდევ ერთი დადასტურება! ყველანი მოითხოვთ მეცნიერებისგან ყველაფრის ახსნას, რაც ასეთ მოკლე პერიოდში და ასეთ დევნის ქვეშ თეორიულად შესაძლებელია!!!

მაგრამ ბევრი რამ აქხსნა მეცნიერებამ არასაც ღმერთს მიაწერდით და დიდიწილად ისევ მიაწერთ!

ასევ ნუ დაგავაიწყდებათ რელიგიების ისტორია!!!

 

რაც შეეხება ინელიგენტ დიზაინერს, ე.ი. რა გამოდის კატა თაგვობანას გვეთამაშება ეგ შენი ინტელექტი???

თან ყველაფერი დაგეგმა და მორჩა? არსებობს კიდევ ის გონი?? თუ კი სად და რატომ??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სტატია რომ დაგიდევი გაეცანი იმას?

ორე ენაზე დავდევი გერმანულად და ინგლისურად,

სადაც საკმაოდ კარგად იყო აღწერილი სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობა, რომელიც რნმ-ს საშუალებით უნდა მომხდარი, თუ რატომ და როგორ იქ არის აღწერილი.

რნმ შედგება სამი ნაწილისგან, რომელტა ორი ნაწილის შექნა ძალიან კარგადა აღწერილი და დამტკიცებული!!!

ucxo-planeteli (ჭანო)

 

შენ კიდე რა გჭირს. ერთი და იგივე შეკითხვები რამდენჯერ უნდა დასვა. ოთხი გვერდის წინ

პოსტი #284-ხეში გიპასუხე მაგაზე. :uh:

 

ლატარია არა ტაშტი კიდევ!!!

 

დამშვიდდი. :givi: ადამიანმა საკმაოდ საინტერესო მეცნიერული არგუმენტები მოიყვანა და ათეისტებისგან საჭიროებს იგივე სახის, ანუ მეცნიერულ პასუხს რომელიც ზემოთმოყვანილ ფაქტებს უგულებელყოფდა. სხვა შემთხვევაში, ათეისტებს არ გაქვთ გასამართლებელი საბუთი რომ გაათეისტდით. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კიდე რა გჭირს. ერთი და იგივე შეკითხვები რამდენჯერ უნდა დასვა. ოთხი გვერდის წინ

პოსტი #284-ხეში გიპასუხე მაგაზე. yes4.gif

როდის მიპასუხე????

რომ მიპასუხე მას შემდეგ დაგიდე სტატია, სადაც სულ სხვა რამ წერია!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კიდე რა გჭირს. ერთი და იგივე შეკითხვები რამდენჯერ უნდა დასვა. ოთხი გვერდის წინ

პოსტი #284-ხეში გიპასუხე მაგაზე. :uh:

 

როდის მიპასუხე????

რომ მიპასუხე მას შემდეგ დაგიდე სტატია, სადაც სულ სხვა რამ წერია!!!

 

ucxo-planeteli

 

რამოდენიმეჯერ გთხოვე უსაგნო პოსტებისაგან თავი შეგეკავებინა. კიდევ ერთხელ გთხოვ, ყურადღებით იკითხე პოსტები და ნიღარ დაწერ ერთი და იგივე შეკითხვებს და ნუღარ მეტყვი სად მიპასუხე მაგ შეკითხვაზეო, მაშინ როცა პოსტიც კი მიგითითე და მაგ პოსტის შემდეგ არანაირი სტატია არ დაგიდვია. ამ უსაგნო პოსტებისგან რაზეც ახლა გეხმაურები მალე გასუფთავდება თემა და თუ კვლავ გაიმეორებ უსაგნო პოსტებს, უკომენტაროდ წაიშლება რათა თემა საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სად მიმითითე და სად არ დამიდვია სტატია?????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონობის რა მოგახსენო მაგრამ, ის სტატია ორჯერ წავიკითხე. მასში არაფერია ისეთი ნათქვამი რაც ათეისტებს გამოადგებათ. TAT.gif ამიტომ არც კი გამოვეხმაურე მაგსტატიას. თუ ფიქრობ მასში ისეთი რამაა დაწერილი რაც შენი მხრიდან აღსანიშნავია, დაწერე, სიამოვნებით წავიკითხავდი. yes4.gif

აი ეს იყო შენი პასუხი?

და რა არ იყო გამოსადეგი???

 

დამშვიდდი.

მე კი დავმშვიდები მაგრამ ამდენ უწიგნურებს რომ უყვებით ზღაპრებს, იმათ ვინ უშველის.

რაც ვიზდომ დაწერა, იმის გარდა არფერი წერია რომ სამყარე ესე რომ არ იყო აგებული არ იქნებოდა ესე აგებული, ანუ გლეხურ ენაზე ბებიას ის რომ ქონოდა ბაბუა იქნებოდას მეტი არაფერი უწერი :uh:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სტატია რომ დაგიდევი გაეცანი იმას?

როდის მიპასუხე????

რომ მიპასუხე მას შემდეგ დაგიდე სტატია, სადაც სულ სხვა რამ წერია!!!

აზრი

სად მიმითითე და სად არ დამიდვია სტატია?????

აი ეს იყო შენი პასუხი?

და რა არ იყო გამოსადეგი???

ucxo-planeteli

 

თავისდროზე წაგეკითხა 284 პოსტი არ ჯობდაა, მანამ გაავსებდი უსაგნო პოსტებით პასუხი სად მომწერეო? :uh: მე გეუბნები რომ ეგ შესაძლებლობის თეორია, რომელზეც შენს მიერ დადებულ სტატიაშია საუბარი, არაფერს ამბობს რაც მეცნიერულად დამტკიცებული და სანდო იქნებოდა, რომელსაც, (როგორც 284-ხე პოსტში დაგიწერე) შენ ან სხვა გამოიყენებდი(თ). თუ ფიქრობ რომ პირიქითაა, როგორც Wisdom-მა მოიყვანა მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები, ისე მოპასუხე მხარემ უნდა მოიყვანოს მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები. ბაბუა და ბებიას ის რომ ჰქონოდა და მსგავსი ფრაზები სამწუხაროდ ვერ აბათილებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც Wisdom-მა მოიყვანა.

 

 

ამდენ უწიგნურებს რომ უყვებით ზღაპრებს, იმათ ვინ უშველის.

რაც ვიზდომ დაწერა, იმის გარდა არფერი წერია რომ სამყარე ესე რომ არ იყო აგებული არ იქნებოდა ესე აგებული, ანუ გლეხურ ენაზე ბებიას ის რომ ქონოდა ბაბუა იქნებოდას მეტი არაფერი უწერი :uh:

 

ხომ დაგიწერე უკვე:

 

ადამიანმა საკმაოდ საინტერესო მეცნიერული არგუმენტები მოიყვანა და ათეისტებისგან საჭიროებს იგივე სახის, ანუ მეცნიერულ პასუხს რომელიც ზემოთმოყვანილ ფაქტებს უგულებელყოფდა. სხვა შემთხვევაში, ათეისტებს არ გაქვთ გასამართლებელი საბუთი რომ გაათეისტდით. :uh: ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენ მაინც შენსას აწვები :uh:

სწორედაც რომ მეცნიერულად დაუსაბუთებლად საუბრებოს ეგ იუზერი მეთქი!!

თუ რატომ ისიც დავწერე შენგან განსხვავებით!!!!

ასე რომ აქთ ნუ მეკაჩავები უსაგნოდ!!1

 

მოკლედ რაც გინდა ის ქენი, ეს განყოფილება მაინც შენია, სერიოზულად მიქარა ადმინისტრაციამ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენ მაინც შენსას აწვები :uh:

ucxo-planeteli

 

რატომ არ მშვიდდები? 284 პოსტი არც კი წაიკითხე ისე იმეორებდი ერთი და იგივეს ოთხ პოსტში. ანუ თემა გაივსო უსაგნო პოსტებით, რადგან რამოდენიმეჯერ უნდა მიმეთითებინა რომ როგორმე წაგეკითხა 284-ზე პოსტი. როგორც იქნა ბოლოს როცა წაიკითხე ჩემი პოსტი მიხვდი რომ ტყუილად მედავებოდი. ასე რომ მე მიგითითე, შენ კი მართლა შენსას აწვებოდი. აქ უსაგნო პოსტები რაც დაიწერა, ყველა წაიშლება ხვალისთვის. თემას მივცეემა სათანადო სახე და აზრის გამოტანის საშუალება კი მკითხველს.

 

სწორედაც რომ მეცნიერულად დაუსაბუთებლად საუბრებოს ეგ იუზერი მეთქი!!

თუ რატომ ისიც დავწერე შენგან განსხვავებით!!!!

მსგავს რამეს რომცა წერ, უნდა შეგეძოს დასაბუთებაც. თურემ დაწერე, არანაირი პრობლემა. ადამიანმა მოიყვანა საკმაოდ კონკრეტული, სერიოზული მეცნიერული არგუმენტები, შენი პასუხი კი მის პოსტზე იყო ასეთი:

 

მოკლედ ბებიაჩემს ის რომ ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა გიწერია ვითომ ფიზიკის ენით D.gif ეს არის მოუთმელობის კიდევ ერთი დადასტურება! ყველანი მოითხოვთ მეცნიერებისგან ყველაფრის ახსნას, რაც ასეთ მოკლე პერიოდში და ასეთ დევნის ქვეშ თეორიულად შესაძლებელია!!! მაგრამ ბევრი რამ აქხსნა მეცნიერებამ არასაც ღმერთს მიაწერდით და დიდიწილად ისევ მიაწერთ! ასევ ნუ დაგავაიწყდებათ რელიგიების ისტორია!!!

 

ანუ შენი პოსტი Wisdom-ისგან განსხვავებით იმას ამბობს ორმ არ გვაქვს სათანადო პასუხი მაგ არგუმენტებზე და გვაცადეთო?

 

ამ ყველაფრის მერე კიდევ წერ: "ასე რომ აქთ ნუ მეკაჩავები უსაგნოდ!!1"

 

რაც შეეხება ამას:

მოკლედ რაც გინდა ის ქენი, ეს განყოფილება მაინც შენია, სერიოზულად მიქარა ადმინისტრაციამ!

ეგ შენი პირადი აზრია და თემასთან არაფერი აქვს საერთო. ამდენი ხანია გთხოვ, უსაგნო პოსტებისგან თავი შეიკავეთქო მაგრამ მაინც არ ჩერდები. ნებისმიერი უსაგნო პოსტი რომელსაც მომავალში ან შენ, ან მე ან სხვა გააკეთებს, წასაშლელი გახდება და გთხოვ, გაითვალისწინე. დროა ფორუმს მიეცესი საინტერესო და შემეცნებითი ფორმა და არა "ბებიაჩემს ის რომ ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა" და ადმინისტრაციამ მიქარა და რამეები წარსულს ჩაბარდეს. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხარ რომ ამდენ უსაგნო პოსტებისა და თემიდან გადახვევის შემდეგ არც ვორნი მოგეცი და არც ფორუმის წესებით გათვალისწინებული ზომები არ გამოვიყენე, ეგ სხვა საკითხია. ამის მერე, ამდენ სიტყვიერ თხოვნა გაფრთხილებას აღარ ექნება ადგილი. როგორც თავად ამბობ ხოლმე, ფორუმის წესები ყველასთვის ერთნაირიაო, მნიშვნელობა არ აქვს ფორუმელის სტატუსსო. ასეც არის და ასეც იქნება სანამ მე ვარ მოდერატორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ მშვიდდები? 284 პოსტი არც კი წაიკითხე ისე იმეორებდი ერთი და იგივეს ოთხ პოსტში. ანუ თემა გაივსო უსაგნო პოსტებით, რადგან რამოდენიმეჯერ უნდა მიმეთითებინა რომ როგორმე წაგეკითხა 284-ზე პოსტი. როგორც იქნა ბოლოს როცა წაიკითხე ჩემი პოსტი მიხვდი რომ ტყუილად მედავებოდი. ასე რომ მე მიგითითე, შენ კი მართლა შენსას აწვებოდი. აქ უსაგნო პოსტები რაც დაიწერა, ყველა წაიშლება ხვალისთვის. თემას მივცეემა სათანადო სახე და აზრის გამოტანის საშუალება კი მკითხველს.

აის სწორედ რომ თძავად წერ უზსაგნო პოსტებს!!!

მე დავწერე გარკვევით რომ შენ საყვარელ უიზერს იმის გარდა რომ სამყარო ასე რომ არ იყოს აგებული სხვანაირად იქნებოდა აგებულიო მეტი არაფერი უწერია და ამას ისაც ასე გამწარებით!!!!

 

ასევე შენი 284 პსოტსი არაფერი გიწრია კონკრეტული და აზრიანი!!! იმის გარდა რომ ათეისტებს არ გამოგადგებათ ეგ სტატიაო და კიდევ აქთ ვორნი არ მოგეცი დაიქტურუ აქეთურიო :))

 

მოკლედ ტუნელის ხედვას ყავხარ შეპყრობილი.

შენგან განსხვავებით ნუკრიკო რადიკალი კი იყო, მაგრამ თავისუფალ აზრს ასე არ ზღუდავდა როგორც შენ ეს ერ დღესი მოახერხე :)

 

აბა ჰე მაგრად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ucxo-planeteli

 

არაფერში არ შემიზღუდიხარ. ცილს ნუ მწამებ. დაგიწერე რომ Wisdom-ის მიერ მოყვანილ მეცნიერულ მტკიცებულებებს მეცნიერული არგუმენტები სჭირდებათქო და არა ის სიტყვები რაც შენ მიწერე: "ბებიაჩემს ის რომ ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა". ეგ ვერ აბათილებსთქო მის არგუმენტებს ამას გეუბნები და შენ კი გეწყინა. ის რომ მე არ დაგეთანხმე შენს სიტყვებში ეგ არ ნიშნავს რომ ვინმემ რამეში შეგზღუდა. მაგრამ რადგან არ დაგეთანხმე, "ტუნელის ხედვას შემყრობილობა" და ცუდი მოდერატორობა დამაბრალე. :)

 

არგუმენტები არ გქონდეს და მიდიოდე, ეგ არავის ბრალია. გინდა დაუწერო საპასუხო პოსტი მოპასუხეს? ვინ დაგიშალა, დაწერე. არცერთი არ ხართ შეზღუდული. მხოლოდ იმის ძახილი ეგ ზღაპარია და მსგავი რამ, არგუმენტირებულად არ ჩავთვალე ჩემი პოზიციიდან, დაშავდა რამე? თუ ვალდებული ვარ აუცილებლად რომლეიმე მხარეს დაგეთანხმოთ? ან შენ ან Wisdom-ს. :)) მარა თუ არ გსურს უსაგნო პოსტების გარეშე წერა ან არ გაქვს მსჯელობაში გამოსაყენებელი არგუმენტები, მასე წასვლით გგონია არგუმენტების ქონაში დაგვარწმუნებ? ძალიან ცდები.

 

 

პ.ს.

უსაგნო (ანუ ოფთოპიკური) პოსტები, რომლებიც თემაში სამომავლოთ კიდევ გაკეთდება, წასაშლელი იქნება, ამიტომ ორივე მხარეს გთხოვთ თემის ირგვლივ გააგრძელოთ მსჯელობა.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ

:)

მოკლედ ბებიაჩემს ის რომ ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა გიწერია ვითომ ფიზიკის ენით :))

 

ეს არის მოუთმელობის კიდევ ერთი დადასტურება! ყველანი მოითხოვთ მეცნიერებისგან ყველაფრის ახსნას, რაც ასეთ მოკლე პერიოდში და ასეთ დევნის ქვეშ თეორიულად შესაძლებელია!!!

მაგრამ ბევრი რამ აქხსნა მეცნიერებამ არასაც ღმერთს მიაწერდით და დიდიწილად ისევ მიაწერთ!

ასევ ნუ დაგავაიწყდებათ რელიგიების ისტორია!!!

 

რაც შეეხება ინელიგენტ დიზაინერს, ე.ი. რა გამოდის კატა თაგვობანას გვეთამაშება ეგ შენი ინტელექტი???

თან ყველაფერი დაგეგმა და მორჩა? არსებობს კიდევ ის გონი?? თუ კი სად და რატომ??

 

მოგვინაებით გაგცემ პასუხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...