Saturn Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ლ ი ც ი ვიღაცამ დამასწრონეტა ვინ ორი დღით დასვენება მისწრებაა შენთვისარ ეყოფა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს. ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს.სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი."მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე. „კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“. მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან. მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები.დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება". ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. „მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე. მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ . თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“ შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“ http://www.netgazeti.ge/GE/2/News/1208/?sms_ss=facebook აუტანლად ყალბები არიან ეს ბოზები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ვაიმეეეეე რა დღეშია ეს ქვეყანა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 რა დღეშია ეს ქვეყანა....პასტორალური სიმშვიდეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 http://maestro.ge/?address=uc&id=5549&page=1 "სასტავია" იტირებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 გერბს დააკვირდით ? რუსთის გერბის ანალოგია თუ ზომებს გამოვრიცახვთ და ზოგიერთ დეტალს კიდო. ორი არწივი და შინგით ჯვარი, ნუ რუსეთის შემთხვევAსი წმინდა გიორგი , მაგრამ თემა ერთი და იგივეა http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Coat_of_Arms_of_the_Russian_Federation.svg/479px-Coat_of_Arms_of_the_Russian_Federation.svg.png ყველაფერში რომ რუსეთის ხელი ურევია რა ქვეყანაში ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 უცნაური ჯერ კიდე რუსულ სივრცეში ვცხოვრობთ, უფრო სწორედ ჩვენი "ელიტა" გვაცხოვრებს, ვერ გამოეტიენ იქიდან და არ გვიშვებენ, გინდათ თუ არა პატრა რუსეთი უნდა შევქმნათო, ზნეობრივიაოო, მორალურიააო და რაღაც კვერცხობებით გვაბოლებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 რუსთის გერბის ანალოგია D.gifდასტურ!!! უცნაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 სამწუხაროდ ნორმალური ფოტო ვერ ვიპოვე მათი გერბისა, მაგრამ ამ ვიდეოში და სურათებშიც ნათლად ჩანს მათი და რუსეთის გერბების მსგავსება . http://maestro.ge/?address=uc&id=5549&page=1http://images.geotorrents.com/images/2954wv87uzprnh0gtcfo.pnghttp://images.geotorrents.com/images/22i0qza7przcgkz0yfsu.png Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 სამწუხაროდ ნორმალური ფოტო ვერ ვიპოვე მათი გერბისა, მაგრამ ამ ვიდეოში და სურათებშიც ნათლად ჩანს მათი და რუსეთის გერბების მსგავსება . http://images.geotorrents.com/images/2954wv87uzprnh0gtcfo.pnghttp://images.geotorrents.com/images/22i0qza7przcgkz0yfsu.pngერიჰაა! ამათ მართლა კაპიტალურად გაურეკიათ აი. მოხუც დედ-მამას რა ვუყო თორე ამ ქვეყანაში მართლა აღარ გაიჩერება. იმედია ამ სირების დოღი დიდ მასშტაბებს არ მიიღებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ლ ი ც ი ციტატა(©უცნაური @ 1st January 1970 - 04:00 AM) რუსთის გერბის ანალოგია D.gif დასტურ!!! უცნაურიმე ფორმით უფრო მესამე რეიხის არწივს მივამსგავსე.ოღონდ ეს ორთავიანია როგორიც რუსეთის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ძუკუ მე ფორმით უფრო მესამე რეიხის არწივს მივამსგავსე.ოღონდ ეს ორთავიანია როგორიც რუსეთის.თუ არ ვცდები ორთავიანი არწივი ჰერალდიკაში მოდის ჯერ კიდევ ბიზანტიიდან (მეორე რომიდან).ბიზანტიის დაცემის შემდეგ მოსკოველმა მთავრებმა, თუ არ ვცდები ივანე მესამემ თავი (მოსკოვი) ბიზანტიის კანონმემკვიდრედ შერაცხა და მოსკოვის მღვდელმთავარს პატრიარქის წოდება მიენიჭა, შესაბამისად მოსკოვის სამთავროს გერბშიც ორთავიანი არწივი გაჩნდა. ისევე როგორც სვასტიკა არ არის გერმანული, მაგრამ ნაცისტების გამო სვასტიკის გამოყენება სიმბოლიკაში ნაცისტებთანაა ასოცირებული, ზუსტად ასევე ორთავიანი არწივი რუსული არ არის, მაგრამ სიმბოლიკაში მისი გამოყენება ცალსახად რუსეთთანაა დაკავშირებული.IMHO. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 სამწუხაროდ ნორმალური ფოტო ვერ ვიპოვე მათი გერბისა, მაგრამ ამ ვიდეოში და სურათებშიც ნათლად ჩანს მათი და რუსეთის გერბების მსგავსება . http://images.geotorrents.com/images/2954wv87uzprnh0gtcfo.pnghttp://images.geotorrents.com/images/22i0qza7przcgkz0yfsu.pngრა ტრაგიკული სახეები აქვთ? კიდე იტყვით, რომ ეს საზოგადოება ჯანმრთელია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 kisa რა ტრაგიკული სახეები აქვთ? კიდე იტყვით, რომ ეს საზოგადოება ჯანმრთელია?მაგ დაავადებას დისტროფია და იმპოტენცია ქვია, ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.