Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება


Recommended Posts

საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება

09:16 - 25.03.2010

დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...27&Itemid=1

 

 

ლიცემერი: უზერებო, მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა, გულწრფელად ვწუხვარ :user:

 

რატომ ღმერთო, რატომ? http://s8.rimg.info/69119ef7b8fac98826e4c7119d4a461c.gif :givi:

 

ლიცემერი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!

მუხლ მოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა;

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა ამით შეურაცხყვო მე მხოლოდ მსურს,

რომ ეს ნაბოზარი რუსოფილები მოაშორო ქალაქს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

დილა მშვიდობისა რამაზ.

ისე თავში ქვა უხლიათ და რაც უნდა ის დაუარსებიათ.გამომიჩნდნენ ქრისტიანობის დამცველები, უმრავლესობას მთელი შეგნებული ცხოვრება კომპარტიის მანდატი ედო ჯიბეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვეშველება რამე ? :user:

 

ერთი მმკამ გააკეთა რამე ქრისტიანული და მეორე ესენი გააკეთებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!

მუხლ მოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა;

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა ამით შეურაცხყვო მე მხოლოდ მსურს,

რომ ეს ნაბოზარი რუსოფილები მოაშორო ქალაქს

არა ერთხელ შემინიშნავს რომ მამაო ჩვენოს ლოცვას გინებებით ასრულებ,

ამით ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფ,

გთხოვ რომ შემდგომში ეს გარემოება გაითვალისწინო, მგონი ახსნას არ უნდა საჭიროებდეს ის გარემოება,

რომ ლოცვა-ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის არის წმინდა რამ, ხოლო გინება და ლოცვა ერთდროულად არის შეურაცხმყოფელი

მორწმუნეთათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დილა მშვიდობისა ლ ი ც ი და ძუკუ! :user:

 

კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს.
მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს
რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს
ამას ქვია მრაკობესიე.

დაიცვან ბატონო რაც მათ უნდათ და საჭიროდ მიაჩნიათ, მაგრამ სხვისი დამცირების ხარჯზე ნუ.

და რაც მთავარია დაანებონ თავი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში რელიგიური დომინანტის დამკვიდრებას. ეს უკვე განავალი გზაა ევროპაში და არაფერი კრგი მას არ მოუტანია.

 

მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები.
მამუკა გიორგაძის გარდა არცერთის მოხვედრა ამ სიაში არ გამკვირვებია.

 

უზერებო, მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა, გულწრფელად ვწუხვარ
დიდი მადლობა ლიცი, მაგრამ მგონი არ ღირს ყურადღების მიქცევა პოლიტიკურ გვამებზე.

ამ წერილს რომ ვკითხულობდი რატომღაც ე.წ. სექტანტთა რისხვა მამა ბასილი გამახსენდა.

ეს ამბავი ყველაზე მეტად მას გაუხარდება.

 

მე მხოლოდ მსურს,

რომ ეს ნაბოზარი რუსოფილები მოაშორო ქალაქს

არა მგონია მაგით პრობლემა გადაწყდეს, დარწმუნებული ვარ მაგათგან ბევრს რუსები დასანახად ეზარება, მაგრამ .......:givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ისე თავში ქვა უხლიათ და რაც უნდა ის დაუარსებიათ.გამომიჩნდნენ ქრისტიანობის დამცველები, უმრავლესობას მთელი შეგნებული ცხოვრება კომპარტიის მანდატი ედო ჯიბეში.

მაშინ კომუნისტობა იყო მოდაში და რაც უფრო დიდი კომუნისტი იყავი, მით უფრო პატრიოტად ითვლებოდი.

 

ახლა კომუნისტობა სირცხვილი გახდა. ხოდა ამ ხალხმა დახია პარტკომის ბილეთები. ნაწილი იმ რელიგიის დამცველად გვევლინება, რომელსაც მისი ყოფილი პარტია მთელი ძალით ავიწროებდა, ნაწილი იმ ქვეყნის ლანძღვა გინება დაიწყო, რომლის ცენტრალურ კომიტეტს ემორჩილებოდა მისი ყოფილი პარტია.

 

მაგრამ ამისდამიუხედავად ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი. შეიძლება ზემოთ ნახსენებ ხალხშიც იყვნენ ისეთები, ვისთვისაც კომუნისტების პერიოდშიც იყო ქრისტიანობა ღირებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამუკა გიორგაძის მონაწილეობა გამიკვირდა მხოლოდ მაგ მოძრაობაში. ვიცნობ პირადად და ვიცი მაგის ხედვა, რა უნდა მაგ რუსეთუმეებთან ერთად Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტიანული მაინც დაერქმიათ :user:

რაც დრო გადის , ვრწმუნდები -სეკულარიზმი საქართველოსათვის სავალდებულოა. ეს გულისხმობს მრავალ მომენტს. ცხადია ფრანგული მოდელი უკვე გადაჭარბებულია ვთქვათ სიტყვაზე, მაგრამ ზოგადად საჭიროა რელიგია შეძლებისდაგვარად გაემიჯნოს პოლიტიკას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მაგრამ ზოგადად საჭიროა რელიგია შეძლებისდაგვარად გაემიჯნოს პოლიტიკას.

და ეს შეძლებისდაგვარად რაღა ოხერია? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს შეძლებისდაგვარად რაღა ოხერია?
ჭანო

სრულად მაინც შეუძლებელია. რეალისტები ვიყოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამუკა გიორგაძის გვარი შეცდომით ხომ არ არის მაგ ჩამონათვალში. ვიცნობ პირადად და ვერ იტანს რუსოფილებს. რა უნდა მაგათთან
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...