Jump to content
Planeta.Ge

"ილუზიებში განმტკიცებული" მიშისტის ვარამი


Recommended Posts

ვარდების რევოლუციას მთელი გულით ვუჭერდი მხარს. ძალიან, ძალიან მინდოდა, საქართველოში იმედგაცრუებისა და აპათიის ხანა დასრულებულიყო და ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო აგვეშენებინა. . ეს იმდენად მინდოდა, რომ თავი დავარწმუნე, ასეც იქნება-მეთქი. ჩემსავით იყო ყველა, ვინც "ვარდებს რევოლუციას" გულშემატკივრობდა.

 

ახალი ხელისუფლება ამ რევოლუციის ნაყოფი იყო, ამიტომ როგორც დედას საკუთარი შვილი, ისე ჩვენი სურვილისა და მონდომების ნაყოფი, "ვარდების ხელისუფლება" კრიტიკისა და ლანძღვისთვის არ გვემეტებოდა. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი, როდესაც ის ადამიანები, ვინც თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ რევოლუციისადმი განწყობილნი,, ახალი ხელისუფლების მცირე შეცდომისგანაც კი, ტრაგედიას ქმნიდნენ. როდესაც ისინი ილანძღებოდნენ, ამას შევარდნაძის ეპოქის მონატრებით ვხსნიდი.

 

შეიძლება ეს ასეც იყო. არ ვიცი, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვიყავი, მათი შავბნელი პროგნოზები არ გამართლდებოდა. ჩემსავით იყო ყველა, ვინც რევოლუციას გულშემატკივრობდა. მათ ახალი ხელისუფლება სალანძღავად და საკრიტიკოდ არ ემეტებოდათ. ყველა შეცდომისთვის რაღაც ახსნას და გამართლებას პოულობდნენ, მაგრამ ეს შეცდომები არ დამთავრდა.

 

შეცდომების რაოდენობაც და მათი მასშტაბებიც იზრდებოდა. რაც მთავარია, იზრდებოდა შეცდომათა შედეგების კატასტროფულობა და

მეოცნებეებმა ნელ-ნელა გამოფხიზლება დავიწყეთ. ზოგისთვის ილუზიები გახმაურებული მკვლელობების შემდეგ დაიმსხვრა, უფრო მეტად მეოცნებეებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და გარდამტეხი 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. კიდევ მეტად მეოცნებეები საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოში გამოფხიზლდნენ. ჩემთვის კი, ოცნებათა დამსხვრევის შემდეგ, ყველაზე მძიმე, იმ ხალხთან შეხვედრა იყო, ვისაც თავიანთი სკეპტიციზმის გამო გადმონაშთს ვეძახდი.

 

ამ ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ ისინი სწორედ "ჩვენი პირმშო" ვარდების ხელისუფლების დახმარებით, ჩემზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩემნაირი დამარცხებული დღეს საქართველოში ბევრია თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვარდების ხელისუფლებას მხარდამჭერი აღარ ჰყავს. ზოგი თავის ილუზიებში ისეთი მყარი აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგაც მტკიცედ იდგა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება საკუთარ თავს უღალატებდა, მათი ნაწილისთვისაც რომ არ გაეცრუებინა იმედები! ახლა მხოლოდ ის არის საკითხავი, რამდენი "ილუზიებში განმტკიცებული" გამოაფხიზლა მოდელირებულმა "ქრონიკამ". ეჭვი მაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე რეალურმა ომმა.

 

http://maestro.ge/?address=news1&id=4950&page=1

 

ლიცემერი: უცნაური, ძალიან უცნაური ხალხი ვართ ქართველები, თუნდაც იმიტომ , რომ ნეხვის გროვა შეგვიძლია შევიყვაროთ და ეს ნეხვის გროვა მხსნელის რომანტიკულ ბურუსში გავხვიოთ. იშვიათი ნიჭია, ი შ ვ ი ა თ ი

 

ამ ადამიანა ჩემი სათქმელიც თქვა-შენი?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ ორ აბზაცს ვეთანზმები, მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი, ოღონდ ჩემთვის გამოფხიზლება ორ-სამ თვეში დაიწყო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა ლ ი ც ი :D

მე

ადამიანები, ვინც თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ რევოლუციისადმი განწყობილნი
ამათ მცირერიცხოვან რიგებს ვეკუთვნოდი, ამიტომ
ამ ადამიანა ჩემი სათქმელიც თქვა-შენი?
ავტორს ჩემი სათქმელი არ უთქვამს, თუმცა ბევრს ვიცნობ ვინც მას სრულად დაეთანხმებოდა.

 

ისე,

უცნაური, ძალიან უცნაური ხალხი ვართ ქართველები, თუნდაც იმიტომ , რომ ნეხვის გროვა შეგვიძლია შევიყვაროთ და ეს ნეხვის გროვა მხსნელის რომანტიკულ ბურუსში გავხვიოთ. იშვიათი ნიჭია, ი შ ვ ი ა თ ი
ამაზე, სამწუხაროდ დასტურ. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვარდების რევოლუციას მთელი გულით ვუჭერდი მხარს

აქ შეეძლო დაემთავრებინა. ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიეთ, მაგრამ მონაწილეობა აქვთ მიღებული ყველაფერ იმაში, რაც მოხდა. მათ არ აქვთ მორალური უფლება ისევ იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში, არ უნდა ახლა ამას გოდება. მაგრამ მათ უნდათ, რომ ახალ მატარებელში გადასხდნენ. ვერ მოგართვით :) მაგ ხალხს ისევ ის მიშისტები ჯობია, რომლებიც ბოლომდე აფურთხებენ და არც აპირებენ გადაფურთხებულის ალოკვას. იმის უფლება მანც მექნება, რომ ვეომო. და ასეთს რას უზამ? ამბობს, უიმე, შევცდი რომ გლანძღავდი, შევცდი რომ მომწონდა, როცა გჩაგრავდნენ, და ეხლა ჭკუა ვისწავლე, გამოვსწორდი. ეგრე არაა თაყაო, შენ რომ მამული გაყავო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მათ არ აქვთ მორალური უფლება ისევ იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში,

DonCaredo

ვერ|არ დაგეთანხმები. უშეცდომო არავინ არ არის...DonCaredo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ვერ|არ დაგეთანხმები. უშეცდომო არავინ არ არის...DonCaredo

ანუ, მე რომ შემეშალოს და მოვკლა ვინმე, არ უნდა დავისაჯო, რადგან უშეცდომო არავინ არაა? და არ თქვა ახლა, მიშას მოყვანით არაფერი ისეთი არ დაშავებულაო. მეტი რაღა უნდა დაშავდეს, ედიკა რო დარჩენილიყო, მგონი მაშინ უფრო შევიდოდით ნატოში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ, მე რომ შემეშალოს და მოვკლა ვინმე, არ უნდა დავისაჯო, რადგან უშეცდომო არავინ არაა? და არ თქვა ახლა, მიშას მოყვანით არაფერი ისეთი არ დაშავებულაო. მეტი რაღა უნდა დაშავდეს, ედიკა რო დარჩენილიყო, მგონი მაშინ უფრო შევიდოდით ნატოში :)

გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა ნაკლებად დასჯადაია

და გარდა ამისა სამართლებრივად შესაძლაო ისეთი გარემოება შEიქმნას რომ ადამიანს უდანაშAულო

ადამიანის მკვლელობა ეპატიოს ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

umTavresia is rom saxelmwifo interesebs ar SeexoT cudad, ibrZoleT politikaSi liderobisaTvis ibrZoleT erTmaneTis, da ara saqarTvelos saxelmwifobriobis winaaRmdeg.

gTxovT nu daadanaSaulebT nebismier politikur Zalas ruseTis agresiis winaaRmdeg brZolis gamo.

Bbolos da blood iswavleT im sazRvaris Secnoba, rac saxelmwifoebriv Ralatasa da politikur konkurencias Soris gadis.

ibZoleT saqarTvelosaTvis damis saxelmwifoebriobis damkvidrebisaTvis da ara sakuTari TavisaTvis da piradi mdgomareobis ganmtkicebiosaTvis.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გარდა ამისა სამართლებრივად შესაძლაო ისეთი გარემოება შEიქმნას რომ ადამიანს უდანაშAულო

ადამიანის მკვლელობა ეპატიოს ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე,

სამართლებრივად თუ ისეა, რომ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა ეპატიოს, თანაც უპირობოდ, მოვდღან ეგეთი სამართლალი, ხოლო თუ საუბარია იმაზე, რომ რაიმე პირობის შესრულების შემთხვევაში ეპატიოს, ეგ სხვა საქმეა. აი, თუ ადამიანს ქონდა იარაღის ტარების უფლება, და უდანაშაულო ადამიანი შემოაკვდა ისეთ ვითარებაში, რომ მას ეს ეპატია ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე, სულ მცირე ის მაინც უნდა მოხდეს, რომ ამ ადამიანს ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

იმის უფლება მანც მექნება, რომ ვეომო

უფლება ხო.

მაგრამ ომს სხვა რამე სჭირდება.

ცუდი სიტყვაა და აღარ დავწერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

აბა რას ამბობ,

ედიკას დრო ასატანი იყო? პოსტკომუნისტური წყობა გახრწნილ მდგომარეობაში ტავის უუნარო მეთაურიანად?

ყველა წინააღმდეგი იყო იმ მდგომარეობის და ხალხმა ტავის განწყობა გამოხატა, რა ვქნათ მერე მხოლოდ მიშიკომ რომ მიიტაცა

მთელი ძალაუფლება და უნამუსოდ გაყიდა ტავის თანამებრძოლნი, ზოგი მოკლა და ზოგიც გადააგდო, მაგის გამო უნდა აგვეტანა ის განუკითხაობა?

არავითარ შემთხვევაში, ბნელ ძალას პერმანენტულად უნდა ებრძოლო, რაგინდ ფერიცვალება არ უნდა განიცადოს. რასაც პირდებოდა ხალხს რომელი

შეასრულა, წინასწარ ვინ იცის საბოლოო შედეგი, მაგის გამო შევეგუოთ და განზე გავდგეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ომს სხვა რამე სჭირდება.

ცუდი სიტყვაა და აღარ დავწერ.

ის სხვა რამე, შენ თუ გგონია, რომ ვავანო მემერაბიშვილს აქვს, ილუზიებში ყოფილხარ :) უირაღოებთან დუბინკიანი ფრიდრიხები მაგრები არიან, მაგრამ მეც რომ მექნება დუბინკა, მერე ვინ ვის ჩაულეწავს ნეკნებს, გამოჩნდება. საიდან მექნება დუბინკა? როცა იქამდე მიიყვან ადამიანს, რომ ოჯახის გადარჩენაზე გაუხდება საფიქრალი, ის დუბინკასაც იშოვის და ტანკსაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

აბა რას ამბობ,

ედიკას დრო ასატანი იყო?

მე ვთქვი რომ ასატანი იყო? მე ის ვთქვი, რომ ამათზე უარესს ისიც კი არა გააკეთებდა. თქვე კაი ხალხო, ედიკას ვერ გაუძელით, თვეებიღა ქონდა დარჩენილი, და ამ დედააფეთქებულს 6 წელი იტანთ? ედიკას დედა მოვდღან, და მიშასი კიდე ცოლ-მასაჟისტი, გაწყობს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...