Jump to content
Planeta.Ge

მორჩა, მთავრობა რუსეთუმეა ოფიციალურად


Recommended Posts

shamili

სანამ რუსეთი არ მოახდენს არა მარტო საქართველოს ტერიტორიის არამედ ჩრდილოკავკასიის დეოკუპაციას და სანამ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები არ მოიპოვებენ დამოუკიდებლობას

 

 

მერე იტყვით რატომ ერევა რუსეთი ჩვენს შიდა საქმეებშიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გაგი

ადრეც ავღნიშნე რომ კავკასიას ჰყავდა უდიდესი შვილი შამილ იმამის სახით და მასთან ბასაევის ხსენება უხერხულიცაა. ბასაევის გზა არასდროს ყოფილა კავკასიის ერთიანობის გზა. კავკასიის ერთიანობის გზა ზვიადის და ჯოჰარის გზაა.

ეს წაიკითხეთ ყურადღებით :

 

ბასაევი და მისი რაზმი იბრძოდა აფხაზეთშიც. ამან ჯოხარ დუდაევი გააცოფა:

– ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება.

 

ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ "გაერთიანებული სახელმწიფოს" დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა:

 

– ბასაევი პროვოკატორია! ასეთი საქციელის გამო ის დახვრეტას იმსახურებს!

 

დუდაევს არ შეეძლო მუქარის ასრულება, რადგან შამილის უკან ორგანიზებული შეიარაღებული ძალა იდგა. თუმცა ის და ბასაევი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მოსკოვშიც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბასაევის გამოყენებას დუდაევის წინააღმდეგ.

რუსეთ–ჩეჩნეთის ომის დაწყებისთანავე ბასაევი მტკიცედ დადგა სამშობლოს დასაცავად. რუსების წინადადება, გაესწორებინა ანგარიში დუდაევთან, მან კატეგორიულად უარყო. მეტიც, რუსების ბაზაზე გაწვრთნილმა შამილმა და მისმა მეომრებმა მთელი მიღებული სამხედრო გამოცდილება რუსების საწინააღმდეგოდ შემოატრიალეს. ბასაევი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბუდიონოვსკის ცნობილ ოპერაციას, მის მიერაა ორგანიზებული ტერაქტები მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ბუდიონოვსკის შემდეგ ბასაევზე, როგორც პარტიზანთა წინამძღოლზე, მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ყველა ხაზს უსვამდა იმას, რომ ამ კაცმა დაივიწყა პირადი მტრობა დუდაევთან და, როდესაც ომი დაიწყო, მის გვერდით დადგა. ბასაევის კარიერის ზენიტია ოპერაცია "ჯიხადი", რის შედეგადაც მოხერხდა გროზნოდან რუსების განდევნა.

 

ჯოჰარი აფხაზეთში მებრძოლ ჩეჩნებს კავკასიის მოღალატეებს უწოდებდა და მხოლოდ ჩეჩნეთის ომის დროს შეურიგდა ბასაევს და რომ არ შერიგებოდა და მტრობას გამოკიდებოდა მაგას არ აპატიებდა ისტორია და ეს თქვენც იცით რომ ეგრეა.

იქნებ ამიხსნათ ინგუშები როდის იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გაგი

 

იქნებ მომიყვანოთ მაგალითი ( ლეკებზე გეთანხმებით ) როდის იტაცებდნენ და ჰყიდნენ ვაინახები ( ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები, ბაცბები ) და ადიღები ( ადიღელები, აბაზები, ჯიქები, შაფსუღები, უბიხები, ჩერქეზები, ყაბარდოელები ) ქართველ ყმაწვილებს, იქნებ მომიყვანოთ მაგალითი ( ლეკებზე ისევ გეთანხმებით სამწუხაროდ ) როდის იბრძოდნენ ვაინახები ( ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები, ბაცბები ) და ადიღები ( ადიღელები, აბაზები, ჯიქები, შაფსუღები, უბიხები, ჩერქეზები, ყაბარდოელები ) სპარსეთის შაჰის ან თურქეთის ხონთქრის გვერდით ჩვენს წინააღმდეგ. ეგ არის ისტორიის გაყალბება. იქნებ ერეკლე მეფის ლაშქარში მებრძოლი ვაინახებიც გაიხსენოთ, იქნებ დიდგორის ომში დავითის მხარდამხარ მებრძოლი ვაინახებიც გაიხსენოთ.

თუ არ ჩავთვლით იამადაევს, კადიროვს და რამდენიმე კრემლის ლაქია მურტადებს, ჩეჩნეთ ინგუშეთში ქართველები ძმებად მიაჩნიათ და ნუ ვეცდებით ჩრდილი მივაყენოთ ამ ძმობას აფხაზეთში მებრძოლი ფსბ - ს დაქირავებული ჩრდილოკავკასიელებით, რომლებიც არა მარტო საქართველოს, საკუთარი ქვეყნის და სრულიად კავკასიის წინააღმდეგაც მიდიოდნენ სამწუხაროდ თუ მაინცდამაინც მაგას გაიხსენებთ, მაშინ გრიგოლ ორბელიანის და სხვა გადაგვარებული რუსის ჯარში მომსახურე ქართველების ბრძოლაც გაიხსენეთ შამილის წინააღმდეგ. თუმცა ეხლა ამ ყველაფრის გახსენება და ცოდვა ბრალის აწონ დაწონვა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და ბატონო გაგი თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით. აუცილებელია წინარეევროპული მოდგმის, იბერო კავკასიური მოდგმის ერების ერთობლივი ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...