Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში რევოლუცია მოდის?


Recommended Posts

რუსეთის ქალაქებსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები - “რისხვის დღე” გაიმართება, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ქმედებებით უკმაყოფილების გამოსახატად ქუჩაში ოპოზიციური და სამოქალაქო მოძრაობები გამოვლენ. თუმცა, რუსული პრესის ინფორმაციით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საპროტესტო აქციები არ დაუშვას.

კერძოდ, მოსკოვის მერიამ არასაპარლამენტო ოპოზიციას მიტინგის გამართვის ნებართვა არ მისცა. კალინინგრადში ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, აქციის გამართვა თავად ორგანიზატორებმა გადაიფიქრეს. ვლადივოსტოკში ხელისუფლებამ ოპოზიციონერებს პრიმორსკის მხარის მაქსიმალურად სწრაფად დატოვებაც კი ურჩია.

სულ აქციები რუსეთის 50 ქალაქში იგეგმება. მიტინგების ორგანიზატორები პარტია “სოლიდარნოსტი” და “რუსეთის ავტომფლობელთა ფედერაცია” არიან. რამდენიმე ქალაქში არასაპარლამენტო ოპოზიციას “კომუნისტური პარტიაც” შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელობაც “სოლიდარნოსტთან” კავშირის წინააღმდეგი იყო.

დღესვე საპროტესო აქციაა დაგეგმილი ცხინვალში. მიტინგის მონაწილეების მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის აღდგენა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაა. თუმცა, ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიტინგის ჩატარების სანქცია არ გასცა. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად ხალხის ქუჩაში გამოსვლა ქართული სპეცმსამსახურების ინსპირირებულია. აქვე აცხადებენ, რომ გარეძალების ნებისმიერი მცდელობა, რესპუბლიკაში ვითარება დაძაბონ, ყველაზე მკაცრი გზით ძირშივე იქნება აღკვეთილი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. როგორ ფიქრობთ, რუსეთშიც გამოფხიზლდა ხალხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

როგორ ფიქრობთ, რუსეთშიც გამოფხიზლდა ხალხი?
სანამ რუსებს ვოდკის ფული ექნებათ, არ გამოფხიზლდებიან და არც რევოლუციას მოაწყობენ. :D

 

პროტესტის ნიშნად ხალხის ქუჩაში გამოსვლა ქართული სპეცმსამსახურების ინსპირირებულია
სტილი არ გეცნობათ? :D

ხარი ხართან რომ დააბა ორი ხარი იქნებაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

სანამ რუსებს ვოდკის ფული ექნებათ, არ გამოფხიზლდებიან და არც რევოლუციას მოაწყობენ.

მცდარი მოსაზრებაა...პროპაგანდით ჩაბეჭდილი

 

სტილი არ გეცნობათ?

ხარი ხართან რომ დააბა ორი ხარი იქნებაო.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"Активных участников митинга было около трехсот человек. Остальные - более тысячи человек - были прохожими, которые на некоторое время останавливались", - цитирует РИА Новости заявление пресс-секретаря УВД Владивостока Натальи Форманчук.

 

:D :D :D

 

http://lenta.ru/news/2010/03/20/vladivostok/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ხარი ხართან რომ დააბა ორი ხარი იქნებაო.

მართლაც ორი ხარი :D

Наши требования:

 

Лужкова и Громова – в отставку! Вернуть выборы губернаторов!

 

"Единой России" – не доверяем! Правительство Путина – в отставку!

 

Местному самоуправлению – реальную власть!

 

Нет росту цен и тарифов! Хватит грабить народ!

 

Работники не должны платить за кризис!

 

Отменить транспортный налог!

 

Генплан - вне закона! Прекратить незаконное строительство в наших дворах!

 

Остановить уничтожение лесов и парков Москвы и Подмосковья!

 

Городскую землю – под контроль жителей! Руки прочь от "Речника"!

 

Ликвидировать мошеннические ТСЖ! Нужен новый Жилищный кодекс!

 

За снос наших гаражей – полную компенсацию!

 

Сохранить памятники истории и архитектуры! Спасти старую Москву!

 

Убрать из Москвы крупные оптовые рынки! Нет – новым Черкизонам!

 

Долой судебную коррупцию! Даешь выборность судей!

 

http://www.grani.ru/Politics/Russia/activism/m.176110.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მცდარი მოსაზრებაა...პროპაგანდით ჩაბეჭდილი

ვიხუმრე შე კაცო, რა პროპაგანდით ჩაბეწდილი რი პროპაგანდით ჩაბეჭდილი, ვიხუმრე, პოლიტიკური გამოფხიზლება ჩავანაცვლე ალკოგოლური გამოფხიზლებით და მივიღე შუტკა რა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

20.03.2010

 

ვლადივოსტოკში საერთო რუსული აქციის ფარგლებში პირველი მიტინგი ჩატარდა

 

 

 

ვლადივოსტოკში საერთო რუსული აქციის ფარგლებში პირველი მიტინგი ჩატარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, პრიმორსკის მხარის და ქალაქის მერის გადადგომა მოითხოვეს, ორგანიზატორების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა. მილიციის მონაცემებით კი, მათ შორის აქციის მონაწილე მხოლოდ 300 ადამიანი იყო, დანარჩენები კი გამვლელები იყვნენ, რომლებიც მიტინგზე დროებით ჩერდებოდნენ.

მიტინგი რამდენიმე ოპოზიციური მოძრაობის მიერ, მათ შორის ავტომფლობელთა ფედერაცია, კომუნისტური ოარტია, ~იაბლოკო~ და ~სოლიდარნოსტი~ არიან. აქციის მონაწილეებმა პოლიტიკურთან ერთად სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნებიც წამოაყენეს.

~ინტერფაქსის~ ინფორმაციით, მიტინგის დასაწყისში ორმა ახალგაზრდამ აქციის მონაწილეების პლაკატებს ლურჯი საღებავით სავსე პაკეტები ესროლეს. ისინი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სხვა ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ვლადივოსტოკის ცენტრალურ მოედანზე მიტინგი სანქცირებული იყო.

დღეს მიტინგები მთელი რუსეთის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქციები გაიმართება ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, კრასნოიარსკში, ყაზანში, ეკატერინბურგში, სიკტივკარეში, იაროსლავლში, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ხელისუფლების აკრძალავის მიუხედავად მოსკოვში აქციის მონაწილეები პუშკინის მოედანზე შეიკრიბებიან.

 

 

 

 

"InterPressNews"

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც მხრივ თემასთან კავშირშია. მე რაზე ვკაიფობ იცით ? უცნობი რომ ღრიალებდა საკანში გივი გივის. ის გივი თარგამაძე მაგასთან და მაგის ძმასთან შედარებით მართლა ჩე გევარაა და გაბედულებით და თავზეხელაღებულებითაც ვერ შეედრებიან. კაცი ვარდების რევოლიუციისას ხომ რევოლიუციის ავანგარდში იყო ყველაზე სახიფათო ადგილებში, აჭარის რევოლიუციის დროს ხომ ლომის წვლილი დაიდო და კინარამ მოკლეს, სხვათა შორის ,, ასლან მოვედიი'' არ უყვირია ჰაერზე და მერე ასლანას რეზიდენციაში არ გაჩითულა თავჩაღუნული ასლანას წინაშე. უკრაინის რევოლიუციისას წინა ხაზზე იდგა, ბელორუსში რევოლიუციის მცდელობისას კინარამ მოკლეს, მერე მგონი რუსეთშიც აპირებდნენ მაგრამ ჩავარდნენ. ტიპი უკრაინაში ჩავიდა და არჩევნების გაყალბებას ცდილობდა და იმათ სპეცსამსახურებს აგინებდა მტრობა თუ უნდათ ვანახებ მტრობასო. ეხლა შეადარეთ მაგის თავზეხელაღებულება ამ ვითომრადიკალურ ოპოზიციას . კარგი რა ბოლო ბოლო ვითომ რომ დასცინი ადამიანს ჯერ შენი ,,უთაობა'' შეადარე იმის გაბედულებას და თავზეხელაღებულებას და მერე ეცადე იკაიფო იმაზე.

ისე არაა გამორიცხული ჩვენი გივია რომ ჩავიდეს რუსეთში აქციებში მონაწილეობის მისაღებად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"День гнева" проходит в 50 городах. Есть задержанные

Больше всего задержанных в Москве - около 60 человек. Главными лозунгами митинга в Петербурге были: "Путин должен уйти!", "Матвиенко в отставку!". В Архангельске и Новосибирске также задержали оппозиционеров.

 

http://newsru.com/russia/20mar2010/gorf.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...