Jump to content
Planeta.Ge

ახალი ეროვნული კოალიცია


Recommended Posts

გუშინ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში შედგა ანტისაოკუპაციო, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის ( ირაკლი წერეთელი, იასონ ფავლენიშვილი, გურამ გოგბაიძე, თამარ ჩხეიძე, თემურ სუმბათაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, დავით კოპალეიშვილი )და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთობლივი ბრიფინგი. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზებსა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მცდელობაზე რომლებიც ცდილობენ თავს მოახვიონ ქვეყანას ადვილად დაშლადი, სახელშეკრულებო სახელმწიფო კონფედერაციული სახელმწიფოს სახით.

შეხვედრაზე ასევე ითქვა რომ სეხვედრის მონაწილეები ანახლებენ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას და ამ მოძრაობაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება.

ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა განაცხადა რომ მისი მოძრაობა აუცილებლად გააძლიერებს ედეპესთან ერთად ანტისაოკუპაციო შეკრებებსა და მანიფესტაციებს , ასევე ირაკლი წერეთელმა განაცხადა რომ მისი მოძრაობა

აუცილებლად უზრუნველყოფს საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართველთა მიერ ანტისაოკუპაციო მოძრაობის აგუგუნებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული საბჭო Vs ეროვნული კოალიცია

 

რომელი მოერევა? :D

 

 

გადავუვლით ანტიეროვნულ საბჭოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გუშინ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში შედგა ანტისაოკუპაციო, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის ( ირაკლი წერეთელი, იასონ ფავლენიშვილი, გურამ გოგბაიძე, თამარ ჩხეიძე, თემურ სუმბათაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, დავით კოპალეიშვილი )და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთობლივი ბრიფინგი.
ხოოოო........!!!!!......
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ცოტა მრავლისმეტყველ;ი კომენტარი რომ დადოთ არა ?

და რაზე? ნაფტალინიდან ამოსულ პოლიტიკოსებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ცოტა მრავლისმეტყველ;ი კომენტარი რომ დადოთ არა ?

რა ვქნათ ეხლა, წერეთელს დავხვდეთ პალმის ტოტებით, თუ რამე სხვას ელის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შუაშია ვინმეს დახვედრა პალმის ტოტებით. აქ მარტივად არის საქმე უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში ( და შემდგომ მთელ კავკასიაში ) უკომპრომისო, ეროვნული, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აგუგუნებას ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ცოტა მრავლისმეტყველ;ი კომენტარი რომ დადოთ არა ?

კიბატონო.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პოლიტიკაში ნაკლები ნაციონალისტი და მეტი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ შეძლებდა საქართველოში კონფლიქტების ამ დონეზე გაღვივებას.

 

ამიტომ ჩემი აზრია, რომ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ უნდა გავიმეოროთ, და ის ხალხი ვინც 90-იანებში ვერ შეძლო ამ კონფლიქტების თავიდან აცილება, აღარ უნდა ჩავრთოთ იგივე კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

აღარ უნდა ჩავრთოთ იგივე კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

ვერ ხედავ რა დაწერა?

მარტივად არის საქმე უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში ( და შემდგომ მთელ კავკასიაში ) უკომპრომისო, ეროვნული, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აგუგუნებას

მე არ ვარ არავითარი "აგუგუნებების" მომხრე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

კიბატონო.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პოლიტიკაში ნაკლები ნაციონალისტი და მეტი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ შეძლებდა საქართველოში კონფლიქტების ამ დონეზე გაღვივებას.

 

ამიტომ ჩემი აზრია, რომ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ უნდა გავიმეოროთ, და ის ხალხი ვინც 90-იანებში ვერ შეძლო ამ კონფლიქტების თავიდან აცილება, აღარ უნდა ჩავრთოთ იგივე კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

 

 

,, კონფლიქტის მოგვარება'' , ,,ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტის მოგვარება'' ზუსტად ეგ არის კრემლის მიერ დანერგილი ტერმინები რომელსაც დარწმუნებული ვარ თქვენდაუნებურად იმეორებთ .

საქართველოს არ გააჩნია არავითარი კონფლიქტის მოგვარების პრობლემა და თუ გააჩნია მცირე რაოდენობით ამ პრობლემას დამოუკიდებლად გადაწყვიტავს რუსის ჯარის გასვლის შემდგომ.

საქართველოს გააჩნია ერთადერთი პრობლემა. რუსული ოკუპაციის პრობლემა და როდესაც მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია იმავდროულად გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც არის არა ტერიტორიული მთლიანოპბის პრობლემა, არამედ რუსული ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პრობლემა.

ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ეგ კრემლის დანერგილი ტერმინები ,,კონფლიქტის მოგვარება'' , ,,ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტის მოგვარება'' . არავითარი კონფლიქტის მოგვარების პრობლემის წინაშე არ დგას საქართველო და ქართველი ერი, საქართველოს წინაშე დგას რუსული ოკუპაციის პრობლემა და ქართველი ერი უნდა დაირაზმოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რა შუაშია ვინმეს დახვედრა პალმის ტოტებით. აქ მარტივად არის საქმე უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში ( და შემდგომ მთელ კავკასიაში ) უკომპრომისო, ეროვნული, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აგუგუნებას ?

 

 

აი ჯერ ააგუგუნეთ და მერე...

 

ირაკლი წერეთელი კარგა ხანია უკვე თავად გუგუნებს, სხვების რა გითხრათ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ეგ კრემლის დანერგილი ტერმინები ,,კონფლიქტის მოგვარება'' , ,,ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტის მოგვარება'' . არავითარი კონფლიქტის მოგვარების პრობლემის წინაშე არ დგას საქართველო და ქართველი ერი, საქართველოს წინაშე დგას რუსული ოკუპაციის პრობლემა და ქართველი ერი უნდა დაირაზმოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ოკუპაციის წინააღმდეგ სახელმწიფოში ერთმნივნელოვანი აზრი უნდა არსებობდეს და ოიჟები კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სწორი გზა უნდა ავირჩიოთ,რათა რეალპოლიტიკაში ჩავჯდეთ. მეც მინდა ამ მართლა ღორების გასტუმრება. რუსეთი მტერია და ყველამ უნდა შევიგნოთ,თუმცა ამ პროცესთან ერთად კონკრეტული შიდასტაბილურობაც უზრუვნველსაყოფია .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...