Jump to content
Planeta.Ge

ჩანაწერი რომელსაც გამოაქვეყნებს მოძრაობა


Recommended Posts

რამოდენიმე წუთში მოძრაობა 7 ნოემბრის ოფისში დაიწყება პრესკონფერენცია სადაც გამოქვეყნდება ჩანაწერი რომელიც ასახავს კუდ-ის თანამშრომლის მარგველაშვილის უკანონო ქმედებას .. კერძოდ :

 

თუ როგორ ახორციელებს კუდ-ის თანამშრომელი, რეზო მარგველაშვილი მოძრაობის წევრზე – ლევან სოსელიაზე ზეწოლას. იგი სოსელიას აიძულებს, დაასმინოს “7 ნოემბრის” წევრები: ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია, ასევე - “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური, ოპოზიციის სხვა წევრები და მათ მიმართ განახორციელოს ფარული ჩაწერა.

პრესკონფერენციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, კუდ-ის თანამშრომელი ახდენს ზეწოლას “7 ნოემბრის” წევრზე და პრობლემების შექმნით ემუქრება მას. კუდ-ის თანამშრომელი ემუქრება, რომ პრობლემები მისი ოჯახის წევრებსაც შეექმნებათ.

 

 

წყარო http://gtn.ge/?p=6962

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

SHARI

საინფორმაციო გამოშვებში .. ინტერნეტშიც განთავსდება მასალა და დავდებ

დადე აუცილებლად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოძრაობა “7 ნოემბერი” ფარულ ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს

 

არასამთვრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში გამართულ ბრიფინზე მოძრაობა “7 ნოემბრის” წარმომადგენლებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და დაჩი ცაგურიამ ფარული ვიდეოცანაწერი წარადგინეს.

 

ვიდეოჩანაწერში ასახულია ლევან სოსელიას და კუდის თანამშრომლის რევაზ მარგველაშვილის საუბარი, რომელშიც ეს უკანასკნელი ლევან სოსელიას გადაბირებას ცდილობს და წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მისი ოჯახის წევრებს, პრობლემების შექმნით ემუქრება. ჩანაწერში მკაფიოდ ჩანს თუ როგორ ითხოვს მარგველაშვილი სოსელიასგან ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიას და სხვა პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და სამართალდამცავებისთვის გადაცემას.

 

“მეუბნეოდა რომ სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. გულით ავადმყოფი მამა გყავს და გაუფრთხილდიო. ჩემი ოჯახის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდა და მაშანტაჟებდა. ოპოზიციის წევრებზე ინფორმაციის მიტანას მთხოვდა, მათთან ახლო კონტაკტში შესვლას”, – განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” ლევან სოსელიამ.

 

 

http://gtn.ge/?p=6966

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/e765ae714649.jpg

 

ჯერ ერთი კადრია. შავთეთრი რატომაა..ლაივ კამერით გადაიღეს, შშ-მ რომ დააყენა? :D :D :D

 

სატურნ მოდი აქ....ხო გითხარით, თქვენ მუშაობთ მიშაზე და აპარა პირიქით ტქო

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

პრობლემები მისი ოჯახის წევრებსაც შეექმნებათ.

 

 

კომუნისტების მეთოდი იყო ოჯახის წევრებით კაცის დაშინება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ყროლის სუნი ავარდა სალხინეთში. ა ლა შექსპირ

ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც...ჩანაწერი დადეთ დროზე ვახ...და აქ...!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სატურნ მოდი აქ....ხო გითხარით, თქვენ მუშაობთ მიშაზე და აპარა პირიქით ტქო

სულ ტყუილად ელი - დიაგნოზების დასმითაა გართული სხვა თემებში

ეტყობა პროგრამისტობა მობეზრდა და ეხლა სხვა სპეციალობას უეფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“გუშინაც დაურეკეს ლევან სოსელიას. დღემდე ურეკავენ მის დედასაც და ემუქრებიან. თუკი ლევან სოსელიას პრობლემები შეექმნება, პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს დაეკისრება”,-ითქვა პრესკონფერენციაზე.

მათივე თქმით, სოსელიას არც იარაღთან და არც ნარკოტიკებთან საერთო არაფერი აქვს.

ფარული ჩანაწერის მიხედვით, რომელიც “მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრებმა გამოაქვეყნეს, ლევან სოსელიას “რეზო მარგველაშვილი ეუბნება, რომ ოპოზიციის შიდა სამზარეულოში ნდობა შეინარჩუნოს და ინფორმაცია მიაწოდოს. იგი ითხოვს ინფორმაციას ოპოზიციაში მოლაპარაკებების, ურთიერთობების დაძაბვის და სხვა შიდა საკითხების შესახებ. ამის საფასურად, თანამშრომელი სოსელიას კარგ მდგომარეობას ჰპირდება და ეუბნება, რომ პრობლემები არ შეექმნება”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...