Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ექსპერტებს უმნიშვნელოვან საკითხად მიაჩნიათ. ეს ერთ კუთხესთან

 

"გასაიდუმლოებული ინფორმაცია - პირველივე დღეს 50-მდე ოსი მოადგა ლარსს და უვიზო რეჟიმით გადაადგილებას ითხოვდა"

 

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ექსპერტებს უმნიშვნელოვან საკითხად მიაჩნიათ. ეს ერთ კუთხესთან დაკავშირებული პრობლემა კი არა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი რომ წყდება, ჩანს, საზოგადოების ერთი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რადგან ხელისუფლებისგან დამშვიდებულს მიაჩნია, რომ შიში უსაფუძვლოა და პანიკას პრესა და ექსპერტები სულ ტყუილად თესავენ მოსახლეობაში.

 

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, რომელიც რედაქციას "დარიალის" წევრმა გამოუგზავნა, ორი დღეც არ იყო გასული, რომ წერილში მოხმობილი გეგმა ამუშავდა. ყაზბეგელებისაგან მოწოდებული ინფორმაციით, ლარსის გახსნის პირველივე დღეს ოსები საზღვარს მოადგნენ და საქართველოში შემოშვება ითხოვეს, სახელისუფლებო არხები კი გვიმტკიცებდნენ, საქართველოში შემოსვლის ერთი მსურველიც არ გამოჩენილაო.

 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყურად არ იღო არც ექსპერტების, არც მთის მოსახლეობის შეშფოთება და რეალურ საფრთხეს მოლანდებები უწოდა, რედაქციაში კიდევ ერთი წერილი მივიღეთ. ამჯერად მას 1500 მოხევე აწერს ხელს.

 

მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისა და ხელისუფლებისადმი "რუსეთის, ანუ კრემლის იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კავკასიის გაკონტროლება. ეს კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. კრემლის იმპერიის მდგრადი წონასწორობისთვის კავკასიაში არ არის საკმარისი მხოლოდ ჩრდილო კავკასიის ფლობა, აუცილებელია საქართველოს ანექსიაც. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ერთგულ ხელშემწყობად და თანამონაწილედ ტრადიციულად გვევლინება კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრები ოსი ხალხი, რომელთა მცირე ჯგუფები საქართველოს ისტორიის ძნელბედობის ჟამს შემოეხიზნენ ქართულ მიწას და დასახლდნენ ქართველთა ნასოფლარებზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გააძლიერა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, დვალეთის დაკარგვამ.

 

ოსებმა ერთგული სამსახურისთვის რუსეთისაგან გასული საუკუნის დასაწყისში ჯილდოდ "სამხრეთი ოსეთი" მიიღეს, რამაც უფრო გააძლიერა მათი მადა. რუსი იდეოლოგების დახმარებით შექმნეს დიდი ალანიის მითი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიაზრება. ამ მითით 20-30 წელია იზრდება ოსთა რამდენიმე თაობა. ოსეთის საინფორმაციო საშუალებებმა საჯაროდ და აგრესიულად დაიწყეს პროპაგანდა არა მარტო ე.წ. სამხრეთ ოსეთის, არამედ ხევის, მთიულეთისა და თრიალეთის ტერიტორიების მითვისებისთვის. საქართველოს ისტორიულ ძეგლებს წარმოაჩენენ თავისად, წუხან, რომ ამ ძეგლებს "ქართველები ანადგურებენ" და მოუწოდებენ მოსახლეობას დროულად დაეპატრონონ ისტორიულ მიწა-წყალს. ეს მზაობა განსაკუთრებით გაძლიერდა აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ.

 

მიმდინარეობს გამალებული მუშაობა არა მარტო ყაზბეგის, არამედ დუშეთის რაიონის ოკუპაციისთვისაც. რუსები კვლავ ოსური სცენარით აპირებენ ახალი ქართული ტერიტორიების მითვისებას. მივმართავთ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას: გაითვალისწინეთ უახლოესი წარსულის მძიმე გამოცდილება და არ დაუშვათ მტრისათვის დარიალის კარის ნებით გახსნა! იმ მტრისათვის, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს აუცილებლად გამოიწვევს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დაპყრობას და ეთნიკურ წმენდას, რასაც სახელმწიფოს დაშლა და განადგურება მოჰყვება". (სულ 1500 ხელმოწერა).

 

ზაზა წიკლაური, ყაზბეგის მკვიდრი: - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. რუსებს მადა აშკარად გაეზარდათ. აშკარად დაიწყეს მოქმედება ყაზბეგის რაიონის მისათვისებლად. ლაპარაკია გუდამაყრის ხეობაზე, თეთრი არაგვის სათავეებზე, ანუ მთიულეთზე, შავი არაგვის ხეობაზე (გუდამაყარი). რუსები, პანკისის ხეობის ჩათვლით, კავკასიონის ქედის მთლიანად ათვისებას აპირებენ, რა თქმა უნდა, ოსების დახმარებით.

 

ოსებს პრეტენზია აქვთ თრიალეთის ქედზეც და ტერმინი "თრიალეთის ოსეთიც" კი შემოიღეს. გულისხმობენ ბორჯომის ხეობას სოფელ მიტარბის, წაღვერის და ბაკურიანის ჩათვლით. უკვე აამუშავეს ოსური პროპაგანდა, თითქოს საქართველოს მიტაცებული აქვს ოსური მიწები და დაბრუნებისთვის უნდა მოემზადონ.

 

- ლარსის საგუშაგოს გახსნაზე საზოგადოებას ეჭვი გაუჩინა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დიდ საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ შიშის საფუძველი არ გვაქვს და ეს მშიშარა პოლიტიკოსების მოგონილი თემაა. - როცა სახელისუფლებო არხები პირდაპირ რეპორტაჟებს გადმოსცემდნენ ლარსის საგუშაგოდან და ამტკიცებდნენ, საგუშაგოს საქართველოში გადმოსვლის მსურველი არავინ მოსდგომიაო, სინამდვილეში რუსულ საგუშაგოსთან 50-მდე ოსი იდგა და უვიზო რეჟიმით გადაადგილებას ითხოვდა საქართველოს ტერიტორიაზე. თურმე ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე მათზე საქართველოს კანონი არ უნდა მოქმედებდეს(?!).

 

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? - უცხოპლანეტელები არა ვართ და ჩვენც ვიცით რაღაც. ვერც ერთი მებაჟე და ოფიციალური პირი ამის თქმას ვერ გაბედავს, მაგრამ მათაც ისევე ადარდებთ ეს ამბავი, როგორც ჩვენ. ამიტომ ამ ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანა არ ღირს. ეს მოხდა და მთელმა ყაზბეგის რაიონმა იცის. გეგმა, რომელზეც ამდენი ხანია საუბარია და ჩვენი მეგობრებიც გვაფრთხილებენ, ამუშავდა.

 

დარიალის გზა 2006 წელს რუსებმა დაკეტეს. ამ ხნის განმავლობაში სომხეთს რატომღაც არ გახსენებია მისი ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო მნიშვნელობა. ლარსის გახსნა რუსული ინიციატივა და დაკვეთაა და მას საერთო არაფერი აქვს სომხურ ინტერესებთან. როდის იყო რუსები ვინმეს ინტერესებს ითვალისწინებდნენ? რუსებს უნდათ, შექმნან ქართულ-ოსური ეთნიკური დაპირისპირება, რაც ამ რეგიონში არც 90-იან წლებში მომხდარა.

 

რუსეთი აღმოსავლეთ კავკასიონის ინტერვენციას აპირებს და ამისთვის რა ხერხებს გამოიყენებს, ვინ იცის. ლარსის გახსნა პროვოკაციების მოწყობას გააადვილებს. ოსური საკითხის წამოწევა მხოლოდ და მხოლოდ საბაბია, თორემ რუსებს რომ არც ოსი აინტერესებთ და არც ქართველი, რად უნდა ამას მტკიცება.

 

რუსი ყველგან "განმათავისუფლებლად" შედის და ათავისუფლებს ტერიტორიებს ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ყაზბეგის რაიონში ოსებსა და ქართველებს ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ვისაც შემოსვლა უნდა, ისედაც შემოდის სხვა გზით, მაგრამ აქ სხვა პროვოკაციული სცენარი უნდა განვითარდეს და ამისთვის ოსების სათითაოდ შემოსვლა არ არის საკმარისი. დარიალის ჩაკეტვა არ ნიშნავს მარტოოდენ სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვა-გაღებას. ეს გულისხმობს კომპლექსურ ღონისძიებებს როგორც თავდაცვითი, ასევე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. რეგიონს ძალიან უჭირს, გასაჯანსაღებელია გზები და ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი.

 

- როგორც ყაზბეგელებმა მითხრეს, რაიონში ძალიან ბევრს, მათ შორის ქართველებსაც, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ბევრიც ქრთამს იხდის და ასე იღებს რუსეთის მოქალაქეობას. ხალხი ამას რუსული პენსიის მისაღებად იყენებს. მაშინ, როცა რუსეთი თავისი მოქალაქეების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აპირებს, რამდენად საფრთხის შემცველია პასპორტიზაცია? - საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია, მაგრამ ეს არ არის ლეგიტიმური ორმაგი მოქალაქეობა. ეს არის საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი მოქალაქეობა. როგორ ფიქრობთ, რუსებმა არ იციან, რომ ყაზბეგში მცხოვრებ მოსახლეობას არალეგიტიმური მოქალაქეობა აქვს, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთს თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბი ინტერვენციისთვის სჭირდება. რადგან ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული არიან რუსეთის მოქალაქეები, ეს საკმარისია ყაზბეგში პროვოკაციულად შემოსაჭრელად.

 

რა სტატუსით, რა რეჟიმით გაიხსნა ეს საგუშაგო. საქართველოს ხელისუფლებამ პროპაგანდა დაიწყო იმით, რომ თითქოს გზის გახსნას ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჰქონდა მიზნად. ეს რომ ტყუილი იყო, ყველა დავრწმუნდით. როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი განაცხადა ლარსის გახსნაზე და თქვა, შემოსავალს აქედან არ ველით, მხოლოდ საშიშროება გვეზრდება, რატომ გვღუპავთო, ხელისუფლებამ პასუხი არ დააყოვნა, ნუ გეშინიათ, დაგიცავთ, ეს გზა ჩვენს მოძმე სომხეთს სჭირდებაო. შემდეგ უფრო საინტერესო ამბები გახმაურდა.

 

თურმე დარიალის გახსნაზე რუსეთ-საქართველოს შორის საიდუმლო მოლაპარაკება ისე მიმდინარეობდა სომხეთის შუამავლობით, რომ ქართველმა საზოგადოებამ არაფერი იცოდა.

 

- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პირად საუბრებში ამტკიცებს, ლარსის გახსნა თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ ჩვენს პროდუქციას სომხურის საფარქვეშ რუსეთიIს ბაზარზე გავიტანთო. - ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა?! ქართული ეტიკეტით რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ვერ მოხვდება და ვიღაც ვართანას ვიღაც გივი რომ ორ კონა მწვანილს ჩაუდებს თავის ტვირთში, ეს რაიმეს წყვეტს? კონტრაბანდულად რუსული ბაზრის ათვისებაზე ზღაპარს რომელი ჭკუათამყოფელი დაიჯერებს? 2006 წლიდან ქართული საქონელი არ გასულა რუსულ ბაზარზე, მაგრამ საქართველო არ დაქცეულა. პირიქით, საქართველომ ჭკუა ისწავლა და სხვა ბაზრების ათვისება დაიწყო. 2009 წლის ზაფხულში რუსეთი მზად იყო ინტერვენციის დასაწყებად.

 

მაშინაც საუბარი ლარსის გახსნით დაიწყო. მერე რაღაც შეიცვალა დიდ პოლიტიკაში, ლარსის თემა რუსებმაც დაივიწყეს და სომხებმაც. გვიან შემოდგომაზე კი, ოქტომბერ-ნოემბერში ისევ რუსებმა განაახლეს ლარსის გახსნაზე საუბარი. როგორც ჩანს, მაშინ რუსეთს არ ჰქონდა საერთაშორისო მდგომარეობა დაბალანსებული. ახლა, ეტყობა, პოზიცია განიმტკიცა და ჩვენც ნებით ვუხსნით მტერს ხელ-ფეხს.

 

- ხელისუფლება ამბობს, რომ ლარსის გახსნას დასავლელი პარტნიორებიც მიესალმებიან. - არავინ ასახელებს, რომელმა დასავლელმა პარტნიორმა რა დროს ურჩია ამ გზის გახსნა ჩვენს ხელისუფლებას. ამ საკითხზე შოთა მალაშხიას განცხადებაც მოვისმინე. თურმე მას ლიფტში თუ ფოიეში შეხვედრია ვიღაც გერმანელი, რომელსაც უთქვამს, რა კარგები ხართ, რომ დარიალის გზას ხსნით, ქართველებოო. გვითხრას ხელისუფლებამ, რომელმა დასავლელმა მეგობრებმა ურჩიეს ასეთი რამ. არ უნდა აანალიზებდეს, რამდენად კეთილმოსურნენი არიან ეს "მეგობრები"?

 

ყაზბეგის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულში დავიწყეთ. ვცდილობდით, შეხვედრები არაოფიციალური ყოფილიყო. თავიდან გაკვირვებული იყვნენ, არ ესმოდათ, რა საფრთხეებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ როცა მასალები გავაცანით და ვუთხარით, თუ დაზვერვა არ გაწვდით, ამ მასალებს მიაქციეთ ყურადღება, ვისთვის მუშაობს ჩვენი დაზვერვა, საქართველოზე თუU რუსეთზე-მეთქი, ერთი თვის მერე გვითხრეს, საშიშროება მართლაც ყოფილაო და დაიწყო შეხვედრები, მსჯელობა, როგორ შეიძლებოდა საფრთხის თავიდან აცილება. გახსოვთ, შემოდგომაზე უშიშროების საბჭოს სხდომა რომ გაიმართა? იქაც ითქვა, რომ საფრთხე რეალურია, შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ და საჭიროა, ავუხსნათ იქაურ მოსახლეობას, რომ მათი უსაფრთხოება დაცულიაო. გავიდა დრო და არანაირი უსაფრთხოების ზომები არ მიუღიათ.

 

დღეს კი გაიძახიან, ადგილობრივ მოსახლეობას მოლანდებები აქვს, რა საშიშროებაზე ლაპარაკობსო. მეტსაც გეტყვით: იმ წერილზე, რომელიც რედაქციაშიც გამოგიგზავნეს და რომელსაც ხელს 1500 კაცი აწერს, რაიონის ხელმძღვანელობის ხელმოწერებიც არის, მაგრამ ისეთ დღეში ჩაყარეს, ახლა თავგამოდებით აძახებინებენ, საფრთხე არ არსებობსო.

 

ამასობაში სამხრეთ ოსეთში მორიგი პროვოკაცია მზადდება, ემზადებიან საზღვრის დემარკაციისთვის. წერილი ამ კომისიის მუშაობაში ქართული მხარის მონაწილეობაზე თბილისშიც გამოგზავნეს, მაგრამ ისე, რომ პასუხს არც დალოდებიან, სამხრეთი ოსეთი საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს. ეგრეთ წოდებულ სამხრეთოსურ გაზეთ "რესპუბლიკაში" უკვე გამოქვეყნდა წერილი, სადაც ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, ცხინვალელი ექსპერტები მუშაობენ მოსკოველ კარტოგრაფებთან ერთად და აზუსტებენ დეტალებსო. თურმე აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი "ისტორიული რეალობა და ოსეთის ისტორიული მიწები". ანუ ის მიწები, რომელიც ჯერ მეფის რუსეთმა აჩუქა საქართველოს, ხოლო შემდეგ - საბჭოთა ხელისუფლებამ.

 

მამუკა არეშიძე: - ჩრდილო ოსეთში უკვე დაიწყო წიგნებისა და ატლასების ბეჭდვა. ატლასებში შედის ყაზბეგის რაიონი გუდაურის ჩათვლით, სოფელ მლეთამდე. რუკაზე მონიშნული იქნება ის ადგილები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ ოსები, სავარაუდოდ, გუჯარეთის ხეობაზე. ოსები აქეთ რუკებს ბეჭდავენ, იქით მოსკოველ კარტოგრაფებთან ერთად საზღვრებს ადგენენ და ჩვენ კი დაგვიჩემებია, საფრთხე არ არსებობსო.

 

იმ დღეს ოსებმა და რუსებმა შესავალი გააკეთეს, ძალები მოსინჯეს. მოადგნენ საგუშაგოს და რუს სამხედროებს გაექაჩნენ, გაგვატარეთ, თორემ სომხურ მანქანებს არ გავატარებთო! ეს რომ დადგმული სცენარი იყო, რად უნდა ამას ფიქრი? ბუნებრივია, პირველ მოთხოვნაზე რუსები არ გამოატარებდნენ ოსებს, მაგრამ მეორე და მესამეზე რომ გამოატარონ, მერე რას ვშვრებით? მოხდება ის, რაზეც იყო ლაპარაკი, თუ არ შემოვუშვებთ, კიდევ უარესი - ატყდება ერთი ამბავი, საქართველო თავის მოქალაქეებს სახლში არ უშვებსო.

 

- თუ ოსებს შემოსვლა უნდათ და საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ, სხვა გზიდანაც ხომ შემოვლენ? - ვერ გავაგებინეთ ხელისუფლებას, რომ ოსების ჯგუფურად შემოსვლაა საშიში და არა ცალ-ცალკე. ქართული პასპორტი ვლადიკავკაზში მცხოვრებთა დაახლოებით 5-6%-ს აქვს. როცა ეს ხალხი საქართველოში სხვა გზიდან ცალ-ცალკე შემოვა, ისინი ვერც პროვოკაციას გაბედავენ, ზურგიც არ ექნებათ.

http://gogaggg.com/news/index.php?name=New...le&sid=8484

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რად უნდა თქმა რომ ლარსის გახსნა უკვე რალატია ფაქტიურად....

 

ნუ ზოგიერთები ამასაც ამართლებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამუკა არეშიძე: - ჩრდილო ოსეთში უკვე დაიწყო წიგნებისა და ატლასების ბეჭდვა. ატლასებში შედის ყაზბეგის რაიონი გუდაურის ჩათვლით, სოფელ მლეთამდე. რუკაზე მონიშნული იქნება ის ადგილები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ ოსები, სავარაუდოდ, გუჯარეთის ხეობაზე. ოსები აქეთ რუკებს ბეჭდავენ, იქით მოსკოველ კარტოგრაფებთან ერთად საზღვრებს ადგენენ და ჩვენ კი დაგვიჩემებია, საფრთხე არ არსებობსო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გახსნეს, გახსნეს კარგი, გარიგება მოხდა სომხების ხათრით, მაგრამ მესაზღვრეებს ტვირთების ნახვის უფლებაც რომ არა აქვთ და

საბაჟოსაც არ იხდიან მაგან გამაცოფა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საფრთხე ყოველთვის არსებობს როცა რუსეთის მეზობელი ქვეყანა ხარ.

 

 

აბა ცოტა გარკვევით დაგვიწერე რას გულისხმობ და სირი ხელისუფლება რომ გვყავს ეგ როგორ?

 

 

 

 

mogzauri

და რა ც ყველაზე დასანანია ყველაფერი ეს სიმართლეა, რა გინდა, რომ ქნა?

 

 

ესენი ნოღაიდელს და ბურჯანაძეს მოღალატეებს ეძახიან და თვითონ უარესს სჩადიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აბა ცოტა გარკვევით დაგვიწერე რას გულისხმობ

რა არის გაურკვეველი? ხო დავწერე:

საფრთხე ყოველთვის არსებობს როცა რუსეთის მეზობელი ქვეყანა ხარ

 

სირი ხელისუფლება რომ გვყავს ეგ როგორ?

შემდეგ ხელისუფლებასაც მოვესწრებით და იმის შემდეგსაც. ნახავ რაც იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შემდეგ ხელისუფლებასაც მოვესწრებით და იმის შემდეგსაც. ნახავ რაც იქნება.

 

 

ეს გამოსავალია შენის აზრით?

 

 

დღეს ვინც არიან იმათთან მაქვს პრეტენზიები.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

თქვენ კიდე რამე გიკვირთ..

 

პ.ს. მოგესალმებით..

 

 

ზდრასტი და სანამ მართლა თბილისი არ დარჩება საქართველოდ,ტრაკის გამძრევები არა ვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საფრთხე ყოველთვის არსებობს როცა რუსეთის მეზობელი ქვეყანა ხარ.

და დებილი მთავრობის ხელში

 

lasha1997

ზდრასტი და სანამ მართლა თბილისი არ დარჩება საქართველოდ,ტრაკის გამძრევები არა ვართ.

რა ვქნათ აბა გვიკარნახე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საფრთხე ყოველთვის არსებობს როცა რუსეთის მეზობელი ქვეყანა ხარ.
და ეს საფრთხე ერთი ორად მატულობს, როცა ასეთი პრეზიდენტი გვყავს. :givi:

 

შემდეგ ხელისუფლებასაც მოვესწრებით და იმის შემდეგსაც. ნახავ რაც იქნება.
შენც რავა მიხოსავით მომავლით გვაშინებ.

რა იცი, ეგება მომავალში უნდა გაგვიმართლოს კაცო, აბა სულ ნეხვში ხომ არ ვიქნებით? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა ვქნათ აბა გვიკარნახე?

 

 

ეგ კითხვა პოლიტიკოსებთან,ანუ ალასანიასთან არის დასასმელი და არა ჩემთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...