Jump to content
Planeta.Ge

ეკოდესანტი ნაბიჯ-ნაბიჯ...


Recommended Posts

მოკლედ, ადრე მოგახსენებდით "ს.ო. აისი"-ს ეკოდესანტის საქმიანობის შესახებ არმაზის ხეობაში...

მას მერე ცივმა ზამთარმა ჩაიარა...

როგორც იქნა გაზაფხულდა და ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი... ცელოფანის პარკევი და უამრავი ნაგავი...

 

მოკლედ, როგორც შეგვიძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად გავასუფთავოთ ჩვენი ქვეყანა ნაგვისაგან...

ჰოდა, ამიტომაც გესტუმრეთ ისევ თქვენს ფორუმზე...

ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით:

 

http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=39&t=898

 

გასაკეთებელი იქნება შემდეგი: გამხმარი ბუჩქები, რომლებზეც პარკები და ნაგავია წამოცმული იქნება გასაჩეხი, რადგან ისე არ მოშორდება ნაგავი. დანარჩენი ნაგავი რო ყრია, ან იქვე ორმოა და იქ ჩავყრით, ან მანქანას შევუთანხმდებით და წაიღებს.

ხეებს დავწვავთ.

 

დაგვჭირდება ნაჯახები, ნიჩბები და ა.შ. დაწერეთ ვის რა გაქვთ.

 

 

გავალთ კვირას, 9.30-ზე ჟვანიას მოედნიდან.

თუ ეკლესიაში არ მიდიხართ, ეს საქმე მაინც გავაკეთოთ ერთად, მადლია...

 

წამოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

 

თან იქონიეთ:

წყალი

საკვები ერთი დღისთვის

 

 

გასვლაზე მოქმედებს შემდეგი წესები:

იკრძალება ალკოჰოლური სასმელის წამოღება, ლუდის ჩათვლით და ბილწსიტყვაობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...