DATA TUTASXIA Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 http://www.kvirispalitra.ge/politic/2861-v...elebuliyoq.html ვალერია ნოვოდვორსკაია: "აქ შეიძლებოდა ჩვენი რეფორმები განხორციელებულიყო"...ვალერია ნოვოდვორსკაია: "აქ შეიძლებოდა ჩვენი რეფორმები განხორციელებულიყო"... მოგეხსენებათ, ახლახან რამდენიმე გამოჩენილი რუსი საზოგადო მოღვაწე გვესტუმრა. მათ შორის იყო ცნობილი დისიდენტი და პუბლიცისტი ვალერია ნოვოდვორსკაიაც. რუსეთში დაბრუნებულმა ქალბატონმა ვალერიამ საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს თავი მოუყარა პუბლიცისტურ სტატიაში. მისი კითხვისას შეიძლება გეფიქრა, რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე წერსო, მაგრამ არა, ქალბატონი ვალერია ასე სწორედ საქართველოს აღწერს. ვალერია ნოვოდვორსკაიას მიერ დანახული საქართველო და სააკაშვილი ისეთი შთამბეჭდავია, კაცს გული აგიჩუყდება... გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს მცირედი შემოკლებით. წაიკითხეთ და ნახეთ, თურმე როგორ კარგ ქვეყანაში ცხოვრობთ!.. ჩვენ ჯორჯ ბუშის პროსპექტზე მივდიოდით და გავიფიქრე: "ალბათ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში აშშ პირველად იღებს "მადლობას" დახმარების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, პატარა საქართველოს გამოკვება უფრო მარტივია. ამერიკის დახმარებით პენსია 100 დოლარს აღწევს (ეტყობა, ჩვენთან დოლარი უკვე ერთი ერთზე ხურდავდება და ჩვენ არაფერი გაგვიგია. - მ. მ.). გადასახადებს მხოლოდ მას შემდეგ გახდევინებენ, როდესაც განვითარების განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევ. შენდება ახალი საწარმოები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; საცობების არარსებობის პირობებშიც კი თბილისში ესტაკადები და გვირაბები შენდება, თბილისიდან გორამდე ავტობანით ნახევარ საათში ჩახვალ. აშშ-ის დიდი დახმარება არ ქრება, არ იმალება მავანთა ჯიბეებში: ცენტიც კი არ იკარგება. ყველაფერი საქმეში იდება! საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს. მხოლოდ ერთი კანონიერი ქურდიღა დარჩა, - ისიც მონასტერში ინანიებს ცოდვებს, სხვები კი ან ციხეში არიან, ან მოსკოვში. ამის მისაღწევად მკაცრი ზომების გატარება გახდა საჭირო. 46 ათასი პოლიციელი, შსს-ს მთელი შემადგენლობა ერთ დღეს გაათავისუფლეს. მათ მაგივრად ახალგაზრდობა მოვიდა, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობს და პატიოსანია. სამთავრობო აპარატი რვაჯერ შეამცირეს. თბილი და შემოსავლიანი ადგილებიდან გათავისუფლებულები, განაწყენებულები, რეფორმის და დასავლეთის მტრები - სწორედ ესენი შეადგენენ იმ "ოპოზიციას", რომელიც მოედანაზე ხტოდა, პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდა და რუსეთის შემოჭრას ელოდებოდა... პატარა საქართველო, კბილების ხრჭიალით, ჭრილობების მოთმენით მაღლა მიიწევს, დასავლეთისკენ, ხოლო რუსეთის, პუტინის და საბჭოთა რუსეთის გიგანტური სხეული ქვევით ფართხალებს, ცოცხლად იხრწნება და კვნესის. საქართველოში, სადაც 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კორუფციის ბრალდებით 21 ათასი კაცი დაიჭირეს. ეს რუსეთის მასშტაბის გათვალისწინებით ერთი მილიონია. ჩვენ ასე შეგვიძლია? კონსტრუქციული ოპოზიცია კახა ბენდუქიძის პირით (აი, სიურპრიზი! ბენდუქიძე ოპოზიციაში გადასულა და ჩვენ ვერც ეს გაგვიგია. - მ. მ.) აცხადებს, რომ რეფორმები უფრო მკაცრად უნდა ტარდებოდეს, რომ ხალხს ნაკლები თევზი და მეტი ანკესი უნდა მივცეთ, რომ ნატოში ხუთშაბათს კი არა, ოთხშაბათს უნდა შევიდეთ, კიდევ უკეთესი იქნება, სამშაბათს თუ შევალთ. ტირან სააკაშვილს 4 მლნ ადამიანზე 130 პოლიტიკური პარტია აქვს. პარტიის რეგისტრაციას 15 წუთი სჭირდება. გადაიხადე 30 ლარი, ჩააბარე საბუთები და წადი. შენ არც პარტიის წევრთა რაოდენობას გკითხავენ, არც სახელებს, არც მისამართებს, არც ტელეფონებს. ავტოკრატ სააკაშვილის ხელში მასმედია ყურებზე დადის და ხელისუფლებას წაღმა-უკუღმა ამათრახებს. ჟურნალისტი ხელშეუხებელი პერსონაა (ნეტა მაშინ როგორი პერსონა იყო, "იმედში" რომ შემოგვიცვივდნენ, რეზინის ტყვიები დაგვიშინეს და ხელკეტები გვირტყეს?! - მ. მ.). ის კი არა, ვინმე რამიშვილი, ვინც ციხეში იჯდა, უკვე თავისუფალია (მოიხადა კაცმა თავისი და ამის მერე მაინც რომ გამოუშვეს, ეტყობა, ეს უნდა გვეამაყებოდეს! - მ. მ.). პუტინის "რაშა თუდეიც" თავისუფლად მუშაობს. "მაესტრო" და მეორე მისი მსგავსი არხი ერთადერთი თავისუფალი ტელევიზიები არ არიან. "პირველი არხიც", "რუსთავი 2"-იც და "იმედიც" იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ (ეტყობა, ქალბატონ ვალერიას არავინ უთარგმნა მათი საინფორმაციო გამოშვებები. - მ. მ.) და ამას სახელმწიფოს ფულით აკეთებენ (სახელმწიფოს ფულის ამბავი უკვე მართალია! - მ. მ.). სააკაშვილმა ოპოზიციის მიერ მის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი მაჩვენა, შანდეროვიჩს შეუძლია დაისვენოს. ხარისხი, რა თქმა უნდა, უფრო დაბალია, მაგრამ სიძულვილია მეტი... ღმერთმა ჩვენ ოლიმპიური ვარსკვლავების სიიდან ამოგვშალა. რუსებო, არ გეშინიათ, რომ თქვენ საერთოდ ამოგშლიან? სულმდაბლობის, სიძულვილის, დაუნდობლობის, ნდობის გაცრუების გამო? თქვენ გიყვარდათ ქართველები, როგორც ველურები (აქ კი ასპროცენტიანია ქალბატონი ნოვოდვორსკაია. - მ.მ.): ველურები წვავდნენ მწვადებს, აყენებდნენ ღვინოს და ცეკვავდნენ ლეზგინკას. აღმოჩნდა, რომ საქართველო ღირსეული და კეთილშობილი სახელმწიფოა, რომელიც დასავლეთის გზით მიდის. ისინი არ იტყვიან, - გვაჭამეთ და დაგვიმონეთ! მათ წაუკითხავთ დოსტოევსკი... ქართველები მაძღარ მონობაში არ დაბრუნდებიან, მათ თავიანთი ნახევრად მშიერი თავისუფლება ურჩევნიათ (ნეტამც ეგრე იყოს. - მ. მ.). სხვათა შორის, არ შევთანხმებულვართ, მაგრამ სააკაშვილმაც დაახლოებით იგივე თქვა, როდესაც ორი საათის განმავლობაში პარლამენტში გამოდიოდა. იქ თავისუფალი დისკუსიის არენაა და ლოჟაში ყველა მინისტრი ზის, რომელთაც საკანონმდებლო ხელისუფლებისა ცეცხლივით ეშინიათ (მე იმ ლოჟაში არც მერაბიშვილი დამინახავს და არც ადეიშვილი! აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, როგორ "ეშინიათ" მათ საკანონმდებლო ხელისუფლების. - მ. მ.). სხვათა შორის, ჩვენ მათ ვუყვარდით (ან გვიყვარდა, ან არა! - მ. მ.). ისინი რუსულ კულტურაში ბანაობდნენ. მათ ჩვენ ბულატ ოკუჯავა მოგვცეს, მათ მოგვცეს გიორგი დანელია, თენგიზ აბულაძე, სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, შოთა რუსთაველი, ბაგრატიონი და ფიროსმანი... მათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი მოვათვინიერეთ და მერე "გავათავისუფლებდით", საგზლად კი ღვეზელს და კატლეტებს გავატანდით (არც ასეთი გულუბრყვილოები ვიყავით! - მ. მ.). ჩვენ კი გორის უნივერსიტეტს ბომბები დავცხეთ, ჩვენ მათ ვშხამავდით. ჩვენ შევადგინეთ მათი მოსწავლეების სია, შევტენეთ ისინი სატვირთო თვითმფრინავებში, ჩვენ ავკრძალეთ მათი საოცარი ღვინო. გორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქანდაკება დგას, - სატანკო ჭურვებისგან დამზადებული "ნატვრის ხე". ეს არის ჩვენი პასუხი თენგიზ აბულაძის ფილმზე. გავა საუკუნეები და ეს, ჩვენი სულმდაბლობის გამომხატველი ქანდაკება ისევ იქ იდგება... გინდათ იცოდეთ, გაგრძელება როგორი იქნება? როდესაც ჩვენ გამოვფხიზლდებით, ქართველებთან სასწავლებლად ჩავალთ. ჩვენ ვიქნებით გასტარბაიტერები და დაქირავებული მუშები, ჩვენ მათ რესტორნებში ჭურჭელს დავრეცხავთ (უფ, უფ! - მ. მ.)... ისინი ამერიკული მოდელის მიხედვით ძლიერ არმიას ააშენებენ და შემდეგ ჯერზე მარტო ჩვენს 9 თვითმფრინავს კი არ ჩამოაგდებენ, არამედ ყველას, რომელიც მათ ტერიტორიაზე შეფრინდება. აფხაზეთი მალე მიხვდება, რომ ფსონი არასწორად დადო: რუსული კარტი უკვე გაჭრილია! მერე აფხაზეთი უკან მიღებას შეეხვეწება, ოსები კი, უკვე თითქმის ყველანი საქართველოში არიან. სამაჩაბლოში მხოლოდ ბანდიტები და რუსი ოკუპანტები დარჩნენ. ჩვენი საცოდავი და ჩამოფხავებული ჯარი ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გადამზადდება, იმიტომ, რომ ამერიკელებზე ნაკლებს მოითხოვენ... საქართველო ჩვენ მოგვცემს კრედიტებს და ჰუმანიტარულ დახმარებას გამოგვიგზავნის, თუ ჭკუას მოვუხმობთ (აი, აქ საბოლოოდ მოიგო ჩემი გული ქალბატონმა ნოვოდვორსკაიამ! - მ. მ.). თუ არ მოვუხმობთ, ათასი წლის მერე გვიპოვიან მარადიულ გამყინვარებაში. ძვირფასო, რუსებო, გადაშალეთ რუსეთის გეოგრაფიული რუკა და დააწერეთ ხმელეთის ერთ მერვედს - კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე: "აქ შეიძლებოდა ჩვენი რეფორმები განხორციელებულიყო"....რისი თქმა შეიძლება? დაე, რუსებს ეგონოთ, რომ მართლა ასე კარგადაა ჩვენთან ყველაფერი. მე კი ძალიან მინდა, ვალერია ნოვოდვორსკაიას მიერ დანახულ საქართველოში ვცხოვრობდე.მერაბ მეტრეველი :givi: მაგარია ჩვენი არხიფო სეთური. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 გადასახადებს მხოლოდ მას შემდეგ გახდევინებენ, როდესაც განვითარების განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევ. შენდება ახალი საწარმოები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; საცობების არარსებობის პირობებშიც კი თბილისში ესტაკადები და გვირაბები შენდება, თბილისიდან გორამდე ავტობანით ნახევარ საათში ჩახვალ. აშშ-ის დიდი დახმარება არ ქრება, არ იმალება მავანთა ჯიბეებში: ცენტიც კი არ იკარგება. ყველაფერი საქმეში იდებაიმედნი შენი დდდდდდ............ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 :givi: მაგარია ჩვენი არხიფო სეთური. :018: არხიფო გუშინ იყო დღეს თუ არ ვცდები სხვა სახელი უნდა დავუძყხოთ მარჩენალს, თორემ გაგვიბრაზდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ განცხადებას ავრცელებს: „ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები. ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ.http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=839 იყოს აქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ განცხადებას ავრცელებს: „ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები. ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ.http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=839 იყოს აქბუა-ხა, ხა, ხა, ისე ამ ინფოს ჩემთან გადავიტან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ განცხადებას ავრცელებს: „ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები. ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ.http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=839 იყოს აქTRANSPARENCY INTERNATIONAL-ზეა საუბარი? იქნებ მათ ვებ-გვერდზე მოძებნოთ ეს ინფორმაცია და დადოთ ბმული. http://www.transparency.org/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 ნოვოდვორსკაყა რომ ურიკინებდა, ადრეც ყველამ იცოდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 Saturn TRANSPARENCY INTERNATIONAL-ზეა საუბარი? იქნებ მათ ვებ-გვერდზე მოძებნოთ ეს ინფორმაცია და დადოთ ბმული. http://www.transparency.org/მაიცა შენ გინდა თქვა, რომ რესპები უსირცხვილოდ იტყუებიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 newstudio მაიცა შენ გინდა თქვა, რომ რესპები უსირცხვილოდ იტყუებიან?მე მინდა ვთქვა რომ მაგ ვებ-გვერდზე ეგ ინფორმაცია ვერ ვიპოვე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 ნავადვორსკაია მხარს უჭერს ყველას და ყველაფერს რაც გამოდის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ..ეს მისი ბრძოლის მეტოდია. ის ყოველტვის აქებს ნებისმიერს ტუ ტვლის რომ რუსეტის რეჯიმის წინააღმდეგ იბრძვის ან რაიმეში შეუძლია დაეყრდნოს..მას ასეტი სტიული აქვს ის ამიტ ინარჩუნებს პოპულარობას მხარდაჭერას. ის მხარს უჭერდა ზ.გ.-ს ტუმცა ბევრი ტვლიდა მას საქ. საზღვრებს გარეტ დასავლეტში არადემკრატიულ და ავტორიტარული ნIშნების მქონე ლიდერად. ჩავესი რომ გამოვიდეს რუსეტის წინააღმდეგ ნავადვორსკაია მასაც უსიტყვოდ დაუჭერს მხარს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 რესპების საიტზე მოყვანილი ინფო ეყრდნობა ამ წყაროსეს არაა მოდელირებული ინფო http://www.transparency.ge/post/general-an...%83%A0%E1%83%A1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 რესპების საიტზე მოყვანილი ინფო ეყრდნობა ამ წყაროსეს არაა მოდელირებული ინფო http://www.transparency.ge/post/general-an...%83%A0%E1%83%A1მაგას რომ ეყრდნობა ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 Saturn მაგას რომ ეყრდნობა ვიცი.არ იქნება მთავარ ვებ-გვერდზე, თუ შეამჩნიე რომ მსოფლიო რეგიონებად აქვთ დაყოფილი და ყოველი რეგიონის ქვეყნებში აქვთ წარმომადგენლობები. სავსებით საკმარისია იმ ქვეყნის გვერდზე იყოს გამოქვეყნებული, ვისაც უშუალოდ ეხება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 (edited) ამ ქალბატონს უდიდეს პატივს ვცემ მან ერთხელ თქვა როცა 7-ნოემბერს ხელისუფლებამ საპოლიციო დანაყოფებს ხალხის დარბევა უბრძანა სწორად მოიქცაო ზვიადისაც იგივე რომ გაეკეთებინაო სამოქალაქო ომი არ მოხდებოდაო დ არუსეთის აგენტები ვერ დაამხობდნენო სწორად აზროვნებს და სწორი შეფასებების უნარი აქვს Edited March 17, 2010 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asineta Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 ამ ქალბატონს უდიდეს პატივს ვცემ მან ერთხელ თქვა როცა 7-ნოემბერს ხელისუფლებამ საპოლიციო დანაყოფებს ხალხის დარბევა უბრძანა სწორად მოიქცაო ზვიადისაც იგივე რომ გაეკეთებინაო სამოქალაქო ომი არ მოხდებოდაო დ არუსეთის აგენტები ვერ დაამხობდნენო სწორად აზროვნებს და სწორი შეფასებების უნარი აქვს კარგი რუსი არ არსებობს და რატომ გიყვართ ხოლმე ზოგიერთი მათგანის ასე გამოყოფა, საკვირველია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.