T_A_T Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 ევროპა და აშშ-სთან ცუციკებივით არიან.აშკარად ნაცპროპაგანდის მსხვერპლი გახდი რაც შეეხება კონკრეტულად ჩემთვის -მეორე მხარეს...ეგ მეორე მხარე ისაა რასაც კაიხანია ვხედავ. ხალხი არის დაჩმორიიკებული, ადვილად სამანიპულაციო და შესაბამისად ქვეყანა არის ჭაობში საიდანაც გამოსავალს მე ვერ ვხედავ და ვერც ამ გამოსავლსი მიმნიშნებელს სხვატაშორის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 ძუკუ არის სადმე?იქნება სადმე, ეხლა დამირეკა ჩემმა ძმამ საფრანგეთიდან - ჭკუიდან არის გადასულირა სიტყვებს იძახდა - ყურში არ შეიშვებაისევ ქვეყნის სასაცილო გაგვხადა ამ ავადმყოფმამე პირადად ძალიან მრცხვენია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 მაგის ავადმყოფურ ტვინში კიდევ რამდენი ეგეთი იდეა დაიბადება,და ამის მერე ვინც ეგ აქ მოავლინა ამ ქვეყნის მეგობარია?ვეცემი სიცილით... არ გვყავს ჩვენ მეგობრები, ყველა ჩვენი მტერია ვინც აქ ხელებს აფათურებს,უნდა გაყარო ყველა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ”ქრონიკის” მოდელირებული გამოშვების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის საპარლამეტნო კომისიის შექმნას მოითხოვს, - ამის შესახებ დავითაიამ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ~ქრონიკის~ 13 მარტის მოდელირებული გამოშვება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია ყოფილიყო. ~ამის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ გაერკვიათ, როგორ შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდეს, ასევე, დაძაბულობის პროვოცირება, რაც ფაქტობრივად უკვე მოხდა. კერძოდ, ცხინვალის რეჟიმმა გააკეთა განცხადება, თითქოს ე.წ. საზღვართან ქართული ჯარის გადაადგილება შეინიშნება~, - განაცხადა დავითაიამ.მისივე შეფასებით, ~ქრონიკის~ გუშინდელ გამოშვებაში პრეზიდენტის ლიკვიდაციისა და სამხედრო ნაწილების დაუმორჩილებლობის შესახებ ინფორმაციის გასვლით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდა.~ასევე დაირღვა დიპლომატიური ეტიკეტი, როცა გათამშდა, თითქოს ელჩებმა განცხადებები გააკეთეს. მთლიანობაში ამ სიუჟეტით დარტყმა მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას და რაც მთავარია, ეს იყო გუმართლებელი ფსიქოლოგიური ტერორი. ეს ყველაფერი შესაძლოა, მოწინააღმდეგემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გუშინელი ფაქტის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიზნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები~, - განაცხადა დავითაიამ. machkatela არის სადმე? რუსული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყებაში "მოდელირებული ქრონიკა" "უცნაურად" და "უადგილოდ" მიაჩნიათსიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 14 / 03, 2010 18:43 Print Font size: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტი უცნაურად და უადგილოდ მიაჩნიათ.როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ, სამინისტროს წარმომადგენელმა ~იტარ-ტასთან~ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, საფრანგეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის ვინაობა არ კონკრეტდება.დიპლომატის განცხადებით, პარიზში ელოდებიან, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი შესაბამისად აგებს პასუხს. ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს ~ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 დამპალი კომუნისტები ზრუნავდნენ მუშა-ხელზე, ეხლა კი მოგხნია პატრონიის დამპალი კომუნისტები 80-იანი წლების თუ არ მერჩივნოს ამ დამპლებს, პიროვნულად, სისტემა არ მოგვწონდა, და რა, ახლანდელი სისტემა ვარგა? ფუი, ის დრო რომ სანატრელი გაგვიხდა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 Saturn გუშინ ამ აზრისთვის ანათემას გადამცეს ზოგ-ზოგიერთებმა. აბა შენზე როგორი რეაქცია ექნებათ ეხლა ვნახოთ. არავის არ გადაუციხარ.პროსტა ვითომ წაიღადავესავით იმ დროს,როცა არავინ არ ვიცოდით რა იყო სიმართლე. ქართველი ხალხი,მკიდია ხალხი რომ ვართ ეს ახალი არ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 lasha1997 წაიღადავესავით იმ დროს,როცა არავინ არ ვიცოდით რა იყო სიმართლეჩემი პირველი პოსტი იმ თემაში დაფიქსირებულია 22:29 -ზე თბილისის დროით ანუ იმ დროს როცა სიმართლე უკვე ყველამ იცოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asineta Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 იმედის რეპორტაჟის თაობაზე ბევრი ითქვა და არ გავიმეორებ. რა მიზანსაც ემსახურებოდა ეს რეპტაჟი ალბათ გასაგებია თუ ამ ხელისუფლების პოლიტიკას დავაკვირდებით. მაგრამ.........................არის მეორე მხარეც.ამ რეპორტაჟის მიერ გამოწვეულმა პანიკამ დამაფიქრა. საომარი მოქმედებების საშიშროების ქვეშ უკვე 20 წელი ვართ და ასეთი პანიკა ნამდვილად არ უნდა გამოეწვია ამ რეპორტაჟს.ომი?აბა მაშინ ეს რეპორტაჟი იმიტაცია რომ არ ყოფილიყო, რა გამოდის მაშინ ის რომ მთელი ქვეყან დაპანიკებულა და ეგაა.გუშინდელმა ამბებ ჩვენს მტრებს მეტი იმედი მისაცა. აქ ომიც არაა თურემ საჭირო, საკმარისია პანიკის დათესვა იმისათვი რომ მოგვიგონ და ეს მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. ვერც კი მიხვდით რომ ეს პანიკა დადგმული იყო, რომ ჩვენს მტრებს იმედი მისცემოდათ. ასე უნდა მოვატყუოთ, შემოვიტყუოთ თბილისამდე და მერე რომ დავსცხებთ მაგრად... ოჰ ოჰო ოჰ ამიტომ არ ღირს ახლა ამის ყველაფრის გაშიფვრა, ხომ იცით რამდენი რუსის აგენტი შეიძLება შემოდიოდეს ამ ფორუმზე ეგენოთ რომ შეგვეშინდა ეგონოთ რომ აგვისტოს ომი მოიგეს ეგონოთ რომ ქართველი ხალხი უჭკუოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 ვერც კი მიხვდით რომ ეს პანიკა დადგმული იყო, რომ ჩვენს მტრებს იმედი მისცემოდათ. ასე უნდა მოვატყუოთ, შემოვიტყუოთ თბილისამდე და მერე რომ დავსცხებთ მაგრად... ოჰ ოჰო ოჰ ამიტომ არ ღირს ახლა ამის ყველაფრის გაშიფვრა, ხომ იცით რამდენი რუსის აგენტი შეიძLება შემოდიოდეს ამ ფორუმზე ეგენოთ რომ შეგვეშინდა ეგონოთ რომ აგვისტოს ომი მოიგეს ეგონოთ რომ ქართველი ხალხი უჭკუოა ხო რა ამთი რაზვედკა სულ ამ ფორუმზე გამოქვეყნებული ინფორმაციიტ მუშაობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asineta Posted March 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 ხო რა ამთი რაზვედკა სულ ამ ფორუმზე გამოქვეყნებული ინფორმაციიტ მუშაობს. სულ არა, მაგრამ აქედანაც კრიფავს ინფორმაციას. ამიტომაც უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ყველგან დეზინფორმაცია მივაწოდოთ. ეს კი არ უნდა იყოს ძნელი. უბრალოდ გავიმეოროთ რასაც ჩვენი ხელმძღვანელობა იძახის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2010 სულ არა, მაგრამ აქედანაც კრიფავს ინფორმაციას. ამიტომაც უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ყველგან დეზინფორმაცია მივაწოდოთ. ეს კი არ უნდა იყოს ძნელი. უბრალოდ გავიმეოროთ რასაც ჩვენი ხელმძღვანელობა იძახის მაგისთვის პრეზიდენტი გვყავს სულ დეზა არაა თავიდან ბოლომდე. პ.ს. ის ეგ ისეთი ტიპია ნაღდ ინფოსაც აწვდის ალბათ რუსებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted March 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2010 babuagiorgi 1990-1993 წლებს ჩემის აზრით არასწორია ამ ორი მოვლენის ასეთი შედარება. ეხლა 19:45-ზე ყველაფერი იყო მშვიდად, არავინ არაფერს ასეთს არ ელოდა და არც არაფერი მოასწავებდა ამხელა ამბავს.ზუსტად 15 წუთში 20:00-ზე ხალხი უყურებს ამ მარაზმს, რომ თბილისი იბომბება, მცხეთასთან ბრძოლებია, პრეზიდენტი ლიკვიდირებულია და რუსული კოლონა სადაცაა თბილისში იქნება. ეს იყო შოკი, და არა შიში. შოკის დროს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება არაადექვატური გახდეს და ის რას მოიმოქმედებს უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. თბილისში ეს პანიკა ძირითადათ მაინც აგორდა რაიონებიდან და საზღვარგარეთიდან განხორციელებული ზარებით, ანუ იმიტომ, რომ ამ ხალხს უშუალოდ არ ჰქონდა საშუალება ელემენტარულად გაეხედა ფანჯარაში და დაენახა, რომ ცაში არანაირი ბომბდამშენები არ არის. ამ "ქრონიკას" ალბათ მოსახლეობის სადღაც 15-20% თუ უყურებდა საერთოდ მაქსიმუმ, აი მერე რომ ატყდა ზარები და გადარეკ-გადმორეკვები, მერე დაიწყო უკვე პანიკა, სრულიად უგონო და გაუაზრებელი. და კიდევ გავიმეორებ: ეს იყო შოკი და არა შიში. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან სხვადასხვა ცნებაა და აბსოლუტურად განსხვავდება ამ შემთხვევებში ადამიანების გცევა. რაც შეეხება 1990-1993 წელს, იმ დროს 2 სექტემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ და აქა-იქა პატარ-პატარა სროლების შემდეგ ხალხი უკვე ფსიქოლოგიურად ასე თუ ისე შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ეს ყველაფერი მარტივად არ დამთავრდებოდა და სისხლისღვრის დაწყება უკვე დროის ამბავი იყო. მასშტაბებიც სხვა იყო აბსოლუტურად: რუსთაველზე და სოლოლაკში ბრძლოები მიდიოდა და მაგალითად საბურთალოზე, პლეხანოვზე, ვაკეში (აღარაფერს ვამბობ გარეუბნებზე) ხალხი ჩვეული რეჟიმით ცხოვრობდა. რათქმაუნდა ყველა განიცდიდა, მაგრამ ყოველგვარი პანიკის გარეში. არც რუსული ავიაგამანადგურებლები და ჯავშან-კოლონა არ უნახავს მაშინ ამ მასშტაბებით ვინმეს თბილისში.სამეგრელოსა და აფხაზეთშიც თუ ნახეს, ეს უკვე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას და არა მშვიდობიანი ცხოვრებიდან 15 წუთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2010 Achiko1972 და კიდევ გავიმეორებ: ეს იყო შოკი და არა შიში. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან სხვადასხვა ცნებაა და აბსოლუტურად განსხვავდება ამ შემთხვევებში ადამიანების გცევა.აბსოლუტურად გეთანხმები და კიდე დავამატებ, შოკის დროს არსებობს ორნაირი რეაქცია - ზოგი შეშდება და ზოგიც გარბის.საკუთარ რეაქციებს დააკვირდით და მიხვდებით რაზეა საუბარი. აი, ის ვინც გარბის იძლევა "პანიკის" ეფექტს.საბედნიეროდ შოკი დიდი ხანი არ გრძელდება, უბრალოდ ვისაც აქ ჯანმრთელობასთან პრობლემები ან არის ძალადობის მსხვერპლი, მას პოსტშოკური გართულებები უჩნდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2010 აქ ეხლა ისეთი საუბარი მიდი, რომ: "აუუუუუუუ დაგვერხა, ვავა, ვავა, ვავა გავიქეცით, დავიწვით და დავიბრიდეთ" მეორე დღე: "რა იყო ასეთი პანიკა ხალხო?" მესამე დღე "რისი პანიკა რა პანიკა, ოდნავ შოკში ვიყავით". მეოთხე დღე: "სადა ეს რუსბი დამანახეთ დაბა დედას ვუტირბეთ ეხლა". მეხუთე დღე: " " პანიკა იყო ბატონოჩემო და ძალიან გადამეტებული. განსაკუთრებით შორიდან კარაგდ გამოჩნდა ეს ამბე და არაა ეს მარტო ჩემი აზრი, მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2010 ნათია კობერიძე ტელეკომპანია „იმედიდან“ გაათავისუფლეს ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2010 19:29 ტელეკომპანია „იმედიდან“ ჟურნალისტი ნათია კობერიძე გაათავისუფლეს. კობერიძის თქმით, ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 13 მარტს სწორედ ნათია კობერიძეს მიჰყავდა გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“, რა დროსაც ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ გავიდა, რომელმაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ნათია კობერიძის განცხადებით, ის „მოდელირებულ ქრონიკასთან“ არაფერ კავშირში არ არის, რადგან აღნიშნული მასალა საინფორმაციო სამსახურის მიერ იყო მომზადებული და მის გადაცემას მხოლოდ შეუთავსეს. „თუნდაც იმიტომ დამატოვებინეს „იმედი“, რომ მოდელირებული ქრონიკის გამო არხის ხელმძღვანელობა გავაკრიტიკე,“ - აღნიშნავს ნათია კობერიძე. . http://ick.ge/ka/rubrics/society/2867-2010-09-22-15-30-23.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.