Jump to content
Planeta.Ge

რა მიზანს ემსახურებოდა იმედის სიუჟეტი?


Recommended Posts

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე ასე ვიტყოდი. რეპორტაჟის გაშვება ეთერში ავტორების მხრიდან იყო არაეთიკური და ცუდი საქციელი. რაც შეეხება წყენას, მე მეწყინა როცა ვნახე ადამიანების რეაქცია მასზე. არა მეორადი რეაქცია როცა გაიგეს რომ ეს ტყუილი იყო და გაბრაზდნენ, ეს გაბრაზება ნორმალურია, არამედ პირველადი რეაქცია არ მომეწონა, როცა ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ატყდა პანიკა. ეს ნიშნავს იმას რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ზომბირება თავისუფლად არის შესაძლებელი. და ეს ძალიან ცუდია.

მე არ მიყურებია სიუჟეტისთვის, ასე რომ მე დავიჯერებდი თუ არა ამ ინFოს არ ვიცი,

 

ორი მეგობარი დამიკავშირდა-ვინც შეცდომაში შევიდა,

ერთი იურისტია, მეორე პროგრამისტი, თავისი საქმის სპეციალისტები არიან,

არასდროს არ შემინიშნავს მათთვის გადამეტებული ფანტაზიორობა ან პანიკიორობა,

გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან,

 

ორივემ შემთხვევით გადართო მაგ არხზე და დასაწყისისთვის არ უყურებიათ,

საზოგადოება შეშინებულია და აქვთ ამის მიზეზი, აგვისტოს ომის დროს ჩვენ ყველანი დაუცველები და საზარბაზნე ხორცი ვიყავით, ჯარი ჩვენ არ გვიცავდა და ბუნკრერები ჩვენ არ გვქონდა და არც ეხლა გვაქვს,

ელემენტარულად არ ვიცით ომის დროს როგორ მოვიქცეთ და იმის არანაირი იმედი არ გვაქვს რომ ვინმე დაგვიცავს,

გარდა ამის ნაციონალური არხები ხშირად აშინებენ საზოგადოებას რომ ომი დაიწყება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს ნიშნავს იმას რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ზომბირება თავისუფლად არის შესაძლებელი.
შენი აზით ვინ სარგებლობს ამით ყველაზე ეფექტურად?

 

ეს ძალიან ცუდია.
:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

შენი აზით ვინ სარგებლობს ამით ყველაზე ეფექტურად?

პრაქტიკულად ყველა. პოლიტ პარტიები, რომლებიც ხალხს აბოლებენ რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო სამოთხის ფილიალად გადაიქცევა. რელიგიები, რომლებიც აბოლებენ რომ მათი რწმენაა ჭეშმარიტი და სხვა ცრუ. კომერციული ფირმები, რომლებიც აბოლებენ რომ მათი პროდუქციაა საუკეთესო და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რა მიზანს ემსახურებოდა იმედის სიუჟეტი?, ვიმსჯელოთ

 

აჩმორებენ ხალხს.

 

 

გუშინ ადგილს ვერ ვპოულობდი და ამ ყველაფერს ისაც დაემატა,რომ ჩემი და ძალიან ცუდათ გახდა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

პრაქტიკულად ყველა. პოლიტ პარტიები, რომლებიც ხალხს აბოლებენ რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო სამოთხის ფილიალად გადაიქცევა. რელიგიები, რომლებიც აბოლებენ რომ მათი რწმენაა ჭეშმარიტი და სხვა ცრუ. კომერციული ფირმები, რომლებიც აბოლებენ რომ მათი პროდუქციაა საუკეთესო და ა.შ.

ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავ,

 

მოკლედ ვიტყვი, უნდა არსებობდეს კანონი რომ დაარეგულიროს ყველაფერი

მათ შორის არაკეთილსინდისიერი რეკლამა თუ ტოტალიტარული სექტა,

ეს ხელისუფლების პრეროგატივაა,

მაგრამ როდესაც თავად ხელისუფლება წარმოადგენს ძალადობისა და უკანონობის წყაროს ეს უკვე სულ სხვა სახის პრობლემაა-გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი, ვიდრე თუნდაც ტოტალიტარულ სექტან ან ცუდი პროდუქტის რეკლამირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრაქტიკულად ყველა. პოლიტ პარტიები, რომლებიც ხალხს აბოლებენ რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო სამოთხის ფილიალად გადაიქცევა. რელიგიები, რომლებიც აბოლებენ რომ მათი რწმენაა ჭეშმარიტი და სხვა ცრუ.

არა Saturn, ყველაზე მეტად ხალხის ზომბირებას დღეს ხელისუფლება ეწევა.

შენ მშვენივრად მიხვდი მე ვის ვგულისხმობდი, მაგრამ მაინც ისე დაპოსტე, როგორც ამას სტანდარტული მიშისტი გააკეთებდა. ეს კი ძალიან სამწუხაროა, რადგან ვფიქრობ შენ არა ხარ ის პიროვნება რომლის დაპროგრამება შესაძლებელია.

არც ერთი პოლიტპარტიის წევრი და მითუმეტეს გულშემატკივარი არა ვარ, მაგრამ არცერთისგან არ გამიგია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო სამოთხის ფილიალად ვაქცევთო, აი საქართველოს პრეზიდენტი კი თითქმის ყველა გამოსვლაში იმას გაიძახის როგორ ვაჯობეთ ჩვენს მეზობლებს, რუსეთს, ბოლო დროს ევროპასაც გადაწვდა და ა.შ. ასე რომ მთავარი მაზომბირებელი ცოტა სხვაგან უნდა მიგენიშნებინა.

 

კომერციული ფირმები, რომლებიც აბოლებენ რომ მათი პროდუქციაა საუკეთესო
ეს რეკლამაა Saturn და თუ ის ცრუ ინფორმაციას შეიცავს კანონით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ როგორ მოიქცეს ხალხი როცა იტყუება ხელისუფლება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

შენ მშვენივრად მიხვდი მე ვის ვგულისხმობდი, მაგრამ მაინც ისე დაპოსტე, როგორც ამას სტანდარტული მიშისტი გააკეთებდა. ეს კი ძალიან სამწუხაროა, რადგან ვფიქრობ შენ არა ხარ ის პიროვნება რომლის დაპროგრამება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა მივხვდი რომ შენ ხელისუფლებას გულისხმობ. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ არაა დიდი სხვაობა ამ ე.წ. პოლიტიკურ ძალებს შორის საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. კარგია თუ ვცდები.

 

არცერთისგან არ გამიგია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო სამოთხის ფილიალად ვაქცევთო

ეს უტრირება იყო :)

 

როგორ მოიქცეს ხალხი როცა იტყუება ხელისუფლება?

არ უნდა მისცეს ხმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა გულახდილად გითხრათ რომ წუხელ გადაცემის მსვლელობის დროს მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება მოვისმინე

ეჭვი მაინც შემეპარა დადგმული იყო, თუ არა....და ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ჩემთვის იყო ის, რომ ფაქტიურად

მეკიდა, შემოვიდოდა რუსის ჯარი თუ არა. რუსის კი არა, რუანდის ჯარი რომ შემოვიდეს, მგონი უკვე რეაქცია აღარ მექნება,

ამათზე უარესები ვინ იქნებიან. არ დამიწყოთ ახლა დამოუკიდებლობაო და ესაო, ისაო, ახლა რა, დამოუკიდებლობას რაიმეთი გრძნობთ? ჩვენი ღირსება და თვითმყოფადობა დაცულია? არ ვართ დაყოფილი ბატონებად და მონებად? სამართალი არსებობს?

ამ მდგომარეობას დაპყრობილი მირჩევნია ვიყო, უცხოებს მაინც ვაგინებ, რა ბურჯანაძე-ნოღაიდელი და რა ესენი.....

აი ასე, მლანძღეთ ახლა:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

როგორ მოიქცეს ხალხი როცა იტყუება ხელისუფლება?

 

არ უნდა მისცეს ხმა.

და როცა ხალხი ხმას არ აძლევს, მაგრამ ხელისუფლება იტყუება და ამბობს, უმრავლესობა მე მიჭერს მხარსო, ამ დროს რა უნდა ქნას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

მინდა გულახდილად გითხრათ რომ წუხელ გადაცემის მსვლელობის დროს მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება მოვისმინე

ეჭვი მაინც შემეპარა დადგმული იყო, თუ არა....და ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ჩემთვის იყო ის, რომ ფაქტიურად

მეკიდა, შემოვიდოდა რუსის ჯარი თუ არა. რუსის კი არა, რუანდის ჯარი რომ შემოვიდეს, მგონი უკვე რეაქცია აღარ მექნება,

ამათზე უარესები ვინ იქნებიან. არ დამიწყოთ ახლა დამოუკიდებლობაო და ესაო, ისაო, ახლა რა, დამოუკიდებლობას რაიმეთი გრძნობთ? ჩვენი ღირსება და თვითმყოფადობა დაცულია? არ ვართ დაყოფილი ბატონებად და მონებად? სამართალი არსებობს?

ამ მდგომარეობას დაპყრობილი მირჩევნია ვიყო, უცხოებს მაინც ვაგინებ, რა ბურჯანაძე-ნოღაიდელი და რა ესენი.....

აი ასე, მლანძღეთ ახლა:)

სამწუხაროა მაგრამ ფაქტი!

ადამიანების უმრავლესობა ესე იფიქრებს, ვისაც აქ დასაკრგი ის გაიქცევა და ვისაც არა - შევეგუებით, სხვა გზას უბრალოდ არარ გვიტოვებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

როცა ხალხი ხმას არ აძლევს, მაგრამ ხელისუფლება იტყუება და ამბობს, უმრავლესობა მე მიჭერს მხარსო, ამ დროს რა უნდა ქნას?

თუ ხდება ტოტალური გაყალბება, მაგრამ ხალხს მაინც ჰკიდია ეს ამბავი, ვერაფერს ვერ იზამს. თუ ხალხის დიდი ნაწილი მივიდა იმ კონდიციამდე რომ მზადაა ხანგრძლივი აქციებით აიძულოს ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებზე, აუცილებლად მიაღწევს ამას საქართველოს ტიპის სახელმწიფოში რადგან რამდენიც არ უნდა იძახოთ დიქტატურაა ესაო ისაო, ფაქტია რომ ხელისუფლება იარაღს არ იყენებს ხალხის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ეხებოდა ტოტალურ გაყალბებას. მცირე გაყალბებებს პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ვერც გამორიცხავ და ვერც აღნუსხავ პრაქტიკულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ მზადაა ხანგრძლივი აქციებით აიძულოს ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებზე,

მშვიდობიანი შეუაიარაღებელი ძალადობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...