Jump to content
Planeta.Ge

იმედს უყურებს ვინმე?


Recommended Posts

მედიისთვის ისეთი ტიპის პროპაგანდისტული გადაცემის ტირაჟირება, როგორიც დღეს საღამოს მაყურებელს ტელეკომპანია “იმედმა” შესთავაზა, სარისკოა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ 20.00-საათიანი “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვების” კომენტირებისას განუცხადა.

საყვარელიძის თქმით, ასეთი გამოშვება რომელიმე განვითარებული ქვეყნის ტელეარხის საშუალებით რომ გადაცემულიყო, იმ ტელეკომპანიას აუცილებლად უჩივლებდნენ.

“ეს იდეა შესაძლებელია, უინტერესო არ იყოს, მაგრამ უნდა გაკეთებულიყო ისე, ადამიანები, რომლებმაც გვიან გადართეს “იმედზე”, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ხაზგასმით იმიტაციაა და არა - სინამდვილე. ქვეყანა ლამის პანიკამ მოიცვა, პანიკა კი ძალიან საშიშია და სულ არ აქვს მნიშვნელობა, ის სიცრუით არის გამოწვეული, თუ - სინამდვილით”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერით დღეს “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ.

ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 434
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ბავშვი გავუშვი აეროპორტში, არ ვუყურებ ტელევიზორს

დაგვირეკეს - ოი დაიწყოვო, ჩავრთეთ იმედი და დაიბომბაო აეროპორტიო

 

აქით დედაჩემი გადასვენდა, იქით ქმარი და მე შუაში ერთი გიჟი

 

ეხლაც მიკანკალებს ყველაფერი - ვერ ვმშვიდდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

21.30 საათიდან დღეს ვიკრიბებით "იმედის" ოფისთან. გადაეცით სხვებსაც, ვისაც გული ეტკინა, მოვიდეს! გთხოვთ გაავრცელოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, არის შუქი და დაწყნარდა ხალხი, მაგრამ ვაი ასეთ დაწყნარებას, ხალხის ზომბირება მიდის შიშის დათესვით. ჩვენ ნერვებს კიდევ ეს უნდოდა, "იმედის' დედა............
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს გააკეთეს ომგამოვლილ ქვეყანაში

ცალკე ეგ და ცალკე არჩევნებს გავაყალბებტ და გარეტ რომ გამოხვალტ აი რა მოგივატო-იმიტაცი არ მოგეწონა?

პროსტა ამ ომის ისტერიით ეგ პრობლემა გადაიფარა...

სასწაული ვნახე-აი დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი აღAრ გამაკვირვებს ამ ქვეყანაში------პირდაფჩენილი ვზივარ და ვუყურებ ჩემს გარშემო მოხტუნავე და მოგინარე კაცებს და ქალებს:puka:((( წამოვიდნენ იმედტან -ასიანი ხდება შეკრება?)

 

მარტლა საქონელიტ სავსე ბაგაა ეს ქვეყანა და არასაზოგადოება-ეს თუ შეარჩინეს.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სარჩელი არ დაგავიწყდეთ,,,,,, საზოგადოება "იმედის" წინააღმდეგ.....მორალური ზიანისთვის Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშიკოს სიზმრები: ვირთხები ვირთხები....

მაგას ყოველღამ ეგ ესიზმრება და ხალხმა ერთხელ ვერ გადაიტანა :puka:

ცაცკალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროპაგანდა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს, - ასეთი კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” 20.00-საათიანი “მოდელირებული გამოშვების” კომენტირებისას ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

“რაც ვნახეთ, ძალიან არაეთიკურია. ამ კონკრეტულ მედია საშუალებას აქვს პროპაგანდისტული მიზნები და აბსოლუტურად არ აინტერესებს ადამიანი'', - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ ბევრ ადამიანს ლამის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ გადაცემის ყურებისას დროულად ვერ მოახერხა რეალობაში გარკვევა.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერით დღეს “ქრონიკის” მოდელირებული გამოშვება გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ.

ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობის და პარლამენტის წევრების ნახვა თუ უნდა ვინმეს ეხლა უკვე წითელ ხიდთან იქნებიან და იქ იხილეთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რატომ გააკეთეს აი პროსტა ვერ ვტვინავ და ესე ვკიდივართ ამის დედა ვატირე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეს რატომ გააკეთეს აი პროსტა ვერ ვტვინავ და ესე ვკიდივართ ამის დედა ვატირე?

არველაძIს ტვინის ნაყოფია, 100 000 კაცისთვის მეტალის დეტექტორები სულ ორი რო დაადგმევინა ბუშის ვიზიტისას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

21.30 საათიდან დღეს ვიკრიბებით "იმედის" ოფისთან. გადაეცით სხვებსაც, ვისაც გული ეტკინა, მოვიდეს! გთხოვთ გაავრცელოთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობის და პარლამენტის წევრების ნახვა თუ უნდა ვინმეს ეხლა უკვე წითელ ხიდთან იქნებიან და იქ იხილეთ.

 

 

ეხლა უნდა შეამოწმოს კაცმა, რამდენი მთავრობის და პარლამენტის წევრი გავიდა დღეს საქართველოდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულია ხალხო ეს ყველაფერი, აგონიაშია ზოგიერთები და ხალხი კიდიათ საერთოდ!

 

მეზობლები მყავს მოხუცები მარტო ცხოვრობენ, ძლივს მოვასულიერეთ, სასწრაფო არ მოდის ბევრი გამოძახებებიაო......................

 

რა გვეშველება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...