Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არ არის ქართული ეთნომიმი... თანაც

 

აბა სადაურია? წყარო?

 

აფხაზეთი ბოლო 2000 წლის განმავლობაში ხან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, ხან არა

მაგ ლოგიკით იმერეთიც ხან შედიოდა ხან არა... მაგ გაგებით ტერმინი "საქართველოც" არ არსებობდა 2000 წლის განმავლობაში პერმანენტულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 112
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

McLaren

მსოფლიოში 1000 - ზე მეტი ეთნოსია, მაგრამ ამავე დროს გაეროში სულ რაღაც 192 სახელმწიფო ირიცხება.

 

შეუძლებელია იმის დადგენა ამ 1000 ეთნოსიდან ვის ეკუთვნის დამოუკიდებლობა, და ვის არა. თუ ასე წავიდა ლაპარაკი, მაშინ ყველას უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დიახ, ყველას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო თუ ამის სურვილი და საშუალება გააჩნია

 

 

ამიტომ არსებობს გაერო, რომელიც უნდა იყოს არსებული სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის გარანტი. ანუ ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება მხოლოდ მაშინ როცა ეს არ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს კონსტიტუციას, რომლისგან გამოყოფაც უნდა მას.

იუგოსლავია რატომ დაიშალა? (არც რიტორიკული კითხვაა და არც ჩამჭრელი, მართლა მაინტერესებს)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა სადაურია? წყარო?

მაგ ლოგიკით იმერეთიც ხან შედიოდა ხან არა... მაგ გაგებით ტერმინი "საქართველოც" არ არსებობდა 2000 წლის განმავლობაში პერმანენტულად

წყარო თქვენზეა, თქვენ ამტკიცებთ ქართულიაო :(

 

იმერეთზე - ნო ქომენთ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ციტატა

იმიტომ, რომ ამა თუ იმ რეგიონის (ქვეყნის) დამოუკიდებლობა ან რაიმე სხვა არსებობის ფორმა უნდა გადაწყვიტოს მისმა მოსახლეობამ და არა ვინმე სხვამ ქვეყნის გარეთ, ან თუნდაც ამავე ქვეყანაში მცხოვრებმა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილმა.

 

დაბრუნდეს იქ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა სრულად და თუ გადაწყვეტს ეს მოსახლეობა დამოუკიდებლობას, მაშინ ეკუთვნით, თუ არა და მაშინ ამ "დამოუკიდებლობის" მსურველებს უკვე სეპარატისტები და ანტი სახელმწიფო ელემენტები ქვიათ და მათი ადგილი არის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში.

 

გაბათილდა მოჰაჯირების ვარიანტით

 

 

რა გაბათილდა? რა შუაშია საერთოდ მოჰაჯირები???

 

მათი უდიდესი ნაწილი იყვნენ ჩერქეზები და ადიღები, ნაწილი აფსუებიც. როდის რა პრობლემა ჰქონია მაგ ხალხთან საქრთველოს, გინდაც მთლიანად, გინდაც სამთავრობოების დონეზე? ყოფითი კონფლიქტები და კრიმინალური გამოვლინებები ეთნიკურ კი არა, ოჯახის წევრებს შორისაც ხდებოდა და ხდება.

 

გადახედეთ ილია ჭავჭავაძის აზრებს მოჰაჯირების შესახებ და არამარტო, კარგად ნახავთ, რომ ერთადერთი ვინც მაგ ხალხს ამ უბედურებაში თანაუგრძნობდა, სწორედ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო.

 

მანდედან რომ რუსებს ეს ხალხი არ გაესახლებინა, გამორიცხული იყო დარჩენილების (მათ შორის უამრავი სწორედ ქართული წარმომავლობის) გარუსება, რამაც მოახდინა სწორედ ჩვენს შორის დისტანცირება და შემდეგ კონფლიქტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყარო თქვენზეა, თქვენ ამტკიცებთ ქართულიაო

იმერეთზე - ნო ქომენთ

 

ი. ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, ნოე აფხაზავა, ქეთევან ლომთათიძე ეკატერინე ოსიძე...

 

ისე საპირისპირო მტკიცებასაც სჭირდება წყარო - აკი აცხადებთ არ არისო...

 

ლინგვისტური ანალიზი ქმნის მხოლოდ ენათმეცნიერების თვალსაზრისით ამ ეთნომიმის არაქართველურის სასარგებლო არგუმენტებს, მაგრამ იტორიკოსის თვალსაზრისი?

 

 

და ერთი კიდევ თემაზე "პროგრესული" აზროვნების ნიმუშებს რომ ვისმენ მიჩნდება შეკითხვა - სახელმწიფო ქონდათ აფხაზებს? მაშინ მაინტერესებს ერთი რამ: სადაა აფხაზური ენის ძეგლები და/ან ამ ენაზე შექმნილი კანონები?

 

გეცადათ დაქომენთება იმერეთზე :(

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

მაგ ლოგიკით იმერეთიც ხან შედიოდა ხან არა...

სწორად ჩაწვდით ჩემ აზრს ქალბატონო ირენ. თქვენივე სიტყვებიდან გამომდინარეობს რომ დროის რაღაც მონაკვეთში აფხაზეთი და იმერეთიც არსებობდნენ დამოუკიდებელ ერთეულებად, სამეფოებად, სამთავროებად. ისე მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა დროს თუ არ ჩავთვლით, ბილოს აფხაზეთი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში როდის შედიოდა? სადღაც მე მგონი 16-ე საუკუნეში, თუმცა შეიძლება მეშლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

რა გაბათილდა? რა შუაშია საერთოდ მოჰაჯირები???

 

მათი უდიდესი ნაწილი იყვნენ ჩერქეზები და ადიღები, ნაწილი აფსუებიც. როდის რა პრობლემა ჰქონია მაგ ხალხთან საქრთველოს, გინდაც მთლიანად, გინდაც სამთავრობოების დონეზე? ყოფითი კონფლიქტები და კრიმინალური გამოვლინებები ეთნიკურ კი არა, ოჯახის წევრებს შორისაც ხდებოდა და ხდება.

 

გადახედეთ ილია ჭავჭავაძის აზრებს მოჰაჯირების შესახებ და არამარტო, კარგად ნახავთ, რომ ერთადერთი ვინც მაგ ხალხს ამ უბედურებაში თანაუგრძნობდა, სწორედ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო.

 

მანდედან რომ რუსებს ეს ხალხი არ გაესახლებინა, გამორიცხული იყო დარჩენილების (მათ შორის უამრავი სწორედ ქართული წარმომავლობის) გარუსება, რამაც მოახდინა სწორედ ჩვენს შორის დისტანცირება და შემდეგ კონფლიქტი.

რომ არ გაესახლებინათ რა იქნებოდა ეგ არავინ იცის. ფაქტია გაასახლეს და დაბრუნების უფლებაც აქვთ და შემდგომ არჩევანის უფლებაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

და ერთი კიდევ თემაზე "პროგრესული" აზროვნების ნიმუშებს რომ ვისმენ მიჩნდება შეკითხვა - სახელმწიფო ქონდათ აფხაზებს? მაშინ მაინტერესებს ერთი რამ: სადაა აფხაზური ენის ძეგლები და/ან ამ ენაზე შექმნილი კანონები?

აფხაზეთი კულტურულად ყოველთვის იყო მიბმული საქართველოზე. მათ არც საკუთარი დამწერლობა გააჩნდათ და აფხაზური არისტოკრატიის სალაპარაკო ენა ქართული იყო. მათი გვარებიც ორნაირი იყო, ქართული და აფხაზური ჟღერადობის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ი. ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, ნოე აფხაზავა, ქეთევან ლომთათიძე ეკატერინე ოსიძე...

 

ისე საპირისპირო მტკიცებასაც სჭირდება წყარო - აკი აცხადებთ არ არისო...

 

ლინგვისტური ანალიზი ქმნის მხოლოდ ენათმეცნიერების თვალსაზრისით ამ ეთნომიმის არაქართველურის სასარგებლო არგუმენტებს, მაგრამ იტორიკოსის თვალსაზრისი?

და ერთი კიდევ თემაზე "პროგრესული" აზროვნების ნიმუშებს რომ ვისმენ მიჩნდება შეკითხვა - სახელმწიფო ქონდათ აფხაზებს? მაშინ მაინტერესებს ერთი რამ: სადაა აფხაზური ენის ძეგლები და/ან ამ ენაზე შექმნილი კანონები?

 

გეცადათ დაქომენთება იმერეთზე :D

არა ვარ დიდად კომპეტენტური აფხაზეთის ისტორიაში, ამიტომაც ვსვამ კითხვებს

 

ისე, ჩემის აზრით ლინგვისტიკა გაცილებით უფრო კომპეტენტურია ეთნოსების ამა თუ იმ ჯგუფებისადმი კუთვნილების საკითხში, ვიდრე ისტორია.

 

ჩემი პროგრესული აზროვნება მკარნახობს, რომ სავარაუდოდ ქართული დომინირებდა და იმიტომ არა აქვთ ძეგლები. თუმცა ისიც არ ვიცი აქვთ თუ არა... :boli:

 

 

ქართლ კახეთი, იმერეთი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

დიახ, ყველას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო თუ ამის სურვილი და საშუალება გააჩნია
ჯ\

ჯავახეთში მაცხოვრებელ სომხებს რომ მოუნდეთ თავიანთი სახელმწიფო

ან მარნეულელ აზერბაიჯანელებს?

უცნაური ლოგიკაა ფრიად, იქ მაცხოვრებელ იძულებით გამოდევნილ ქართველებს რა მოტივით ვართმევთ არჩევანის უფლებას?

აფხაზი ეთნოსი ქართულზე მაღლა დგას და მეტი უფლებები აქვს,?

რის საუფძველზე

 

irene

 

აფხაზეთი კულტურულად ყოველთვის იყო მიბმული საქართველოზე. მათ არც საკუთარი დამწერლობა გააჩნდათ და აფხაზური არისტოკრატიის სალაპარაკო ენა ქართული იყო. მათი გვარებიც ორნაირი იყო, ქართული და აფხაზური ჟღერადობის.

როგორც ვხედავთ ორი ტიპის აზროვნება დაუპირისპირდა ერთმანეთს უკიდურესად რიბელარული და ნაციონალისტური,

აი მათ შორის რომ ოქროს შუალდეი გადის-ესააა ბევრი ქართველისთვის ყველაზე რთული გასაგები,

მართალი ბრანდებით, უფრო რომ დავაკონკერტო გარკვეული ისტორიული პერდიოდის მანძილზე მოხდა აფხაზების ქართიზაცია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ჯ\

ჯავახეთში მაცხოვრებელ სომხებს რომ მოუნდეთ თავიანთი სახელმწიფო

ან მარნეულელ აზერბაიჯანელებს?

უცნაური ლოგიკაა ფრიად, იქ მაცხოვრებელ იძულებით გამოდევნილ ქართველებს რა მოტივით ვართმევთ არჩევანის უფლებას?

აფხაზი ეთნოსი ქართულზე მაღლა დგას და მეტი უფლებები აქვს,?

რის საუფძველზე

ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს აქვთ სახელმწიფო სახელად სასომხეთი, ხოლო მარნეულელელ აზერებს - აზერბაიჯანი.

 

არც დევნილებს არ ვართმევ არჩევანის უფლებას, მე აფხაზებზე დავსვი კითხვა და არა აფხაზეთზე. პლუს მჰაჯირებსაც აქვთ არჩევანის უფლება საქმე საქმეზე რომ მიდგეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს აქვთ სახელმწიფო სახელად სასომხეთი, ხოლო მარნეულელელ აზერებს - აზერბაიჯანი.

 

არც დევნილებს არ ვართმევ არჩევანის უფლებას, მე აფხაზებზე დავსვი კითხვა და არა აფხაზეთზე. პლუს მჰაჯირებსაც აქვთ არჩევანის უფლება საქმე საქმეზე რომ მიდგეს.

ნუ მაშინ ასე თქვი, თუკი ეთნოსს არ გააჩნია სხვა სამშობლო მაშინ მას უფლება აქვს რომელიღაც ტერიტორიაზე შექმნას საკუთარი,

 

აი ციგნებმა რომ მოითხოვონ ვთქვათ ლოტკინზე არ ეკუთვნით?

 

გარდა ამისა მოჰაჯირების დაბრუნება არ დაბურნუება ეს არაა ქართულ საზოგადოებაზე დამოკიდებული,

ხოლო ქართველების დაბრუნების ვალდებულება აქვთ აფხაზურ საზოგადეობას რომელმაც იძულებითი წესით მოსახლეობას წაართვა საკუთარი სახლ კარი

 

 

მოჰაჯირებად მე არ გამიკრეკია აფხაზები, პირიქიტ აფხაზებმა გამოგვრეკეს ეგრეა?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

 

სწორად ჩაწვდით ჩემ აზრს ქალბატონო ირენ. თქვენივე სიტყვებიდან გამომდინარეობს რომ დროის რაღაც მონაკვეთში აფხაზეთი და იმერეთიც არსებობდნენ დამოუკიდებელ ერთეულებად, სამეფოებად, სამთავროებად. ისე მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა დროს თუ არ ჩავთვლით, ბილოს აფხაზეთი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში როდის შედიოდა? სადღაც მე მგონი 16-ე საუკუნეში, თუმცა შეიძლება მეშლება.

 

არამარტო იმერეთი და აფხაზეთი - ქართლი, კახეთი, სამცხე -საათაბაგო...

ბოლოს 1491 წელს უცნიათ ერთმანეთის დამოუკიდებლობა ქართველ მეფე მთავრებს და საზღვრებიც დაუდგენიათ...

http://ka.wikipedia.org/wiki/ერთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ მაშინ ასე თქვი, თუკი ეთნოსს არ გააჩნია სხვა სამშობლო მაშინ მას უფლება აქვს რომელიღაც ტერიტორიაზე შექმნას საკუთარი,

 

აი ციგნებმა რომ მოითხოვონ ვთქვათ ლოტკინზე არ ეკუთვნით?

აფხაზეთი არაა აფხაზებისთვის რომელიღაც ტერიტორია.

 

გარდა ამისა მოჰაჯირების დაბრუნება არ დაბურნუება ეს არაა ქართულ საზოგადოებაზე დამოკიდებული,

ხოლო ქართველების დაბრუნების ვალდებულება აქვთ აფხაზურ საზოგადეობას რომელმაც იძულებითი წესით მოსახლეობას წაართვა საკუთარი სახლ კარი

 

ქართულ საზოგადოებაზე უკვე თითქმის აღარაფერი არაა დამოკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

როგორც ვხედავთ ორი ტიპის აზროვნება დაუპირისპირდა ერთმანეთს უკიდურესად რიბელარული და ნაციონალისტური,

მე რომელი ვარ?

ისე თავს აშკარად ლიბერალად ვთვლი, ოღონდ სამართლიანობაზე და სიმართლეზე დაყრდნობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...