Jump to content
Planeta.Ge

საგინებელი "ოპოზიცია"


Recommended Posts

გული მერევა ყველა პარტიაზე.

აბსოლიტიკური უვიცობა და სიმხდალე.

იმის მაგივრად უგულავას დამარცხებაზე ეფიქრათ, მოინდომეს ერთმანეთის დაჭმა.

ჩასარეცხები ხართ უმეტესობა. ნაგვები და არარაობები.

ძიძიგური რომ რუსეთთან ტანგოს დაიწყებს და ნიკა ივანბიშვილს რომ დილით გაღვიძებულზე მერობა მოუნდება.....

მოკლედ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. იმდენად სამარცხვინო ლამის მივიდე და სათითაოდ ყველა პარტიის ლიდერს პირადად ვუთხრა ერთიორი ტკბილი სიტყვა.

 

გიგი იბრძვის მერობისთვის, სხვა პარტიები კი ოპოზიციის ნიშის დასაკავებლად. :( ტაშიიიიიიიიი

 

ჩემ აზრზე ვრჩები. ერთადერთი ნათელი წერტილი ალასანიაა. ცადა ბანაკების გაერთიანება , ვერ გაუგეს . იბრძვის მერობისთვის და რეალურად შეუძლია გიგის მიწაზე დაცემა. ოპოზიციური ნაგავი თავიანთთან ტყლაპოში ექაჩებიან და შანსები მკვეთრად შეამცირეს. . :(

 

რეალურად მინდა ამ არჩევნებმა ჩარეცხოს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ისე რომ თავის ამოყოფაც ვერ შეძლონ. ნაძირლები და არაკაცები . სხვა სიტყვა არც მეთქმის.

 

უკაცრავად ტონისათვის . დამაბრალეთ ალასანური ბრიგადნიკობა ,მაგრამ რეალურად ასეა და კია ყველა ღირსი ალასანიამ საერთოდ მოხსნას კანდიდატურა და დავითაშვილ -უგულავას დებატებს დაემსგავსოს მომავალი არჩევნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ლევან გაჩეჩილაძის შემოსვლა ბრძოლის ველზე მასაც დააზარალებს, ირაკლი ალასანიასაც და ოპოზიციურ ელექტორატსაც, - ეს განცხადება დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა “დაიცავი საქართველოს” ოფისში ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, გაჩეჩილაძისგან მოისმინა ირაკლი ალასანიასთან გუშინდელი შეხვედრის დეტალები.

ცაგარეიშვილის განმარტებით, საჭიროა, ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი წარმოადგინოს დ ამაზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიას ახლა სჭირდება მხარდაჭერა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია სახელისუფლო კანდიდატს ვერ დაამარცხებს.

“ვფიქრობ, რომ ალასანიას სჭირდება მხარდაჭერა არა მხოლოდ გაჩეჩილაძის მხრიდან, არამედ სხვა პოლიტიკური ლიდერების, პარტიებისა და მოძრაობებისგან. ეს ერთობა აუცილებელია ოპოზიციისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ გიგი უგულავას დამარცხებას”,-მიიჩნევს ცაგარეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლევან გაჩეჩილაძე მაქსიმუმ 10 დღეში გამოაცხადებს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გაჩეჩილაძე საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცაგარეიშვილი-გაჩეჩილაძის შეხვედრა “დაიცავი საქართველოს” ოფისში თითქმის 2 საათი გაგრძელდა.

ამ წუთებში ლევან გაჩეჩილაძეს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და რეჟისორი ქეთი დოლიძე, აგრეთვე, ბიძინა გეგიძე ხვდებიან.

გრეჩიხა კიდევ 10 დღიან დუმებშია. ამ დუმებში კი შევედით დუმებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ალასანია საბოლოოდ გამოღლევდა მგონი. გაანებოს თავი ამ რესპებს და ყველაფერი წავა ისე, როგორც უნდა იყოს. რესპებთან ვერთად ჩემ ფეხებს მიიღებს ხმებს, დაჟე გრეჩიხამ რო დაუჭიროს მხარი, ბევრი პროსტო არ მივა არჩევნებზე. იმიტომ არ უნდოდათ რესპებს არც სოციოლოგიორი, არც პრაიმერი. თავიდან მეგონა რომ მართლა ეშლებათ და რეიტინგული გონიათ თავი, ახლა ჩანს უკვე, რომ თითონაც ძაან კარგად იციან, რა რეიტინგიც აქვთ, მაგრამ სხვის ხარჯზე უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. იტოგში, რაც ეხლა ხდება, ყველაფერი რესპების კისერზეა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგში, რაც ეხლა ხდება, ყველაფერი რესპების კისერზეა

 

შებრძანდით რესპების საიტზე. ძალიან კარგი, დემოკრატიული ფორუმი აქვთ და გამოთქვით თქვენი აზრი, ბანს არ დაგადებენ და პასუხსაც კულტურულად გაგცემენ.

თქვენი პოსტიდან ასე მგონია დედამიწა რომ ტრიალებს, მაგიც რესპების ბრალია.

 

სხვათაშორის, "ეროვნულმა ფორუმმა"(?) რომ საიტი გაიკეთა, საერთოდ არა აქვთ ფორუმი. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

 

ბატონ ლაშას ვეთანხმები, ნებისმიერი ოპოზიციონერი და მათი პარტიები, რომ ჩასარეცხია, ამას არ უნდა დიდი მიხვედრა, მაგრამ ალასანია რომ მიშა - 2 გამოდგეს, ამის საშიშროებას ვერ ხედავს?

 

შეკითხვა, რომელიც უკვე იყო ამ ფორუმზე:

 

რითია ალასანია მიშაზე უკეთესი, რატომ უნდა მივცე ხმა? ოღონდ ფაქტებით და არა ზოგადად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ალასანია საბოლოოდ გამოღლევდა მგონი. გაანებოს თავი ამ რესპებს და ყველაფერი წავა ისე, როგორც უნდა იყოს. რესპებთან ვერთად ჩემ ფეხებს მიიღებს ხმებს, დაჟე გრეჩიხამ რო დაუჭიროს მხარი, ბევრი პროსტო არ მივა არჩევნებზე. იმიტომ არ უნდოდათ რესპებს არც სოციოლოგიორი, არც პრაიმერი. თავიდან მეგონა რომ მართლა ეშლებათ და რეიტინგული გონიათ თავი, ახლა ჩანს უკვე, რომ თითონაც ძაან კარგად იციან, რა რეიტინგიც აქვთ, მაგრამ სხვის ხარჯზე უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. იტოგში, რაც ეხლა ხდება, ყველაფერი რესპების კისერზეა

და რატომ არ მოგწონს რესპები?

 

ბატონ ლაშას ვეთანხმები, ნებისმიერი ოპოზიციონერი და მათი პარტიები, რომ ჩასარეცხია, ამას არ უნდა დიდი მიხვედრა,

რატომ?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ბატონო დონ, მე რესპუბლიკელი ვარ და არა ერთხელ დამიწერია ფორუმზე რომ რესპების "პატალოკი" 10%. ეს კარგ შემთხვევაში.დათო ბერძენიშვილს უყვარს გამოთქმა, რომ მოსახლეობას შეუძლია დაწყნარდეს, რადგან მათ ცალკე რესპების ხელისუფლებაში მოსვლა არ ემუქრებათ.

მაგრამ ბოლო ერთი წელი მაინც არაა საუბარი მათ რეიტინგზე. ყველა გამოკითხვაში ისინი ალიანსთან ერთად განიხილებოდნენ.ჰოდა ეს სოციოლოგიური გამოკითხვაც ალიანს შეეხებოდა და არა ცალკე რესპებს. ალიანსი კი ჩემთვის ცნობილ ყველა გამოკითხვებში აშკარად უსწრებდა სხვა ოპოებს.თუმცა ამ წლის შედეგები უცნობია და მეც ძალიან მინდა ახალი შედეგები ვიცოდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ისე ლაშა როცა ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიებზე მოდი ვნახოთ რა სიტუაციაა.

1. ვინ არ მონაწილეობს არჩევნებში:

ფორუმი, ლეიბები ესენი შედარებით რეიტინგულები და ბურჯანაძე, ოქრუაშვილი ნაკლებად რეიტინგულები. არიან აგრეთვე ორ კაციანი პარტიები და მათ ნუ განვიხილავთ. ხო კიდევ სალომეს საკითხი გაურკვეველია.

2. ვინ მონაწილეობს:

ალიანსი ასევე რეიტინგული, ნაკლებად რეიტინგული კონსერვები, ხუთ კაციანი კობა და ნოღაიდელი-ეს ცალკე საკითხია. ასევე ფსევდო ოპოზოცია ასლანიჩები,პადოშა, მე თვითონ.

გრეჩო ასევე გაურკვეველია.

აქედან გამომდინარე მე პირადად ვერ ვხვდები რა საერთო ოპოზიციურ კანდიდატზეა საუბარი საერთოდ.

თუნდაც ალიანსი კონსერვებთან, კობასთან და გრეჩოსთან რომ გაერთიანებულიყო, რა ეს საერთო კანდიდატი იქნებოდა? ჩემთვის პირადა კობა და ძიძი მიუღებელნი არიან იმ უსირცხვილო შანტაჟ-ვაჭრობის გამო რაც მათ მოაწყვეს იმისთვის, რომ რამენაირად საერთო სიაში მოხვედრილიყვნენ, რადგან მთელი მათი ქმედებები მხოლოდ ამას ემსახურებოდა. ეხლა ნოღაიდელი იპოვეს და პრორუსულად განწყობილი ამომრჩევლების ხარჯზე უნდათ ფონს გასვლა. რჩება გრეჩო და მე მოხარული ვიქნები თუ ის ალიანს რაიმე სახით შეუერთდება.

ასლანიჩები და ძმანნი მათნი რა თქმა უნდა გამოირიცხებიან, მითუმეტეს ნოღაიდელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

გული მერევა ყველა პარტიაზე.

აბსოლიტიკური უვიცობა და სიმხდალე.

იმის მაგივრად უგულავას დამარცხებაზე ეფიქრათ, მოინდომეს ერთმანეთის დაჭმა.

ჩასარეცხები ხართ უმეტესობა. ნაგვები და არარაობები.

ძიძიგური რომ რუსეთთან ტანგოს დაიწყებს და ნიკა ივანბიშვილს რომ დილით გაღვიძებულზე მერობა მოუნდება.....

მოკლედ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. იმდენად სამარცხვინო ლამის მივიდე და სათითაოდ ყველა პარტიის ლიდერს პირადად ვუთხრა ერთიორი ტკბილი სიტყვა.

 

გიგი იბრძვის მერობისთვის, სხვა პარტიები კი ოპოზიციის ნიშის დასაკავებლად. D.gif ტაშიიიიიიიიი

 

ჩემ აზრზე ვრჩები. ერთადერთი ნათელი წერტილი ალასანიაა. ცადა ბანაკების გაერთიანება , ვერ გაუგეს . იბრძვის მერობისთვის და რეალურად შეუძლია გიგის მიწაზე დაცემა. ოპოზიციური ნაგავი თავიანთთან ტყლაპოში ექაჩებიან და შანსები მკვეთრად შეამცირეს. . 038.gif

 

რეალურად მინდა ამ არჩევნებმა ჩარეცხოს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ისე რომ თავის ამოყოფაც ვერ შეძლონ. ნაძირლები და არაკაცები . სხვა სიტყვა არც მეთქმის.

 

უკაცრავად ტონისათვის . დამაბრალეთ ალასანური ბრიგადნიკობა ,მაგრამ რეალურად ასეა და კია ყველა ღირსი ალასანიამ საერთოდ მოხსნას კანდიდატურა და დავითაშვილ -უგულავას დებატებს დაემსგავსოს მომავალი არჩევნები.

 

გამარჯობა ლაშა ბატონო.

 

მინდა გკითხო რატომ ირაკლი და არა სხვა?

 

ცოტა უხერხული ხომ არ არის გუშინ მთავრობაში იყავი და დღეს ოპოზიციის ლიდერად რომ აცხადებ თავს? ყველა პარტიას თავისი ლიდერი ყავს და ბუნებრივია ყველას თავისი ამბიცია გააჩნია. ყველას თავისი შეხედულებები აქვს და შესაბამისად დიდი გამოცდილება.

 

აქედან გამომდინარე ერთ დღეს ოპოზიციის ლიდერობა მოგინდება და თან ამბობ მერობის და შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი მე ვიქნები, თქვენ კი მე დამიჭირეთ მხარიო. რბილად რომ ვთქვათ ასეთი ქმედებები პოლიტიკურ ნარცისიზმს უფრო გავს. ისმება სამართლიანი შეკითხვა-რატომ უნდა დუჭიროს მხარი ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა ოპოზიციის ისეთ კანდიდატს, რომელსაც არათუ პრაიმერი, არამედ სოციოლოგიური გამოკითხვის მიერ დადასტურებული უპირატესობაც არ გააჩნია.

 

 

და ვთქვათ და ასეთი დაქსაქსულობის ფონზე ოპოზიციის ელექტორქტმა არ გამოიჩინა აქტიურობა და წააგო ალასანიამ, მერე რა ხდება ვისი ბრალი იქნება?

 

პ.ს. მე პირადა მიმაჩნია, რომ ოპოზიციას ალასანიაზე უკეთესი კანდიდატი ამ ეტაპზე არ ყავს, მაგრამ საერთო კანდიდატის გამოკვეთის ალიანსისეულ ფორმულას კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამამისი, გენერალ-ლეიტენანტი მამია ალასანია, მოკლეს აფხაზმა მეამბოხეებმა სოხუმის დაცემის შემდეგ 1993 წ. ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წ. პარალელურად, 1994-96 წწ., სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-04 წწ.) და თავდაცვის (2004 წ.) მინისტრის მოადგილე, ეროვნ ული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004 წ.)

 

2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე-იურე მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. მის დანიშვნას ამ პოსტებზე მტრულად შეხვდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობა, თუმცა ალასანიამ მოახერხა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. ამან ხელი შეუწყო 2006 წ. მარტში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას. იმავე თვეში ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოფიციალური პირების განმარტებით, ალასანიას გაეროში ელჩად მივლინება მიზნად ისახავდა საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით; თუმცა, ოპონენტები შიშობდენ, რომ ახალი დანიშვნა აფერხებდა ალასანიას უშუალო მონაწილეობით მიღწეულ დადებით შედეგებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე.[1] მიუხედავად ამისა, ალასანია რჩება პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2008 წ. 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის ფონზე, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა დეტალები არ გახმაურებულა.[2] 2008 წ. აგვ. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში.[3] იმავე წლის 4 დეკებერს გადადგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგნლის თანამდებობიდან .მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც. [4]

 

2009 წელს ალასანიამ დააარსა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში "ალიანსი საქართველოსთვის", რომლის წევრები, ასევე, არიან საქართველოს რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები. ალიანსმა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე ირაკლი ალასანია წარადგინა[5]

 

 

 

2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე-იურე მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში

ეს გვაძლევს საფუძველს რომ ალასანია დავადანაშაულოთ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმთან თანამშრომლობაში?

თუკი ეგრეა, ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება და ფორმალური ლოგიკა,

 

რომლის მიღმაც საღი აზრი ნამდვილად არ იმალება, არამედ ადამიანის დადანაშAულების სურვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ჩემთვის პირადა კობა და ძიძი მიუღებელნი არიან იმ უსირცხვილო შანტაჟ-ვაჭრობის გამო რაც მათ მოაწყვეს იმისთვის, რომ რამენაირად საერთო სიაში მოხვედრილიყვნენ, რადგან მთელი მათი ქმედებები მხოლოდ ამას ემსახურებოდა. ეხლა ნოღაიდელი იპოვეს და პრორუსულად განწყობილი ამომრჩევლების ხარჯზე უნდათ ფონს გასვლა

 

 

ძუკუ ბატონო არ გეკადრებათ ასეთი დემაგოგია. მე პირიქით ვიტყოდი ასეთ ქმედებებში რესპები არიან გაწაფული. არ აქვთ რეიტინგი და ამიტომ რეიტინგულ პოლიტიკოსს შეეკრნენ. ფაქტია, ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში რესპებს ცოტათი უკან ჩაჩოჩება მოუწევდათ და ამიტომ არ აწყობდათ ეს გაერთიანება. ნოღაიდელის პრორუსულობა საბაბია მხოლოდ. თანაც აჭარაში ნოღაიდელმა ელექტორატი წაართვა რესპებს და ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ძუკუ ბატონო არ გეკადრებათ ასეთი დემაგოგია.

მე თქვენ იგივენაირად არ გიპასუხებთ დათა ბატონო, იმიტომ რომ პატივს გცემთ. თუ არ ვცდები თქვენ კონსერვატორების მხარდამჭერი ბრძანდებით. ჩვენი რეიტინგი რამდენიც იყო საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩდა 3.8% ქვეყნის მასშტაბით.თბილისში ბარიერის გადალახვა შეგვეძლო. აი რაც შეეხება კობას და ძიძის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ისინი 1%-საც ვერ აიღებდნენ მარტო. ნაღაიდელის პრორუსულობა კი პირადად ჩემვის და არა მარტო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მოღაიდელი არ იყო როცა მთელმა ოპოზიციამ ახლოს არ გაიკარა მისი წარსულის გამო. ეხლა კი იმ წარსულს ამდენი რამე დაუმატა და ეხლა გახდა მისაღები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რეალურად მინდა ამ არჩევნებმა ჩარეცხოს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ისე რომ თავის ამოყოფაც ვერ შეძლონ.

საქმე იმაშია, რომ უგულავას გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე მეტს ალასანია კარგავს. ყველა დანარჩენი უკვე მრავალჯერ დამარცხებულია. ერთი დამარცხებით მეტი, ერთით ნაკლები მათ ვერაფრს უზავს. ალასანიას კიდევ პრეზიდენტობა უნდა. ხოდა ახლა უგულავას მერის არჩევნებში თუ ვერ მოუგო, საპრეზიდენტოს მოგება ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

საქმე იმაშია, რომ უგულავას გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე მეტს ალასანია კარგავს. ყველა დანარჩენი უკვე მრავალჯერ დამარცხებულია. ერთი დამარცხებით მეტი, ერთით ნაკლები მათ ვერაფრს უზავს. ალასანიას კიდევ პრეზიდენტობა უნდა. ხოდა ახლა უგულავას მერის არჩევნებში თუ ვერ მოუგო, საპრეზიდენტოს მოგება ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უშიშროების სკოლაში სწავლობდა ალასანია?

 

უყურე შენ...

არ მჯერა არავისი, ვისაც უშიშროებასთან რამე კავშირი ჰქონია ოდესმე...

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თუ არ ვცდები თქვენ კონსერვატორების მხარდამჭერი ბრძანდებით.

 

არა, მე ფორუმის მხარდამჭერი ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალასანიასი ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ მისი არასწორი ნაბიჯები არ გავკრიტიკო.

 

მოღაიდელი არ იყო როცა მთელმა ოპოზიციამ ახლოს არ გაიკარა მისი წარსულის გამო. ეხლა კი იმ წარსულს ამდენი რამე დაუმატა და ეხლა გახდა მისაღები?

 

აქ ვიღაც პარტიის და მისი ლიდერის ავ-კარგიანობაზე არ არის ლაპარაკი. შეიქმნა ჯგუფი რაღაც იდეის გარშემო გაერთიანებული და ამ იდეის გარშემო ხდება გაერთიანება და არა ერთ პარტიულ სტრუქტურაში მოქცევა. ასეტი რამ პოლიტიკური პარტიებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

გაიხსენეთ ნარინჯისფერი და თუ გინდათ ვარდების რევოლუცია. სააკაშვილი თანამშრომლობდა პატიაშვილთან. აი მე ნოღაიდელთან არ დავდგები, მე ლეიბორისტები არ მევასება და სხვა ასეთი რამ მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს.

 

McLaren

საქმე იმაშია, რომ უგულავას გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე მეტს ალასანია კარგავს. ყველა დანარჩენი უკვე მრავალჯერ დამარცხებულია. ერთი დამარცხებით მეტი, ერთით ნაკლები მათ ვერაფრს უზავს. ალასანიას კიდევ პრეზიდენტობა უნდა. ხოდა ახლა უგულავას მერის არჩევნებში თუ ვერ მოუგო, საპრეზიდენტოს მოგება ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

 

და ვერ მოგება ვისი დამსახურება იქნება? უფრო სწორედ ვისი პოლიტიკური კაპრიზების ბრალი იქნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...