Jump to content
Planeta.Ge

როგორი საქართველო გვინდა


Recommended Posts

ალბატ ყველას ვინც პოლიტიკაში ვპოსტავთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად

ჩვენს წარმოდგენაში გვაქვს ისეთი საქართველო, რომელიც გვინდა რომ იყოს

მე ჩემსას გეტყვით

 

1. მთლიანი საქართვლო-სადაც ვიცხოვრებთ ჩვენც, ოსებიც და აფხაზებიც-ერთიან სახელმწიფოში და ვერავინ ვერ გაბედავს ეთნიკური ნიშნით ერების გადაკიდება მანიპულაციას,

ვერც უცხო ქვეყანა, ვერც სეპოები და ვერც ქართველი ურა პატრიოტები.

2. მსურს რომ საქართველოში იყოს ისეთი საზოგადოება სადაც გაბატონებული იქნება მართლმადიდებლური ცნობიერება,

 

ოღონდ, ეკლესია უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს

3. დემოკრატია-რაშიც მოვიაზრებ პირველ რიგში სამართლიან არჩევნებს,

ადამიანის უფლებების დაცვას, დამოუკიდებელ სასამართლოს, სიტყვისა და სინდისის თავისუფლებას

4. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ეროვნული წარმოების განვითარება,

ხალხი უნდა დასაქმდეს, ხელი უნდა შეეწყოს საშუალო და მცირე ბიზნესის განვიათებას,

უნდა შეიქმნას საშუალო ფენა,

მაქსიმალურად უნდა ვეცადლოთ რომ ვაწარმოოთ ყველაფერი ჩვენ, რისი წარმოებაც შეგვიძლია და მაქსიმალურად შევზღუდოთ იმპორტი, ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის რომ ეროვნულმა პროდუქტმა დაიპრყოს როგორც შიდა ისე გარე ბაზარი,

5. განათლება-უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო სოც. დაუცველი ბავშვებისთვის უნდა არსებობდეს სახ. მხრიდან დახმარება სტიპენდიის სახით,

საქ. უნდა შეიქმნას ისეთი სოც. გარემო რომ სათანადო განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდამ სამუშაო მოიძიოს საქ.

 

 

რორგორც ხედავთ აქ არაა საუბარი იმაზე თუ რა გზებს ვხედავ ამის მისაღწევად, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა გვსურს და მერე ვილაპარაკოთ როგორ,

ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ის რაც მე მსურს ბევრისთვის არ იქნება მისაღები,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2. მსურს რომ საქართველოში იყოს ისეთი საზოგადოება სადაც გაბატონებული იქნება მართლმადიდებლური ცნობიერება

მართლმადიდებლური ცნობიერება კი არა, კანონმორჩილება. დანარჩენი წავა როგორც არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლური ცნობიერება კი არა, კანონმორჩილება. დანარჩენი წავა როგორც არის.

კანონი შEიძლება არასამართლიანი იყოს, გარდა ამისა კანონებით მანიპულირებაც არის შესაძლებელი,

 

კანონი უნდა იყოს სამართლიანი ეს ერთი და ადამიანებსაც ზნეობა უნდა გააჩნდეთ,

კანონი 37 წელს ეგ. წოდებული ტროიკები რომ იყო მაშინაც არ ირღვეოდა,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კანონი 37 წელს ეგ. წოდებული ტროიკები რომ იყო მაშინაც არ ირღვეოდა

ირღვეოდა. ტროიკები, ხელისუფლება, სტალინი... ყველანი არღვევდნენ კანონებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირღვეოდა. ტროიკები, ხელისუფლება, სტალინი... ყველანი არღვევდნენ კანონებს.

არ ირღვეოდა-კანონი ქონდათ რეჟიმზე მორგებული..აი როგორც მიშა და პუტილი ცდილობენ კანონის მორგებას ეგრე რა...

 

როგორი საქართველო გვინდა, ჩემი ოცნების ქართული სახელმწიფო

რეალურად?

საპარლამენტო მმარტველობა. აგრარული . ფედერაცია. აშშდან და ნატოდან რაც შეიძლება დისტანცირებული. რელიგიური მინიმალიზაციით. რადიკალური ეკონომიკური რეფორმებით( შოკური ტერაპია) 3-მაქსიმუმ 4 პარტიული პოლიტპალიტრით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

არ ირღვეოდა-კანონი ქონდათ რეჟიმზე მორგებული

მე კი გეუბნებით რომ ირღვეოდა. და ჰაერზე არ ვამბობ ამას, მეტ-ნაკლებად შესწავლილი მაქვს თუ როგორ მიმდინარეობდა გამოძიებისა და სასამართლოს პროცესი იმ ეპოქაში. თვითონ კონსტიტუცია და კანონები სსრკ-ს დროს არ იყო ცუდი, იმ ეპოქისთვის ნორმალური იყო.

 

საპარლამენტო მმარტველობა. აგრარული

აგრარული საპარლამენტო მმარტველობა რას ნიშნავს? :irusha:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსურს რომ საქართველოში იყოს ისეთი საზოგადოება სადაც გაბატონებული იქნება მართლმადიდებლური ცნობიერება,
ოღონდ, ეკლესია უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს

Siknadmo, ამ ორი დებულების ერთმანეთთან დაკავშირება როგორ წარმოგიდგენიათ?

აღმსარებლობა პიროვნების სინდისის საქმეა და არა საზოგადოების, მითუმეტეს სახელმწიფოს პრეროგატივა.

თქვენს მიერ წარმოდგენილი დებულების მეორე ნაწილი (ეკლესია უნდა იყოს გამოყოფილი სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს) ეწინააღმდეგება პირველს (გაბატონებული იქნება მართლმადიდებლური ცნობიერება).IMHO

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ნუ ეხლა გამოძიება და სასამარტლო ხომ ისე მიდის ნუ იტყვი რა! გუშინ თუნდაც მაესტროზე გასული ერორის ნგრევის და 2 მემონტაჟის დაღუპვის შესახებ ფილმს თუ გავიხსენებთ...

 

აგრარული საპარლამენტო მმარტველობა რას ნიშნავს?

იმას ნიშნავს რომ მძიმე გამომრჩა..შენ რა გეგონა ბექაურისნაირი გლეხებით დაკომპლექტებული პარლამენტი ხომ?:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ირღვეოდა-კანონი ქონდათ რეჟიმზე მორგებული..აი როგორც მიშა და პუტილი ცდილობენ კანონის მორგებას ეგრე რა...

რეალურად?

საპარლამენტო მმარტველობა. აგრარული . ფედერაცია. აშშდან და ნატოდან რაც შეიძლება დისტანცირებული. რელიგიური მინიმალიზაციით. რადიკალური ეკონომიკური რეფორმებით( შოკური ტერაპია) 3-მაქსიმუმ 4 პარტიული პოლიტპალიტრით

აგრარული, განავრცე, სავარაუდოდ საქ. გინდა იწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

რომელსაც ექსპორტზე გავიტანთ, ენგრეაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრარული, განავრცე, სავარაუდოდ საქ. გინდა იწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

რომელსაც ექსპორტზე გავიტანთ, ენგრეაა?

ცხადია-კვლევა მაქვს ადრე წაკითხული-პოტენციალი ქვეყანას გააჩნია ამ სექტორში-რეგიონში კი არა ევრპოპაში წამყვანი და დომინანტიც კი შეიძლება გავხდეთ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარებისას.. მსუბუქი მრეწველობის განვიტარებას აზრია რ აქვს იმიტომ რომ დიდი ნახტომებიტ წინ გაგისწრო თურქეთმა-რეგიონი მტლიანად აღებული აქვს და ევროპაც. მძიმე მრეწველობა და ინდუსტრია კი პირიქით ჩვენი ქვეყნისტვის დამღუპველი ქინება ეკოლოგიის ტვალსაზრისით..მოკლედ ვრცელი მასალა იყო ამაზე ადრე...სხვატაშორის წიგნის პალატიდან ვიღებდი მასალებს-მას მერე რაც ეს უწყება გაუქმდა მხოლოდ ინტერნეტის ტუ ვიკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას:(

მსურს რომ საქართველოში იყოს ისეთი საზოგადოება სადაც გაბატონებული იქნება მართლმადიდებლური ცნობიერება,
-რას მერჩი?:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ცხადია-კვლევა მაქვს ადრე წაკითხული-პოტენციალი ქვეყანას გააჩნია ამ სექტორში-რეგიონში კი არა ევრპოპაში წამყვანი და დომინანტიც კი შეიძლება გავხდეთ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარებისას.. მსუბუქი მრეწველობის განვიტარებას აზრია რ აქვს იმიტომ რომ დიდი ნახტომებიტ წინ გაგისწრო თურქეთმა-რეგიონი მტლიანად აღებული აქვს და ევროპაც. მძიმე მრეწველობა და ინდუსტრია კი პირიქით ჩვენი ქვეყნისტვის დამღუპველი ქინება ეკოლოგიის ტვალსაზრისით..მოკლედ ვრცელი მასალა იყო ამაზე ადრე...სხვატაშორის წიგნის პალატიდან ვიღებდი მასალებს-მას მერე რაც ეს უწყება გაუქმდა მხოლოდ ინტერნეტის ტუ ვიკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას:)

რა თქმა უნდა, სოფლის მერუნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს საქართელოს, თუმცა მსუბუქი მრეწველობის განვითარებაცაა შესაძლებელი,

 

ჩემის აზრით არაფრის შეზღუდვა არაა საჭირო, მარტო ნიორზე და ბოლოკზე ვერ ვიცხოვრებთ,

გარდა ამისა, აი ქალაქში მაცხოვებლებიც ხომ ვერ გავიჩენთ ბაღ-ბოსტანსა, ჩვენ რა ვაკეთოთ,

თურქულ-ჩინური მსუბუქი მრეწველობის ჩანაცვლება ქართული პროდუქციით სულაც არაა ფანტასტიკის სფერო, უამრავი პატარა, მიგდებული ქალაქი გვაქვს, სადაც ხალხი გამარგინალებულია, იქ პატარა ხელფასებზეც იშრომებენ, თუკი საგადასახადო შეღავათებიც იქნება ჭრან და კერონ,

 

თბილისის განტვირთვა სწორად პატარა ქალაქების, ქუთაისის, რუსთავის, გორის გაძლიერებითაა შესაძლებელი...

 

და კიდევ, არ მინდა მე ბატონო ვიმუშAვო აგრარულ სექტორში, ან ვაჭრობაში, არც ტურისტული ბიზნესი მხიბლავს,

 

ადამიანს ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ფართო გასაქანი,

შესაბამისად მე პირადად, მრეწველობის და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გარეშე საქართველოს ღირსეულ მომავალს ვერ ვხედავ,

თუკი შვედციაში, ფინეთსა და ნორვეგიაში შესძლეს ამის გაკეთება, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) დემოკრატიული

2) სეკულარული

3) სოციალისტური ეკონომიკით

4) ლიბერალური ფასეულობებით (მარა ეკონომიკაში არა, ადამიანის უფლებების მხრივ და ა.შ ლიბერალიზმის მომხრე ვარ)

5) დეცენტრალიზებულ მართველობის სისტემით

6) პროდასავლური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შეუთავსებელია ესენი ერთმანეთთან:

ლიბერალური ფასეულობებით (მარა ეკონომიკაში არა
დეცენტრალიზებულ მართველობის სისტემით
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შეუთავსებელია ესენი ერთმანეთთან:

:) ამხელა აშშ არის ფედერალური და რატოა ერთი შეუთავსებელი ეს ამიხსენი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...