Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

В центре Тбилиси прогремел мощный взрыв

13:35 Росбалт

 

ТБИЛИСИ, 8 марта. В центре Тбилиси, на проспекте Важа Пшавела, минувшей ночью прогремел мощный взрыв.

 

В результате взрыва почти во всех квартирах семиэтажного дома вылетели стекла, повреждено несколько автомобилей. Жертв нет.

 

Как передает корреспондент «Росбалта», в настоящее время на месте происшествия работают криминалисты.

 

Силовики еще не делали официальных заявлений, однако, по неофициальной информации, в действие было приведено самодельное взрывное устройство – оно оставило на месте взрыва глубокую воронку.

 

 

Подробнее: http://news.mail.ru/incident/3479825/

ტყუილებს წერენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაშა-ფშაველას გამზირის 47 ნომერში წუხელ მომხდარი აფეთქება, არაოფიციალური ვერსიით, ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდას უკავშირდება. მეზობლები მას “ზონას” სახელით იცნობენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პასპორტის მიხედვით მისი სახელი და გვარია რუსლან პაპასკირი.

მისი დაკითხვა ვაჟა-ფშაველას 47 ნომერში ამ წუთებში მიმდინარეობს. მეზობლების გადმოცემით, ნაღმის აფეთქების დროს მას ნამსხვრევი მოხვდა და ფეხშია დაჭრილი. ახალგაზრდა რესპუბლიკური საავადმყოფოდან წუხელვე გაწერეს და სახლში მკურნალობს.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნონა ჭეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკუთარი თვალით დაინახა, რომ აფეთქება ჩეჩენი ეროვნების მამაკაცის სადარბაზოში შესვლიდან რამდენიმე წამში მოხდა.

“წუხელ, დაახლოებით, 24:00 საათზე, მეგობრებს ველოდებოდი და სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ფანჯარასთან ვიდექი. დავინახე “მერსედესის” მარკის ავტომანქანა როგორ გაჩერდა, სადაც ორი მამაკაცი იმყოფებოდა, საჭესთან კი, ჩეჩენი იჯდა. გადმოვიდნენ, შევიდნენ სადარბაზოში და აფეთქება რამდენიმე წამში მომენტალურად მოხდა. ირგვლივ არავინ იმყოფებოდა, აფეთქება ალბათ უთვალთვალებდნენ და დისტანციური პულტის გამოყენებით მოხდა. შემდეგ გავიგე, თითქოს მისი ლიკვიდაცია უნდოდათ. მე არ ვიცნობ ამ ოჯახს. ერთი თვეა, ამ მისამართზე გადმოვედით”,-განაცხადა ნონა ჭეიშვილმა და აღნიშნა, რომ ჩეჩენს ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა, საავადმყოფოში კი, იმ მამაკაცმა წაიყვანა, რომელიც ახლდა.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ჩეჩენი ეროვნების ოჯახს ბინა ნაქირავები აქვს და 5 წელია, აქ ცხოვრობენ. ისინი ბინის შესყიდვასაც გეგმავდნენ. “ზონას” ძმა მეზობელ კორპუსში ცხოვრობს.

მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ. მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა აქვთ და წყნარი ოჯახია. რაც შეეხება მათ საქმიანობას, მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ავტომანქანებს ხშირად იცვლის, ავტომანქანებით ვაჭრობს. მისი მეუღლე კი, ოქროს სამკაულების ბიზნესით არის დაკავებული და ჩეჩენი ეროვნების ქალებს თავისი ოქროს ბირჟა აქვთ.

ამასთან, ამ წუთებში კორპუსთან განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამნაღმველები შემთხვევის ადგილთან მიახლოების უფლებას არავის აძლევენ და განმარტავენ, რომ ეს სახიფათოა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც ვერ გავიგე, ის მანქანა აფეთქდა რომლითაც მოვიდნენ თუ სხვა იდგა კიდე?

 

ესღა გვაკლდა კიდე :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თემა ( ჩეჩნების ) ძალიან მძაფრდება ნელ ნელა.

სრულაიდ სერიოზულად ვამბობ ყოველგვარი ქსენოფობიის და იდეების გარეშე.

ჩემს ირგვლივ 3-4 ინციდენტი მაინც არის მომხდარი ამ ადამიანების ( ჩეჩნების ) მონაწილეობით.

აფეთქებები არ ყოფილა აქამდე, მაგრამ აშკარად ვერ ჯდებიან თანამედროვე ქართულ რეალობაში. და ამით საკმაოდ სახიფათოები არიან.

არ ვიცი შეიძლება სახელმწიფოს სჭირდება მათი გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის, მაგრამ თუკი ასეა ხომ შეიძლება რაღაც განცალკევებულად ამყოფო?

თორემ ჰგონიათ თავი მოსკოვში და იქცევიან შესაბამისად...

ეს დალოცვილი ერთი რამ დაგვრჩა განსხვავება მაგ ქვეყნისგან ( რუსეთს ვგულისხმობ ) კრიმინალური მენტალობის მოშლისკენ აღებული გეზი... ამასაც ვანგრევთ?

ორი ჩხუბი შესაბამისი რაზბორკებით პირადად მე ვიცი. სადაც ეს ადამიანები ( ჩეჩნები ) ყვიროდნენ ჩვენ ბიჭო ქურდების ხომ არ გგონიათ გვეშინიაო ( რა შუაში იყო ეს? აშკარად რუსეთში გამჭრელ არგუმენტად აღვიქვი მე პირადად ) მგლები ვართ ჩვენ და გორცებიო... არადა რა ქურდები რის ქურდები... ხსენებაც კი არ იყო იქ მათი.

იმხო, აქაურ რეალობას მოწყვეტილი ტიპები მგონია ეს ხალხი მე პირადად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ეს დალოცვილი ერთი რამ დაგვრჩა განსხვავება მაგ ქვეყნისგან ( რუსეთს ვგულისხმობ ) კრიმინალური მენტალობის მოშლისკენ აღებული გეზი... ამასაც ვანგრევთ?

დანგრეულია უკვე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ გასაგებია, მაგრამ პაპასკირი სადაური ჩეჩენია?

ურუს მარტანელი ჩემო ძუკუ, არ იცოდი? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...