Jump to content
Planeta.Ge

◙ ისლამი (الإسلام‎) — როდის და სად იღებს სათავეს ◙


Recommended Posts

აზრი

 

სალამი

 

შენთვის თუ ყურანის აიები (მუხლები) არაფერს ნიშნავს, ესე იგი, შენთვის ყურანი არაფერი ყოფილა.

 

ეს დაგვესიზმრა თუ რის საფუძველზე ვაკეთებთ ამნაირ დასკვნას? მე ვთქვი რომ მაგ აიებში არსად ჩანს რომ მუჰამადმა (صلى الله عليهس و اله و سلام) ვერ მოახდინა სასწაული. თქვენ როგორც ვხედავ დასკვნების გამოტანის ამბავშიც მოიკოჭლებთ.

 

შენი ნებაა მიზეზად რას მოიფიქრებ.

 

დიახ, ეს მიზეზია და არა საბაბი. თორემ ასეთი მტკიცებულებები უამრავია და თუ ივრითი იცით, იშოვეთ ძველივრითზე ნაწერი ბიბლია და რამდენ განსხვავებას აღმოაჩენთ.

 

ესე იგი, მსოფლიოს მუსლიმ მთარგმნელებს, ყურანი რომ უთარგმნიათ, ტყუილად გაუფლანგიათ დრო.

 

ტყუილად გაფლანგულს ვერ ვიტყვით, რადგან არაბულის გარდა კიდევ ბევრ ენაზე საუბრობენ მორწმუნეები და კიდევ ბევრზე ისაუბრებენ ღვთის ნებით. მაგრამ ასეთი თარგმნილი წმიდა ყურანის სიზუსტე საეჭვოა და შესაბამისად, მისი სასულიერო ძალაც დაკლებული.

 

ხო, აბა წადი ახლა და ორთოდოქს მუსლიმს უთხარი ეგ და აგიხსნის.

 

ძალიან ბევრ "ორთოდოქს მუსლიმთან" მისაუბრია და პირიქით ამიხსნია, განსაკუთრებით შუა აზიის არაბ და გუჯარათელ მუსლიმებთან არის ასეთი წარმოდგენები გავრცელებული.

 

ამიტომ დავეყრდენი თქვენს წმინდა წიგნს და იქიდან გისაბუთებთ ყველაფერს და არა მრავალფეროვანი მოსაზრებებიდან რომლებიც მუსლიმთა სამყაროშია აბიბინებული.

 

აბა ის რაღაც ციტატა საიდან მოვიდა? თქვენ არ მოიტანეთ? თან ზუსტად იმას დაეყრდენით და წარმოადგინეთ დასკვნა მუსლიმურ ლოგიკაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ეს დაგვესიზმრა თუ რის საფუძველზე ვაკეთებთ ამნაირ დასკვნას?

დამშვიდდი, ნუ გავაფუჭებთ თემას დაგესიზმრა-დამესიზმრას ერთმანეთზე ძახილით. მაგას ჯობია არგუმენტები მოიძიო ყურანიდან. :))

 

მე ვთქვი რომ მაგ აიებში არსად ჩანს რომ მუჰამადმა (صلى الله عليهس و اله و سلام) ვერ მოახდინა სასწაული.

 

როგორ არ ჩანს. :D აბა ეს რა არის 20-ცე პოსტში და მას შემდეგ რომ გიხსნი? "სასწაულნი ალაჰის ხელთაა, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ"-ო მუჰამადი ამბობდა და ამატებს: "თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ"-ო. მუჰამადი პირდაპირ აღიარებს რომ სასწაულების მოხდენის უნარი არ აქვს. მუჰამადის ეს სიტყვები რამდენი ხანია მომყავს შენთვის და არაფრით არ გინდა ყურანის სიტყვები გაიგო, მითუმეტეს მუსლიმივარო აცხადებ. ამიტომ მე კი ნუ მწერ ამას, არამედ შენ თავს დაუწერე:

 

თქვენ როგორც ვხედავ დასკვნების გამოტანის ამბავშიც მოიკოჭლებთ.

 

 

 

რაც შეეხება ამას:

"ასეთი მტკიცებულებები უამრავია და თუ ივრითი იცით, იშოვეთ ძველივრითზე ნაწერი ბიბლია და რამდენ განსხვავებას აღმოაჩენთ".

მასე წერა, მტკიცებულებები ბევრია, საქმეს არ შველის, კონკრეტული არგუმენტები და ფაქტები თუ არ დადე. თურე წერე მსგავსი სიტყვები რამდენიც გინდა, არავინ გიშლის, უბრალოდ როცა კონკრეტული ფაქტები ვერ მოგყავს ვერავინ დაგიჯერებს მხოლოდ სიტყვებზე. ;)

 

 

აბა ის რაღაც ციტატა საიდან მოვიდა? თქვენ არ მოიტანეთ? თან ზუსტად იმას დაეყრდენით და წარმოადგინეთ დასკვნა მუსლიმურ ლოგიკაზე.

 

ეგ იმიტომ გავაკეთე რომ იძახდი, მე ავტორიტეტულ ნაშრომებს ვიზიარებ, ისე ვიღაც მუსლიმის ნათქვამს არაო. :D ახლა არც ეგ მოგეწონა და არც ეგ გინდა გაითვალისწინო. მოკლედ შენი პოზიცია ასეთია:

 

ყურანში დაწერილს უარყობ.

ყურანის ტექსტებს თვითნებურად გადაკეთებულად გვითარგმნი რომ შენს საკუთარ მოსაზრებებში დაგვაჯერო.

ყურანზე მაღლა ადამიანების მოსაზრებებს აყენებ.

როცა ყურანის გარდა ავტორიტეტული ნაშრომებიდან არგუმენტები იდება, ერთი ხელის მოსმით უარყოფ და ზღაპრებიაო იძახი.

რთულია შენნაირ ადამიანთან მსჯელობა, რომლისთვისაც არც ყურანია მისაღები და არც ავტორიტეტული ნაშრომები, არამედ მხოლოდ შენი საკუთარი აზრებია ენთვის მისაღები... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის ჯიჰადი გამოგვიცხადეთ? :D

Nukriko

 

რადგან شيعة علي-მა არ გაგცა მასუხი, მე გიპასუხებ.

 

მუსლიმებს აქვთ "ხუთი სვეტი(ბურჯი)", (არაბულად: أركان الإسلام):

 

http://s45.radikal.ru/i107/1005/d9/6792fe295f9e.jpg

 

ანუ ასე ვთქვათ "ხუთი მცნება" ან "პრინციპი"); ზოგი მუსლიმი, მაგალითად ხარიჯის წარმომადგენლები ამ ხუთ სვეტს (მოთხოვნას) ამატებენ მეექვსე სვეტს და ამ მეექვსე სვეტს ისინი "ჯიჰადს" ეძახიან. "ჯიჰადი" ნიშნავს: "წმინდა ომს" ანდა "წმინდა ბრძოლას" რომლიც ხარიჯის (რელიგიური) დაჯგუფების (ზოგჯერ მათ 'ხარიჯის სექტად' მოიხსენიებენ ხოლმე) თანახმად მეექვსე (წმინდა) სვეტს წარმოადგენს, თუმცა არ უნდა აგვერიოს იმაში, რომ მუსლიმთა დიდი ნაწილი ასეთნაირად (მეექვსე სვეტად) არ განიხილავს მას, ანუ ამ "ჯიჰადს" (წმინდა ომს).

 

ჯიჰადის მთავარი მიზანის შესახებ, "ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკა" ამბობს, რომ მისი მიზანი ანუ 'ჯიჰადის' მიზანი "ის კი არაა რომ ადამიანები მუსლიმანურ რელიგიაზე მოაქციოს, არამედ მისი მიზანია პოლიტიკური კონტროლის ხელში ჩაგდება (დაუფლება), რომლის მეშვეობითაც, საზოგადოებათა შორის გარიგებებს ყურანის პრინციპების თანახმად აწარმოებდა". ისე მაგარი გემოვნება აქვთ აი. :018:

 

სამწუხაროდ, გინდ გაგვიკვირდეს გინდ არა, ყურანი ასეთი "წმინდა ომებს" ნებას რთავს. ყურანში ნათქვამია:

"ნუ მოკლავთ სულს (კაცს), რაც აკრძალა ალაჰმა, თუ არა - მხოლოდ სამართლიანობით". —სურა (თავი) 17, აია (მუხლი) 33.

 

ყურანის ამ სიტყვებს გამო, მრავალი მუსლიმი ასეთ "წმინდა ომებს" ამართლებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისლამთან დაკავშირებით მინდა გავაგრძელო ზოგიერთი საკითხის შესახებ საუბარი, რაც მკითხველს დაეხმარება ისლამის შესახებ შემეცნების არიეალის გაფართოებაში.

 

ყურანი, , სურა ანუ თავი II-ში, (ალ-ბაგარაში), აია (მუხლი) 253-ტეში, ნათქვამია: "აი ისინიც - მოციქულნი. ვამჯობინეთ ზოგიერთი ზოგიერთს, მათგან იყო ის, ვისაც ელაპარაკა ალაჰი და ამაღლდა ზოგიერთი ხარისხით".

 

რელიგიური ადამიანები, იუდეურ-ქრისტიანული რელიგიებში მოხსენიებულ მნიშვნელოვან პერსონაჟებს, ღვთის წინასწარმეტყველებად, მაცნეებად და მოციქულებად მიჩნევენ. ისლამის 800 მილიონზე მეტი მიმდევარი, იუდაურ-ქრისტიანული რელიგიის წინასწარმეტყველებებს, მოციქულებს და მაცნეებს, აღიარებენ. ისინი ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, დავითს და იესოს, ღვთის მაცნეებად და წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ. ამ ექვსს, მეშვიდეს ამატებენ და 'უფრო აღმატებულ' მოციქულად კი წინასწარმეტყველ მუჰამადს მიიჩნევენ.

 

სახელწოდება "ისლამი", ფართო მნიშვნელობისაა, რადგან ის დამორჩილება-მინდობასთანაა დაკავშირებული, რაც ალაჰის ნებასა და კანონებთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ადამიანი, რომელიც მორჩილების ამ რელიგიურ გზას ირჩევს, განისაზღვრება ტერმინით, "მუსლიმი". ის ვინც მუსლიმი ხდება, ემორჩილება ალაჰს. სიტყვა "ალაჰი" მომდინარეობს არაბული სიტყვიდან "ალ-ილაჰ"-იდან და ნიშნავს "ღმერთს". ეს სიტყვა ყურʼან-ში დაახლოებით 2700-ჯერ გვხვდება.

 

როგორც ზემოთ მოყვანილი ყურანის სიტყვებიდან ვიგებთ, მათ 'ამჯობინეს ზოგიერთი ზოგიერთს', ანუ ადამს, ნოეს, მოსეს, იესოს და სხვებს, მამაკაცი სახელად "მუჰამადი" ამჯობინეს. ამიტომ საინტერესო იქნებოდა მუჰამადზე საუბარი, ანუ მასზე საუბარი, რომელიც მუსლიმებმა ამჯობინეს.

 

მუჰამმად ბინ აბდულლაჰ (ძე აბდულასი) გვევლინება ისლამის დამფუძნებლად, ადამიანი, რომელიც ახ. წ. 570 წელს დაიბადა მექაში, საუდის არაბეთში. ეს ადამიანი, ძალიან უკმაყოფილო იყო ადგილობრივი რელიგიური რიტუალებისა და პოლითეისტური რელიგიური მრწამს[ებ]ით (ანუ პოლითეისტური რელიგიური შეხედულებებით). ამ კაცს, არ იზიდავდა არც იუდაიზმი და არც ქრისტიანობა. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი წიგნის "მუსლიმის და ქრისტიანის დიალოგი"-ს ცნობილი მუსლიმი ავტორი, ჰ.მ. ბააგილი ამობს: "ვინაიდან ძალიან გადაუხვია იესოს თავდაპირველ სწავლებას, ალაჰმა, როგორც თავისი განზრახვების ერთერთი ნაწილი, თავისი ბოლო წინასწარმეტყველი მუჰამადი გამოგზავნა, განაახლა და აღადგინა არსებული ცვლილებები".

 

მუჰამადმა რიტუალებს და წესჩვეულებებს, არაბული სული ჩაუდო. ქალაქი იერუსალმი და თავისი წმინდა ტაძარი, ქალაქმა მექამ და მისმა მოკაშკაშე წმინდა ქააბამ ჩაანაცვლა:

 

http://s54.radikal.ru/i145/1003/fc/15463e1ace67.jpg

 

ებრაელების შაბათი და ქრისტიანების კვირა, პარასკევით შეიცვალა, რის დროსაც, საყოველთაო ლოცვა აღესრულება არაბულ ენაზე. მოსესა და იესოს ნაცვლად, ახლა მუჰამადი მიიჩნევა ღვთის მოწინავე წინასწარმეტყველად მისლიმების მიერ. 40 წლის ასაკში, მუჰამადმა განაცხადა, რომ ის ღვთის მაცნეს (წინასწარმეტყველს) წარმოადგენდა. თავდაპირველად თავისი რელიგიური შეხედულებები და მრწამსი მუჰამადმა ჯერ ახლო მეგობრებსა და ნათესავებს გაუზიარა, რამაც თანდათანობით ჩაუყარა საფუძველი მისი მიმდევრების გამოჩენას.

 

სინამდვილეში ისლამური ერა ახ.წ.-ით 622 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, როცა მუჰამადი მექადან მედინაში გაემგზავრა; ამ მოვლენას, მუსლიმები ჰიჯრაჰს უწოდებენ, რაც არაბულად "ემიგრაციას" ნიშნავს. მუსლიმებური თარიღები მას შემდეგ მოვლენებს ა.ჰ.-თი ათარიღებენ. (ა.ჰ. მომდინარეობს (ანნო ჰეგირაე-დან, რაც "გამგზავრების წელს" ნიშნავს).

 

მუჰამადი მედინაში ჩავიდა, რათა ებრაელები თავისი წინასწარმეტყველური როლისადმი დადებითად განეწყო და თავისი ახალი რელიგიის მიმდევრებად ექციაისინი. მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ებრაელები წინაღუდგნენ მუჰამადს და მის მტრებთან ფარული შუამავლობის დამყარება გადაწყვიტეს როგორც მექაში, ისე მედინაში. დროთა განმავლობაში ებრაელთა მთავარი ჯგუფები გააძევეს თავთავისი ტერიტორიებიდან და ერთი ჯგუფი, რომელსაც ქურეიხაჰ ერქვა, მთლიანად გაანადგურეს, მამაკაცები ჩახოცეს, ქალები და ბავშვები კი მონებად წაატყვევეს. ასეთი ტრიუმფალური და "ღვთისმოსაწონი" ნაბიჯებით დაიწყო მუჰამადმა თავისი რელიგიური მოღვაწეობა.

 

საბოლოოდ, მექა ხელში აიღეს მუსლიმებმა 8 წელს ა.ჰ.-ს 8-ვე წელს (ანუ 'მუჰამადის მედინაში გამგზავრების' წლიდან მერვე წელს) რომელიც ჩვენი კალენდრის მიხევდით, ახ.წ.-ით 630 წელს მოხდა. მუჰამადის სიკვდილიდან რამოდენიმე ათეული წლების გასვლის შემდეგ, ებრაელებსა და მუსლიმთა შორის არსებული დაპირისპირება იმდენად დამძიმდა, რომ ისინი სასტიკ სამოქალაქო ბრძოლაში ჩაებნენ; ამ ყველაფერმა კი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე ანუ ადგილობრივ საზოგადოებაზე იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია რომ მათ არაფრის გაგონება აღარ სურდათ ისლამისა და მათი იდეების შესახებ.

 

 

ახლა ამ პოსტს დავასრულებ და სამომავლოთ როცა იდევ გამოვნახავ დროს, გავაგრძელებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

როცა ყურანის გარდა ავტორიტეტული ნაშრომებიდან არგუმენტები იდება, ერთი ხელის მოსმით უარყოფ და ზღაპრებიაო იძახი.

 

სად არის ავტორიტეტული ნაშრომები?

 

ან რატომ უნდა დავუჯერო თქვენს თარგმანს, თითქოს მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია, როცა მოახდინა?

 

რომლიც ხარიჯის (რელიგიური) დაჯგუფების

 

ხარიჯიტები არიან ისლამიდან გამდგარი სექტა, რომელიც არ ცნობს ისლამის ბევრ კანონს, უშვებს ქალის მიერ ხუტბის წინამძღოლობას და სხვა.

 

მუჰამადი პირდაპირ აღიარებს რომ სასწაულების მოხდენის უნარი არ აქვს.

 

საიდან მოიტანეთ რომ მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია და ეს აღიარა კიდეც?

 

ამ აიებში ეს არ ჩანს და როგორც იძახით, რომ ბრძენი ყურანი გაქვთ და კითხულობთ კიდეც, მაშინ განზრახ არ ამხელთ იმ აიებს, სადაც ლაპარაკი არის მუჰამადის სასწაულებზე

 

ასეთი ტრიუმფალური და "ღვთისმოსაწონი" ნაბიჯებით დაიწყო მუჰამადმა თავისი რელიგიური მოღვაწეობა.

 

როგორ "დაიწყო", როცა ბანუ ყურეიზა ჰიჯრის მეშვიდე წელს განადგურდა?

 

მას შემდეგ, რაც მათ უღალატეს მუჰამადს და დაარღვიეს მისთვი მიცემული სიტყვა

 

მუჰამადის სიკვდილიდან რამოდენიმე ათეული წლების გასვლის შემდეგ, ებრაელებსა და მუსლიმთა შორის არსებული დაპირისპირება იმდენად დამძიმდა, რომ ისინი სასტიკ სამოქალაქო ბრძოლაში ჩაებნენ;

 

ამ ყველაფერმა კი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე ანუ ადგილობრივ საზოგადოებაზე იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია რომ მათ არაფრის გაგონება აღარ სურდათ ისლამისა და მათი იდეების შესახებ.

 

ეს ნაწერი რა მოვლენას ეხმაურება? რამე საბუთი რომ მოვითხოვო, ალბათ არ გეწყინებათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სად არის ავტორიტეტული ნაშრომები?

شيعة علي

 

წინა პოსტებში. ყურადღებით თუ წაიკითხავდი, აღარ გამოგრჩებოდა.

 

ან რატომ უნდა დავუჯერო თქვენს თარგმანს, თითქოს მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია, როცა მოახდინა?

შენგან განსხვავებით, შენსავით თვითნებურად არ მითარგმნია ყურანის აიები (მუხლები). რა აიებიც დავდე, ყველა ყურანის ოფიციალური გამოცემიდან გადმოგიწერე. შენ კი ისე თარგმნი ყურანის აიებს რომ აფსოლუტურად სხვა შინაარსია მასში ჩადებული. ამას კი იმიტომ აკეთებ რომ შენი სუბიექტური მოსაზრებების სისწორეში დაგვაჯერო. :irusha:

 

 

ხარიჯიტები არიან ისლამიდან გამდგარი სექტა, რომელიც არ ცნობს ისლამის ბევრ კანონს, უშვებს ქალის მიერ ხუტბის წინამძღოლობას და სხვა.

ხარიჯებზე დავწერე უკვე და აღვნიშნე რომ მსულიმთა უმრავლესობა არ ეთანხმება და არ იზიარებს მათ შეხედულებებსთქო. როგორც ჩანს ეგეც ვერ გაიგე რისთვის დავწერე. :))

 

 

საიდან მოიტანეთ რომ მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია და ეს აღიარა კიდეც?

საიდან და ყურანიდან! ყურადღებით წაიკითხე წინა პოსტები. ზელმეორედ რომ ვწერო ერთი და იგივე არგუმენტები, ამდენი დრო შენგან განსხვავებით ნამდვილად არ მაქვს.

 

ამ აიებში ეს არ ჩანს და როგორც იძახით, რომ ბრძენი ყურანი გაქვთ და კითხულობთ კიდეც, მაშინ განზრახ არ ამხელთ იმ აიებს, სადაც ლაპარაკი არის მუჰამადის სასწაულებზე

საიდან და ყურანიდან! ყურადღებით წაიკითხე წინა პოსტები. ზელმეორედ რომ ვწერო ერთი და იგივე არგუმენტები, ამდენი დრო შენგან განსხვავებით ნამდვილად არ მაქვს.

 

 

როგორ "დაიწყო", როცა ბანუ ყურეიზა ჰიჯრის მეშვიდე წელს განადგურდა?

ეს გაუმართავი წინადადებაა და ვერ გავიგე რის თქმა გსურდა.

 

მას შემდეგ, რაც მათ უღალატეს მუჰამადს და დაარღვიეს მისთვი მიცემული სიტყვა

ჯერ ერთი არაფერი სიტყვა არ დაურღვევიტ და არ უღალატიათ. მეორეც, იუდაიზმის ისლამზე გადაცვლას სთხოვდა და სულაც არ იქნებოდა გასაკვირი მის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე (უარეყოთ იუდაიზმი და ისლამი მიეღოთ) უარი ეთქვათ და მისთვის ზურგი ექციათ. მან კი ამოწყვიტა უამრავი ადამიანი ამის გამო. ეგ რელიგიური აგრესიაა რაც ისლამმა გამოავლინა. მასეთ და უარეს აგრესიას ისლამი საუკუნეების განმავლობაში ავლენდა. დამყრობელ ომებს აწარმოებდა და ხალხს ხმლით აძალებდა სარწმუნოების შეცვლას! გაეცანი ისტორიას..

 

 

 

ამ ყველაფერმა კი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე ანუ ადგილობრივ საზოგადოებაზე იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია რომ მათ არაფრის გაგონება აღარ სურდათ ისლამისა და მათი იდეების შესახებ.

ეს ნაწერი რა მოვლენას ეხმაურება? რამე საბუთი რომ მოვითხოვო, ალბათ არ გეწყინებათ

გაეცანი ისტორიას. მაგალითად გაეცანი ენციკლოპედია ბრიტანიკას. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რამეს გაიებ რაც აქამდე არ იცი. დარწმუნებული იმიტომ ვარ რომ შენი შეკითხვებიდან ჩანს რომ ბევრი რამ ან არ იცი, ან არასწორად იცი ისლამის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

წინა პოსტებში. ყურადღებით თუ წაიკითხავდი, აღარ გამოგრჩებოდა.

 

ავტორიტეტულ ნაშრომს რას ეძახით?

 

შენგან განსხვავებით, შენსავით თვითნებურად არ მითარგმნია ყურანის აიები (მუხლები).

 

ეს ქვეყნის დასასრულამდე უნდა ვიმეოროთ? თვითნებურად არ გითარგმნიათ, მაგრამ არსი თვითნებურად გამოიტანეთ. მე აღარ ვთარგმნი, რომ ისევ არ დაიხვიოთ ხელზე, თქვენ თვითონ ნახეთ ბრძენ ყურანში 54:1–3 და 17:1–2. საჰიჰებში კიდევ მეტია, მაგრამ რადგან ბრძენი ყურანიდან გსურთ, ეს იყოს.

 

ეს გაუმართავი წინადადებაა და ვერ გავიგე რის თქმა გსურდა.

 

ჰიჯრიდან შვიდი წლის განმავლობაში ისინი ხელშეკრულებით იყვნენ დაკავშირებული. მუჰამადის საქმეების დაწყებიდან ჰიჯრამდე 13 წელია. ანუ მუჰამადის საქმეების დაწყებიდან ბანუ ყურეიზას განადგურებამდე გასულია 20 წელი. დაწყება არის?

 

ჯერ ერთი არაფერი სიტყვა არ დაურღვევიტ და არ უღალატიათ.

 

როგორ არა. მუჰამადი რომ მივიდა მედინას, მან იქ ებრაულ ტომებს დაუდო ხელშეკრულება, რომლითაც მათ მედინელებისთვის მტრისთვის არ უნდა შეეწყოთ ხელი. ბანუ ყურეიზამ აბუ სუფიანის ჯარის მხარე დაიჭირა. როდესაც მუჰამადმა აბუ სუფიანის ჯარი დაამარცხა, მერე მივიდა ბანუ ყურეიზას დასასჯელად. არანაირი რელიგიური სარჩული ამ დასჯას არ ჰქონია, რადგან ბანუ ყურეიზას გარდა იქ იყო სხვა ებრაული ტომი, რომელიც არავის ამოუჟლეტია.

 

მან კი ამოწყვიტა უამრავი ადამიანი ამის გამო.

 

უამრავი ადამიანი? რაო, რას წერს ენციკლოპედია ბრიტანიკა, რამდენი არისო? 6 მილიონს ხომ არ ასახელებს?

 

მასეთ და უარეს აგრესიას ისლამი საუკუნეების განმავლობაში ავლენდა. დამყრობელ ომებს აწარმოებდა და ხალხს ხმლით აძალებდა სარწმუნოების შეცვლას!

 

რელიგია დამისახელეთ რომ აგრესია არ გამოევლინოს

 

მაგალითად გაეცანი ენციკლოპედია ბრიტანიკას.

 

არასერიოზული არის ენციკლოპედია ბრიტანიკის ავტორიტეტულ და სარწმუნო ნაშრომად გამოცხადება ისლამის საკითხებში. ეგ იგივე იქნებოდა, MEMRI რომ ავტორიტეტულ და სარწმუნო სააგენტოდ გამოვაცხადოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Acacius

 

სალამი

 

თუ დაიჯერებთ ჩემი ნათარგმნს, თორემ აქ ზოგიერთს არ სჯერა

 

თუ შეიძლება სურა 30:2-4-ე მუხლი ქართულად მომწერეთ

 

წააგეს რომაელებმა ბრძოლა ახლოს. მაგრამ მათ გამარჯვებაც ექნებათ რამდენიმე ხანში. მაგრამ ღვთის განგება უფრო ძლიერია და სიხარული მიეცემათ მის მიმდევრებს.

 

Sahih Al-Bukhari: Volume 1, Book 4, Number 234

 

იხსენებს საჰაბი აბუ ყილაბა: მოციქულთან მივიდნენ რამდენიმე ავადმყოფი 'უქულისა და 'ირაინას ტომიდან, რომლებიც მძიმედ ავადმყოფობდნენ (სავარაუდოდ კანის ავადმყოფობა ჰქონდათ). მაშინ მოციქულმა ისინი გაგზავნა აქლემების ჯოგში და თან ურჩია, აქლემის რძე ესვათ და წყლულებზე აქლემის შარდი მოესვათ. მართლაც ისინი ასე მოიქცნენ და რამდენიმე ხანში გამოჯანმრთელდნენ, მოჰკლეს ორი მწყემსი და გარეკეს აქლემები. მოციქულმა ეს გაიგო მეორე დილით და დაადევნა მათ მდევრები. მათ ისინი შეიპყრეს და მიიყვანეს მოციქულთან. მათ მოკვეთეს ხელი ქურდობისთვის, დათხარეს თვალები მკვლელობისთვის.

 

Sahih Al-Bukhari: Volume 4, Book 55, Number 546:

 

იხსენებს საჰაბი ანასი: როდესაც ჰიჯრა მოხდა და მედინაში ჩავიდა მოციქული, იქ მასთან მივიდა აბდულა სალამის ძე, ბანუ ნადრელი იუდეველი და სწავლული. მან მოციქულს უთხრა: გკითხავ სამ კითხვას – რა იქნება უკანასკნელი დღის პირველი ნიშანი? რა საკვები ექნებათ პირველად სამოთხის მკვიდრთ? რატომ ჰგავს ბავშვი მამას და რატომ ჰგავს დედის ძმას? მოციქულმა უპასუხა – პირველი მანიშნებელი უკანასკნელი დღისა იქნება უხილავი ცეცხლი, რაც დააკავშირებს აღმოსავლეთის ხალხს დასავლეთთან. სამოთხის მკვიდრთ პირველ საკვებად ექნებათ თევზის ქვირითი. თუ მამაკაცს ჰყავს ცოლი და იგი უფრო მსწრაფლია, მაშინ ბავშვი მამას ან მის ნათესავებს ჰგავს. თუ ცოლია უფრო მსწრაფლი, მაშინ ბავშვი დედას ან მის ნათესავებს ჰგავს. მაშინ აბდულამ თქვა – ვამოწმებ რომ ღმერთის მოციქული ხარ. გამოჩნდნენ მისი თანატომელები. აბდულამ სთხოვა მოციქულს ეს ამბავი მათთვის არ გაემხილა. აბდულა თვალს მოეფარა და მოვიდნენ მისი თანატომელები. მოციქულმა მათ ჰკითხა – როგორი კაცია აბდულა სალამის ძე? იუდეველებმა დაიწყეს მისი ქება – საუკეთესო კაცია, საუკეთესო მამის შვილი და საუკეთესოდ განსწავლული. მაშინ აბდულაც გამოჩნდა და თქვა – მე ვამოწმებ, რომ ერთია ღმერთი და მუჰამადი მისი მოციქული. მაშინ ფერი ეცვალათ იუდეველებს, დაიწყეს მისი ძაგება და ამბობდნენ – უსაძაგლესი კაცია, უსაძაგლესი მამის შვილი და გულბოროტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

شيعة علي

ერთი შეკითხვა მაქვს, ავღანეთში ბუდას ქანდაკება რომ დაანგრიეს, რამდენად გამართლებულია თავად ისლამის მიხედვით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

სალამი

 

ავღანეთში ბუდას ქანდაკება რომ დაანგრიეს, რამდენად გამართლებულია თავად ისლამის მიხედვით?

 

საერთოდ ასეთი აზრი არის რომ კერპები უნდა დაინგრეს. მაგრამ სინამდვილეში ეს აზრი გულისხმობდა კერპების დანგრევას ადამიანის ცნობიერებაში და არა კერპების დანგრევას.

 

ნუ შეურაცხყოფთ კერპს რადგან იმ კერპის მიმდევარი შეურაცხყოფს ღმერთს უცოდინრობით, ან ბრაზით (6:108)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

شيعة علي

საერთოდ ასეთი აზრი არის რომ კერპები უნდა დაინგრეს. მაგრამ სინამდვილეში ეს აზრი გულისხმობდა კერპების დანგრევას ადამიანის ცნობიერებაში და არა კერპების დანგრევას.

 

ნუ შეურაცხყოფთ კერპს რადგან იმ კერპის მიმდევარი შეურაცხყოფს ღმერთს უცოდინრობით, ან ბრაზით (6:108)

როგორც ვიცი მუჰამედის გამარჯვების შემდეგ, არაბებმა დაანგრიეს კეპები..

 

მეორეც ანუ ბუდას ქანდაკების დანგრევა არასწორი იყო? მე ამას იმიტომ გეკითხები, რომ ერთი მუსულმანი მიმტკიცებდა რომ პირიქით დანგრევა იყო კარგიო, მე კი ვუმტკიცებდი რომ ეს ვანდალიზმია და მეტი არაფერი მეთქი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

როგორც ვიცი მუჰამედის გამარჯვების შემდეგ, არაბებმა დაანგრიეს კეპები..

 

იმიტომ რომ იმ კერპთა მიმდევრები და თაყვანისმცემლები აღარ იყვნენ, თან ის კერპები აღმართული იყვნენ ისეთ შენობაში, რაც ააშენა ღვთის თაყვანსაცემად იბრაჰიმმა

 

მეორეც ანუ ბუდას ქანდაკების დანგრევა არასწორი იყო? მე ამას იმიტომ გეკითხები, რომ ერთი მუსულმანი მიმტკიცებდა რომ პირიქით დანგრევა იყო კარგიო, მე კი ვუმტკიცებდი რომ ეს ვანდალიზმია და მეტი არაფერი მეთქი..

 

მე პირადად არ გავამართლებდი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და ჰაზარას ტომში, ანუ ბამიანის მცხოვრებლებს შორის, კიდევ არიან ბუდისტები, როგორც ვიცი და ეს მათ გულისწყრომას გამოიწვევდა ისლამის მიმართ და ისლამის შეურაცხყოფას მათ მიერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...