აზრი Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 شيعة عليმიზეზი თუ რატომ გეკითხები საიდან მოიყვანე აიების (მუხლების) ციტატები ისაა რომ მე მაქვს ყურანი და მასში სრულიად საპირისპირო რამ წერია. ანუ იმას ადასტურებს, რაც მე მეწერა ჩემს ზემოთა პოსტებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრი სალამი არის თუ არა ყურანის ონლაინ ვერსია ქართულ ენაზე? არ ვიცი, არ მგონია სადმე იყოს ქართულ ენოვანი ყურანის რომელი თარგმანიდან მოიყვანე აიები? ქართული თარგმანიდან არ არის, მე თვითონ გადმოვთარგმნე შაიხ რაღიბ ჰარუბის სახელობის საგამომცემლო სახლის გამოცემიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ქართული თარგმანიდან არ არის, მე თვითონ გადმოვთარგმნე შაიხ რაღიბ ჰარუბის სახელობის საგამომცემლო სახლის გამოცემიდანشيعة علي გასაგებია რომ შენთვითონ გადათარგმნე, მაგრამ საწყენად არ მიიღო თუ შენს თარგმანს არ ვენდობით. მიზეზი ისაა რომ ქართულ ენაზე უკვეარსებობს ახალი ქართული ყურანი და მე მასში დაწერილს რომ ვადრი შენს თარგმანს, სრულიად სხვანაირად გაქვს გადმოთარგმნილი, ანუ საპირისპირო რამეებს წერ. ამ საკითხის მოსაგვარებლად, სასურველი იქნებოდა ქართულ ენაზე არსებული ყურანისთვის მიგვემართა ორივეს. სხვანაირად არ ვიცი როგორ შედგება ყურანზე დაყრდნობით ჩვენი დებატები. ყურანის ქართული თარგმანი, რომელიც მე მაქვს გაქლავს არაბული ენის სპეციალისტის გიორგი ლობჟანიძის თარგმანი პირდაპირ არაბული ყურანიდან. თარგმანი 2006 წელსაა დასრულებულ-გამოცემული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრიიზეზი ისაა რომ ქართულ ენაზე უკვეარსებობს ახალი ქართული ყურანი და მე მასში დაწერილს რომ ვადრი შენს თარგმანს, სრულიად სხვანაირად გაქვს გადმოთარგმნილი, ანუ საპირისპირო რამეებს წერ. კეთილი, მაშნ იქნებ ეგ აიები მოიტანოთ და დადოთ, რომ დავინახო და შევადარო დედანს ერთხელ ინგლისურენოვან ფორუმზე ვეკამათებოდი პირს, რომელსაც ვუმტკიცებდი რომ ყურანში სწერია დედამიწის ელიფსურ ფორმაზე, რომელ აიასაც ვუთითებდი, იქ ვერ პოულობდა ამნაირ ვერაფერს. მიზეზი იყო სიტყვა დაჰაჰა, რაც აღნიშნავს სირაქლემის კვერცხს, თარგმნილი იყო მისი სხვა მნიშვნელობით. (თუ სწორად მახსოვს, იუსუფ ალის თარგმანი იყო) სასურველი იქნებოდა ქართულ ენაზე არსებული ყურანისთვის მიგვემართა ორივეს. სამწუხაროდ არ ვფლობ ამ თარგმანს იქნებ თქვენ დადოთ ეს აიები ლობჟანიძის თარგმანიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრიკეთილი, მაშნ იქნებ ეგ აიები მოიტანოთ და დადოთ, რომ დავინახო და შევადარო დედანსსამწუხაროდ არ ვფლობ ამ თარგმანსشيعة علي მე კი შემიძლია (ყველა აია[მუხლი] თუ არა ნაწილი მაინც დავდო; ნაწილი იმიტომ რომ ელექტრონული ვერსია არ მავქს და აკრეფას დიდი დრო დასჭირდება) მაგრამ რომ თქვა "მე უკეთესად და უფრო ზუსტად ვთარგმნი ვიდრე გიორგი ლობჟანიძეო" მერე რა ვქმათ? შენ უნდა გერწმუნოთ თუ ყურანის მთარგმნელ სპეციალისტს? იქნებ თქვენ დადოთ ეს აიები ლობჟანიძის თარგმანიდანმაგალითის სახით შემიძლია ერთი აია (მუხლი) მაინც დავდო რომ მკითხველმა დაინახოს ბატონი გიორგი ლობჟანიძის თარგმანისგან როგორ მკვეთრად განსხვავდება შენი თარგმანი. სურა VI აია 109 ასე გაქვს გადათარგმნილი: "და დასდეს ფიცი - ვიწმუნებთ, გვანახე სასწაულიო. უთხარი - აბა რა ხდება თქვენს გარშემო? მოხდა სასწაული მრავალი, მაგრამ არ ირწმუნეთ თქვენ და კვლავაც მოხდება" მაშინ როცა ქართულ ყურანში ბატონ გიორგი ლობჟანიძის თარგმანში წერია: "და დაიფიცეს ალაჰი უმტკიცესი ფიცით, რომ თუკი ერთი სასწაული მაინც ებოძებოდათ, ირწმუნებდნენ მას. უთხარი: სასწაულნი ალაჰის ხელთაა, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ, რომ თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ." შენს მიერ გადათარგმნილი ტექსტი ამბობს რომ თითქოსდა მრავალი სასწაული უკვე მოხდა და კვლავაც მოხდება. ლობჟანიძის თარგმანში კი საპირისპირო რამ წერია: "სასწაულნი ალაჰის ხელთაა, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ"-ო და ამატებს: "თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ"-ო. ახლა იტყვი ალბათ მე უკეთესად ვთარგმნიო მარა მასე მგონი არ გამოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრიახლა იტყვი ალბათ მე უკეთესად ვთარგმნიო მარა მასე მგონი არ გამოვა. დედანში ეს სწერია: ვა ა'ყსამუ ბი ალლაჰი ჯაჰდ აიმანიჰიმ ლა ინ ჯა'ადუმ აიათუნ ლა იუმი'ნუნნა ბიჰა, ყულ: ინნამა ალ–აიათუ 'ინდა ალლაჰი ვა მა იუშ'ირქუმ ანნაჰა იდა ჯათა ლა იუმი'ნუნა სიტყვასიტყვით ვთარგმნოთ: დაიფიცეს ღვთის (აქ იგულისხმება არა ღმერთი, არამედ ალბათ საკუთარი კერპები, რადგან ღმერთის დაფიცება წარმართის მიერ უფასური იქნებოდა) წინაშე ძლიერი (ჯაჰდ ნაწილაკი ამ შემთხვევაში აღნიშნავს გაძლიერებას) ფიცით, თუ ნიშანი მიეცემოდათ, ირწმუნებდნენ. უთხარი: სასწაული ღვთის ხელთაა და გამოჩნდა, რა უნდა მოხდეს სხვა, რომ ირწმუნონ მათ (წარმართებმა). მე ვამბობ[დი]: რომ სასწაული მხოლოდ ღვთის ხელშია და თუკი ვინმე დედამიწაზე მას აღასრულებდა, ეს ხდებოდა ღვთის ნებით და დაშვებით, ამის უარყოფას არ ვაპირებ, ხოლო ის რომ მე სასწაულს არ მოვახდენო, მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) არსად არ უთქვამს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრიდედანში ეს სწერია:شيعة علي დედანში (ანუ არაბულ ენაზე) როგორც წერია ნანახი მაქვს ონლაინ ვერსიებზე, მაგრამ რა ხეირი. მე არაბული ენის სპეციალისტი არ ვარ. ამიტო ვერაფერს ვიტყვი. ვერც შენ გენდობი, რადგან ფაქტია რომ რაც შენ გეწერა, სრულიად საპირისპირო იყო იმისგან, რაც ყურანის ახალ ქართულ გამოცემაში ეწერა. ამიტომ ჩემი შენს მიმართ ნდობა ახლა უფრო მცირეა და რატომაც უკვე მოგახსენე. მე ვამბობ[დი]: რომ სასწაული მხოლოდ ღვთის ხელშია და თუკი ვინმე დედამიწაზე მას აღასრულებდა, ეს ხდებოდა ღვთის ნებით და დაშვებით, ამის უარყოფას არ ვაპირებ, ხოლო ის რომ მე სასწაულს არ მოვახდენო, მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) არსად არ უთქვამს არა მეგობარო, შენ აი ამას ამბობდი: მოხდა სასწაული მრავალი, მაგრამ არ ირწმუნეთ თქვენ და კვლავაც მოხდება" ხოლო სპეციალისტი გიორგი ლობჟანიძის თარგმანში კი სრულიად სხვა ნაირადაა, ანუ ისეა, როგორც ყურანის არაბულსა და ინგლისურ გამოცემებში: "სასწაულნი ალაჰის ხელთაა, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ"-ო და "თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ"-ო. ასე რომ თუ ერთი და იგივე ყურანით არ ვიხელმძღვანელეთ, არ გამოვა. შენ ვერ გენდობით. შენზე მეტად (მე პირადად) ბატონ გიორგი ლობჟანიძეს ვენდობი, რომელსაც ამხელა საქმე ჩააბარეს და დღემდე ყველა იმას წერს ბატონი გიორგის შესახებ რომ უძვირფასესი თარგმანი შეასრულაო. თუ შევთანხმდებით გავაგრძელოთ, თუ არა და მე შენს მიერ გადმოთარგმნილ აიებს (მუხლებს) აღარ ვენდობი, ვინაიდან სამწუხაროდ უკვე გამოვლინდა რომ არასწორ გვითარგმნე ტექსტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 აზრითუ არა და მე შენს მიერ გადმოთარგმნილ აიებს (მუხლებს) აღარ ვენდობი, ვინაიდან სამწუხაროდ უკვე გამოვლინდა რომ არასწორ გვითარგმნე ტექსტი. როგორც გინდათ, მე არც ძალმიძს გაიძულოთ და რომც ძალმიძდეს, მაინც არ გავაკეთებდი ამას მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) რომ სასწაულები ახლდა, ეს კარგადაა აღწერილი იბნ ისჰაყის "ჰაიათ"–ში და დღესდღეობით რომ წმიდა ყურანიც ბევრ მეცნიერულ საიდუმლოს შეიცავს, მაგის მტკიცებას არ მოვყვები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 (edited) აზრი როგორც გინდათ, მე არც ძალმიძს გაიძულოთ და რომც ძალმიძდეს, მაინც არ გავაკეთებდი ამას მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) რომ სასწაულები ახლდა, ეს კარგადაა აღწერილი იბნ ისჰაყის "ჰაიათ"–ში და დღესდღეობით რომ წმიდა ყურანიც ბევრ მეცნიერულ საიდუმლოს შეიცავს, მაგის მტკიცებას არ მოვყვებიشيعة علي ყურანზე დაყრდნობით, ამ თემის #9-რე პოსტში წარმოვადგინე საკმარისი მტკიცებულება, რომ მუჰამედი სასწაულებს არ ახდენდა, ანუ მას თან არ ახლავდა დამადასტურებელი ნიშნები რომ ღვთის წამოგზავნილი იყო. თუ ვინმეს სურვილი აქვს საპირისპირო თვალსაზრისი შემოგვთავაზოს და ამას ყურანზე დაყრდნობით გააკეთებს, სიამოვნებით წავიკითხავდი ასეთ პოსტებს. Edited May 2, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 აზრი სალამი რომ მუჰამედი სასწაულებს არ ახდენდა, ანუ მას თან არ ახლავდა დამადასტურებელი ნიშნები რომ ღვთის წამოგზავნილი იყო. ბიბლიის მიხედვით, სასწაული ვერ იქნება ღვთის მიერ წარმოგზავნილი ადამიანის განმსაზღვრელი, რადგან: ბევრბი მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მან თქვა, მართალი იყო. (იოანე; 10:41) რადგან მოვლენ ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. (მათე; 24:24) ამ ადგილებს გარდა, მუჰამადი (صلى الله عليهس و اله و سلام) წმიდა ყურანში აღნიშნავს, რომ სასწაულის მოხდენა მას არ შეუძლია ღვთის ნების გარეშე, ხოლო ღვთის ნებით, მცირე სასწაულები მოხდა მისი დაბადებისას, ხოლო მისი მთავარი სასწაულია წმიდა ყურანი. იბნ ისჰაყის თხზულება აქ უნდა იყოს http://www.klamalnas.com/vb/t25989.html თუ ვინმეს სურვილი აქვს საპირისპირო თვალსაზრისი შემოგვთავაზოს და ამას ყურანზე დაყრდნობით გააკეთებს, სიამოვნებით წავიკითხავდი ასეთ პოსტებს. როგორც ცნობილია, წმიდა ყურანში აღწერილია იმ დროინდელი სამყაროსთვის უცნობი მოვლენები – მაგალითად: და რა იციან ურწმუნოებმა, რომ მთელი დედამიწა და ცა იყო ერთად შეკუმშული, შემდეგ ჩვენ გავყავით იგი და შევქმენი ყოველივე ცოცხალი წყლისაგან. (21:30) ეს ეხმაურება ორ სამეცნიერო ფაქტს – პირველი, როგორ შეიქმნა სამყარო დიდი აფეთქებით, როგორც ცნობილია მეცნიერული დაკვირვებებით, სამყარო თავიდან ერთი დიდი მასა იყო, ხოლო შემდეგ მასში მომხდარი აფეთქების წყალობით შეიქმნა გალაქტიკები, ხოლო მეორე ფაქტი გახლავთ – სიცოცხლის წყლისაგან შექმნა (ეს ასევე აღნიშნულია 24:45 და 25:54) – ცოცხალი არსებების უჯრედის სითხე, ე.წ. ციტოპლაზმა წყლისაგან შედგება და თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ ორგანიზმების შემადგენლობაში ნახევარზე მეტი წყალია. დედამიწის ფორმა – და ქვეყანა შექმნა სირაქლემის კვერცხის ფორმად (79:30) დედამიწა ბურთივით მრგვალი კი არ არის, არამედ ელიფსოიდის ფორმა აქვს. ასევე სიტყვა დაჰაჰა შეიძლება გადმოითარგმნოს როგორც სიდიდეში მომატება, გაზრდა, მაგრამ ასევე იგი აღნიშნავს სირაქლემის კვერცხსაც. ამას გარდა 39:5 – და მან შექმნა ცარგვალი და დედამიწა მართლად. ჩაახვევს დღეს ღამეში და ღამეს – დღეში. მას მორჩილებს მზე და მთვარე, რომელიც მიჰყვებიან თავის გზას თავისი დროით, იგია ყოვლისშემძლე, ყოვლადშემწყნარე. სიტყვა, რომლითაც აღნიშნულია დღისა და ღამის შეცვლა არის იუქავვირუ, რომლის ფუძე, ქავარა, აღნიშნავს ჩალმის დახვევის ერთ–ერთ ხერხს, როცა ჩალმას თავისგარშემო იბრუნებენ. ხოლო მეორე ფაქტი არის მზე და მთვარე, რომლებიც მიჰყვებიან თავის გზას – ეს არის მზისა და მთვარის ორბიტები, როგორც ცნობილია, ერთსაც და მეორესაც თავისი ორბიტა აქვს. ორბიტების არსებობას ასევე აღნიშნავს 21:33. 36:40. სამყაროს განვრცობა, რომელიც შენიშნეს ასტრონომებმა, ასევე აღწერილია წმიდა ყურანში: 51:47 ზღვარი წ####ბს შორის – არ შეუერთა ორი წყალი ერთურთს, არამედ გამოჰყო ის და დაადგინა მათ შორის ზღვარი, რაც უშლის მათ აღრევას (55:19), დღესდღეობით დადგენილია რომ ასეთი ზღვრები მართლაც არსებობს, ორივე მხარეს წყალი ინარჩუნებს თავის მარილიანობას, თავის წნევას და ა.შ. ეს მოვლენა ასევე მოხსენიებულია 27:61, 25:53. ასევე როგორც ცნობილი გახდა ბათისფეროებისა და სხვა საყვინთი მოწყობილობების გამოგონების შემდეგ, ოკეანის სიღრმეებში უკუნი სიბნელეა, ხოლო მანამდე ეს უცნობი იყო, რადგან წყალი გამჭვირვალედ მიაჩნდათ, ხოლო 30–40 მეტრს ქვემოთ ადამიანი ვერ ჩადიოდა წყალში, ისიც ერთეულები თუ მიაღწევდნენ ამ სიღრმეს, წმიდა ყურანში ესეც აღწერილია – ურწმუნოთა აზრი და გული ჩაბნელებულია ზღვის სიღრმესავით, რომელსაც ზემოდან ტალღა ჰფარავს, ხოლო ქვეშ კაცი ვერ დაინახავს საკუთარ ხელსაც. ვისაც არ მისცემს უფალი სინათლეს, არ ექნება ნათელი (24:40). მცენარეთა ე.წ. სქესები – და ჩამოაგზავნა მან წყალი რითაც აღმოცენდა მცენარეები ორ განსხვავებულ სახედ (20:53), ასევე იგივე აზრს შეიცავს 13:3. საერთო ბალანსის არსებობის შესახებ – ყოველსა ჰყავს მეწყვილე თვისი (51:49). ასევე 36:36 ქება უფალს, რომელმა შექმნა ყველაფერი წყვილად, ყოველი ცოცხალთაგან, თვით მათგან და იმათგანაც კი, რასაც ისინი ვერ ხედავენ და არ იციან. ანუ აქ აღწერილია მოვლენა რომ ყოველ არა მარტო ცოცხალ, ასევე არაცოცხალ ქმნილებას ჰყავს თავისი მეწყვილე – მაგალითად დადებით იონს – უარყოფითი. უბრძანა მან ფუტკართ – ჩასახლდი გამოქვაბულსა ან ხეში და კაცთაგან შექმნილ სამყოფელში, მიიღე ნაყოფი მიწის მცენარეთა, რომელთაკენ გზას იპოვი უფლის სიკეთითა და შემწეობით და გამოჰყავ სასმელი მშვენიერი შენი ტანიდან. და იგი იქნება წამალი (16:68). 1970–იანებში ფონ ფრიშმა მიიღო ნობელის პრემია ფუტკართა გამოკვლევისათვის, სადაც აღნიშნავდა, რომ ფუტკრები ერთმანეთს ატყობინებენ ახალი ყვავილების აღმოჩენას. ასევე ეს აია იყენებს ფა'სლუქს, რაც აღნიშნავს რომ ეს ფუტკრები მდედრობითი სქესისაა, რაც ასევე დამტკიცდა კვლევებით, ხოლო თაფლის სამკურნალო საშუალებად გამოყენება არახალია. ამას გარდა კიდევ არის სხვა ფაქტები წმიდა ყურანში, რაც ცნობილი გახდა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით ბოლო ასწლეულში და უცნობი იქნებოდა მეშვიდე საუკუნის არაბისთვის, მითუმეტეს თუ მან არ იცოდა წერა და კითხვა, არათუ უცხოური ენები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ბიბლიის მიხედვით, სასწაული ვერ იქნება ღვთის მიერ წარმოგზავნილი ადამიანის განმსაზღვრელი, რადგან: ბევრბი მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მან თქვა, მართალი იყო. (იოანე; 10:41)شيعة علي ბიბლიის მიხედვით სასწაულები, რომლებსაც ღვთის წარგზავნილი ადამიანები ახდენდნენ ღვთის ძალით, სწორედ რომ იმის დამადასტურებელი იყო, ისინი ღვთისგან იყვნენ. მაგალითისთვის გეტყვი: იესოზე წინასწარ იყო დაწერილი ბიბლიაში რომ ის მოევლინებოდა, რომ მისი დაბადებაც კი, სასწაულებრივად მოხდებოდა, რომ ის ადამიანებს განკურნავდა, რომ ის 30 ვერცხლად გაიცემოდა და უამრავი სხვა. აი მუჰამედზე კი ღვთის სიტყვაში არაფერია ნაწინასწარმეტყველები რომ ის ღვთისგან მოევლინებოდა და ადაიანებს ღვთის სწავლებებს გადასცემდა. ამ ადგილებს გარდა, მუჰამადი (صلى الله عليهس و اله و سلام) წმიდა ყურანში აღნიშნავს, რომ სასწაულის მოხდენა მას არ შეუძლია ღვთის ნების გარეშე, ხოლო ღვთის ნებით, მცირე სასწაულები მოხდა მისი დაბადებისას, ხოლო მისი მთავარი სასწაულია წმიდა ყურანი.დაასახელე ერთი მონაკვეთი მაინც ყურანიდან, სადაც ეწერება რომ მუჰამადი სასწაულებს იქმოდა. თავად ყურანს კი სასწაულად ცხადია ვერ მივიჩნევთ რადგან ის მხოლოდ წიგნია და სასწაულებს არ ახდენს. :bushti: უფრო მეტიც, ყურანში ჩაწერილი უამრავი რამ, ჯერ კიდევ ყურანის დაწერამდე ბიბლიაში ეწერა, დედამიწის ფორმაზეც და სხვა საკითხებზეც, რაზეც შენპოსტში ისაუბრე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 აზრიაი მუჰამედზე კი ღვთის სიტყვაში არაფერია ნაწინასწარმეტყველები რომ ის ღვთისგან მოევლინებოდა და ადაიანებს ღვთის სწავლებებს გადასცემდა. იმიტომ რომ ამოშლილია უმეტესობა, თუმცა მაინც დარჩა ზოგი და ეხლავე მოგახსენებთ: ყველა სულს ნუ ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. (იოანეს პირველი ეპისტოლე 4:2) ვევედრები ღმერთს და მოავლენს იგი სხვა ნუგეშისმცემელს, რომელიც დარჩება თქვენთან მარად (იოანე 14:16) დაასახელე ერთი მონაკვეთი მაინც ყურანიდან, სადაც ეწერება რომ მუჰამადი სასწაულებს იქმოდა. წმიდა ყურანში ეს არ ეწერება, რადგან იგი არ აღწერს მუჰამადის საქმეებს (صلى الله عليهس و اله و سلام) ყურანში ჩაწერილი უამრავი რამ, ჯერ კიდევ ყურანის დაწერამდე ბიბლიაში ეწერა, დედამიწის ფორმაზეც და სხვა საკითხებზეც, რაზეც შენპოსტში ისაუბრე. ველოდები ციტატებს და ყველა იმ ფაქტს უნდა მოიცავდეს, რაც მე დავწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 აზრი იმიტომ რომ ამოშლილია უმეტესობაشيعة علي ამოშლილი არა გადაშლილი. წმიდა ყურანში ეს არ ეწერება მაგას ვწერდი თავიდან და არ დამეთანხმე და ყურანის აუაების (მუხლების) არასწორი თარგმნით მკითხველის დარწმუნებას შეეცადე. მაგრამ სინამდვილე ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყურანი, რომელიც შეიცავს იმას, თუ რას ასწავლიდა მუჰამადი, არ გვამცნობს მუჰამადის მიერ მოხდენილ რაიმე სასწაული შესახებ. სწორედ ამიტომ, ეს ფაქტი ყველამ უნდა იცოდეს რომ ყურანის თანახმად, რომელიც მუსლიმთათვის ყველაზე ავტორიტეტულ წმინდა წიგნს წარმოადგენს, დუმს მუჰამადის სასწაულებზე. დანარჩენი ჩემთვის უკვე მეორე ხარისხოვანია რადგან მუჰამადის მსგავსად, ნებისმიერს შეუძლია თქვას ღვთის მოვლენილი ვარო და ღვთის წარმოგზავნილობის დამადასტურებელი სასწაულების მოხდენის უნარი არ გააჩნდეს. რაც შეეხება ამას: ველოდები ციტატებსდა ყველა იმ ფაქტს უნდა მოიცავდეს, რაც მე დავწერე ყურანის თემაში ბიბლიის ყველა დეტალზე ხომ არ ვისაუბრებთ? თავად უნდა გაეცნო ბიბლიას და დარწმუნდები რომ ბიბლია ჯერ კიდევ ყურნაის დაწერამდე დიდი ხნით ადრე საუბრობდა დედამიწის სფეროსებურ ფორმაზე, სივრცეზე, რომ დედამიწა სივრცეშია გამოკიდული და რომ მას არ აქვს ხილული საყრდენი და სხვა უამრავ მეცნიერულ საკითხებზე, რისი დაწერაც ცხადია დიდ დროს წამართმევს. თუმცა დდამიწის სფეროსებურ ფორმაზე და იმაზე რომ მას ხილული საყრდენი არ აქვს, აქვე მიგითითებ სადაც წერია და დანარჩენი ცოტა შენც გამოიკვლიე. ყურანის გარდა, ბიბლიაც რომ გამოიკვლიო შემეცნებას გაიფართოვებ და უფრო ნათელ და სავსე სურათს დაინახავ. (ნუ ეს ცხადია შენი სურვილისამებრ უნდა გააკეთო რა თქმა უნდა). მაგრამ რადგან მთხოვე ბიბლიის შესახებ დაწერეო, სულ რომ არ დავწერო, მასეც არ გამოვა ალბათ. ამიტომ ზოგიერთს გავიხსენებ. დედამიწას რომ არ აქვს ხილული საყრდენი ამაზე ბიბლია საუბრობს იობის 26:7-ში. ბიბლიის მიერ შემოთავაზებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დედამიწის გარშემო ცარიელი სივრცეა, აღიარებულია სწავლულების მიერ, როგორც მისი დროისთვის აღსანიშნავი წინასწარგანჭვრეტაა. "ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი" (Theological Wordbook of the old Testament) ამბობს: "იობის 26:7 საოცრად აღწერს იმ დროს ცნობილ სამყაროს, როგორც სივრცეში დაკიდებულს, რითაც წინ უსწრებს მომავალ მეცნიერულ აღმოჩენას". ხოლო დედამიწის სფეროსებურ ფორმაზე ბიბლია საუბრობს ესაიას 40:22-ში. ენციკლოპედია "ამერიკანა"-მ (The Encyclopedia Americana) ბიბლიაში ჩაწერილი ამ განსაცხვიფრებელი ინფორმაციის შესახებ ასეთი რამ განაცხადა: "ადრე ცნობილი წარმოდგენა, რომელიც ჰქონდათ ადამიანებს დედამიწის შესახებ, იყო ის, რომ დედამიწა წარმოადგენდა ბრტყელ, უძრავ პლატფორმას სამყაროს ცენტრში. . . კონცეფცია სფერული დედამიწის შესახებ არ იყო ფართოდ აღიარებული თვით რენესანსის პერიოდამდე". როგორც ხედავ, მანამ სანამ ყურანი დედამიწაზე მოევლინებოდა, და მანამ სანამ მეცნიერები ერთხმად აღიარებდნენ ბიბლიის ცნობის რეალურობას, დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 2 700 წლის წინ, ბიბლია უკვე საუბრობდა ისეთ საკითხებზე, რომლებსაც დღეს მეცნიერება აღიარებს და ადრე კი სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. უფრო მეტიც, ბიბლია არაბებისთვისაც იყო ცნობილი. არაა გამორიცხული რომ მუჰამადისთვის ბიბლიაში ჩაწერილი მოეთხროთ. კიდევ უფრო მეტსაც გეტყვი. ყურანი ბიბლიაში ჩაწერილ ნობებს ძალიან ხშირად იმეორებს. ყურანი ბიბლიის პერსონაჟებსაც კი კონკრეტულად მოიხსენიებს. მოსეს, მარიამს, იესოს და ა.შ. ჩემი აზრთ მთავარი ამ თემაში ის კი არაა რომ ბიბლია და ყურანი ერთმანეთს დავუპირისპიროთ თითოეულ ასპექტში, არამედ მთავარი ისაა რომ ამ თემაში მკითხველს მივაწოდოთ მუსლიმთა წმინდა წიგნის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია (შემეცნება). ის თუ რა გწამთ მუსლიმებს, რატომ და რის საფუძველზე. მე კი იმ გარდაუვალ ფაქტზე #9-რე პოსტში აღვნიშნე რომ მუჰამადს არ ახლდა ღვთის წარმოგზავნილობის დამადასტურებელი ნიშანი - ს ა ს წ ა უ ლ ე ბ ი ს მოხდენის უნარი და ეს დასტურდება მუსლიმთა ყველაზე ავტორიტეტული წმინდა წიგნით - ყურანით, რადგან მასში მუჰამადის სიტყვები ჩაწერეს და მუჰამადი კი ამბობდა რომ "სასწაულნი ალაჰის ხელთაა, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ"-ო. ის ამასაც ამბობდა: "თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ"-ო. ამრიგად, მე ამ ეტაპზე ცოტას შევჩერდები და თუ ჩემი პოსტების წამკითხველები დაინტერესდებიან, სამომავლოდ წარვუდგენ ფაქტებს, რომ ყურანი საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. ეს არის ფაქტი და სასურველია ადამიანებმა იცოდნენ. ამას მე იმიტომ კი არ გავაკეთებ (თუ გავაკეთებ) რომ ყურანის რეპუტაცია დაბლა დავწიო, არამედ უფრალოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინო და მეტი არაფერი, ორმ ადამიანებმა იცოდნენ რა არის ყურანი და ა.შ. . დანარჩენზე კი მკითხველი თვითონ გააკეთებს დასკვნებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
شيعة علي Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 აზრიამოშლილი არა გადაშლილი. თუ არ გჯერათ, ესე იგი ასეა საჭირო რომ არ უნდა გჯეროდეთ ყურანის თანახმად, რომელიც მუსლიმთათვის ყველაზე ავტორიტეტულ წმინდა წიგნს წარმოადგენს, დუმს მუჰამადის სასწაულებზე. მრავალჯერ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ მუჰამადის (صلى الله عليهس و اله و سلام) სასწაულებზე წმიდა ყურანი თუ რატომ დუმს ხოლო დედამიწის სფეროსებურ ფორმაზე ბიბლია საუბრობს ესაიას 40:22-ში ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. – აქ სად არის მინიშნება დედამიწის სფეროსებურ ფორმაზე? არაა გამორიცხული რომ მუჰამადისთვის ბიბლიაში ჩაწერილი მოეთხროთ. არაა გამორიცხული, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ყურანი ბიბლიის პერსონაჟებსაც კი კონკრეტულად მოიხსენიებს. მოსეს, მარიამს, იესოს და ა.შ. რადგან ბიბლიურ პერსონაჟებს მოიხსენიებს, რა შედეგი მოჰყავს ამას? არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნათლადაა განმარტებული რომ ბიბლიური პერსონაჟების წარმომგზავნელი და წმიდა ყურანის გარდმომვლინებელი ღმერთი ერთი და იგივეა #9-რე პოსტში აღვნიშნე რომ მუჰამადს არ ახლდა ღვთის წარმოგზავნილობის დამადასტურებელი ნიშანი - ს ა ს წ ა უ ლ ე ბ ი ს მოხდენის უნარი მგონი ამაზე პასუხი გავეცი წინა პოსტებში რომ ყურანი საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. დიახ, მოველი ამ აიებს და მოგახსენებთ იმასაც, რომ ასეთი რამე ბიბლიაშიც მრავლადაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 აზრიიმიტომ რომ ამოშლილია უმეტესობაამოშლილი არა გადაშლილი. თუ არ გჯერათ, ესე იგი ასეა საჭირო რომ არ უნდა გჯეროდეთشيعة علي რადგან შენ დაწერე, ეს ხომ არ ნიშნავს უნდა აიტაცოს მკითხველმა და დაიჯეროს. როცა ვინმესგან იმას მოელი რომ დაიჯეროს შენი ნათქვამი, სათანადო მტკიცებულებაც უნდა მოიყვანო. მაგას ვწერდი თავიდან და არ დამეთანხმე და ყურანის აუაების (მუხლების) არასწორი თარგმნით მკითხველის დარწმუნებას შეეცადე. მაგრამ სინამდვილე ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყურანი, რომელიც შეიცავს იმას, თუ რას ასწავლიდა მუჰამადი, არ გვამცნობს მუჰამადის მიერ მოხდენილ რაიმე სასწაული შესახებ. სწორედ ამიტომ, ეს ფაქტი ყველამ უნდა იცოდეს რომ ყურანის თანახმად, რომელიც მუსლიმთათვის ყველაზე ავტორიტეტულ წმინდა წიგნს წარმოადგენს, დუმს მუჰამადის სასწაულებზე.მრავალჯერ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ მუჰამადის (صلى الله عليهس و اله و سلام) სასწაულებზე წმიდა ყურანი თუ რატომ დუმსმთავარი რაც მე მინდოდა აღმენიშნა ისაა, რომ ის დუმს. სინამდვილეში კი წიგნი, რომელიც მუჰამადის სწავლებაზე და საქმეებზე მოგვითხრობს, არ უნდა დუმდეს თუკი მუჰამადი სასწაულებს იქმოდა. ამის თქმა მსურდა მე. ეს რატომღაც ისე გაატარე თითქოს არ დამეწერა: "მაგრამ რადგან მთხოვე ბიბლიის შესახებ დაწერეო, სულ რომ არ დავწერო, მასეც არ გამოვა ალბათ. ამიტომ ზოგიერთს გავიხსენებ. დედამიწას რომ არ აქვს ხილული საყრდენი ამაზე ბიბლია საუბრობს იობის 26:7-ში. yes4.gif ბიბლიის მიერ შემოთავაზებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დედამიწის გარშემო ცარიელი სივრცეა, აღიარებულია სწავლულების მიერ, როგორც მისი დროისთვის აღსანიშნავი წინასწარგანჭვრეტაა. "ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი" (Theological Wordbook of the old Testament) ამბობს: "იობის 26:7 საოცრად აღწერს იმ დროს ცნობილ სამყაროს, როგორც სივრცეში დაკიდებულს, რითაც წინ უსწრებს მომავალ მეცნიერულ აღმოჩენას". რაც შეეხება ამას რომ ციტირებ ბიბლიის ერთერთი თარგმანიდან: "ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. – აქ სად არის მინიშნება დედამიწის სფეროსებურ ფორმაზე?" როგორც უკვე აღვნიშნე, ყურანის დაწერამდე, დიდი ხნით ადრე, და მეცნიერულ აღმოჩენებამდე დაახლოებით 2 700 წლის წინ, ბიბლიამ თქვა: "[ღმერთს] უპყრიეს სიმრგულე ქუჱყანისანი" (ესაია 40:22, "ძველი აღთქმის ორტომეული", 1884 წლის გამოცემა). ებრაული სიტყვა "ჰუგ"გადმოთარგმნილი სიტყვით "სიმრგულე" ნიშნავს "სფეროს", როგორც ამას სხვადასხვა ლექსიკონები აღნიშნავენ. ამიტომ, ბიბლიის სხვა თარგმანები ბიბლიის ამ მონაკვეთს ასე გადმოსცემენ: "დედამიწის სფერო" ("დუეის თარგმანი" [Douay Version]) და "მრგვალი დედამიწა" ("მოფატი"-ს თარგმანი [Moffatt]).ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ნათელია რომ ბიბლიაზე ვერ იმოქმედა იმ დროს გავრცელებულმა არამეცნიერულმა თვალსაზრისებმა დედამიწის საყრდენისა და ფორმის შესახებ. ამას მარტივი ახსნა გააჩნია: ბიბლიის ავტორი სამყაროს შემოქმედია. მან შექმნა დედამიწა და რა თქმა უნდა, ეცოდინება კიდეც, თუ რას უჭირავს და როგორი ფორმა აქვს მას. ამიტომ, როცა მან თავისი სულით შთააგონა ბიბლიის წერა, ის თვალყურს ადევნებდა, რომ მასში არ შეპარულიყო არამეცნიერული აზრები, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეს შეხედულებები შეიძლება მრავალს სწამდა. არაა გამორიცხული რომ მუჰამადისთვის ბიბლიაში ჩაწერილი მოეთხროთ. კიდევ უფრო მეტსაც გეტყვი. ყურანი ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებს ძალიან ხშირად იმეორებს. ყურანი ბიბლიის პერსონაჟებსაც კი კონკრეტულად მოიხსენიებს. მოსეს, მარიამს, იესოს და ა.შ.არაა გამორიცხული, რა თქმა უნდანამდვილად. ამას რომ წერ: "რადგან ბიბლიურ პერსონაჟებს მოიხსენიებს, რა შედეგი მოჰყავს ამას? არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნათლადაა განმარტებული რომ ბიბლიური პერსონაჟების წარმომგზავნელი და წმიდა ყურანის გარდმომვლინებელი ღმერთი ერთი და იგივეა". სადაა განმარტებული? მასე ბევრს შეუძლია თქვას რომ მე ღვთისგან ვარ წარმოგზავნილიო, სასწაულების მოხდენის უნარი არ ჰქონდეს და მის შესახებ ვინმემ წიგნი რომ დაწეროს და "განმარტოს" ეს და ბიბლიური პერსონაჟების წამომგზავნელი ერთი და იგივე ღმერთიაო, არ იქნებოდა საკმარისი. ჩემი აზრთ მთავარი ამ თემაში ის კი არაა რომ ბიბლია და ყურანი ერთმანეთს დავუპირისპიროთ თითოეულ ასპექტში, არამედ მთავარი ისაა რომ ამ თემაში მკითხველს მივაწოდოთ მუსლიმთა წმინდა წიგნის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია (შემეცნება). ის თუ რა გწამთ მუსლიმებს, რატომ და რის საფუძველზე. მე კი იმ გარდაუვალ ფაქტზე #9-რე პოსტში აღვნიშნე რომ მუჰამადს არ ახლდა ღვთის წარმოგზავნილობის დამადასტურებელი ნიშანი - ს ა ს წ ა უ ლ ე ბ ი ს მოხდენის უნარი და ეს დასტურდება მუსლიმთა ყველაზე ავტორიტეტული წმინდა წიგნით - ყურანით, რადგან მასში მუჰამადის სიტყვები ჩაწერეს და მუჰამადი კი ამბობდა რომ "სასწაულნი ალაჰის ხელთაა, თუმცა როგორ დაგარწმუნოთ"-ო. smile.gif ის ამასაც ამბობდა: "თუკი მოხდება ეს სასწაულები, ისინი მაინც არ ირწმუნებენ"-ო.მგონი ამაზე პასუხი გავეცი წინა პოსტებშიარა ვერ გაეცი, რადგან შენ შეეცადე ყურანის აიების (მუხლების) არასწორი თარგმნით დაგერწმუნებინე. რაც არ გამოგივიდა, რადგან ყურანი არაბულადაც მაქვს, ინგლისურადაც და ქართულადაც და არცერთი არ გადმოსცემს იმ აზრებს, რაც შენ გეწერა შენს მიერ "გადათარგმნილ" ტექსტში. ამრიგად, მე ამ ეტაპზე ცოტას შევჩერდები და თუ ჩემი პოსტების წამკითხველები დაინტერესდებიან, სამომავლოდ წარვუდგენ ფაქტებს, რომ ყურანი საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. ეს არის ფაქტი და სასურველია ადამიანებმა იცოდნენ. ამას მე იმიტომ კი არ გავაკეთებ (თუ გავაკეთებ) რომ ყურანის რეპუტაცია დაბლა დავწიო, არამედ უფრალოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინო და მეტი არაფერი, ორმ ადამიანებმა იცოდნენ რა არის ყურანი და ა.შ. . დანარჩენზე კი მკითხველი თვითონ გააკეთებს დასკვნებს.დიახ, მოველი ამ აიებს და მოგახსენებთ იმასაც, რომ ასეთი რამე ბიბლიაშიც მრავლადაა როგორც უკვე აღვნიშნე: ამრიგად, მე ამ ეტაპზე ცოტას შევჩერდები და თუ ჩემი პოსტების წამკითხველები დაინტერესდებიან, სამომავლოდ წარვუდგენ ფაქტებს, რომ ყურანი საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.