Jump to content
Planeta.Ge

◙ ისლამი (الإسلام‎) — როდის და სად იღებს სათავეს ◙


Recommended Posts

აზრი

 

კითხვაზე გიპასუხე, ამის მერე დაიწყე საკამათო კითხვები, აბა რომელი ბიბლიის გჯერათო და ა.შ. ამაზე მე არ გპასუხობ, რადგან შენი წინა საქციელები მაჩვენებელი არის, რომ შენთან კამათი არ შეიძლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

კითხვაზე გიპასუხე, ამის მერე დაიწყე საკამათო კითხვები, აბა რომელი ბიბლიის გჯერათო და ა.შ. ამაზე მე არ გპასუხობ, რადგან შენი წინა საქციელები მაჩვენებელი არის, რომ შენთან კამათი არ შეიძლება.

 

არ გეკამათები. შენ დაწერე რომ ახლანდელი ბიბლიის არ მჯერავსო. მე კი გეკითხები, აბა როდინდელი ბიბლიის გჯერავსთქო. შენ კი მაბრალებ რომ გეკამათები. ადრეც ასე მოიქცი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

და რატომ გეინტერესება მე როდინდელი ბიბლიის მჯერა? უძველესი ბიბლია იპოვე ხელუხლებლად შემონახული თუ რა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

და რატომ გეინტერესება მე როდინდელი ბიბლიის მჯერა?

 

ბევრი მიზეზების გამო. ჯერ მიპასუხე და დანარჩენი მერე იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

არ გპასუხობ მაგ კითხვაზე. მორჩა და გათავდა.

شيعة علي

 

როგორც გსურდეს. :) كما يحلو لك.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

Dr. George

 

მე არ მიკითხავს იესო ღმერთი არის თუ არა.

მე გკითხე, იესო და ღმერთი, რომელსაც სახარებებში იესო მამას ეძახის, თანაბარი შესაძლებლობების და ძალის მქონეები იყვნენ თუ არა?

 

 

იესო და ღმერთი არ არიან სხვადასხვანი, ერთიდაიგივეა მაგრამ არის სამება , როგორ აგიხსნა ეხლა ეს, იესო ეძახის მამას საკუთარ თავს ანუ როცა იყო ძე , მამას ანუ საკუთარ თავს ამბობდა იქ, თორე იესო არ ამბობდა რო მამა ღმერთი კიდე სხვა არისო და მე სხვა ვარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dr. George

 

სამების შესახებ სულ უმეცარი არ ვარ, ასე რომ მის რაობას ნუ მიხსნი. მხოლოდ ასეთ კითხვას გისვამ და უპასუხე, დადებითი პასუხით ან უარყოფითი პასუხით:

იესოს და ღმერთის ძალა თანაბარია?

იესოს და ღმერთის ცოდნა თანაბარია?

იესოს და ღმერთის სურვილი ერთნაირია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dr. George

 

სამების შესახებ სულ უმეცარი არ ვარ, ასე რომ მის რაობას ნუ მიხსნი. მხოლოდ ასეთ კითხვას გისვამ და უპასუხე, დადებითი პასუხით ან უარყოფითი პასუხით:

იესოს და ღმერთის ძალა თანაბარია?

იესოს და ღმერთის ცოდნა თანაბარია?

იესოს და ღმერთის სურვილი ერთნაირია?

 

 

იესოს და ღმერთს სხვადასხვად ახასიათებ და ეგრე არ არის, მაგრამ მაინც გიპასუხებ "კი!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dr. George

 

სამების შესახებ სულ უმეცარი არ ვარ, ასე რომ მის რაობას ნუ მიხსნი. მხოლოდ ასეთ კითხვას გისვამ და უპასუხე, დადებითი პასუხით ან უარყოფითი პასუხით:

იესოს და ღმერთის ძალა თანაბარია?

იესოს და ღმერთის ცოდნა თანაბარია?

იესოს და ღმერთის სურვილი ერთნაირია?

 

იოანეს სახარება

თავი მეათე

 

30. მე და მამა ერთი ვართ.

 

31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.

 

32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?

 

33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.

 

34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?

 

35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),

 

36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?

 

37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით.

 

38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dr. George

 

სამივე კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს ესე იგი.

ეხლა თან არ მაქვს ბიბლია და ამიტომ ციტატებს ვერ დავდებ, ამიტომ შენ თვითონ ნახე თუ გაქვს ბიბლია.

პირველი კითხვის პასუხი არის იოანეს სახარებაში, თავი 5, მუხლი 30.

მეორე კითხვის პასუხი არის მარკოზის სახარებაში, თავი 13. მუხლი 32.

მესამე კითხვის პასუხები არის მათეს სახარებაში, თავი 26, მუხლი 39.

 

alex

 

იოანეს სახარება, თავი 8, მუხლი 16 და მუხლი 17 ნახე, იქ ამბობს რომ ორი სხვადასხვა არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

იოანეს სახარება, თავი 8, მუხლი 16 და მუხლი 17 ნახე, იქ ამბობს რომ ორი სხვადასხვა არიან.

 

 

იოანეს სახარება, თავი 8

 

16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.

 

17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.

 

აქ რა არის საწინააღმდეგო?

 

 

 

 

იგივე თავი გაგრძელება

 

18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა.

 

19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას.

 

20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.

 

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ.

 

22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო?

 

23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.

 

24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.

 

25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?

 

26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.

 

27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას.

 

28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.

 

29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.

 

30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.

 

31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.

 

32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.

 

33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო?

 

34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.

 

35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს.

 

36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.

 

37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.

 

38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ.

 

39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.

 

40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.

 

41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.

 

42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.

 

43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.

 

44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.

 

45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი.

 

46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?

 

47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ.

 

48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული?

 

49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ.

 

50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.

 

51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.

 

52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო.

 

53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი?

 

54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო.

 

55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.

 

56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.

 

57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?

 

58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

ის არის, რომ ამბობს, მე და მამაჩემი (ღმერთი) ვმოწმობთ ჩემს საქმეზე, და ორი კაცის მოწმობა ნამდვილიაო. ანუ მე და ღმერთი ორნი ვართ და არა ერთიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

ის არის, რომ ამბობს, მე და მამაჩემი (ღმერთი) ვმოწმობთ ჩემს საქმეზე, და ორი კაცის მოწმობა ნამდვილიაო. ანუ მე და ღმერთი ორნი ვართ და არა ერთიო.

 

ესაა არგუმენტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...