Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები


Recommended Posts

Guest ჭანო

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები – წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო ფენებში. ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვარას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, მდგრადი საზოგადოების ფორმირებას.

 

http://www.greens.ge/?lang=geo&go=abou...mp;action=misia

 

საინტერესო იქნება ვინმე იცნობთ ამ მოძრაობას და მათ საქმიანობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა თავის საქმიანობას ახორციელებს მუდმივმოქმედი პროგრამების მიხედვით:

 

* ბიომრავალფეროვნების დაცვა და ტყის ეკოსისტემების მდგრადი მართვა;

* გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოუსაფრთხოება;

* წყლის რესურსები მდგრადი მართვა და გამოყენება;

* საყოფაცხოვრებო და ტოქსიკური ნარჩენების მართვა;

* გარემოსდაცვითი განათლება;

* კლიმატის ცვლილებები და მდგრადი ენერგეტიკა;

* გარემო და ჯანმთელობა;

* ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა;

* გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობა;

* საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი.

 

 

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...%83%91%E1%83%98

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო – წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო ფენებში. ბუნებისადმი ტექნოკრატიული მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვარას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, საზოგადოებრივი თვალსაზრისით მდგრადი საზოგადოების ფორმირებას.

 

ორგანიზაციის ისტორია

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა არის პოპულარული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 1989 წელს დაარსდა.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს კონკრეტულ გარემოსდაცვით პროექტებს. ორგანიზაცია შეიმუშავებს სატყეო მეურნეობის, ეკოლოგიური არქიტექტურის, ეკოგანათლებისა და სხვა სფერობის განვითარების ალტერნატიულ მოდელებს, ეწყობა მათი საჯარო განხილვები, მათი ლობირების კამპანიები, ხორციელდება პრაქტიკული გარემოსდაცვითი საქმიანობები, საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წარმატებით მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მან განახორციელა წარმატებული კამპანიები დიდი ჰიდროელექტროსადგურებისა და ტოქსიკური ნარჩენების გადამამუშავებელი მსხვილი ქარხნების მშენებლობის წინააღმდეგ. 1995 წელს მწვანეთა მოძრაობის დიდი მცდელობის შედეგად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს დამატა მე–3 პუნქტი:

 

"ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარების შესახებ".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

2006- 2009 წლის პრიორიტეტები

 

* ბრძოლა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გენმოდეფიცირებული ინგრედიენტების შემცველი საკვები პროდუქტების რეალიზაციის აკრძალვისათვის;

* საყოფაცხოვრებო და ტოქსიკური ნარჩენების პრობლემების მოგვარებაზე ხელშეწყობა;

* ქვეყანაში ენერგისს განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა;

* კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის პროგრამებზე ხელწეწყობა;

* მოსწავლე ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;

* ბიომრავალფეროვნების დაცვია და ტყის მდგრადი გამოყენება;

* მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა;

* ორხუსის კონვეციის შესრულებაზე ხელწეწყობა

* ეკოსანიტარული პრობლების მოგვარებაზე ხელწეწყობა;

 

 

განხორციელებული პროექტები:

 

# მდგრადი ჩრდილოეთი და სამხრეთი (FOE Europe-თან ერთად) - დააფინანსა TCIS-მა 1994 წელი;

# დემოკრატიზაციის პროგრამა (FOE Europe-თან ერთად) - დააფინანსა TCIS-მა 1996 წელი;

# სემინარი ტყის დაცვის ბიოლოგიური მეთოდების შესახებ დააფინანსა OSGF-მა 1995 წელი;

# ბიოგაზის აპარატის სადემონსტრაციო პროექტი ლაგოდეხში დააფინანსა ISR-მა; 1995 წელი;

# წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვა დააფინანსა F. Ebert Faundation-მა 1996 წელი;

# სამყარო და მისი ბინადარნი დააფინანსაOSGFF-მა 1996 წელი;

# მდგრადი ევროპა (FOE Europe-თან ერთად) - დააფინანსა TCIS-მა 1995-97 წლები;

# ბიოფერმების მნიშვნელობა საქართველოსთვის (ელკანასთან ერთად დააფინანსა TCIS-მა) 1994 წელი;

# სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება დაფინანსაშვეიცარიის მთავრობამ 1997 წელი;

# ალტერნატიული ენერგეტიკა ევროპაში FOE Europe-თან ერთად1997 წელი;

# საქართველოს ენერგობრიგადები, პირველი ეტაპი GIIEC Europe და Hnutii Duha-სთან ერთად დააფინანსა Know How Found-მა 1997 წელი;

# საქართველოს ენერგობრიგადები, მეორე ეტაპი GIIEC Europe და Hnutii Duha-სთან ერთად დააფინანსა Know How Found-მა 1998 წელი;

# ეკობანაკი გლობალიზაცია და კულტურული მემკვიდრეობა 1997 წელი;

# გადავარჩინოთ შავი ზღვა დააფინანსა ტასისის შავი ზღვის პროგრამამ 1998 წელი;

# გარემოდაცვითი პოლიტიკა და საზოგადოების მონაწილეობა, დააფინანსა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობამ. 1999 წელი;

# წყლის დაზოგვის კამპანია სანხრეთ ოსეტში, დააფინანსა Hილფსწერკ უსტრია 1999 წელი;

# ეკობანაკი ცივილიზაციათა დიალოგი დააფინანსა "ჯამაჰარის კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციამ" 1999 წელი;

# კლიმატის ცვლილების კამპანია დააფინანსა FOE US–ის მცირე გრანტების პროგრამამ;

# ბანკების დამკვირვებელთა ქსელი დააფინანსა საერთაშორისო ქსელმა 2000 წელი;

# ენერგო ბრიგადები მესამე ფაზა დააფინანსა იაპონიის საელჩომ Staples Trust, LCB, გერმანიის საელჩომ 2000 წელი;

# საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, დააფინანსა კანადის საელჩომ, "რეც" 2000 წელი;

# 206 ბაგა ბაღის დათბუნება;

# საქართველოში საყოფაცხოვებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით წყლის დაბინძურების შემცირების სტრატეგია. დაფინანსებულია საბერძნეთის მთავრობის მიერ, 2001 წელი;

# საერთაშორისო ენერგო ბრიგადები დაფინანსებულია ჰეინრიხ ბიოლის ფონდის მიერ 2001 წელი;

# მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება პლასმასის ბოთლების ერთჯერადად გამოყენებაზე. დაფინანსებულია გერმანიის საელჩოს მიერ. 2001 წელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოუსაფრთხოება; ხალხს ჯერ გააზრებული არ აქვს რა შეიძლება გამოიწვიოს გენმოდიფიცირებული საკვების მიღებამ...ვფიქრობ ადამიანების საშუალო სასიცოცხლო ასაკი 20-30 წლით შემცირდება...ანუ დგეს თუ ადამიანის საშუალო ასაკად 65-75 წელია მიჩნეული, დაახლოებით 15 წლის შემდეგ 45-55 წელი იქნება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოუსაფრთხოება; ხალხს ჯერ გააზრებული არ აქვს რა შეიძლება გამოიწვიოს გენმოდიფიცირებული საკვების მიღებამ...ვფიქრობ ადამიანების საშუალო სასიცოცხლო ასაკი 20-30 წლით შემცირდება...ანუ დგეს თუ ადამიანის საშუალო ასაკად 65-75 წელია მიჩნეული, დაახლოებით 15 წლის შემდეგ 45-55 წელი იქნება.

არ გეკამათები, მაგრამ ხომ ფაქტია რომ ამერიკლები თქვლეფენ ამ გენმოდიფიცირებულ

სალაფავს და მაინც დიდხანს ცოცხლობენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოუსაფრთხოება; ხალხს ჯერ გააზრებული არ აქვს რა შეიძლება გამოიწვიოს გენმოდიფიცირებული საკვების მიღებამ...ვფიქრობ ადამიანების საშუალო სასიცოცხლო ასაკი 20-30 წლით შემცირდება...ანუ დგეს თუ ადამიანის საშუალო ასაკად 65-75 წელია მიჩნეული, დაახლოებით 15 წლის შემდეგ 45-55 წელი იქნება.

გააზრებულს რას ეძახი?

სამწუხაროდ ფაქტია რომ სერიოზული დამოუკიდებელი გამოკვლევები ამ სფეროსი ნაკლებადა ცნობილი.

მაგრამ ასევე არ დაგვავიწყდეს მობილურ ტელეფონებზე ატეხილი განგაში თავის დროს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...