Jump to content
Planeta.Ge

რატომ აღარ მაქვს იმედი


Recommended Posts

რაც არ უნდა ნიჰილზმად ჩამითვალოთ და მაგრად მეკამათოთ, თუ არჩევნები პოლიტიკურ ძალთა ასეთი კონფიგურაციით ჩატარდება ჯერ არნახული გაფარჩაკება ელის ოპოზიციას, მაქსიმუმ 20% აიღოს მათგან საუკეთესომ, სამაგიეროდ ღიღი' აიღებს 60%-ზე მეტს.

ოპოზიცია არ გაფარჩაკდება, დამარცხდება,

გაფარჩაკება საქ. ელის და ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის ბრალია,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 89
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

analgin

რაც არ უნდა ნიჰილზმად ჩამითვალოთ და მაგრად მეკამათოთ, თუ არჩევნები პოლიტიკურ ძალთა ასეთი კონფიგურაციით ჩატარდება ჯერ არნახული გაფარჩაკება ელის ოპოზიციას, მაქსიმუმ 20% აიღოს მათგან საუკეთესომ, სამაგიეროდ ღიღი' აიღებს 60%-ზე მეტს.

ოპოზიცია რომ არჩევნებს ვერ მოიგებს ამას მე ბოლო მოვლენებამდე ვწერდი, მაგრამ არნახულ გაფარჩაკება არა მგონია. ვნახოთ. ალასანიამ ეხლავე უნდა დაიწყოს ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია.

ვერავითარ "ჭექა-ქუხილზე" ხალხს ვერ გამოიყვანენ,ეს შეუძლებელია

ვეთანხმები ბატონ პროლოჯიკს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარჩენო სისტემა სანამ არ გამოსწორდება ოპოზიციის მოგებაზე ნუ იოცნებებთ. არჩევნები უკვე გაყალბებულია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარჩენო სისტემა სანამ არ გამოსწორდება ოპოზიციის მოგებაზე ნუ იოცნებებთ. არჩევნები უკვე გაყალბებულია

გაყალბება რომც არ მოხდეს ბევრი ჩვენი მოქალაქე ნებაყოფლობით მისცემს

ხმას გუგუს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაყალბება რომც არ მოხდეს ბევრი ჩვენი მოქალაქე ნებაყოფლობით მისცემს

ეგეც მართალია, მაგრამ გაუყალბებლობის შემთხვევაში ალასანიას აქვს შანსი მოგების, ეხლა კი წაგებულ არჩევნებზე მიდის უკვე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

საარჩენო სისტემა სანამ არ გამოსწორდება ოპოზიციის მოგებაზე ნუ იოცნებებთ. არჩევნები უკვე გაყალბებულია

პირველ ნახევარში დაგეთანხმებით. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, ამას სულ ვამბობ, რომ მე ამ სიტყვას არ ვიხმარდი. უბრალოდ არასამართლიანი არჩევნები იქნება და ალბათ ასეც შეფასდება უცხოელების მიერ.

გაყალბება რომც არ მოხდეს ბევრი ჩვენი მოქალაქე ნებაყოფლობით მისცემს

ხმას გუგუს

გეთანხმებით. კარგი იქნებოდა ოპოზიციაში ყველა ამ პერიპეტიების შემდეგ, ვთქვათ თვის ბოლოს რომ გვქონდეს რამე საიმედო გამოკითხვის შედეგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგეც მართალია, მაგრამ გაუყალბებლობის შემთხვევაში ალასანიას აქვს შანსი მოგების, ეხლა კი წაგებულ არჩევნებზე მიდის უკვე

მე იცი რა მიკვირს, ნუთუ თბილისში სადაც ინფორმაციის მიღების

დიდი შესაძლებლობებია ეჭქვეშ უნდა იდგეს ნაცმოძრაობის დამარცხება,

 

ეს ხომ იმის გამოხატულებაა რომ ჩვენი საზოგადოება რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატურია,

 

მე პირადად ვერანაირად ვერ აუხსნი ადამიანს თუ რატომ არ ვარგა ნაცმო,

ეს იგივეა რომ კაცს აუხსნა რომ ვთქვათ ფეკალური მასის მირთმევა არ ვარგა

 

1. ცუდია უმუშევრობა

2. ერთპარტიული სისტემა

3. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტი

4. ომის დაწყება შენზე ძლიერთან და მერე მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვება

4. ოპო აქტივისტებისთვის იარაღის და ნარკოტიკების ჩადება

5. არჩევნების გაყალბება

6. გენმონდიფიცირებული საკვების მიღება

7. ყველაფრის გაყიდვა უცხოეთის მოქალაქეებზე

8. საბიუჯეტო თანხების უპრაგონოდ ფლანგვა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამაზე რომ იზრუნონ პარტიებმა ჯობია

 

სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საარჩევნო პროცედურების ისე დახვეწას, რომელიც ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში მინიმუმამდე დაიყვანს კენჭისყრის შედეგების მასობრივი ფალსიფიკაციის შესაძლებლობას. ამ მიზნით აუცილებელია:

 

1. ამომრჩეველთა ახალი ერთიანი სიის შედგენა, სადაც დღეს არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებს დაემატება ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათი. ამ მეთოდით მნიშვნელოვნად დაიხვეწება საარჩევნო სიები, ფაქტობრივად, გამოირიცხება მასში ერთი და იგივე პირის რამდენჯერმე დარეგისტრირება და არჩევნების დღეს კენჭისყრაში ნებისმიერი ამომრჩევლის მრავალგზის მონაწილეობა.

 

2. არჩევნების დღეს ყალბი ბიულეტენებით ხმის მიცემის თავიდან ასაცილებლად საარჩევნო კომისიის ბეჭედს კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაუკეთდეს თითო ნაკვეთური, რაც გამორიცხავს ბეჭდის გამოყებით ბიულეტენების შევსებას ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება არჩევნების მასობრივი ფალსიფიკაციის შესაძლებლობა;

 

3. არჩევნების დღეს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა დაითვალოს კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა, შედგეს სპეციალური ოქმი, გადაეცეს მისი ასლი პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ხოლო შედეგები ეცნობოს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. ამ მეთოდით მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რიცხვი ხმის მიცემის დასრულებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რაც თავიდან აგვაცილებს არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რიცხვით მანიპულირების ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას.

 

4. ცესკო-ში საუბნო და საოლქო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის მონაცემების შეყვანა უნდა მოხდეს საჯაროდ, მონიტორით აღჭურვილ დარბაზში, ცესკოს წევრების და ცესკოში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიღებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ასლი მიღებისთანავე უნდა გამოქვეყნდეს ცესკო-ში დამონტაჟებულ მონიტორზე და ვებ-გვერდზე. ცესკო-ს კომპიუტერში შეყვანილი მონაცემების ელექტრონული ვერსია დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლებისათვის.

 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი პარტიები, ამ ცვლილებებს განვიხილავთ, როგორც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. მისი ინიცირებით ვაფიქსირებთ ჩვენს საერთო პოზიციას ქვეყანაში არსებული საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობის თაობაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების საერთო ძალისხმევა, რიგორც ქვეყნის ხელისუფლებასთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, რათა შევქმნათ საქართველოში ნებისმიერი არჩევნების სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების პირობები.

 

1. პ/გ “ეროვნული ფორუმი” – კახაბერ შარტავა

 

2. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი

 

3. “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” – ირაკლი ალასანია

 

4. პ/გ “ახალი მემარჯვენეები” – დავით გამყრელიძე

 

5. საქართველოს რესპუბლიკური პარტია – დავით უსუფაშვილი

 

6. საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – გიორგი თარგამაძე

 

7. საქართველოს კონსერვატიული პარტია – ზვიად ძიძიგური

 

8. “საქართველოს გზა” – სალომე ზურაბიშვილი

 

9. “მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” – ეკა ბესელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

ეხლა კი წაგებულ არჩევნებზე მიდის უკვე

თუნდაც ასე იყოს მაინც უნდა გავიდეთ და საკრებულოში რაც შეიძლება მეტი ადგილი წავგლიჯოთ ნაცებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასლანიჩების ნაირებს ვუტოვებთ ასპარეზს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუნდაც ასე იყოს მაინც უნდა გავიდეთ და საკრებულოში რაც შეიძლება მეტი ადგილი წავგლიჯოთ ნაცებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასლანიჩების ნაირებს ვუტოვებთ ასპარეზს.

და მერე რა ხდება? საკრებლოში ადგილების დაკავებით ამ ქვეყანას არ ეშველება. არც ოპოს გამერებით არ ეშველება. საჭიროა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

და მერე რა ხდება? საკრებლოში ადგილების დაკავებით ამ ქვეყანას არ ეშველება. არც ოპოს გამერებით არ ეშველება. საჭიროა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

მერეც რა თქმა უნდა და გაათკეცებული ძალებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მხოლოდ ორ რამეს გავაკეთებ ამ არჩევნებზე:

ან საერთოდ არ მივალ

ან მივალ და უგულავას მივცემ ხმას!

ყველა ვარიანტში ალიანსს ვაბრალებ ყველაფერს.

არ უნდათ ჩემი და ხალხის აზრის გათვალისწინება? - დაე ისე გაფარჩაკდნენ თავი აღარ გამოეყოფოდეთ არსად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან საერთოდ არ მივალ

ან მივალ და უგულავას მივცემ ხმას!

ყველა ვარიანტში ალიანსს ვაბრალებ ყველაფერს.

არ უნდათ ჩემი და ხალხის აზრის გათვალისწინება? - დაე ისე გაფარჩაკდნენ თავი აღარ გამოეყოფოდეთ არსად!

ჩემი სათქმელი თქვა ამ კაცმა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

DonCaredo

ერთი კითხვა თქვენთან და თუ შეიძლება მიკიბვ-მოკიბვის და ლაით დემაგოგიის გარეშე:

 

ვის ხედავთ ალასანიაზე კარგ კანდიდატურას დღეს ოპოზიციაში მერობაზე?

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ერთი კითხვა თქვენთან და თუ შეიძლება მიკიბვ-მოკიბვის და ლაით დემაგოგიის გარეშე:

 

ვის ხედავთ ალასანიაზე კარგ კანდიდატურას დღეს ოპოზიციაში მერობაზე?

 

ჯერ ერთი, რომ ზუსტად ანალოგიურ კითხვას სვამენ ნაცებიც უგულავას შესახებ.

მეორეც, ალასანიას პონტში ხელისუფლებაში მოსვლა უნდა თინა ხიდაშელს, დათო ბერძენიშვილს...

თინა ხიდაშელი, რომელმაც მიშა მოიყვანა, იმენა ედიკას გაგდებაზე კი არაა საუბარი, მიშას მოყვანაზეა საუბარი, ახლა ისეთი გონორით საუბრობს, რომ თვლის თავს თითქმის გამარჯვებულად და უკვე აღარ აინტერესებს არავისი აზრი, მე ვარ და ვსიოო. ხოდა, ჯერ არ მოსულა, და უკვე რა დღეშია და რო მოვა, ნაცები მოსანატრებელი გახდება. არ მეგონა თუ ასე გაიბღინძებოდნენ, როგორც კი პატარა პადერჟკა იგრძნეს დასავლეთიდან. რითი ჯობიან მაშინ ნაცებს? ისინიც ხო იმას ამბობენ, რომ ჩვენ ვართ და რასაც გვინდა იმას ვაკეთებთო? არც თინას აინტერესებს ჩემი აზრი. ხოდა რამდენი პროცენტიც ადრე აიღო, იმას გამოაკლოს ჩემი და ჩემი ახლობლების პროცენტი (საბურთალოზე). მთლად უგულავას არ მივცემ ალბათ ხმას, პროსტო დავიკიდებ და ეგაა რა, ჩემთვის სულერთია, უგულავა დამცინებს თუ ხიდაშელი.

არა და, მართლა მეგონა რომ უკეთესები იყვნენ, კიდევ კარგი მოხდა ეს ყველაფერი თორემ გავსულელდებოდი და მივცემდი ხმას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...