Jump to content
Planeta.Ge

ლარსის გახსნა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?


Recommended Posts

Jonathan Livingston

არა მგონია მოხევეებმა ეს დაუშვან.ჩემი დედულეთია და მანდ ვაპირებ ორ წელში ჩემს ცოლზე ჯვარის დაწერას.

ეეეეეეეჰ!!! თუ ა გამართლდა შიშები მე ვიქნები ერთერთი მეჯვარე, მოჟნა? :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Азербайджан может пересмотреть свои отношения с Грузией из-за открытия "Верхнего Ларса" 4 марта 2010

Изменить размер шрифта: [80%] [100%] [120%] [140%] [160%] [200%]

 

Азербайджан сейчас обдумывает различные варианты ответа Грузии на открытие КПП "Верхний Ларс", сюда входят и политические и экономические меры. Как стало известно корреспонденту ИА REGNUM Новости из информированных источников, Баку может пересмотреть энергетические отношения с Грузией, воздержаться от односторонней ее поддержки в вопросе Абхазии и Южной Осетии, также занять жесткую позицию по защите прав азербайджанцев в этой стране. Кроме того, стало известно, что Азербайджан в свете этого, может также сократить инвестиционные проекты в этой стране.

 

Отметим, накануне свое отношение к открытию КПП "Верхний Ларс" выразил и глава МИД Азербайджана Эльмар Мамедъяров. По его словам, если у Баку появится какая-то информация о поставках оружия в Армению через эту дорогу, то Азербайджан резко отреагирует на это. Глава МИД Азербайджана также отметил, что в свое время Баку выражал обеспокоенность в связи с возможностью поставок через территорию Грузии какого-либо оружия российской военной базе, расположенной в Армении.

 

Напомним, что с открытием КПП "Верхний Ларс" наладилась сухопутная связь между Арменией и Россией, прерванная на протяжении последних 4 лет. В армянском городе Гюмри дислоцирована 102-ая российская военная база. Переговоры об открытии КПП "Верхний Ларс" проводились между Грузией и Россией при посредничестве Швейцарии и Армении

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, "რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის იმ თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო-სთან სავარაუდო ომის შემთხვევისთვის შეიქმნა". როგორც "პირWელს" არეშიძემ განუცხადა, "რუსეთი საქართველოს კავკასიის ქედის მიმდებარე ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად აქტიურობს და ამ მიზნის მისაღწევად გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე რამდენიმე ღონისძიება განახორციელა". "სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის იმ თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო-სთან სავარაუდო ომის შემთხვევისათვის შეიქმნა. სამხრეთ მიმართულებიდან საბჭოთა კავშირზე შეტევის პლაცდარმად ნატო-ს წევრი ქვეყანა – თურქეთი განიხილებოდა, ამიტომ ამ მიმართულების დასაცავად შეიქმნა გეგმა, რომელიც 3 თავდაცვით ზღუდეს მოიცავდა: სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე (დღევანდელი საქართველო-თურქეთის საზღვარი), კავკასიის ქედის გასწვრივ, სიღრმეში, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ნატო-ზე ორიენტირების შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის სავარაუდო გადაწყვეტილებით, მეორე თავდაცვითი ზღუდე ავტომატურად იქცა ძირითადად და შესაბამისად, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ზღუდის გასამაგრებლად გამოყენებულია ის პრინციპები, რომელიც ზემოთ ნახსენებ გეგმაშია მოყვანილი. კერძოდ, კავკასიის ქედზე გამავალი სრულყოფილი დაცვისათვის საჭიროა სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ-იანი ზოლის კონტროლი, რომლისგანაც 20 კმ ქედიდან სამხრეთით აქტიური დაცვის სივრცეს განეკუთვნება, შემდგომი 20 კმ კი - პასიური დაცვისას. სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის აქტიურობა კავკასიის ქედის მიმდებარე ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე შემდეგი ღონისძიებები განახორციელა: სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით ხელში ჩაიგდო მათ ტერიტორიებზე გამავალი საზღვრის მონაკვეთები; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა კოდორის ხეობა და მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია; საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24-ს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. კავკასიის ქედზე არსებული ყველა სტრატეგიული სიმაღლე რუსეთის ხელშია; საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში (მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში, დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან); რუსეთის ქმედების შედეგად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე; 1989 წლის მონაცემებით, ამ მონაკვეთზე განლაგებული იყო 260 სოფელი, არსებობდა განსახლების 9 უბანი, დღეს კი 5 უბანს მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია, ხოლო დანარჩენ 4-ს - საქართველო, რამაც თავისთავად დემოგრაფიული სურათის ცვლილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად მთის სოფლებშიც (რაჭა, დუშეთის რაიონი, ყაზბეგის რაიონი) სავარაუდო ხიფათის თუ სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შეიმჩნევა მოსახლეობის მიგრაცია ბარისაკენ, რაც უფრო ასუსტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას", - განაცხადა არეშიძემ.

 

ექსპერტი საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მიერ შექმნილ გეგმაზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის კავკასიის ქედის პერიმეტრზე და თავდაცვის 40 კმ-იან სივრცეში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს როგორც ვერტიკალური მიმართულებით, ასევე ქედის პარალელურად.

 

"ჩვენი აზრით, ამ გეგმის რეალიზაციას ემსახურება შემდეგი პროექტები: ახალი 270 კმ-იანი გზა ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან მარუხის უღელტეხილის გავლით აფხაზეთისკენ (ამ გზის ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონაკვეთი უკვე მზადაა); უკვე აშენებული გზა კალაკი-მამისონი (ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე). ეს გზა 18 კმ-იანია და იგეგმება მისი გაგრძელება ჯავისაკენ (აქედან გამომდინარე, გასაგებია ქართველი მესაზღვერეების იძულება, მამისონის უღელტეხილიდან უკან დაეხიათ საქართველოს სიღრმეში 20 კმ-ზე და ე.წ. "ნიკოლოზის ხიდის" აფეთქების ფაქტი); გეგმაში არსებული როკის გვირაბის რესტავრაცია და ახალი გვირაბების გაჭრა; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩეჩნეთის ითუმ-კალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღსადგენად; დამთავრებულია დაღესტანის ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარლის რაიონამდე (ეს გზა პირადად ვ. პუტინის მითითებით აშენდა); ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობა. გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გზა ახალგორიდან კავკასიონის ქედის პარალელურად ყაზბეგის რაიონისაკენ გაგრძელდება. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაწყებულია სერიოზული კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილოეთ ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიას დღითიდღე უფრო მეტი მასშტაბი ეძლევა და მასში უკვე ღიად ჩაერთვნენ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელები (განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი). თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირისდროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის და ადვილი წარმოსადგენია, რამხელა ხიფათის შემცველია ასეთი ტიპის პროექტები", - განმარტავს ექსპერტი.

 

მისივე აზრით, კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური, სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება, განვიხილოთ ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე.

 

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე დემარკაციამდე სახელმწიფო საზღვარი ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში გადიოდა. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მხრიდან, ე.წ "ეშმაკის ხიდსა" და საფორთიფიკაციო ნაგებობა "დზოტის" მიდამოებში გაიხსნა საკონტროლო გამშვები პუნქტი "ლარსის" სახელწოდებით (უნდა ითქვას, რომ სსრკ-ის დროინდელი მიწათსარგებლობის რუკების მიხედვით, საქართველოს გვირაბს იქით კიდევ 100 კვ.მ ეკუთვნოდა). შემდგომში, 90-იანი წლების შუაში გაურკვეველი მოსაზრებების გამო საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტი 850 მ-ით უკან გადმოსწია. ეს ღონისძიება დროებითი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ასე დარჩა. ამ მონაკვეთს ნეიტრალური ტერიტორია დაერქვა, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინა, თუმცა ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა. რუსეთის მიზნების უკეთ გასაგებად საკმარისია, დავხედოთ რუკას. ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი სტრატეგიული თვასაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო: ის აკონტროლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ _ გველეთამდე და მყინვარის მიმართულებით მიმავალ გერგეთის შემოვლით გზას, ასევე ხევსურეთისაკენ (არხოტისკენ) მიმავალ გზას, რომელიც ჯარიახის ხეობის პარალელურად მიემართება. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართულების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა-არხოტი-შატილი-ხონესჭალას (თუშეთი) მიმართულებას, მაშინ გასაგები გახდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება. ეს მიმართულება დღეს მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტის გადასაადგილებლადაა ვარგისი, მაგრამ მომავალში შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზის აშენება (ამ მიმართულების ვერტიკალურად ჩეჩნეთიდან შენდება ითუმ-კალედან გამომავალი გზა). თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი. იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებ პრობლემატურია თავისი ამოცანის შესრულება", - აღნიშნა არეშიძემ და აქვე დასძინა, რომ "ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა ცალკე საუბრის თემაა: დღეს იქ 1 500 მოსახლემდეა დარჩენილი და კლების ტენდენცია გრძელდება".

 

"ეს განპირობებულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ისე სხვა ფაქტორებითაც. ერთ-ერთი ფაქტორია ნარკომანიის მაღალი მაჩვენებელი. ნარკოტიკები ძირთადად შემოდის რუსეთის ტერიტორიის სასაზღვრო სოფელ ჩმის მოსახლეობის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზღვარი "მყარად" არის ჩაკეტილი, ნარკო-რეალიზატორები თავისუფლად გადაადგილდებიან ნეიტრალურ ზონაში (რომელსაც, შეგახსენებთ, რომ რუსები აკონტროლებენ). ეს გვაფიქრებინებს, რომ ნარკოტიკების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული გეგმის ნაწილია", - აცხადებს ექსპერტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 ლარსის გახსნა ღალატია

 

2 რუსეთინატოსთვის ისეთივე საფრთხეა, როგორც მექსიკა აშშ-სთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 ლარსის გახსნა ღალატია

+ 1000000000000000000000000000

უფრო ლუსტრაცია-ვერცერთი სააკაშვილის მხარდამჭერი ევრ იტყვის ( ამბობს) ვერცერტ ფორუმზე რომ ეს ე.წ." რისეთუმეული " ნაბიჯი არაა ხელისუფლების მხრიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Азербайджан сейчас обдумывает различные варианты ответа Грузии на открытие КПП "Верхний Ларс", сюда входят и политические и экономические меры. Как стало известно корреспонденту ИА REGNUM Новости из информированных источников, Баку может пересмотреть энергетические отношения с Грузией, воздержаться от односторонней ее поддержки в вопросе Абхазии и Южной Осетии, также занять жесткую позицию по защите прав азербайджанцев в этой стране. Кроме того, стало известно, что Азербайджан в свете этого, может также сократить инвестиционные проекты в этой стране.

ძალიან საინტერესოა - ეხლა რატომ აქვთ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს ესეთი რეაქცია ლარსზე, მაშინ როდესაც გახსნილი იყო ხმა არ ამოუღიათ და მეტიც - რუსეთ-საქართველოსა შორის იყო ხელშეკრულება სამხედრო ტვირთების მოძრაობის შესახებ

 

ძალიან კარგად მახსოვს ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

Азербайджан может пересмотреть свои отношения с Грузией из-за открытия "Верхнего Ларса"

ყველა მხრიდან ცუდი ინფოები

 

ან გავინძრევით, ან ისე დაგვემხოვა ქვეყანა ტავზე, აზრზეც ვერ მოვალთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ვერცერთი სააკაშვილის მხარდამჭერი ევრ იტყვის ( ამბობს) ვერცერტ ფორუმზე რომ ეს ე.წ." რისეთუმეული " ნაბიჯი არაა ხელისუფლების მხრიდან

:angel:

გაგეცინება კაცს აბა რა იქნება :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისა და ხელისუფლებისადმი

 

"რუსეთის, ანუ კრემლის იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კავკასიის გაკონტროლება. ეს კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. კრემლის იმპერიის მდგრადი წონასწორობისთვის კავკასიაში არ არის საკმარისი მხოლოდ ჩრდილო კავკასიის ფლობა, აუცილებელია საქართველოს ანექსიაც. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ერთგულ ხელშემწყობად და თანამონაწილედ ტრადიციულად გვევლინება კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრები ოსი ხალხი, რომელთა მცირე ჯგუფები საქართველოს ისტორიის ძნელბედობის ჟამს შემოეხიზნენ ქართულ მიწას და დასახლდნენ ქართველთა ნასოფლარებზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გააძლიერა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, დვალეთის დაკარგვამ.

 

ოსებმა ერთგული სამსახურისთვის რუსეთისაგან გასული საუკუნის დასაწყისში ჯილდოდ "სამხრეთი ოსეთი" მიიღეს, რამაც უფრო გააძლიერა მათი მადა. რუსი იდეოლოგების დახმარებით შექმნეს დიდი ალანიის მითი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიაზრება. ამ მითით 20-30 წელია იზრდება ოსთა რამდენიმე თაობა. ოსეთის საინფორმაციო საშუალებებმა საჯაროდ და აგრესიულად დაიწყეს პროპაგანდა არა მარტო ე.წ. სამხრეთ ოსეთის, არამედ ხევის, მთიულეთისა და თრიალეთის ტერიტორიების მითვისებისთვის. საქართველოს ისტორიულ ძეგლებს წარმოაჩენენ თავისად, წუხან, რომ ამ ძეგლებს "ქართველები ანადგურებენ" და მოუწოდებენ მოსახლეობას დროულად დაეპატრონონ ისტორიულ მიწა-წყალს. ეს მზაობა განსაკუთრებით გაძლიერდა აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ.

 

 

მიმდინარეობს გამალებული მუშაობა არა მარტო ყაზბეგის, არამედ დუშეთის რაიონის ოკუპაციისთვისაც. რუსები კვლავ ოსური სცენარით აპირებენ ახალი ქართული ტერიტორიების მითვისებას. მივმართავთ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას: გაითვალისწინეთ უახლოესი წარსულის მძიმე გამოცდილება და არ დაუშვათ მტრისათვის დარიალის კარის ნებით გახსნა! იმ მტრისათვის, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს აუცილებლად გამოიწვევს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დაპყრობას და ეთნიკურ წმენდას, რასაც სახელმწიფოს დაშლა და განადგურება მოჰყვება". (სულ 1500 ხელმოწერა).

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/2853-b...i-garigeba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალე ციგნებივით ვიქნებით მოდებული მთელს დუნიაზე და ჩვენი საკუთარი ქვეყანა აღარ გვექნება,

პესიმისტი ხარო, მეტყვიან ახლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 4 months later...

ლარსის გახსნა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?

ბაქო ლარსის გახსნის გამო გვემუქრება

 

 

http://www.ambebi.ge/politika/17561-baqo-larsis-gakhsnis-gamo-gvemuqreba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა აქ გამოაცხადეს,რომ სასომხეთს გუშინ ცეცხლი გაუხსნია აზერების მხარეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაქო ლარსის გახსნის გამო გვემუქრება

ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...