Private Nodari Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ლარსის გახსნა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება??? გუბას სანიკიძის თქმით პროვოკაციებს უდნა ველოდოთ.რა პროვოკაციებია მოსალოდნელი?მე პირადად მივიჩნევ რომ უარყოფითი მოვლენა არ უნდა იყოს საბაჟოს გახსნა. მაინტერესებს რა დადებით თუ უარყოფით შედეგებს უდნა ველოდოთ ამით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 თუნდაც ამიტომ მოსკოვის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ.რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოლოდი, ასევე, ასახელებს იმ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ.კერძოდ, მისი განმარტებით, დსთ-ს, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები” სახელმწიფო საზღვარს საზღვარგარეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მოუწევთ.“რუსეთის მოქალქეებმა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, ვიზა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში უნდა აიღონ”, - განაცხადა სოლოდმა.ალექსანდრე სოლოდის განცხადება დღეს “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა.ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 Private Nodari ცოტა ვრცელია მაგრამ მაინც წაიკითხე 01-03-2010"ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურში""ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურში" "თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც!" "სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დაგრჩებათ" "შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან?" წერილმა, რომელიც ჩრდილო ოსეთში მცხოვრებმა, ორგანიზაცია "დარიალის" ყოფილმა წევრმა გამოუგზავნა "კვირის პალიტრას", შეგვძრა. "არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა. KvirisPalitra.Geჩემი წინაპრები დადიანებთან ერთად გადასახლებულან ჩრდილო ოსეთში. მე ოსეთში დავიბადე და გავიზარდე. როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის ომი ატყდა, ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. შარშან ჩემმა მეგობარმა ოსმა ქალმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მუშაობს, შემომთავაზა, გავწევრებულიყავი ორგანიზაცია "დარიალში". მაშინ უარი ვუთხარი. დაახლოებით ოთხი თვის წინ კი ისევ შემომთავაზა გაწევრება. როგორც მითხრა, ამ ორგანიზაციაში გაწევრებული ყოფილან პატრიოტი ოსები და თუ მეც გავხდებოდი წევრი, მომცემდნენ ბინას ყაზბეგში, კოტეჯსა და მიწას კი გუდაურში. დავინტერესდი და დავთანხმდი. შეხვედრები უნივერსიტეტში, საღამოს 9-დან 12 საათამდე იმართებოდა. პირველივე შეხვედრაზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვლადიკავკაზის თითქმის ყველა ცნობილ პირს მოეყარა თავი. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სომხების წარმომადგენლები, ასევე ერევნიდან ჩამოსული სომხები. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს და რატომ გვთავაზობდნენ ორგანიზაციის წევრებს ბინებს ყაზბეგში და ვილებს - გუდაურში. იანვრის შეხვედრაზე ისეთი რამ შევიტყვე, თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს ქვეყანას შევატყობინო. ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაჰგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა. სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, რომ შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ "თავიანთი მიწის" დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი. KvirisPalitra.Geასევე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს. სხდომაზე დაისვა საკითხი: გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს. ჩემო ძვირფასო ქართველებო! გამოიჩინეთ გონიერება, არ დაუშვათ ლარსის გზის გახსნა. მაქსიმალურად შეუშალეთ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. ამ ბარათს რომ მიიღებთ, ვლადიკავკაზში აღარ ვიქნები. უცხოეთში მივემგზავრები. მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ.ეს წერილი ერთმა კეთილმა ადამიანმა დამაწერინა. მე ქართული არ ვიცი. თქვენი ქართველი" ეს წერილი ერთადერთი არ არის, რომელიც ასეთ ინფორმაციას აწვდის საქართვლოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას. დიდი ხანია, ინგუშები გვაფრთხილებენ, რომ ვლადიკავკაზში მეტად სახიფათო ფაციფუცი აქვთ. ამას წინათ ერთმა ინგუშმა ისტორიკოსმა მომწერა, ხალხო, გაიღვიძეთ, ქვეყანა თავზე გემხობათ, გულზე ხელები რას დაგიკრეფიათო. სხვათა შორის, ინგუშები აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრეც გვაფრთხილებდნენ რუსეთის თავდასხმისა და პროვოკაციის საშიშროებაზე, ახლა დღის წესრიგში ლარსის გზის გახსნის საკითხი დადგა(?!). როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ლარსის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის. მეზობლების ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ! მამუკა არეშიძე: - ამ წერილში მოთხრობილი ამბავი სრული სიმართლეა. ეს შეკრება ვლადიკავკაზში იანვარში გაიმართა და მას ბევრი გავლენიანი პირი ესწრებოდა: ჩრდილო ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩრდილო ოსეთის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და რაც მთავარია, რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი. ეს იყო მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრა. "დარიალის" წევრების გარდა, იქ იყვნენ სხვა ორგანიზაციის (მაგალითად, "კობელების") წევრებიც. ჩრდილო ოსეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რუსეთის დავალებით, ახლა მხოლოდ ამ საქმეებითაა დაკავებული. როგორ ვერ ხედავს ამ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება? რამდენი ხანია ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვთან დაახლოებული ხალხი, ინგუშეთის პარლამენტის წევრები გვაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იქაურ გეგმებსა და პროვოკაციებზე, მაგრამ ვერავის ვერაფერი შეასმინეს. რატომ არ ვუჯერებთ ჩვენს გულშემატკივარ ერს, რომელსაც ჩვენთან მეგობრობა უნდა? არ ვამბობ, რომ ლარსი არასოდეს არ უნდა გაიხსნას, მაგრამ დღეს საქართველო არ არის იმ საფრთხისთვის მზად, რომელიც წინდაუხედავი პოლიტიკის გამო შეიძლება თავს დაატყდეს. არა მარტო ინგუშები, ვლადიკავკაზელი ქართველებიც იმავეს გვატყობინებენ. ვატყობთ, რაღაც ძალზე ცუდი მზადდება, ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურშიო. გვაწვდიან გაშიფრული პროვოკაციის რამდენიმე ვარიანტსაც და მეტი რა ქნან? - რა სახის პროვოკაციებზეა ლაპარაკი?- რადგან თრუსოდან და კობიდან წასული ხალხის უმეტესობა ორმაგი მოქალაქეა და საქართველოს პასპორტებიც აქვთ, მათ საქართველოში დაბრუნებას ვერავინ შეუშლის ხელს. მოქალაქეა და ქვეყანაში შემოსვლაზე ხომ არ ეტყვი უარს? ზოგი მათგანის სახლი გაპარტახებულია, ზოგის - დაკავებული. ეს ხალხი რომ დაბრუნდება და გაძარცული და დაკავებული სახლები დახვდება, ხომ მოჰყვება ამას გაწევ-გამოწევა, მიტინგები ყაზბეგში? რუსებიც ამას იქნებიან დადარაჯებული, არიქა, რუსეთის მოქალაქეებს ისევ გვიჩაგრავენო. შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან? ან ვიღაც (ისევ რუსული სპეცსამსახურები) რუსებს თავს დაესხმება, გაძარცვავს ან მოკლავს და რუსეთი თავისი კანონების შესაბამისად დაიწყებს მათ დაცვას. ახლა ვნახოთ, რა ინტრიგებს ხლართავს პარალელურად ოსური პრესა. პირველი ეტაპი, რომ ყაზბეგის რაიონი მათია, უკვე გაიარეს. ახლა თურმე რაც ჯვრის უღელტეხილის იქით არის, ჩრდილო კავკასია, ესე იგი ოსეთია. ყაზბეგი სწორედ ჯვრის უღელტეხილის იქით არის. არაერთხელ ვთხოვე ყაზბეგელებს, შეიკრიბეთ, ისევე როგორც რაჭველებმა გააკეთეს, რომ თქვენი პოზიცია დაინახოს ხელისუფლებამ-მეთქი. სხვათა შორის, ამ საკითხზეც "იმუშავეს" ვიღაც-ვიღაცებმა. ყაზბეგში ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. ერთმა ნაწილმა პეტიცია შეადგინა მთავრობის სახელზე და ითხოვს, ლარსი არ გაიხსნას, ნაწილმა კი ლარსის გახსნის მოთხოვნას მოაწერა ხელი. ბევრმა მითხრა, ხელი სამსახურის დაკარგვის მუქარით მოგვაწერინესო. ამ ხალხს მინდა ვუთხრა: თუ ახლა არ დაიკავებენ პრინციპულ პოზიციას, სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დარჩებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზბეგში მოსახლეობის ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ბევრი პენსიას რუსეთიდან იღებს. რეგიონი უაღრესად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. თანაც, მიჩვეული არაინ ვლადიკავკაზთან ურთიერთობას. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს მთას, დაინტერესდეს ამ საკითხით. პატრიარქი რომ არ იყოს, ეს რეგიონი ღვთის ანაბარა იქნებოდა მიტოვებული. დღეს საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ამ საფრთხეს გაუმკლავდეს. ეს გაზაფხული როგორმე გადავიტანოთ და ლარსი მაშინ გავხსნათ, როცა მზად ვიქნებით რაღაცებისთვის. სომხეთსა და რუსეთს რომ უნდათ ლარსის გახსნა, გასაგებია: სომხებს გზა სჭირდებათ, რუსებს გიუმრის ბაზის მომარაგება. - სომხებს რატომ უნდათ, რომ ეს ტერიტორია ოსეთმა მიიტაცოს, მაშინ ხომ აუცილებლად ჩაიკეტება გზა და სომხეთი ისევ მოწყვეტილი აღმოჩნდება?- ისინი, ვინც შეკრებას ესწრებოდნენ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან. მათ არც სომხეთი ადარდებთ. დიდ ხეირს ლარსის გახსნით რუსეთი ელის. ის ცდილობს, დაიკავოს 40-კილომეტრიანი ზოლი კავკასიონის ქედის გასწვრივ. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრების შემთხვევაში. რუსეთს სურს ამ დროისთვის უკვე ჰქონდეს ბუფერული ზღუდე. ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ჩრდილოელი ოსები კი ამ შემთხვევაშიც ისეთივე ბრმა იარაღი არიან, როგორიც აფხაზები და სამაჩაბლოელი ოსები. საწ####ბი ვერ მიმხვდარან, რომ ახლოსაც არავინ მიუშვებს ყაზბეგსა და გუდაურთან. იმასაც ვერ ხედავენ, რომ აფხაზებს ნელ-ნელა აძევებენ სახლებიდან და ოსებს კი სამაჩაბლოდან? რუსეთი ძალზე სახიფათოდ თამაშობს. ლავროვმა ინტერვიუში განაცხადა, ლარსის გზის გახსნის საკითხი განიხილებაო. აქეთ გვამადლის ლარსის გახსნას, თითქოს ჩვენ გვჭირდებოდეს. საქართველოს ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას ამ გზის გახსნა! თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც! მით უმეტეს, რომ თუშეთში საზღვარი უკვე გადმოსწიეს რუსებმა. რუსებმა გზები შატილამდე მოიყვანეს. თუ ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს საქართველოს ხელისუფლებაში მეხუთე კოლონის არსებობაზე! P.S. ღმერთი არ გაგვიწყრეს და სული ეშმაკს არ მივყიდოთ, თორემ მომავალი თაობა შეგვაჩვენებს და მართალიც იქნება. ამ დო(ლარს)ულიანებმა სამშობლო ორ შაურად გაგვიხადესო.. ასჯერ დავფიქრდეთ და მერე გავჭრათ (თუ, რა თქმა უნდა, ამის ძალა და უნარი შეგვწევს). ფრთხილად, წინ უფსკრულია! ფრთხილად!ხათუნა პაიჭაძე http://www.kvirispalitra.ge/politic/2692-q...gudaurshiq.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 მერე ეს არ იციან მთავრობაში?ეგღა გვაკლდა, ისედაც ცხელი წერტილებითაა აჭრელებული მთელი საქართველო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 Private Nodari მერე ეს არ იციან მთავრობაში?იქნებ სწორედ ეს უნდათ , რა იცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 Private Nodari მერე ეს არ იციან მთავრობაში?არა..აზრზე არ არიან..საიდუმლო ინფორმაციაა ეს, რომელიც მხოლოდ პრესით ვრცელდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 მერე ეს არ იციან მთავრობაში?ეგღა გვაკლდა, ისედაც ცხელი წერტილებითაა აჭრელებული მთელი საქართველო.მთავრობისთვის მნიშვნელოვანი, ნოდარიკო,მერის არჩევნების მოგება და ოპოს გაფარჩაკებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 გუბაზ სანიკიძე: ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულმა მხარემ სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სანაცვლოდ გახსნა ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულმა მხარემ სომხეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სანაცვლოდ გახსნა. აღნიშნულის ფიქრის საფუძველს სანიკიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება აძლევს იმის თაობაზე, რომ ოფიციალური თბილისი ზემო ლარსის პუნქტის გახსნით ეკონომიკურ სარგებელს არ ელის. "ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ დარიალის პუნქტის გახსნისგან ქართული მხარე ეკონომიკურ სარგებელს არ ელის, პოლიტიკურ სარგებელზე კი არაფერი უთქვამს. მაშინ, რატომ გაიხსნა ის, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული? მხოლოდ სომხეთის ინტერესების გამო? თანაც, ამ ტრანზიტ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს, ტვირთის გახსნის უფლება არ აქვს. რამდენად მიზანშეწონილია, ტვირთმა ჩვენ ტერიტორიაზე გაიაროს ისე, რომ ქართულმა მხარემ არ იცოდეს, რა სახის ტვირთია ეს, მით უმეტეს, რომ სომხეთში დიდი სამხედრო ბაზაა. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აღიაროს, რომ ლარსი სომხეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ გახსნა", - განაცხადა სანიკიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აქვე განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტის გახსნით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცოცავი ანექსია დაიწო. ამასთან, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლის შეფასებით, დარიალის პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად იქნა მიღებული, რასაც შესაძლოა ყაზბეგის რაიონის ოკუპირებაც მოჰყვეს. "შესაძლოა, ყაზბეგის რაიონი გასროლის გარეშე აღმოჩნდეს ოკუპირებული და ეს ხელისუფლების უღირსობაზე მეტყველებს. არ შეიძლება, ერთი ხელით ებრძოდე მტერს და მეორეთი ტერიტორიებს აბარებდე. იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს ანტიქართული ქმედებაა, თუმცა შევცდით", - განმარტა სანიკიძემ. შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებით 3 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, დღეს ამოქმედდა. http://ghn.ge/news-9329.html აქვე :gigi: "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს ოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ნოღაიდელის მოძრაობა თვლის, რომ "ლარსის გახსნა სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სასარგებლოა". . "სწორედ ამიტომ მოითხოვდა ლარსის პუნქტის გახსნას ჩვენი მოძრაობის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბევრს ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა. ჩვენ მადლობლები ვართ აშშ-ის ადმინისტრაციის, რომელმაც ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის აღდგენისთვის 4 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაისმა კითხვები ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, როცა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შედეგად, რუსეთის მძიმე ტექნიკა განლაგებულია საქართველოს დედაქალაქიდან, ასევე, ცენტრალური რკინიგზიდან და ნავთობ და გაზსადენებიდან 25-30კმ-ის დაშორებით, ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება არ შეიცავს არავითარ დამატებით საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსათვის და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისათვის. პირიქით, მოძრაობის აღდგენამ შესაძლოა, მხოლოდ დადებითად იმოქმედოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე", - აცხადებენ ყოფილი პრემიერის პარტიაში. შეგახსენებთ, რომ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დღეიდან ამოქმედდა. http://mynews.ge/index.php?option=com_news...l&id=124271 საღოლ მიშა,ზურიკოს პოლიტიკურ სურვილებს 5-იანზე ასრულებ. პუტინი დაგიფასებს :puke: :puke: :puke: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 СКАНДАЛ. Армяне, проживающие в России, хотят создать армянскую автономию на территории ГрузииВремя публикации: Сегодня в 14:17 по Имарату Российские армяне считают, что в Грузии проводится политика по дискриминации армян в Самцхе-Джавахетском районе Грузии. «Джавахкская диаспора» России выступила с петицией. «Мы, Джавахкская диаспора России, призываем власти Грузии и Армении, а также все независимые международные демократические институты, предпринять безотлагательные меры по прекращению дискриминационной политики грузинских властей в отношении джавахкского армянства, гарантировав безопасность армянского населения», — говорится в документе, текст которого приводит Информационный Центр газеты армян России «Еркрамас», передает «Грузия Сегодня». Авторы обращения требуют немедленного пересмотра состава административно-территориального деления края Самцхе-Джавахетии с включением к краю Цалкского муниципалитета и внесения поправок к Конституции Грузии о провозглашении Самцхе-Джавахетского края в автономную область с присвоением наименования «Джавахкская автономная область». Армяне также требуеют придать армянскому языку статус регионального языка на территории «Джавахкской автономной области» и прекратить «насильственную ассимиляцию», предоставить правовой статус армянской апостольской церкви в Грузии с «возвращением секуляризованных армянских храмов, святынь и исторических памятников и др.» «Мы призываем все общественно-политические силы Армении и диаспоры, а также представителей общества, обеспокоенных проблемой сохранения армянства в регионе Самцхе-Джавахк-Цалка, сообща впрячься в борьбу по защите прав и интересов джавахкских армян, последовательно добиваться создания для джавахкских армян полноценных условий для построения своего будущего на родной земле», — сказано в обращении. აი ამიტომ. http://kavkazcenter.com/russ/content/2010/03/01/70959.shtml Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 lasha1997 მოგიწევს შენი ავატარის მოსანახულებლად ვიზებზე ჩალიჩი სულ მალე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 (edited) Jonathan Livingston მოგიწევს შენი ავატარის მოსანახულებლად ვიზებზე ჩალიჩი სულ მალე... არა მგონია მოხევეებმა ეს დაუშვან.ჩემი დედულეთია და მანდ ვაპირებ ორ წელში ჩემს ცოლზე ჯვარის დაწერას. Edited March 1, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 Private Nodari მაინტერესებს რა დადებით თუ უარყოფით შედეგებს უდნა ველოდოთ ამით? გოგავას ძლევამოსილ მესაზღვრეებს მტკიცედ ჰქონდათ დარიალის კარიბჭე ჩაკეტილი, აი გაიხსნა და ალან-ოვსების ურდოები შემოაჭენებენ თავის ჰუნეებს. ისე, იდიოტიზმსაც საზღვარი ხო აქვს, არა? - გუბაზას და ძმათა მისთა ვგულისხმობ; და კრისობასაც - მერზავჩიკის სახით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 Jonathan Livingston არა მგონია მოხევეებმა ეს დაუშვან.ჩემი დედულეთია და მანდ ვაპირებ ორ წელში ჩემს ცოლზე ჯვარის დაწერას.არც მე მგონია, მეეჭვება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს აბრალო მაცხოვრებლები ვერაფერს გადაწყვეტენ, ვერაფერს შეცვლიან, ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 (edited) ასე იყო ცხინვალშიც... იცი რა ხალხი ცხოვრობს დიდ და პატარა ლიახვის ხეობაში, რამდენს გაუძლეს, რამდენი იბრძოლეს, რამდენი სისხლი და ცრემლი ღვარეს, მაგრამ აგერ დღეს გაჭიმულ ბანაკებში ცხოვრობენ... წუხელ მამიდის ქმარი მომიკვდა მაგაზე დარდით... მამიდაჩემიც მიჰყვება უეჭველი, ჯერ მიწასახლის და ახლა ქმრის დარდით..... Edited March 1, 2010 by Jonathan Livingston Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 Private Nodari მე პირადად მივიჩნევ რომ უარყოფითი მოვლენა არ უნდა იყოს საბაჟოს გახსნა.ქვეყანამ რომლემაც 20% დაიპყრო, საზღვარს უხსნი? რომ სომხებთან კავშირი დაამყაროს? აღარც თავმოყვარეობა, აღარც საღი აზრი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.