ლ ი ც ი Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 http://s006.radikal.ru/i213/1002/7b/2e910a013cf7.jpg პატრიარქმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. “მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, დაბრუნდით საქართველოში, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ თქვენ არაფერი გაგიჭირდებათ. დღეს, როდესაც არის გლობალიზაციის პროცესი, ეს არის საშიში. ადამიანმა არ უნდა დატოვოს თავისი საუნჯე და სხვაგან წავიდეს”, - ბრძანა პატრიარქმა დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. უწმინდესის განცხადებით, როგორც უფალი, ისე სამშობლოც, ერთია ქვეყანაზე. “სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა-წყალი. ეს არის ქართველი ადამიანი, ჩვენი ენა, ანბანი, ეს არის ჩვენი კულტურა, მეცნიერება. ჩვენ თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს და უნდა ვზიდოთ ის ტვირთი, რომელიც უფალმა მოგვცა. სამშობლო, ეს არის წმინდა ადგილი”, - ბრძანა პატრიარქმა. მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უცხოეთში ბევრი ქართველი წავიდა. “საოცარი და სამწუხაროა. არ ველოდი, რომ ასე ადვილად წავიდოდა დიდი რაოდენობით ქართველი უცხოეთში. ვიცი, რომ ისინი გაჭირვებამ წაიყვანა, მაგრამ სჯობს ვიყოთ გაჭირვებაში, მაგრამ ჩვენს სამშობლოში”, - აღნიშნა უწმინდესმა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რას იტყვით ემიგრანტებო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ლ ი ც ი რას იტყვით ემიგრანტებო?ემიგრანტებო კი არა, მე როდის წავალ , მერთი სული მაქვს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ეს მოწოდებები მაგარია მერე აქ ხრეში ჭამონ? თუ ახალ დაგებული გზები? თუ შადრევნები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ლ ი ც ი ემიგრანტებო კი არა, მე როდის წავალ , მერთი სული მაქვს! აბა ჩემი თავისათვის ის ვერ მიპატიებია, რომ ემიგრანტობიდან დავბრუნდი და დღეს ვერსად ვერ მივდივარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ლ ი ც ი რა თქმა უნდა პატრიარქს სტკივა ქართული მიწა. ის ყველაზე კარგად ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველოს განადგურების და გაქრობის დრო შორს არ არის. სამწუხაროდ ამას ყველა ხვდება, მაგრამ ნაწილს (ხალხს) სხვა გზა არ აქვს და ნაწილს (ხელისუფლებას) ფეხზე კიდია, იმიტომ, რომ რახ მეტია ხალხი, მით ნაკლებია წინააღმდეგობა (მითუმეტეს ევროპანანახი ხალხი, სადაც ხელფასის მომატების გამო ქუჩებს ლეწავენ და მანქანებს წვავენ) და ამაზე გემრიელადაც ითბობენ ხელს.მე უკვე ვთქვი ერთხელ: აღარ მესამშობლოება ასეთი ქვეყანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 (edited) საქართველოს აქვს პოტენციალი, რომელიც გამოუყენებელია. ძლიერი ნების მქონე ხალხი ყველანაირ წინააღმდეგობას გადალახავს და ააშენებს ნორმალურ სახელმწიფოს მაგრამ რაც მე დავაკვირდი ქართველები ვართ რუსულად კარგად ჟღერს "ხრუპკი" ხალხი. ტირილი გვიყვარს, წუწუნი გვიყვარს "ვაი ეს რა დღეში ვართ", უბედურების ერთმანეთზე დაბრალება გვიყვარს.რეალურად ყველა ჩვენგან ხელისუფლებაში რომ მოდის ისეთივე ტიპად გარდაიქმნება ხოლმე როგორიც ნაციონალები არიან, ეხლა ბევრი იტყვის: "მე არ ვარ ესეთიო!" მაგრამ ფაქტია საქართველოში ეს აზროვნებაა ჩამოყალიბებული და ისეა ფესვგამდგარი რომ მისი შეცვლა წარმოუდგენელი მგონია. მე ამჟამინდელ ქართულ მსოფლმხედველობას, ფსიქოლოგიას უფრო მონურ ფსიქოლოგიას დავარქმევდი. უბრალოდ აქ ერთი მომენტია, მონა ბატონს დაემორჩილება, მარა მეორე მონას არა და ამ მეორე მონას რომ არ ვემორჩილებით, მაგრები გვგონია თავი. Edited February 28, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ლ ი ც ი რა თქმა უნდა პატრიარქს სტკივა ქართული მიწა. ის ყველაზე კარგად ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველოს განადგურების და გაქრობის დრო შორს არ არის. სამწუხაროდ ამას ყველა ხვდება, მაგრამ ნაწილს (ხალხს) სხვა გზა არ აქვს და ნაწილს (ხელისუფლებას) ფეხზე კიდია, იმიტომ, რომ რახ მეტია ხალხი, მით ნაკლებია წინააღმდეგობა (მითუმეტეს ევროპანანახი ხალხი, სადაც ხელფასის მომატების გამო ქუჩებს ლეწავენ და მანქანებს წვავენ) და ამაზე გემრიელადაც ითბობენ ხელს.მე უკვე ვთქვი ერთხელ: აღარ მესამშობლოება ასეთი ქვეყანა.analgin იცი ირაკლი, ბევრჯერ დამისვავს კითხვა-როგორ გადავრჩით, როდესაც ისტორიის სიმკაცრემ დედა უტირა ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვან , ძლიერ და მონოლითურ ერს? პასუხი ვერ მიპოვნია, მაგრამ მყარად მწამს, რომ ახლაც გადავრჩებით, მწამს რომ არ გადავშენდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ლ ი ც ი პატრიარქმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა პატრიარქმა კი არა და მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან და მითხრას ჩამოდიო,შანსი არ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 (edited) ტრიარქმა კი არა და მამაჩემი რომ ადგეს საფლავიდან და მითხრას ჩამოდიო,შანსი არ არის.lasha1997 რიტორიკული კითხვაა და მაინც:-რატომ? Edited February 28, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 http://s006.radikal.ru/i213/1002/7b/2e910a013cf7.jpg პატრიარქმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. “მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, დაბრუნდით საქართველოში, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ თქვენ არაფერი გაგიჭირდებათ. დღეს, როდესაც არის გლობალიზაციის პროცესი, ეს არის საშიში. ადამიანმა არ უნდა დატოვოს თავისი საუნჯე და სხვაგან წავიდეს”, - ბრძანა პატრიარქმა დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. უწმინდესის განცხადებით, როგორც უფალი, ისე სამშობლოც, ერთია ქვეყანაზე. “სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა-წყალი. ეს არის ქართველი ადამიანი, ჩვენი ენა, ანბანი, ეს არის ჩვენი კულტურა, მეცნიერება. ჩვენ თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს და უნდა ვზიდოთ ის ტვირთი, რომელიც უფალმა მოგვცა. სამშობლო, ეს არის წმინდა ადგილი”, - ბრძანა პატრიარქმა. მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უცხოეთში ბევრი ქართველი წავიდა. “საოცარი და სამწუხაროა. არ ველოდი, რომ ასე ადვილად წავიდოდა დიდი რაოდენობით ქართველი უცხოეთში. ვიცი, რომ ისინი გაჭირვებამ წაიყვანა, მაგრამ სჯობს ვიყოთ გაჭირვებაში, მაგრამ ჩვენს სამშობლოში”, - აღნიშნა უწმინდესმა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რას იტყვით ემიგრანტებო? ჩემზეც არის საუბარი თუ სხვა ემიგრანტებზე?მე გემომტოვა ეტყობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 babuagiorgi ჩემზეც არის საუბარი თუ სხვა ემიგრანტებზე?"ემიგრანტებო და ბატონო ალანია თქვენც"-ო ასე უთქვამს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 (edited) ლ ი ც ი რიტორიკული კითხვაა და მაინც:-რატომ? ლიც,ვინც ამერიკაში ერთი წელი მაინც იცხოვრებს,ის სხვაგან ვერ შეძლებს ცხოვრებას.ვიყავი მანდ და ერთ კვირაში გამოვიქეცი.სამშოქლოს სიყვარული და ეგეთები არ მინდა,როცა ოჯახის სარჩენი ფული არ მექნება. ჩამოსვლით ჩამოვალ ხოლმე და ლაშას ყოველ ზაფხულობით გამოვუშვებ ხოლმე,მაგრამ დარჩენით ვერა. ეს მოკლედ. Edited February 28, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 (edited) ლიც,ვინც ამერიკაში ერთი წელი მაინც იცხოვრებს,ის სხვაგან ვერ შეძლებს ცხოვრებასlasha1997 და რატომ, ჩემო დიტო, რატომ? უფრო გულთბილი ხალხია? ყველაფერს რომ თავი გავანებოთ ყველა ნათესავი აქეთ გყავს. მართლა მაინტერესებს Edited February 28, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ლ ი ც ი რატომ დიტო, რატომ?იმიტომ რომ ნორმალური ქვეყანაა. ნორმალური ადამიანისთვის ნორმალურ ქვეყანაში ჯობია ცხოვრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 იმიტომ რომ ნორმალური ქვეყანაა. ნორმალური ადამიანისთვის ნორმალურ ქვეყანაში ჯობია ცხოვრება.საქართველოც ნორმალური ქვეყანაა, ჩემო Saturn , ჩვენ ვართ არანორმალურები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.