Jump to content
Planeta.Ge

ტანჯვის მოთხოვნილება?


Recommended Posts

ძალიან უცნაური მოვლენაა, მაგრამ, როცა დიდი ხნის მანძილზე ხარ ინტენსიურად ბედნიერი, მერე, თითქოს, გენატრება "ტანჯვა", ანუ ის განცდა, რაც მას ახლავს.

ტანჯვაში ნუ მიიღებთ პირდაპირ მაზოხისტურ შინაარსს. ზოგადად, განცდები გენატრება თითქოს, ვინაიდან, როდესაც გაბრაზებული და გაწბილებული ზურგს აქცევ სამყაროს, სწორად მაშინ არის, რომ შინაგანად იზრდები, შენ თავს უღრმავდები და იწყებ საუბარს საკუთარ მესთან, ხანდახან მივიწყებულთანაც კი. ამ დროს, თითქოს, რაღაც სხვანაირი შინაგანი ძვრები იწყება და თავიდან იწყებ საკუთარი თავის შეცნობას, დაფასებასა და სიყვარულს..

გიგრძვნიათ მსგავსი რამ?

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი მსგავსუი არ განმიცდია

 

ტანჯვის მოთხოვნილება

 

 

რა დონეზე უნდა მივბედნიერდე რომ ასეთი რამ მომთხოვოს "ორგანიზმმა" :)

 

ჯერ ადრეა ჩემთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვითგვემა....თუ არ ითვითგვემე....სიხარულს ვერ მიიღებ....

 

სამყაროს კანონზომიერება...თვითგანადგურების კოდი ყველა ადამიანში დევს......ვინც უფრო მაღლა დგას, უფრო კარგად ხედავს მის კოდებს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

სამყაროს კანონზომიერება...თვითგანადგუ��

�ების კოდი ყველა ადამიანში დევს......ვინც უფრო მაღლა დგას, უფრო კარგად ხედავს მის კოდებს....

თანატოსი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა პირიქით ხარ, ძალიან გინდა რომ ბედნიერი იყო

 

როცა ხარ მერე ტანჯვა გინდაო

 

მართლაც რომ უცნაურია

 

რას გაუგებ ადამიანის ბუნებას

 

თვითონაც არ იცის რა უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

— ხედავ? შენ, ალბათ, გინახავს გადაცემები, სადაც ადამიანები თავიანთ პირად პრობლემებზე მთელი მსოფლიოს თვალწინ ბჭობენ. გინახავს გაზეთის სათაურები და ჟურნალის ყდები?

მსოფლიო სიამოვნებას იღებს ტანჯვისა და ტკივილისაგან. ერთი შეხედვით სადიზმია, სინამდვილეში კი, თუ გავიაზრებთ, რომ ბედნიერებისთვის სულ არ გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა, ჩვენ კი თვალს არ ვაცილებთ სხვისი ტრაგედიის სანახაობას და ზოგჯერ ვიტანჯებით კიდეც მის გამო, ეს მაზოხიზმია.

 

მან ორი ფუჟერი შამპანურით შეავსო, გამორთო ტელევიზორი და ისევ სანთლების ანთება გააგრძელა.

 

— ვიმეორებ: ეს ადამიანის ბუნებაშია, ეს მისი არსია. მას მერე, რაც სამოთხიდან განგვდევნეს, ან ვიტანჯებით, ან სხვას ვტანჯავთ, ან ამ ტანჯვას თვალს ვადევნებთ. ვერაფერს შეცვლი.

 

"თერთმეტი წუთი" პაოლო კოელიო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც გაბრაზებული და გაწბილებული ზურგს აქცევ სამყაროს, სწორად მაშინ არის, რომ შინაგანად იზრდები, შენ თავს უღრმავდები და იწყებ საუბარს საკუთარ მესთან, ხანდახან მივიწყებულთანაც კი. ამ დროს, თითქოს, რაღაც სხვანაირი შინაგანი ძვრები იწყება და თავიდან იწყებ საკუთარი თავის შეცნობას, დაფასებასა და სიყვარულს..

გიგრძვნიათ მსგავსი რამ?

ასეთი რამ მიგრძვნია, მაგრამ ტანჯვის მოთხოვნილებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

ტანჯვაში ნუ მიიღებთ პირდაპირ მაზოხისტურ შინაარსს

თოკი ,მათრახი,კარგად იზოლირებული ოთახი დააა წავიდა. არ გეწყინოს ვიხუმრე :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტანჯვა მეც მევასება ოღონდ სხვების :user:

 

http://protoplasm.files.wordpress.com/2009/01/water-torture.jpg

შენ რომელი ხარ ამ სურათზე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე აი იქ სკამზე ვზივარ და ჩანაწერებს ვაკეთებ პაციენტებს ვაკვირდები სხვადასხვა წამების ხერხებზე როგორ რეაგირებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით ადამიანი შინაგანად არა ითხოვს, არამედ ელის ტანჯვას. ანუ იმის თქმა მინდა რომ, როცა ბედნიერი ხარ, სულ გეშინია, რომ რამე ცუდი მოხდება. გარდა ამისა კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ კარგად არიან მაინც უბედურად გრძნობენ თავს და არაფერი არ უხარიათ. ერთი ახლობელი მყავს - ძალიან კარგი მეუღლე და ორი ულამაზესი შვილი ყავს, მუშაობს, სახლში ყავს ძიძა და სახლის დამლაგებელი და დეპრესია აქვს, საშინლად იტანჯება. მიზეზს ვერ ხსნის. მოკლედ რა ტანჯვა და ბედნიერება ძმები არიან, მგონი მთლად თემაზე ვერ დავწერე, მაგრამ იმედია თემის კარგი და კეთილი ავტორი და მოდერი მაპატიებს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...